iuristi.com იურიდიული სიახლეები და კონსულტაცია
+995 598 419 416 WhatsApp
დარეკვა კონსულტაცია
მთავარი კონსულტაცია ჩვენს შესახებ გუნდი ჯავშანი
+995 598 419 416 WhatsApp
დარეკვა კონსულტაცია
მთავარი კონსულტაცია ჩვენს შესახებ გუნდი ჯავშანი
იურისტი » უძრავი ქონების რეგისტრაცია » დეველოპერები ბინებს ექსპლუატაციაში შესვლამდე ვეღარ გაყიდიან
იურიდიული სტატია

დეველოპერები ბინებს ექსპლუატაციაში შესვლამდე ვეღარ გაყიდიან

26-06-2021, 13:04 უძრავი ქონების რეგისტრაცია / სიახლე / ადვოკატი 1 245 ნახვა
დეველოპერები ბინებს ექსპლუატაციაში შესვლამდე ვეღარ გაყიდიან

პარლამენტმა საპარლამენტო უმრავლესობის წევრების საკანონმდებლო ინიციატივა,„საქართველოს სივრცითი დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში“ცვლილებების შეტანის შესახებ კანონპროექტი პირველი მოსმენით განიხილა.

საკანონმდებლო პაკეტით, რომელიც 7 კანონპროექტისგან შედგება, შენობა-ნაგებობების ექსპლუატაციაში მიღების გარეშე ფუნქციონირებასთან დაკავშირებული საკითხი რეგულირდება.

ამასთან, თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში სანებართვო პირობების დარღვევით ნაწარმოები მშენებლობის ექსპლუატაციაში მიღების დროებითი წესი განისაზღვრება.

პროექტის ერთ-ერთმა ინიციატორმა,გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტისთავმჯდომარემმაია ბითაძემგანმარტა, რომ„საკანონმდებლო პაკეტი მიმართულია იმ პრობლემის გადასაჭრელად, რაც ათიათასობით თბილისელს აწუხებს. ეს არის მათ საკუთრებაში არსებული ობიექტები, რომელიც არ არის მიღებული ექსპლუატაციაში და ისინი საკუთრებით სრულფასოვნად ვერ სარგებლობენ“.

მისივე განმარტებით, საკანონმდებლო პაკეტით გათვალისწინებული ცვლილებები ვრცელდება მხოლოდ ისეთ ობიექტებზე, რომელიც აშენებულია ისეთ ტერიტორიაზე, სადაც გაცემულია მშენებლობის ნებართვა ან დამტკიცებულია განაშენიანების რეგულირების გეგმა.

პაკეტის თანახმად, ამნისტია ყველა ტიპის მშენებლობას შეეხება - პირველიდან მეხუთე კლასის ჩათვლით.

იმ ობიექტებს, რომლებიც აშენებულია 2020 წლის 18 აგვისტომდე და ამ ობიექტების ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრებს ან დეველოპერებს უფლება ექნებათ კანონის მიღების შემდგომ წარადგინონ შესაბამისი განცხადება და მოითხოვონ ადმინისტრაციული ორგანოდან ობიექტის ექსპლუატაციაში მიღებისთვის საჭირო პროცედურების წარმოება.

თუ დარღვეულია K1, K2, K3 პარამეტრი, ექსტერიერი ან ინტერიერი, მიჯნის ზონა, განაშენიანების რეგულირების ხაზები, განაშენიანების სიმაღლის რეგულირების ხაზები, ფუნქციური ზონა, ავტოსადგომების რაოდენობა ან პროექტის კონსტრუქციული ნაწილი, თუმცა მათი უსაფრთხოება დადასტურებულია აკრედიტებული ექსპერტის მიერ, დარღვევა საპატიოდ ჩაითვლება და დარღვევებიდან გამომდინარე დაკისრებული ჯარიმები ჩამოიწერება.

კანონში დაგეგმილი ცვლილება ასევე ითვალისწინებს, ჯერ კიდევ ექსპლუატაციაში მიუღებელი შენობა-ნაგებობისელექტროენერგიითადა ბუნებრივი გაზით მომარაგების აკრძალვას.

პაკეტით, ასევე, განსაზღვრულია ის ვალდებულებები, რომელიც სამომავლოდ დააზღვევს თბილისს იმ ობიექტებისფუნქციონირებისგან, რომლებიც ექსპლუატაციაში არ არის მიღებული.

საკანონმდებლო პაკეტით გათვალისწინებული ცვლილებები მხოლოდ დედაქალაქზე ვრცელდება.

