Georgia Italy English Ukraine Russian
ადვოკატის ნომერი
599 50 55 78
iuristi.com

რაზეა პასუხისმგებელი თავდები

რაზეა პასუხისმგებელი თავდები



თავდებობის ხელშეკრულების ნამდვილობისათვის საჭიროა კანონით დადგენილი ფორმის დაცვა, კერძოდ თავდებობა უნდა დაიდოს წერილობითი სახით და მასში უნდა იყოს განსაზღვრული ის ზღვრული თანხა, რომლის ფარგლებშიც თავდები პასუხს აგებს სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, მსესხებლის ვალდებულებისათვის.

მაგალითისთვის : გიორგიმ-მ ისესხა დავითისგან-სგან 10.000 ლარი, ნიკოლოზი დაუდგა გიორგის-ს თავდებად, მან გააფორმა დავითთან წერილობითი თავდებობის ხელშეკრულება, სადაც განისაზღვრა თავდებობის ფარგლები – 2.000 ლარის ოდენობით. რაც ნიშნავს,რომ ნიკოლოზი პასუხისმგებელი იქნება გიორგი-ს ვალდებულებისათვის მხოლოდ 2.000 ლარის ოდენობით, დავითი ვერ მოითხოვს ნიკოლოზი-სგან მთლიანად 10.000 ლარს.

ასევე, თუ საერთოდ არ განისაზღვრება თავდების პასუხისმგებლობის ზღვრული მოცულობა, მაშინ ასეთი თავდებობის ხელშეკრულება იქნება ბათილი.

სხვაგვარი შეთანხმების არ არსებობისას, თავდები პასუხს აგებს ზღვრული თანხის ფარგლებში, შემდეგი ფულადი ვალდებულებებისთვის:

-სესხის ძირითადი თანხა, მათ შორის ვადის გადაცილების ან მოვალის ბრალის გამო მისი გაზრდის შემთხვევაში.

-სესხის პროცენტის, პირგასამტეხლოს/ჯარიმის ან ზიანის საერთო თანხისთვის, პასუხისმგებლობა დგება მხოლოდ მაშინ, როცა აღნიშნულის შესახებ მხარეები საგანგებოდ თანხმდებიან.

-ხელშეკრულების შეწყვეტისა და სასამართლო ხარჯებისათვის, რომლებიც უნდა ანაზღაურდეს ძირითადი მოვალის მიერ, თუკი თავდებს ჰქონდა შესაძლებლობა კრედიტორის დაკმაყოფილებით თავიდან აეცილებინა იგი;

თავდებობა ვრცელდება მხოლოდ იმ ძირითადი ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებაზე, რომლის უზრუნველსაყოფადაც დაიდო იგი.

დამატებითი ინფორმაციის მიღების მიზნით დაუკავშირდით საერთაშორისო საადვოკატო კომპანია ,,ნაკაშიძე&პარტნიორები/ Law Office Nakashidze&Partners''-ს. 

ვუზრუნველვყობთ თქვენს დაცვას/წარმომადგენლობას: საქართველოსა და იტალიაში ყველა ინსტანციის სასამართლოში; ადმინისტრაციულ ორგანოებში,საელჩო,საკონსულო,იუსტიციის სახლში და სამინისტროებში; სამართლებრივი ურთიერთობის რეგულირებას ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან;სტრასბურგის-ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში.

კონსულტაციისთვის დაგვიკავშირდით

საქართველოში 599 50 55 78  
თბილისი, ალ.ყაზბეგის №47 (მეტრო დელისი)
თბილისი, გურამიშვილის N23 ა (მეტრო ღრმაღელე)

იტალიაში 351 5 47 00 47  
ბარი, ბალენძანოს მოედანი 12ა


Facebook კომენტარები