ძალადაკარგული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი
ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გაუქმება არის ზოგადი ტერმინი და გულისხმობს, როგორც აქტის ბათილად, ისე ძალადაკარგულად გამოცხადებას. ორივე შემთხვევაში აქტი წყვეტს მოქმედებას, მაგრამ მათ შორის არსებობს განსხვავება.
ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი წესები. ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს ბათილად ცნობს მისი გამომცემი ადმინისტრაციული ორგანო, ხოლო საჩივრის ან სარჩელის შემთხვევაში- ზემდგომი ადმინსიტრაციული ორგანო ან სასამართლო, რომლებიც ასევე განსაზღვრავენ ინდივიდუალური აქტის მოქმედების შეწყვეტის სამართლებრივ შედეგებს. პირის კანონიერი ნდობისა და საჯარო ინტერესების გათვალისწინებით, შესაძლებელია, განისაზღვროს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მოქმედების შეწყვეტა:
1.მისი ძალაში შესვლის დღიდან 2.მისი ბათილად ცნობის დღიდან 3.მომავალში, კონკრეტული თარიღის მითითებით.
დაინტერესებული მხარის კანონიერი ნდობა არსებობს იმ შემთხვევაში, თუ მან ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე განახორციელა იურიდიული მნიშვნელობის მოქმედება და უკანონო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობით მას მიადგება ზიანი. კანონიერი ნდობა არ არსებობს, თუ მას საფუძვლად უდევს დაინტერესებეული მხარის უკანონო ქმედება.
როდის ცხადდება აქტი ძალდაკარგულად? როდესაც :
1.დაინტერესებულმა მხარემ არ შეასრულა ადმ.-სამართლებრივი აქტით დადგენილი ვალდებულება.
2.გაუქმდა ან შეიცვალა შესაბამისი ნორმატიული აქტი.
3.გამოვლინდა ახალი გარემოება,რის საფუძველზეც ადმინისტრაციულ ორგანოს უფლება აღარ აქვს გამოსცეს აქტი.
4.კანონი უთითებს ამის შესახებ.
5.კანონის შესაბამისად ესაა მითითებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში.
დამატებითი ინფორმაციის მიღების მიზნით დაუკავშირდით საერთაშორისო საადვოკატო კომპანია ,,ნაკაშიძე&პარტნიორები/ Law Office Nakashidze&Partners''-ს.
ვუზრუნველვყობთ თქვენს დაცვას/წარმომადგენლობას: საქართველოსა და იტალიაში ყველა ინსტანციის სასამართლოში; ადმინისტრაციულ ორგანოებში,საელჩო,საკონსულო,იუსტიციის სახლში და სამინისტროებში; სამართლებრივი ურთიერთობის რეგულირებას ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან;სტრასბურგის- ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში;
თუ ეს საკითხი შენს შემთხვევას ეხება, მიიღე პერსონალური კონსულტაცია
სტატია გაძლევს ზოგად სურათს, მაგრამ კონკრეტული სამართლებრივი მოქმედება ინდივიდუალურ განხილვას მოითხოვს.
თბილისი, ალ. ყაზბეგის №47
თბილისი, გურამიშვილის N23 ა
Bari, Piazza Nicola Balenzano, 12 A
