iuristi.com იურიდიული სიახლეები და კონსულტაცია
+995 598 419 416 WhatsApp
დარეკვა კონსულტაცია
მთავარი კონსულტაცია ჩვენს შესახებ გუნდი ჯავშანი
+995 598 419 416 WhatsApp
დარეკვა კონსულტაცია
მთავარი კონსულტაცია ჩვენს შესახებ გუნდი ჯავშანი
იურისტი » ადვოკატი » დასვენების და შესვენების უფლება შრომითი ერთიერთობის დროს
იურიდიული სტატია

დასვენების და შესვენების უფლება შრომითი ერთიერთობის დროს

13-01-2023, 12:43 ადვოკატი / Advokati | lawyer / iuristi / ადვოკატის ნომერი / ადვოკატი / სტატიები 391 ნახვა
დასვენების და შესვენების უფლება შრომითი ერთიერთობის დროს

საქართველოს კონსტიტუციის 26 მუხლის საფუძველზე, შრომის თავისუფლება უზრუნველყოფილია. ყველას აქვს სამუშაოს თავისუფალი არჩევის უფლება. უფლება შრომის უსაფრთხო პირობებზე და სხვა შრომითი უფლებები დაცულია ორგანული კანონით. გარდა იმისა, რომ პირს უფლება აქვს თავისუფლად აირჩიოს მის მიერ შესასრულებელი სამუშაო ყველა სხვა უფლებაში ასევე მოიზარება, შვებულების, შრომისათვის შესაბამისი ანაზღაურების მოთხოვნის უფლება და ა.შ. ერთ-ერთ ასეთ უფლებას წარმოადგენს სამუშაო შესრულების დროს დასვენების და შესვენების უფლება.

საქართველოს შრომის კოდექსის 14 მუხლის 1 ნაწილის მიხედვით, სამუშაო დროის ხანგრძლივობა, რომლის განმავლობაშიც დასაქმებული ასრულებს სამუშაოს, არ უნდა აღემატებოდეს კვირაში 40 საათს. სპეციფიური სამუშაო რეჟიმის საწაროს განეკუთვნება მაგალითად: მშენებლობა; ვაჭრობა; ავტომობილების, საყოფაცხოვრებო ნაწარმისა და პირადი მოხმარების საგნების რემონტი;

დამსაქმებელმა დასაქმებულს დააავალოს და განხორციელდეს შეთანხმება კვირაში 48 საათის მუშაობის შესახებ, მხოლოდ სპეციფიური საწარმოს სტატუსი საკმარისი არ არის, აუციელებლია ასევე სამუშაო რეჟიმი თვითონ საწარმოსი ითვალისწინებდეს „უწყვეტობას“. უწყვეტობა ნიშნავს იმას, რომ პირობითად სასტუმრო 24 საათის განმავლობაში უნდა მუშაობდეს რათა მხარეები გასცდნენ „დადგენილ 40 საათს“, სხვა შემთხვევაში პირისათვის 48 საათიანი სამუშაოს შემოღება თუ უწყვეტობა არ არის, მაშინ სახეზეა უფლების არამართლზომიერი გამოყენება და ამასთანავე დასაქმებულის მხიდან დამსაქმებლის მიმართ ზეგანაკვეთური სამუშაოს შესრულებისათვის ანაზღაურების მოთხოვნის საფუძველს წარმოქმნის.

კვირაში 40 ან 48 საათი მხარეებს უფლება აქვთ გადაანაწილონ კვირის ნებისმიერ დროზე („სამუშაო დღის“ ცნება უფრო მოქცეულია მხარეთა ავტონომიის ფარგლებში, ვიდრე ტრადიციულად დამკვიდრებული ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით), ასევე მხარეებმა უნდა განსაზღვრონ დღეში სამუშაოს შესრულების კონკრეტული საათები. ერთ შემთხვევაში ეს შეიძლება იყოს 12 საათი სხვა შემთხვევაში 14 ან/და 6 საათი. თუმცაღა შრომის კოდექსის 14.2. მუხლის თანახმად 24 საათის განმავლობაში მინიმუმ 12-საათიანი უწყვეტი დასვენების დროის იმპერატიული მოთხოვნა აყალიბებს ბუნებრივად დასაშვებ 12 საათით ლიმიტირებულ სამუშაო დღეს, შესაბამისად სამუშაო დღის საათების რაოდენობა დღიურად არ უნდა აღემატებოდეს 12 საათს.

