Georgia Italy English Ukraine Russian
ადვოკატის ნომერი
599 50 55 78
iuristi.com

სქესობრივ დანაშაულთან ბრძოლა

სქესობრივ დანაშაულთან ბრძოლა


2020 წლის 17 მარტს საქართველოს მთავრობის ინიციატივით მიღებულ იქნა ახალი კანონი „სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთან ბრძოლის შესახებ“. აღნიშნულმა კანონმა სქესობრივი დანაშაულის წინააღმდეგ  ახალი რეალობა შექმნა.

2019 წელს საქართველოს მთავრობამ წარადგინა პარლამენტში კანონპროექტი კანონისა „სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთან ბრძოლის შესახებ“ აღნიშნული კანონის განნმარტებით ბარათში მიეთითა, რომ „სქესობრივი დანაშაულები გამოირჩევა განსაკუთრებული სენსიტიურობითა და კომპლექსურობით, რაც სახელმწიფოს მხრიდან მათ წინააღმდეგ ბრძოლის განსაკუთრებული მექანიზმების შემუშავებას საჭიროებს. 

კანონის მიზანს წარმოადგენს ხელი შეუწყოს სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის თავიდან აცილებას, მასთან ბრძოლას და საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის დაცვის უზრუნველყოფას; 

იმ შემთვევაში თუ პირი მსჯავრდებულად იქნება ცნობილი სასამართლოს ეძლევა სრული დისკრეცია რათა პირს, ჩამოართვას:

  • სოციალურ მუშაკად მუშაობის უფლება; 
  • საექიმო საქმიანობის უფლება; 
  • სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო დაწესებულებებში – საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; 
  • პასიური საარჩევნო უფლება; 
  • იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება; 
  • სატრანსპორტო საშუალებით, მათ შორის, საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მგზავრთა გადაყვანის უფლება; 
  • არასრულწლოვანთან ერთად ცხოვრების უფლება;
  • საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება;
  • სხვა საქმიანობის უფლება, რომლის ჩამორთმევასაც, დამნაშავის პიროვნებისა და დანაშაულის ხასიათის გათვალისწინებით, სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს.

რაც შეეხება უფლებათა ჩამორთმევის ვადას, კანონმა აღნიშნული შემდეგი სახით მოაწესრიგა: 

1.ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში − ხუთ წლამდე ვადით; 

2.მძიმე კატეგორიის დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში − ხუთიდან ათ წლამდე ვადით; 

3.განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში − ათიდან თხუთმეტ წლამდე ვადით.

უფლების ჩამორთმევის აღნიშნული ზღვარი რა თქმა ჩადენილი დანაშაულის ხარისხს დაუკავშირა კანონმდებელმა ამასთანავე აღნიშნული გადაწყვეტილება სასამართლოს მიერ მიეთითება სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის სარეზოლუციო ნაწილში, რაც შეეხება უფლების აღდგენას აღნიშნულს ახორციელებს სსიპ − დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს პირობითი მსჯავრის გაუქმების საკითხთა განმხილველი მუდმივმოქმედი კომისია.

კანონის მე-6 მუხლი უკვე შედგება იმ ვალდებულებებისგან რომელიც გააჩნია ასეთ დანაშაულში მსჯავრდებულ პირს, კერძოდ: სად უნდა გამოცხადდეს, რამდენ ხანში რა ინფორმაცია უნდა გადასცეს შსს-ს.  შეიძლება ითქვას, რომ უკვე სხვა ქვეყნების გამოცდილების ხარჯზე, კანონმდებელმა გადაწყვიტა ასეთი სახის პირების მიმართ აწარმოოს რეესტრი. რეესტრის წარმოებაზე პასუხისმგებელ სახელმწიფო ორგანოდ განისაზღვრა შსს. რეესტრს კი ეწოდება „სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისთვის მსჯავრდებულ პირთა და უფლებაჩამორთმეულ პირთა რეესტრი“.

მონიტორინგის განხორციელების უფლება მიეცათ, შემდეგ სამინისტროებს და საჯარო დაწესებულებებს:

1)საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო; 

2) საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო; 

3) საქართველოს იუსტიციის სამინისტრო; 

4) მუნიციპალიტეტი/მუნიციპალიტეტები; 

5) შინაგან საქმეთა სამინისტრო;

რომელთაც დაევალათა მათი გამგებლობის სფეროში შემავალი ნებისმიერი ორგანოს მონიტორინგი განახორციელონ. რეესტრის შექმნისა და პერსონალურ მონაცემთა დამუშავების წესი დადგინდა საქართველოს მთავრობის დადგენილება №463.

აღნიშნულის კანონის მიღებამ გამოიწვია ასევე სხვადასხვა კანონში ცვლილებები, კერძოდ, უპირველეს ყოვლისა ცვლილება შევიდა საქართველოს ორგანული კანონის შრომის კოდექსში, რომლითაც განისაზღვრა, რომ: აიკრძალა ნებისმიერი სახის საგანმანათლებლო დაწესებულებაში მსჯავრდებული პირის დასაქმება  მიუხედავად ნასამართლობის მოხსნისა ან გაქარწყლებისა (თავშესაფარში/ კრიზისულ ცენტრში, სპეციალიზებულ დაწესებულებაში);

კანონში განხორციელებულმა ცვლილებებმა ქვეყანა ახალი რეალობის წინაშე დააყენა, რაც კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯია. კერძოდ დამნაშავეს ეზღუდება მთელი რიგი უფლებები, ვერ მიიღებს მონაწილეობას არჩევნებში როგორც კანდიდატი, ასევე ჩამოაშორებენ საგანმანათლებლო დაწესებულებებს და ა. შ.



დამატებითი ინფორმაციის მიღების მიზნით დაუკავშირდით საერთაშორისო საადვოკატო კომპანია ,,ნაკაშიძე&პარტნიორები/ Law Office Nakashidze&Partners''-ს. 


ვუზრუნველვყობთ თქვენს დაცვას/წარმომადგენლობას:  საქართველოსა და იტალიაში  ყველა ინსტანციის სასამართლოში; 

ადმინისტრაციულ ორგანოებში, საელჩო, საკონსულო, იუსტიციის სახლში და სამინისტროებში; 

სამართლებრივი ურთიერთობის რეგულირებას  ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან; 

სტრასბურგის - ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში;


კონსულტაციისთვის დაგვიკავშირდით

საქართველოში 599 50 55 78  
თბილისი, ალ.ყაზბეგის №47 (მეტრო დელისი)
თბილისი, გურამიშვილის N23 ა (მეტრო ღრმაღელე)

იტალიაში 351 5 47 00 47  
ბარი, ბალენძანოს მოედანი 12ა


Facebook კომენტარები