საპროკურორო საბჭოს საქართველოს პროკურატურის 2022 წლის 9 თვის საქმიანობის ანგარიში წარდგენა
საქართველოს გენერალური პროკურორი ირაკლი შოთაძე, საპროკურორო საბჭოს საქართველოს პროკურატურის 2022 წლის 9 თვის საქმიანობის ანგარიშს წარადგენს.
ანგარიში პროკურატურის საქმიანობის ყველა ძირითად მიმართულებას მოიცავს, მათ შორის შედეგების სტატისტიკურ და ანალიტიკურ მიმოხილვას, განხორციელებულ სისხლის სამართლის პოლიტიკას და სამომავლო გეგმებს.
2022 წლის 9 თვის ანგარიშში საუბარია ცალკეულ დანაშაულთა წინააღმდეგ ბრძოლის, მათ შორის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის, ე.წ. ,,ქოლ-ცენტრების“, კიბერდანაშაულის და კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის საკითხებზე და ამ მიმართულებით საერთაშორისო თანამშრომლობაზე და მიღწეულ შედეგებზე; ნაფიცი მსაჯულების მიერ განსახილველ საქმეებზე, ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლაზე, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების საკითხებზე; არასათანადო მოპყრობის, ქურდული სამყაროს, ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლაზე და სხვა.
ანგარიშში ყურადღება გამახვილებულია პროკურატურისთვის ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებაზე - ქალთა მიმართ ძალადობასა და ოჯახურ დანაშაულებზე, სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართულ და შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენილ დანაშაულებზე.
პროკურატურის 2022 წლის 9 თვის საქმიანობის ანგარიშის მიხედვით, პრიორიტეტულ მიზნადაა გამოცხადებული პროკურატურის ინსტიტუციური და ორგანიზაციული განვითარების ხარისხის გაუმჯობესება, რომელიც გულისხმობს პროკურორთა დამოუკიდებლობის ხარისხის ზრდას, პროკურატურის თანამშრომელთა მოტივაციისა და სამუშაო გარემოს გაუმჯობესებას, თანამშრომელთა შერჩევისა და როტაციის სისტემის გაუმჯობესებას, განგრძობადი პროფესიული განათლების უზრუნველყოფას, გენდერული ორგანიზაციული პოლიტიკის გაუმჯობესებასა და „მწვანე ოფისის“ კონცეფციის დანერგვას.
ანგარიშში ასახულია პროკურატურის 2022-2027 წლების სტრატეგია და სამოქმედო გეგმა, რომელიც ორმხრივ მიდგომას ეფუძნება და როგორც ცალკეულ დანაშაულთა წინააღმდეგ ბრძოლის ეფექტიანობის, ასევე ორგანიზაციის ინსტიტუციური განვითარების საკითხებს მოიცავს.
თუ ეს საკითხი შენს შემთხვევას ეხება, მიიღე პერსონალური კონსულტაცია
სტატია გაძლევს ზოგად სურათს, მაგრამ კონკრეტული სამართლებრივი მოქმედება ინდივიდუალურ განხილვას მოითხოვს.
თბილისი, ალ. ყაზბეგის №47
თბილისი, გურამიშვილის N23 ა
Bari, Piazza Nicola Balenzano, 12 A
