iuristi.com იურიდიული სიახლეები და კონსულტაცია
+995 598 419 416 WhatsApp
დარეკვა კონსულტაცია
მთავარი კონსულტაცია ჩვენს შესახებ გუნდი ჯავშანი
+995 598 419 416 WhatsApp
დარეკვა კონსულტაცია
მთავარი კონსულტაცია ჩვენს შესახებ გუნდი ჯავშანი
იურისტი » ადვოკატი » რით განსხვავდება ნასყიდობის ხელშეკრულება სამისდღეშიო ხელშეკრულებისგან
იურიდიული სტატია

რით განსხვავდება ნასყიდობის ხელშეკრულება სამისდღეშიო ხელშეკრულებისგან

2-03-2023, 11:51 ადვოკატი / Advokati | lawyer / iuristi / ადვოკატის ნომერი / სახელშეკრულებო სამართალი 215 ნახვა
რით განსხვავდება ნასყიდობის ხელშეკრულება სამისდღეშიო ხელშეკრულებისგან

სამისდღეშიო რჩენის ხელშეკრულების მხარე სარჩენის სახით მხოლოდ ფიზიკური პირი შეიძლება იყოს,ხოლო ნასყიდობის ხელშეკრულების მხარეები - როგორც იურიდიული ისე ფიზიკური პირები. მყიდველს ნასყიდობის ხელშეკრულებით შეძენილ ქონებაზე საკუთრების უფლება წარმოეშობა და შეუძლია იგი თავისუფლად განკარგოს, მაშინ როდესაც მარჩენალს, მართალია, სარჩენის ქონებაზე, რომელიც მას სამისდღეშიო რჩენის ხელშეკრულებით გადაეცემა, წარმოეშობა საკუთრების უფლება, მაგრამ გარკვეული შეზღუდვებით, რამეთუ სარჩენის სიცოცხლეში მას უფლება არა აქვს გაასხვისოს, დააგირავოს ან სხვაგვარად დატვირთოს გადაცემული ქონება სარჩენის წერილობითი თანხმობის გარეშე.

სამისდღეშიო რჩენის ხელშეკრულების ერთ-ერთი თავისებურება აგრეთვე იმაში მდგომარეობს, რომ მართალია, იგი არის სასყიდლიანი და მომავალში შემხვედრი ანაზღაურების გადახდის გზით მარჩენალის საკუთრებაში სარჩენის ქონების გადასვლას ისახავს მიზნად, მაგრამ იგი არსებითად არ მოიცავს ისეთ პირობას, როგორიცაა ფასი და ნასყიდობის ხელშეკრულებისაგან განსხვავებით, გადასაცემ მატერიალურ სიკეთეთა ეკვივალენტურობით არ ხასიათდება.

სარჩოს ოდენობა, რომელიც სარჩენმა მარჩენალისაგან მიიღო, შეიძლება მარჩენალისათვის გადასაცემი ქონების ღირებულების უმნიშვნელო ნაწილს შეადგენდეს, ხოლო ზოგ შემთხვევაში კი შეიძლება ამ ქონების ღირებულებას მნიშვნელოვნად გადააჭარბოს კიდეც. სამისდღეშიო რჩენისას, ნასყიდობის ხელშეკრულებისაგან განსხვავებით, რომლის ერთ-ერთი არსებითი პირობაც არის გასაყიდი ნივთის ფასი და იგი ხელშეკრულების დადებისას წინასწარაა განსაზღვრული, შემხვედრი ანაზღაურების ოდენობა წინასწარ არაა ცნობილი.

მარჩენალმა შეიძლება სარჩენის სასარგებლოდ არაქონებრივი ხასიათის მოქმედებებიც განახორციელოს, რაც ნასყიდობის ხელშეკრულებას არ ახასიათებს. ნასყიდობის ხელშეკრულებისაგან განსხვავებით, სამისდღეშიო რჩენის ხელშეკრულებიდან გამომდინარე რჩენის მოვალეობა ხანგრძლივ ხასიათს ატარებს, იგი შეიძლება წლობითაც კი გაგრძელდეს. ამიტომაც ამ ხელშეკრულების ძირითადი შინაარსი არა ქონების გადაცემასთან დაკავშირებით წარმოშობილი უფლება-მოვალეობებით, არამედ სარჩოს გადახდასთან დაკავშირებით წარმოშობილი უფლება-მოვალეობებით განისაზღვრება. აქედან გამომდინარეობს სწორედ სამისდღეშიო რჩენის ხელშეკრულების სხვა თავისებურებებიც, როგორიცაა მხარეთა ურთიერთობების მოწესრიგება მომავალში გარემოებების შეცვლასთან დაკავშირებით.

ამიტომ, კანონმდებელი ითვალისწინებს ამგვარი სახელშეკრულებო ურთიერთობის გაუქმების გართულებულ წესს, რაც განპირობებულია, იმ სამართლებრივი შედეგით, რაც თან ახლავს სამისდღეშიო რჩენის ხელშეკრულების გაუქმებას. ხელშეკრულების გაუქმება წარმოშობს სარჩენის უფლებას, მოითხოვოს გადაცემული ქონების უკან დაბრუნება, რასაც არეგულირებს საქართველოს სამოქალაქო კანონი.

