iuristi.com იურიდიული სიახლეები და კონსულტაცია
+995 598 419 416 WhatsApp
დარეკვა კონსულტაცია
მთავარი კონსულტაცია ჩვენს შესახებ გუნდი ჯავშანი
+995 598 419 416 WhatsApp
დარეკვა კონსულტაცია
მთავარი კონსულტაცია ჩვენს შესახებ გუნდი ჯავშანი
იურისტი » ადვოკატი » სამეზობლო ურთიერთობიდან წარმოშობილი სამართლებრივი დავები
იურიდიული სტატია

სამეზობლო ურთიერთობიდან წარმოშობილი სამართლებრივი დავები

30-11-2022, 11:11 ადვოკატი / ადვოკატის ნომერი / ადვოკატი / სტატიები 513 ნახვა
სამეზობლო ურთიერთობიდან წარმოშობილი სამართლებრივი დავები

სამეზობლო სამართალი სამართლის ნორმათა ერთობლიობაა,რომელიც აწესრიგებს სამართალურთიერთობებს როგორც უშუალოდ მომიჯნავე უძრავი ქონების მესაკუთრეებს,ასევე იმ უძრავი ქონების მესაკუთრეებს შორის,რომელთა მიერაც ხდება ერთმანეთის ქონებაზე ზემოქმედება. მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, მიწის ნაკვეთის ან სხვა უძრავი ქონების მესაკუთრეს არ შეუძლია, აკრძალოს მეზობელი ნაკვეთიდან თავის ნაკვეთზე გაზის, ორთქლის, სუნის, ჭვარტლის, კვამლის, ხმაურის, სითბოს, რყევების ან სხვა მსგავს მოვლენათა ზემოქმედებანი, თუკი ისინი ხელს არ უშლიან მესაკუთრეს თავისი ნაკვეთით სარგებლობაში, ან უმნიშვნელოდ ხელყოფენ მის უფლებას.

იგივე წესი მოქმედებს იმ შემთხვევაშიც, როცა ზემოქმედება არსებითია, მაგრამ იგი გამოწვეულია სხვა ნაკვეთით ან სხვა უძრავი ქონებით ჩვეულებრივი სარგებლობით და არ შეიძლება მისი აღკვეთა ისეთი ღონისძიებებით, რომლებიც ამ სახის მოსარგებლეთათვის ნორმალურ სამეურნეო საქმიანობად მიიჩნევა.

სამოქალაქო კოდექსის თანახმად, თუ მესაკუთრე მოვალეა, ითმინოს ასეთი ზემოქმედება, მას შეუძლია, ზემოქმედების გამომწვევი ნაკვეთის მესაკუთრეს მოსთხოვოს შესაბამისი ფულადი კომპენსაცია, მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა ზემოქმედება აღემატება მოცემულ ადგილას ჩვეულებრივად მიჩნეულ სარგებლობას და ეკონომიკურად დასაშვებ ფარგლებს.

ამ შემთხვევაშიც, კანონმდებელი შემოიფარგლება მხოლოდ ზოგადი და ბუნდოვანი სახის განმარტებებით, რაც საბოლოოდ ართულებს მოდავე მხარის მიერ კომპენსაციის დროულად მიღების შესაძლებლობას, რადგან მას უწევს მტკიცება, რამდენად აღემატება ზემოქმედება ეკონომიკურად დასაშვებ ფარგლებს, ხოლო მსგავსი ეკონომიკური ფარგლების დამდგენი ნორმატიული აქტის არარსებობის პირობებში, მოქალაქეს ყოველგვარი კომპენსაციის გარეშე უწევს ზემოქმედების მუდმივი თმენა

მიწის ნაკვეთის მესაკუთრეს შეუძლია, მოითხოვოს მეზობელ ნაკვეთებზე ისეთი ნაგებობების აშენების ან ექსპლუატაციის აკრძალვა, რომლებიც დაუშვებლად ხელყოფენ ნაკვეთით სარგებლობის უფლებას და ეს იმთავითვე აშკარაა.

მესაკუთრეს შეუძლია, მეზობელს მოსთხოვოს აუცილებელ ღონისძიებათა გატარება, თუ მიწის ნაკვეთს მეზობელი ნაკვეთიდან შენობის ჩამოქცევის საფრთხე ემუქრება.

დღესდღეობით ყველაზე აქტუალურ პრობლემად შესაძლოა, ჩაითვალოს მიწის ნაკვეთების საზღვრების განზრახ დარღვევა. კერძოდ, შემთხვევა, როდესაც მიწის ნაკვეთის მესაკუთრე მშენებლობის დროს, განზრახ გადასცდა მეზობელი ნაკვეთის საზღვრებს, ასეთ შემთხვევაში, საზღვრის დამრღვევი მეზობელი ვალდებულია, გადაიხადოს ფულადი კომპენსაცია, რომელიც ყოველწლიურად წინასწარ უნდა იქნეს გადახდილი.