ერთმანეთისგან განსხვავდება დასვენების და შესვენების დრო. დასვენების დრო ეს არის სამუშაო დღეებს შორის არსებული პერიოდი როცა დასაქმებული არაა ვალდებული შეასრულოს შრომითი ვალდებულება (მათემატიკურად განსჯის შემთხვევაში, კვირაში სამუშაო დროის საათობრივი რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 40 ან 48 საათს, კვირაში სულ არის 7 დღე გამრავლებული 24 საათზე.

დასვენების დღეებში ასევე შედის უქმე დღეები, მაგალითად 1 და 2 იანვარი, 7 იანვარი და ა.შ. აღნიშნულ დღეებში დასაქმებული უნდა ისვენებდეს, ისვენებდეს ნიშნავს, რომ მისი იძულება მუშაობზე არ დაიშვება, მის მიმართ მოთხოვნა არ დაიშვება და რაც მთავარია მოთხოვნის შემთხვევაში დასაქმებული უნდა იყოს თანახმა სამუშაოს შესრულებაზე და ასევე აუცილებელია დამსაქმებელმა გადაუხადოს დასაქმებულს ზეგანაკვეთური სამუშაოს შესრულებისათვის გაზრდილი საათობრივი განაკვეთით. პრინციპულად მიუღებელია და ეწინააღმდეგება შრომის კოდექსის მიზნებს ასევე სამართლებრივად გაუმართლებელია, როცა უქმე დღეს (მაგალითად 7 იანვარს) დასაქმებული მუშაობს თავისი დასვენების დღეს, აღნიშნული მასთან არ არის შეთახმებული (შრომითი ხელშეკრულებით, შრომითი შინაგანაწესით) აღნიშნულ დღეს სამუშაოს შესრულება გონია დამსაქმებელს დასაქმებულის ვალდებულება და სწორედ ამიტომ არ უნაზღაურებს ზეგანაკვეთური სამუშაოს ღირებულებას.

საქართველოს ორგანული კანონის შრომის კოდექსში პირდაპირი სახით არსად არ არის ნახსენები შესვენების დრო მისი ოდენობა და ა.შ. რეალურად აღნიშნული კანონმდებელმა მხარეებს დაუტოვა არჩევანის უფლება, მაგრამ დღევანდელ სიტუაციიდან და პრაქტიკიდან გამომდინარე ის არა მხარეთა არამედ უფრო დამსაქმებლის მიერ არის შეთავაზებული. შესვენების დროს თუ მოკლედ განვმარტავთ ეს არის დროის მოკლე პერიოდი, რომლის დროსაც დასაქმებული ისვენებს შესასრულებელ სამუშაოს. შრომის კოდექსი ლოგიკურად უთითებს, სამუშაო დროში არ ითვლება შესვენების დრო და დასვენების დრო.

დამატებითი ინფორმაციის მიღების მიზნით დაუკავშირდით საერთაშორისო საადვოკატო კომპანია ,,ნაკაშიძე&პარტნიორები/ Law Office Nakashidze&Partners''-ს.

ვუზრუნველვყობთ თქვენს დაცვას/წარმომადგენლობას: საქართველოსა და იტალიაში ყველა ინსტანციის სასამართლოში;

ადმინისტრაციულ ორგანოებში, საელჩო, საკონსულო, იუსტიციის სახლში და სამინისტროებში;

სამართლებრივი ურთიერთობის რეგულირებას ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან;

სტრასბურგის - ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში;

შემდეგი ნაბიჯი

თუ ეს საკითხი შენს შემთხვევას ეხება, მიიღე პერსონალური კონსულტაცია

სტატია გაძლევს ზოგად სურათს, მაგრამ კონკრეტული სამართლებრივი მოქმედება ინდივიდუალურ განხილვას მოითხოვს.