დამატებითი ინფორმაციის მიღების მიზნით დაუკავშირდით საერთაშორისო საადვოკატო კომპანია ,,ნაკაშიძე&პარტნიორები/ Law Office Nakashidze&Partners''-ს.

ვუზრუნველვყობთ თქვენს დაცვას/წარმომადგენლობას: საქართველოსა და იტალიაში ყველა ინსტანციის სასამართლოში; ადმინისტრაციულ ორგანოებში,საელჩო,საკონსულო,იუსტიციის სახლში და სამინისტროებში; სამართლებრივი ურთიერთობის რეგულირებას ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან;სტრასბურგის-ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში.

შემდეგი ნაბიჯი

თუ ეს საკითხი შენს შემთხვევას ეხება, მიიღე პერსონალური კონსულტაცია

სტატია გაძლევს ზოგად სურათს, მაგრამ კონკრეტული სამართლებრივი მოქმედება ინდივიდუალურ განხილვას მოითხოვს.

კითხვა ადვოკატთან დარეკვა WhatsApp
საქართველო

თბილისი, ალ. ყაზბეგის №47

თბილისი, გურამიშვილის N23 ა

კონტაქტი

+995 598 419 416

WhatsApp

იტალია

Bari, Piazza Nicola Balenzano, 12 A

იტალიის ოპერატორი

ტეგები: ადვოკატის ნომერი, ცნობილი ადვოკატები საქართველოში, ცნობილი ადვოკატი საქართველოში, უძლიერესი ადვოკატის ნომერი599505578, ახალგაზრდა ადვოკატები, საერთაშორისო ადვოკატები, სანდო ადვოკატი, საადვოკატო ბიურო, იურიდიული კომპანია, საადვოკატო, ადვოკატი, ადვოკატი იტ
მსგავსი მასალები

წაიკითხე თემასთან დაკავშირებული სხვა სტატიებიც


საკუთრების უფლება სამისდღეშიო რჩენის ხელშეკრულების საფუძველზე

საკუთრების უფლება სამისდღეშიო რჩენის ხელშეკრულების საფუძველზე

ვრცლად

სამისდღეშიო რჩენა

სამისდღეშიო რჩენა

ვრცლად

რას გულისხმობს სამისდღეშიო რჩენა

რას გულისხმობს სამისდღეშიო რჩენა

ვრცლად

სამისდღეშიო რჩენის ხელშეკრულების იურიდიული ბუნება და მასთან დაკავშირებული რისკები

სამისდღეშიო რჩენის ხელშეკრულების იურიდიული ბუნება და მასთან დაკავშირებული რისკები

ვრცლად

გამოსყიდვის უფლებით დადებული ნასყიდობის ხელშეკრულების სამართლებრივი ბუნება

გამოსყიდვის უფლებით დადებული ნასყიდობის ხელშეკრულების სამართლებრივი ბუნება

ვრცლად
კონსულტაცია

დაგვიკავშირდი ადვოკატთან

თუ სამართლებრივ საკითხზე სწრაფი პასუხი გჭირდება, გამოიყენე ქვემოთ მოცემული არხები.

დარეკვა WhatsApp კითხვა ადვოკატთან
პროფილი

ჩვენი გუნდი

მომხმარებლისთვის მნიშვნელოვანია დაინახოს რეალური იურისტი, გამოცდილება და პრაქტიკის სფეროები.

ნანა ნაკაშიძე ნანა ნაკაშიძეიტალიის ფილიალის ხელმძღვანელი ნათია ნაკაშიძე ნათია ნაკაშიძეადვოკატი, დამფუძნებელი ჯუზეპე სანტორო ჯუზეპე სანტოროპარტნიორი იტალიაში
კითხულობენ ხშირად

პოპულარული სტატიები

მოსამართლის დღე - საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მილოცვა კოლეგებს
პოპულარული მოსამართლის დღე - საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის
ესპანეთში საერთაშორისო სპეცოპერაცია „CACHABA“ - საქართველოსა და ესპანეთის პოლიციამ 13 პირი დააკავა
პოპულარული ესპანეთში საერთაშორისო სპეცოპერაცია „CACHABA“ - საქართველოსა და
აპარტ-ოტელების გაყიდვა და ახალი საგადასახადო რისკები - რა შეიცვალა 2026 წელს?
პოპულარული აპარტ-ოტელების გაყიდვა და ახალი საგადასახადო რისკები - რა შეიცვალა
ფიზიკური პირის მიერ აქტივის მიწოდების შედეგად მიღებული შემოსავლის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის საკითხებზე
პოპულარული ფიზიკური პირის მიერ აქტივის მიწოდების შედეგად მიღებული შემოსავლის

Iuristi.com

იურიდიული სიახლეები და ადვოკატის კონსულტაცია საქართველოში და იტალიაში.

TOP.GE რეიტინგი

სწრაფი ბმულები

  • ჩვენს შესახებ
  • გუნდი
  • ჯავშანი
  • კონტაქტი

კონტაქტი

  • +995 598 419 416
  • WhatsApp
  • თბილისი, ალ. ყაზბეგის №47
  • Bari, Piazza Nicola Balenzano, 12 A

საიტზე განთავსებულია იურიდიული თემების შესახებ სტატიები, პრაქტიკული განმარტებები და საკონტაქტო ინფორმაცია კონსულტაციის მისაღებად.

გჭირდება ადვოკატის სწრაფი კონსულტაცია?
დარეკვა WhatsApp