iuristi.com იურიდიული სიახლეები და კონსულტაცია
+995 598 419 416 WhatsApp
დარეკვა კონსულტაცია
მთავარი კონსულტაცია ჩვენს შესახებ გუნდი ჯავშანი
+995 598 419 416 WhatsApp
დარეკვა კონსულტაცია
მთავარი კონსულტაცია ჩვენს შესახებ გუნდი ჯავშანი
იურისტი » ადვოკატი » ტურისტული ხელშეკრულების გაფორმება
იურიდიული სტატია

ტურისტული ხელშეკრულების გაფორმება

1-03-2023, 13:43 ადვოკატი / Advokati | lawyer / iuristi / ადვოკატის ნომერი / სახელშეკრულებო სამართალი 388 ნახვა
ტურისტული ხელშეკრულების გაფორმება

უცხოეთში დასვენების მსურველებს დააინტერესებთ ტურისტული ხელშეკრულების სამართლებრივი მხარეები.

ტურისტული ხელშეკრულება შეიძლება დაიდოს, როგორც ზეპირად ისე წერილობით. თუმცა ურთიერთობის სპეციფიკიდან გამომდინარე, უპრიანია, რომ ხელშეკრულება დაიდოს წერილობითად, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში წარმოშობილი დავის გადაწყვეტა სირთულეებთან იქნება დაკავშირებული.

ტურისტული საწარმო მოვალეა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პაკეტის შესაბამისად მოაწყოს ტურისტული მოგზაურობა, ხოლო ტურისტი მოვალეა დათქმულ ვადაში გადაუხადოს მას საზღაური. ტურისტული პაკეტი შეიძლება შედგებოდეს ორი ან მეტი კომპონენტისაგან (მაგ: კვება, ღამის თევა, ტრანსპორტი და ა.შ.)

მოგზაურობის მომწყობს ეკრძალება ნებისმიერი სახის მცდარი ინფორმაციის მიწოდება მოგზაურისათვის. ამ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში მას დაეკისრება ამით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება.

მოგზაურობის მომწყობი ვალდებულია უზრუნველყოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული მოგზაურობა ყოველგვარი ხარვეზის გარეშე.

თუ მოგზაურობის მომწყობი ვერ უზრუნველყოფს მოგზაურობას ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად, მოგზაურს უფლება აქვს მოითხოვოს ხარვეზების დაუყონებლივ გამოსწორება, თუმცა თუ აღნიშნული ხარვეზების გამოსწორება საკმაოდ დიდ დანახარჯებთან იქნება დაკავშირებული, მაშინ მოგზაურობის მომწყობი უფლებამოსილია უარი თქვას ხარვეზის გამოსწორებაზე, მაგრამ მან უნდა აანაზღაუროს ის ზიანი, რაც დადგება ამ ხარვეზის გამოუსწორებლობით.

ხშირად მოტყუებული ტურისტები დამატებითი ხარჯებით თვითონ იქმნიან იმ პირობებს, რაც ტურისტულ სააგენტოს უნდა შეექმნა, ზოგჯერ ტურისტული სააგენო მათ პირდება მოქმედებას, მაგრამ ამასობაში იწურება მოგზაურობის პერიოდი. ასეთ ვითარებაში ტურისტს შეუძლია ბოლო თვითონ აღმოფხვრას მოგზაურობის ხარჯები, შემდეგ კი მოითხოვოს გაწეული აუცილებელი ხარჯების ანაზღაურება.

ტურისტი უფლებამოსილია შეწყვიტოს ხელშეკრულება, თუ მოგზაურობის მომწყობი ვერ შეძლებს ტურისტისათვის ისეთ მომსახურების გაწევას, რომელიც შეესაბამება მოგზაურობის მიზნებს და ამის გამო ტურისტს მიადგება მნიშვნელოვანი ზიანი.

როცა მოგზაურობის მომწყობი ჯეროვნად ასრულებს თავის ვალდებულებებს, მაგრამ მისგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო. მაგ: ავიაკომპანიის/რკინიგზის გაფიცვა, ამინდის გაფუჭება და ა.შ., შეუძლებელი ხდება მოგზაურობის განხორციელება ჯეროვნად, ტურისტს შეუძლია მხოლოდ ხელშეკრულების შეწყვეტისა ან ფასის შემცირების მოთხოვნა. ხოლო, თუ მოგზაურობის ხარვეზი გამოწვეულია მოგზაურობის მომწყობის ბრალით, მაშინ მოგზაური უფლებამოსილია ზიანის ანაზღაურებაც მოითხოვოს.

თუ ხელშეკრულების გაფორმებისას ტურისტმა გადაიხადა მოგზაურობის საზღაური და შემდეგ განაცხადა უარი ხელშეკრულებაზე, მას ეს თანხა დაუბრუნდება, მაგრამ თუ საზღაურის გადახდამდე განაცხადა უარი, ტურისტულ ფირმას შეუძლია მოითხოვოს მხოლოდ ის თანხა, რა მოგებასაც მიიღებდა აღნიშნული მოგზაურობის მოწყობიდან. ტურისტული მომსახურების ხელშეკრულებაში მხარეები არ შეიძლება შეთანხმდნენ ისეთ პირობებზე, რომელიც საზიანოა მოგზაურობისთვის. ასეთი შეთანხმება დგინდება სასამართლოს მიერ ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში და ბათილია.

