iuristi.com იურიდიული სიახლეები და კონსულტაცია
+995 598 419 416 WhatsApp
დარეკვა კონსულტაცია
მთავარი კონსულტაცია ჩვენს შესახებ გუნდი ჯავშანი
+995 598 419 416 WhatsApp
დარეკვა კონსულტაცია
მთავარი კონსულტაცია ჩვენს შესახებ გუნდი ჯავშანი
იურისტი » ადვოკატი » ვადების ცნება და სახეები
იურიდიული სტატია

ვადების ცნება და სახეები

27-04-2023, 14:31 ადვოკატი / Advokati | lawyer / iuristi / ადვოკატის ნომერი 218 ნახვა
ვადების ცნება და სახეები

სამოქალაქო სამართალში ვადა ეწოდება დროის მონაკვეთს, რომლის დადგომას თუ გასვლას მოჰყვება გარკვეული სამართლებრივი შედეგები. ვადების კლასიფიკაცია სხვადასხვა საფუძვლით ხდება. იმის მიხედვით თუ ვის მიერ არის განსაზღვრული სამოქალაქო უფლებების რეალიზაციის ვადა განასხვავებენ კანონიერ, სახელშეკრულებო და სასამართლო ვადებს.

კანონიერია ვადა, რომელიც განსაზღვრულია კანონით თუ სხვა ნორმატიული აქტით.

სახელშეკრულებო არის ვადა, რომელიც დაწესებულია მხარეთა შეთანხმებით.

ხოლო სასამართლო ვადა არის ის ვადა ,რომელსაც სასამართლო ადგენს.

იმის მიხედვით, თუ რა შედეგი შეიძლება მოჰყვეს ვადის დადგომას თუ გასვლას განასხვავებენ უფლების წარმომშობ, უფლების შემცვლელ და უფლების შემწყვეტ ვადას.

დანიშნულების მიხედვით განასხვავებენ:

1) სამოქალაქო უფლების წარმოშობის ვადას

2) სამოქალაქო უფლების განხორციელების ვადას

3) ვალდებულების შესრულების ვადას და

4) უფლების დაცვის ანუ ხანდაზმულობის ვადას.

უფლების წარმოშობის ვადა – ეს არის დრო, რომლის დადგომა ან გასვლა იწვევს სამოქალაქო უფლების წარმოშობას. უფლებათა განხორციელების ვადა არის პერიოდი რომლის განმავლობაში პირს, რომელსაც აქვს სამოქალაქო უფლებები, შეუძლია გამოიყენოს ამ უფლებებით გათვალისწინებული შესაძლებლობები. სამოქალაქო უფლებათა მოქმედების ვადა ანუ ის დრო, რომლის განმავლობაშიც მოქმედებს ეს სამოქალაქო უფლებები.

აღკვეთითი ვადა მკაცრად განსაზღვრავს უფლების მოქმედების დროს, ასევე ითვალისწინებს ამ ვადის შეწყვეტას მის გასვლამდე თუ ეს უფლება არ ხორციელდება ან არაჯეროვნად ხორციელდება.

საპრეტენზიო ვადა ანუ ის დრო, რომლის განმავლობაში უფლებამოსილ პირს შეუძლია ვიდრე სასამართლოს მიმართავდეს, უშუალოდ ვალდებულ პირს მიმართოს წარმოშობილი უთანხმოების მოსაგვარებლად. იმ პროდუქციისათვის რომელიც შედარებით ხანგრძლივი ხმარებისთვისაა გათვალსიწინებული, ჩვეულებრივ წესდება უფრო ხანგრძლივი საპრეტენზიო ვადები, რომელთაც საგარანტიო ვადებს უწოდებენ. საგარანტიო ვადებში განასხვავებენ ვარგისიანობის და ტრანსპორტაბელურობის ვადებს. ვარგისიანობის ვადები წესდება კვების პროდუქტებზე, მედიკამენტებზე საპარფიუმერიო – კოსმეტიკურ და სხვა ნაწარმზე.

ტრანსპორტაბელურობის ვადა კი ის დროა, რომლის განმავლობაში გარანტირებულია პროდუქციის თვისებების შენარჩუნება მისი დადგენილი წესით ტრანსპორტირების დროს.

დამატებითი ინფორმაციის მიღების მიზნით დაუკავშირდით საერთაშორისო საადვოკატო კომპანია ,,ნაკაშიძე&პარტნიორები/ Law Office Nakashidze&Partners''-ს.

