ვინ არის კეთილსინდისიერი შემძენი
სამოქალაქო სამართალში მოქმედი ზოგადი წესის მიხედვით, შემძენი, რომელმაც ნივთი მესაკუთრისგან შეიძინა ხდება ნივთის ახალი მესაკუთრე შესაბამისი პროცედურების დაცვის შემდეგ.
საქართველოს კანონმდებლობით გამონაკლის შემთხვევაში შემძენი შეიძლება გახდეს ნივთის მესაკუთრე მაშინაც, როდესაც გამსხვისებელი არ იყო მესაკუთრე, მაგრამ შემძენი ამ ფაქტის მიმართ კეთილსინდისიერია.
კეთილსინდისიერად ჩაითვლება შემძენი, თუ მან არ იცოდა და არც შეიძლება სცოდნოდა, რომ გამსხვისებელი არ იყო მესაკუთრე. კეთილსინდისიერების ფაქტი უნდა არსებობდეს ნივთის გადაცემამდე.
თუ პირმა გარკვეული ფაქტორების გათვალისწინებით იცოდა, რომ გამსხვისებელი არ იყო ნივთის მესაკუთრე, თუმცა მაინც შეიძინა ნივთი, ის ვერ ჩაითვლება კეთილსინდისიერ შემძენად და ვერ მოიპოვებს ქონებაზე საკუთრების უფლებას. აღსანიშნავია, რომ მოცემული გამონაკლისი ვრცელდება მხოლოდ მოძრავ ნივთებთან მიმართებით
თუ ეს საკითხი შენს შემთხვევას ეხება, მიიღე პერსონალური კონსულტაცია
სტატია გაძლევს ზოგად სურათს, მაგრამ კონკრეტული სამართლებრივი მოქმედება ინდივიდუალურ განხილვას მოითხოვს.
თბილისი, ალ. ყაზბეგის №47
თბილისი, გურამიშვილის N23 ა
Bari, Piazza Nicola Balenzano, 12 A