დამატებითი ინფორმაციის მიღების მიზნით დაუკავშირდით საერთაშორისო საადვოკატო კომპანია ,,ნაკაშიძე&პარტნიორები/ Law Office Nakashidze&Partners''-ს.

ვუზრუნველვყობთ თქვენს დაცვას/წარმომადგენლობას: საქართველოსა და იტალიაში ყველა ინსტანციის სასამართლოში; ადმინისტრაციულ ორგანოებში,საელჩო,საკონსულო,იუსტიციის სახლში და სამინისტროებში; სამართლებრივი ურთიერთობის რეგულირებას ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან;სტრასბურგის- ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში.

შემდეგი ნაბიჯი

თუ ეს საკითხი შენს შემთხვევას ეხება, მიიღე პერსონალური კონსულტაცია

სტატია გაძლევს ზოგად სურათს, მაგრამ კონკრეტული სამართლებრივი მოქმედება ინდივიდუალურ განხილვას მოითხოვს.

კითხვა ადვოკატთან დარეკვა WhatsApp
საქართველო

თბილისი, ალ. ყაზბეგის №47

თბილისი, გურამიშვილის N23 ა

კონტაქტი

+995 598 419 416

WhatsApp

იტალია

Bari, Piazza Nicola Balenzano, 12 A

იტალიის ოპერატორი

ტეგები: ადვოკატის ნომერი, ცნობილი ადვოკატები საქართველოში, ცნობილი ადვოკატი საქართველოში, უძლიერესი ადვოკატის ნომერი599505578, ახალგაზრდა ადვოკატები, საერთაშორისო ადვოკატები, სანდო ადვოკატი, საადვოკატო ბიურო, იურიდიული კომპანია, საადვოკატო, ადვოკატი, ადვოკატი იტ
მსგავსი მასალები

წაიკითხე თემასთან დაკავშირებული სხვა სტატიებიც


ტურიზმის სამართლებრივი მნიშვნელობა და ტურისტული ხელშეკრულების მხარეები

ტურიზმის სამართლებრივი მნიშვნელობა და ტურისტული ხელშეკრულების მხარეები

ვრცლად

სამისდღეშიო რჩენა

სამისდღეშიო რჩენა

ვრცლად

გამოსყიდვის უფლებით დადებული ნასყიდობის ხელშეკრულება

გამოსყიდვის უფლებით დადებული ნასყიდობის ხელშეკრულება

ვრცლად

გამოსყიდვის უფლებით დადებული ნასყიდობის ხელშეკრულების სამართლებრივი ბუნება

გამოსყიდვის უფლებით დადებული ნასყიდობის ხელშეკრულების სამართლებრივი ბუნება

ვრცლად

ხელშეკრულების ფორმები

ხელშეკრულების ფორმები

ვრცლად
კონსულტაცია

დაგვიკავშირდი ადვოკატთან

თუ სამართლებრივ საკითხზე სწრაფი პასუხი გჭირდება, გამოიყენე ქვემოთ მოცემული არხები.

დარეკვა WhatsApp კითხვა ადვოკატთან
პროფილი

ჩვენი გუნდი

მომხმარებლისთვის მნიშვნელოვანია დაინახოს რეალური იურისტი, გამოცდილება და პრაქტიკის სფეროები.

ნანა ნაკაშიძე ნანა ნაკაშიძეიტალიის ფილიალის ხელმძღვანელი ნათია ნაკაშიძე ნათია ნაკაშიძეადვოკატი, დამფუძნებელი ჯუზეპე სანტორო ჯუზეპე სანტოროპარტნიორი იტალიაში
კითხულობენ ხშირად

პოპულარული სტატიები

მოსამართლის დღე - საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მილოცვა კოლეგებს
პოპულარული მოსამართლის დღე - საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის
ესპანეთში საერთაშორისო სპეცოპერაცია „CACHABA“ - საქართველოსა და ესპანეთის პოლიციამ 13 პირი დააკავა
პოპულარული ესპანეთში საერთაშორისო სპეცოპერაცია „CACHABA“ - საქართველოსა და
აპარტ-ოტელების გაყიდვა და ახალი საგადასახადო რისკები - რა შეიცვალა 2026 წელს?
პოპულარული აპარტ-ოტელების გაყიდვა და ახალი საგადასახადო რისკები - რა შეიცვალა
ფიზიკური პირის მიერ აქტივის მიწოდების შედეგად მიღებული შემოსავლის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის საკითხებზე
პოპულარული ფიზიკური პირის მიერ აქტივის მიწოდების შედეგად მიღებული შემოსავლის

Iuristi.com

იურიდიული სიახლეები და ადვოკატის კონსულტაცია საქართველოში და იტალიაში.

TOP.GE რეიტინგი

სწრაფი ბმულები

  • ჩვენს შესახებ
  • გუნდი
  • ჯავშანი
  • კონტაქტი

კონტაქტი

  • +995 598 419 416
  • WhatsApp
  • თბილისი, ალ. ყაზბეგის №47
  • Bari, Piazza Nicola Balenzano, 12 A

საიტზე განთავსებულია იურიდიული თემების შესახებ სტატიები, პრაქტიკული განმარტებები და საკონტაქტო ინფორმაცია კონსულტაციის მისაღებად.

გჭირდება ადვოკატის სწრაფი კონსულტაცია?
დარეკვა WhatsApp