ვუზრუნველვყობთ თქვენს დაცვას/წარმომადგენლობას: საქართველოსა და იტალიაში ყველა ინსტანციის სასამართლოში; ადმინისტრაციულ ორგანოებში,საელჩო,საკონსულო,იუსტიციის სახლში და სამინისტროებში; სამართლებრივი ურთიერთობის რეგულირებას ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან;სტრასბურგის-ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში.

შემდეგი ნაბიჯი

თუ ეს საკითხი შენს შემთხვევას ეხება, მიიღე პერსონალური კონსულტაცია

სტატია გაძლევს ზოგად სურათს, მაგრამ კონკრეტული სამართლებრივი მოქმედება ინდივიდუალურ განხილვას მოითხოვს.

კითხვა ადვოკატთან დარეკვა WhatsApp
საქართველო

თბილისი, ალ. ყაზბეგის №47

თბილისი, გურამიშვილის N23 ა

კონტაქტი

+995 598 419 416

WhatsApp

იტალია

Bari, Piazza Nicola Balenzano, 12 A

იტალიის ოპერატორი

ტეგები: ვადა, ცნება, სახეები, სამოქალაქო სამართალი
მსგავსი მასალები

წაიკითხე თემასთან დაკავშირებული სხვა სტატიებიც


რა არის ხანდაზმულობა და რა შედეგებს იწვევს მისი ვადის გასვლა?

რა არის ხანდაზმულობა და რა შედეგებს იწვევს მისი ვადის გასვლა?

ვრცლად

რა ვადის შემდეგ აღარ შეუძლია კრედიტორის ვალის მოთხოვნა

რა ვადის შემდეგ აღარ შეუძლია კრედიტორის ვალის მოთხოვნა

ვრცლად

როდიდან აითვლება ხანდაზმულობის ვადა

როდიდან აითვლება ხანდაზმულობის ვადა

ვრცლად

ხანდაზმულობა - სამოქალაქო სამართალში

ხანდაზმულობა - სამოქალაქო სამართალში

ვრცლად

მოთხოვნის უფლების ხანდაზმულობა

მოთხოვნის უფლების ხანდაზმულობა

ვრცლად
კონსულტაცია

დაგვიკავშირდი ადვოკატთან

თუ სამართლებრივ საკითხზე სწრაფი პასუხი გჭირდება, გამოიყენე ქვემოთ მოცემული არხები.

დარეკვა WhatsApp კითხვა ადვოკატთან
პროფილი

ჩვენი გუნდი

მომხმარებლისთვის მნიშვნელოვანია დაინახოს რეალური იურისტი, გამოცდილება და პრაქტიკის სფეროები.

ნანა ნაკაშიძე ნანა ნაკაშიძეიტალიის ფილიალის ხელმძღვანელი ნათია ნაკაშიძე ნათია ნაკაშიძეადვოკატი, დამფუძნებელი ჯუზეპე სანტორო ჯუზეპე სანტოროპარტნიორი იტალიაში
კითხულობენ ხშირად

პოპულარული სტატიები

მოსამართლის დღე - საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მილოცვა კოლეგებს
პოპულარული მოსამართლის დღე - საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის
ესპანეთში საერთაშორისო სპეცოპერაცია „CACHABA“ - საქართველოსა და ესპანეთის პოლიციამ 13 პირი დააკავა
პოპულარული ესპანეთში საერთაშორისო სპეცოპერაცია „CACHABA“ - საქართველოსა და
აპარტ-ოტელების გაყიდვა და ახალი საგადასახადო რისკები - რა შეიცვალა 2026 წელს?
პოპულარული აპარტ-ოტელების გაყიდვა და ახალი საგადასახადო რისკები - რა შეიცვალა
ფიზიკური პირის მიერ აქტივის მიწოდების შედეგად მიღებული შემოსავლის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის საკითხებზე
პოპულარული ფიზიკური პირის მიერ აქტივის მიწოდების შედეგად მიღებული შემოსავლის

Iuristi.com

იურიდიული სიახლეები და ადვოკატის კონსულტაცია საქართველოში და იტალიაში.

TOP.GE რეიტინგი

სწრაფი ბმულები

  • ჩვენს შესახებ
  • გუნდი
  • ჯავშანი
  • კონტაქტი

კონტაქტი

  • +995 598 419 416
  • WhatsApp
  • თბილისი, ალ. ყაზბეგის №47
  • Bari, Piazza Nicola Balenzano, 12 A

საიტზე განთავსებულია იურიდიული თემების შესახებ სტატიები, პრაქტიკული განმარტებები და საკონტაქტო ინფორმაცია კონსულტაციის მისაღებად.

გჭირდება ადვოკატის სწრაფი კონსულტაცია?
დარეკვა WhatsApp