წყარო: parliament.ge

შემდეგი ნაბიჯი

თუ ეს საკითხი შენს შემთხვევას ეხება, მიიღე პერსონალური კონსულტაცია

სტატია გაძლევს ზოგად სურათს, მაგრამ კონკრეტული სამართლებრივი მოქმედება ინდივიდუალურ განხილვას მოითხოვს.

კითხვა ადვოკატთან დარეკვა WhatsApp
საქართველო

თბილისი, ალ. ყაზბეგის №47

თბილისი, გურამიშვილის N23 ა

კონტაქტი

+995 598 419 416

WhatsApp

იტალია

Bari, Piazza Nicola Balenzano, 12 A

იტალიის ოპერატორი

ტეგები: ადვოკატის ნომერი, ცნობილი ადვოკატები საქართველოში, ცნობილი ადვოკატი საქართველოში, უძლიერესი ადვოკატის ნომერი599505578, ახალგაზრდა ადვოკატები, საერთაშორისო ადვოკატები, სანდო ადვოკატი, საადვოკატო ბიურო, იურიდიული კომპანია, საადვოკატო, ადვოკატი, ადვოკატი იტ
მსგავსი მასალები

წაიკითხე თემასთან დაკავშირებული სხვა სტატიებიც


სამშენებლო ამნისტია და ექსპლუატაციაში მიღება

სამშენებლო ამნისტია და ექსპლუატაციაში მიღება

ვრცლად

მეწარმეთა შესახებ კანონში ცვლილებებია

მეწარმეთა შესახებ კანონში ცვლილებებია

ვრცლად

მშენებლობის უფლება-პროექტირება,ნებართვები

მშენებლობის უფლება-პროექტირება,ნებართვები

ვრცლად

დღეიდან ამოქმედდა ავტომობილების საბაჟო საწყობების საქმიანობის შემსუბუქებული სანებართვო პირობები და აღრიცხვის გამარტივებული პროცედურები

დღეიდან ამოქმედდა ავტომობილების საბაჟო საწყობების საქმიანობის შემსუბუქებული სანებართვო

ვრცლად
კონსულტაცია

დაგვიკავშირდი ადვოკატთან

თუ სამართლებრივ საკითხზე სწრაფი პასუხი გჭირდება, გამოიყენე ქვემოთ მოცემული არხები.

დარეკვა WhatsApp კითხვა ადვოკატთან
პროფილი

ჩვენი გუნდი

მომხმარებლისთვის მნიშვნელოვანია დაინახოს რეალური იურისტი, გამოცდილება და პრაქტიკის სფეროები.

ნანა ნაკაშიძე ნანა ნაკაშიძეიტალიის ფილიალის ხელმძღვანელი ნათია ნაკაშიძე ნათია ნაკაშიძეადვოკატი, დამფუძნებელი ჯუზეპე სანტორო ჯუზეპე სანტოროპარტნიორი იტალიაში
კითხულობენ ხშირად

პოპულარული სტატიები

მოსამართლის დღე - საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მილოცვა კოლეგებს
პოპულარული მოსამართლის დღე - საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის
ესპანეთში საერთაშორისო სპეცოპერაცია „CACHABA“ - საქართველოსა და ესპანეთის პოლიციამ 13 პირი დააკავა
პოპულარული ესპანეთში საერთაშორისო სპეცოპერაცია „CACHABA“ - საქართველოსა და
აპარტ-ოტელების გაყიდვა და ახალი საგადასახადო რისკები - რა შეიცვალა 2026 წელს?
პოპულარული აპარტ-ოტელების გაყიდვა და ახალი საგადასახადო რისკები - რა შეიცვალა
ფიზიკური პირის მიერ აქტივის მიწოდების შედეგად მიღებული შემოსავლის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის საკითხებზე
პოპულარული ფიზიკური პირის მიერ აქტივის მიწოდების შედეგად მიღებული შემოსავლის

Iuristi.com

იურიდიული სიახლეები და ადვოკატის კონსულტაცია საქართველოში და იტალიაში.

TOP.GE რეიტინგი

სწრაფი ბმულები

  • ჩვენს შესახებ
  • გუნდი
  • ჯავშანი
  • კონტაქტი

კონტაქტი

  • +995 598 419 416
  • WhatsApp
  • თბილისი, ალ. ყაზბეგის №47
  • Bari, Piazza Nicola Balenzano, 12 A

საიტზე განთავსებულია იურიდიული თემების შესახებ სტატიები, პრაქტიკული განმარტებები და საკონტაქტო ინფორმაცია კონსულტაციის მისაღებად.

გჭირდება ადვოკატის სწრაფი კონსულტაცია?
დარეკვა WhatsApp