შემდეგი ნაბიჯი

თუ ეს საკითხი შენს შემთხვევას ეხება, მიიღე პერსონალური კონსულტაცია

სტატია გაძლევს ზოგად სურათს, მაგრამ კონკრეტული სამართლებრივი მოქმედება ინდივიდუალურ განხილვას მოითხოვს.

კითხვა ადვოკატთან დარეკვა WhatsApp
საქართველო

თბილისი, ალ. ყაზბეგის №47

თბილისი, გურამიშვილის N23 ა

კონტაქტი

+995 598 419 416

WhatsApp

იტალია

Bari, Piazza Nicola Balenzano, 12 A

იტალიის ოპერატორი

ტეგები: samezoblo samartali, mezoblebs shoris dava, mezoblebs shoris sazgvari, momijnave udzravi qonebis mesakutreebi, nakvetit sargebloba, udzravi qonebis mesakutre, სამეზობლო სამართალი, მეზობლებს შორის დავა, მეზობლებს შორის საზღვარი, მომიჯნავე უძრავი ქონების მე
მსგავსი მასალები

წაიკითხე თემასთან დაკავშირებული სხვა სტატიებიც


თმენის ვალდებულება–სად გადის ზღვარი?!

თმენის ვალდებულება–სად გადის ზღვარი?!

ვრცლად

ხელშეკრულების მომზადება საერთაშორისო დონეზე / უძრავი ქონების ყიდვისას ხელშეკრულების მომზადება

ხელშეკრულების მომზადება საერთაშორისო დონეზე / უძრავი ქონების ყიდვისას ხელშეკრულების

ვრცლად

ქონებრივი დავები

ქონებრივი დავები

ვრცლად

უძრავი ქონების შეძენისა და გასხვისების წესი

უძრავი ქონების შეძენისა და გასხვისების წესი

ვრცლად

უძრავი ქონების რეგისტრაცია / საკუთრების იურისტი

უძრავი ქონების რეგისტრაცია / საკუთრების იურისტი

ვრცლად
კონსულტაცია

დაგვიკავშირდი ადვოკატთან

თუ სამართლებრივ საკითხზე სწრაფი პასუხი გჭირდება, გამოიყენე ქვემოთ მოცემული არხები.

დარეკვა WhatsApp კითხვა ადვოკატთან
პროფილი

ჩვენი გუნდი

მომხმარებლისთვის მნიშვნელოვანია დაინახოს რეალური იურისტი, გამოცდილება და პრაქტიკის სფეროები.

ნანა ნაკაშიძე ნანა ნაკაშიძეიტალიის ფილიალის ხელმძღვანელი ნათია ნაკაშიძე ნათია ნაკაშიძეადვოკატი, დამფუძნებელი ჯუზეპე სანტორო ჯუზეპე სანტოროპარტნიორი იტალიაში
კითხულობენ ხშირად

პოპულარული სტატიები

მოსამართლის დღე - საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მილოცვა კოლეგებს
პოპულარული მოსამართლის დღე - საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის
ესპანეთში საერთაშორისო სპეცოპერაცია „CACHABA“ - საქართველოსა და ესპანეთის პოლიციამ 13 პირი დააკავა
პოპულარული ესპანეთში საერთაშორისო სპეცოპერაცია „CACHABA“ - საქართველოსა და
აპარტ-ოტელების გაყიდვა და ახალი საგადასახადო რისკები - რა შეიცვალა 2026 წელს?
პოპულარული აპარტ-ოტელების გაყიდვა და ახალი საგადასახადო რისკები - რა შეიცვალა
ფიზიკური პირის მიერ აქტივის მიწოდების შედეგად მიღებული შემოსავლის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის საკითხებზე
პოპულარული ფიზიკური პირის მიერ აქტივის მიწოდების შედეგად მიღებული შემოსავლის

Iuristi.com

იურიდიული სიახლეები და ადვოკატის კონსულტაცია საქართველოში და იტალიაში.

TOP.GE რეიტინგი

სწრაფი ბმულები

  • ჩვენს შესახებ
  • გუნდი
  • ჯავშანი
  • კონტაქტი

კონტაქტი

  • +995 598 419 416
  • WhatsApp
  • თბილისი, ალ. ყაზბეგის №47
  • Bari, Piazza Nicola Balenzano, 12 A

საიტზე განთავსებულია იურიდიული თემების შესახებ სტატიები, პრაქტიკული განმარტებები და საკონტაქტო ინფორმაცია კონსულტაციის მისაღებად.

გჭირდება ადვოკატის სწრაფი კონსულტაცია?
დარეკვა WhatsApp