კითხვა ადვოკატთან დარეკვა WhatsApp
საქართველო

თბილისი, ალ. ყაზბეგის №47

თბილისი, გურამიშვილის N23 ა

კონტაქტი

+995 598 419 416

WhatsApp

იტალია

Bari, Piazza Nicola Balenzano, 12 A

იტალიის ოპერატორი

ტეგები: dasvenebis ufleba, shesvenebis ufleba, shromiti urtiertoba, dasvenebis dgeebi, shesvenebis dgeebi, დასვენების უფლება, შესვენების უფლება, შრომითი ურთიერთობა, დასვენების დღეები, შესვენების დღეები, ადვოკატის ნომერი, ცნობილი ადვოკატები საქართველოში, ცნობილი ა
მსგავსი მასალები

წაიკითხე თემასთან დაკავშირებული სხვა სტატიებიც


სამუშაო დროის ხანგძლივობა

სამუშაო დროის ხანგძლივობა

ვრცლად

შვებულების უფლება

შვებულების უფლება

ვრცლად

ადამიანის რომელი ძირითადი უფლებები ირღვევა საქართველოში, უფრო მეტი თქვენი სამართლებრივი უფლებების შესახებ

ადამიანის რომელი ძირითადი უფლებები ირღვევა საქართველოში, უფრო მეტი თქვენი სამართლებრივი

ვრცლად

შრომითი ხელშეკრულების დადება

შრომითი ხელშეკრულების დადება

ვრცლად

სამსახურიდან გათავისუფლებულის უფლებები

სამსახურიდან გათავისუფლებულის უფლებები

ვრცლად
კონსულტაცია

დაგვიკავშირდი ადვოკატთან

თუ სამართლებრივ საკითხზე სწრაფი პასუხი გჭირდება, გამოიყენე ქვემოთ მოცემული არხები.

დარეკვა WhatsApp კითხვა ადვოკატთან
პროფილი

ჩვენი გუნდი

მომხმარებლისთვის მნიშვნელოვანია დაინახოს რეალური იურისტი, გამოცდილება და პრაქტიკის სფეროები.

ნანა ნაკაშიძე ნანა ნაკაშიძეიტალიის ფილიალის ხელმძღვანელი ნათია ნაკაშიძე ნათია ნაკაშიძეადვოკატი, დამფუძნებელი ჯუზეპე სანტორო ჯუზეპე სანტოროპარტნიორი იტალიაში
კითხულობენ ხშირად

პოპულარული სტატიები

მოსამართლის დღე - საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მილოცვა კოლეგებს
პოპულარული მოსამართლის დღე - საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის
ესპანეთში საერთაშორისო სპეცოპერაცია „CACHABA“ - საქართველოსა და ესპანეთის პოლიციამ 13 პირი დააკავა
პოპულარული ესპანეთში საერთაშორისო სპეცოპერაცია „CACHABA“ - საქართველოსა და
აპარტ-ოტელების გაყიდვა და ახალი საგადასახადო რისკები - რა შეიცვალა 2026 წელს?
პოპულარული აპარტ-ოტელების გაყიდვა და ახალი საგადასახადო რისკები - რა შეიცვალა
ფიზიკური პირის მიერ აქტივის მიწოდების შედეგად მიღებული შემოსავლის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის საკითხებზე
პოპულარული ფიზიკური პირის მიერ აქტივის მიწოდების შედეგად მიღებული შემოსავლის

Iuristi.com

იურიდიული სიახლეები და ადვოკატის კონსულტაცია საქართველოში და იტალიაში.

TOP.GE რეიტინგი

სწრაფი ბმულები

  • ჩვენს შესახებ
  • გუნდი
  • ჯავშანი
  • კონტაქტი

კონტაქტი

  • +995 598 419 416
  • WhatsApp
  • თბილისი, ალ. ყაზბეგის №47
  • Bari, Piazza Nicola Balenzano, 12 A

საიტზე განთავსებულია იურიდიული თემების შესახებ სტატიები, პრაქტიკული განმარტებები და საკონტაქტო ინფორმაცია კონსულტაციის მისაღებად.

გჭირდება ადვოკატის სწრაფი კონსულტაცია?
დარეკვა WhatsApp