iuristi.com იურიდიული სიახლეები და კონსულტაცია
+995 598 419 416 WhatsApp
დარეკვა კონსულტაცია
მთავარი კონსულტაცია ჩვენს შესახებ გუნდი ჯავშანი
+995 598 419 416 WhatsApp
დარეკვა კონსულტაცია
მთავარი კონსულტაცია ჩვენს შესახებ გუნდი ჯავშანი
იურისტი » ადვოკატი » რა შემთხვევაში შეუძლია პოლიციელს იარაღის გამოყენება?
იურიდიული სტატია

რა შემთხვევაში შეუძლია პოლიციელს იარაღის გამოყენება?

28-11-2022, 12:46 ადვოკატი / ადვოკატის ნომერი / ადვოკატი / სტატიები 271 ნახვა
რა შემთხვევაში შეუძლია პოლიციელს იარაღის გამოყენება?

საზოგადოების დიდი ნაწილისათვის უცნობია პოლიციელის უფლებამოსილებებისა და ვალდებულებების შესახებ, შესაბამისად, ეს ფაქტი დიდ პრობლემას წარმოშობს და ხელს უშლის პოლიციის თანამშრომლებს საქმიანობის განხორციელებაში. ამასთან, საფრთხე ექმნება თავად მოქალაქეებსაც, ვინაიდან, მათთვის შესაძლებელია მოულოდნელი იყოს პოლიციის მხრიდან იძულებითი ღონისძიების გამოყენება, რითაც დიდი ზიანი მიადგება მათ ჯანმრთელობას და შესაძლებელია ამას სიცოცხლის ხელყოფაც კი მოჰყვეს.

პოლიციის ძირითადი ფუნქცია საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და მართლწესრიგისათვის საფრთხის თავიდან აცილების უზრუნველყოფაა, რისთვისაც პოლიციელს შესაბამისი ქმედება-რეაგირებების განხორციელება უწევს.

საქმის სირთულიდან გამომდინარე, საკუთარი ფუნქცია-მოვალეობების შესრულების პროცესში პოლიციის თანამშრომელს შესაძლოა, იძულებითი ღონისძიებების გამოყენება დასჭირდეს. ამ ღონისძებათაგან ერთ-ერთ სახეობა ცეცხლსასროლი იარაღის პოლიციის ფუნქციების შესასრულებლად გამოყენებაა.

- პოლიციელი უფლებამოსილია, პროპორციულად გამოიყენოს გამოსადეგი იძულების ღონისძიებები მხოლოდ აუცილებლობის შემთხვევაში, იმ ინტენსივობით, რომელიც უზრუნველყოფს კანონიერი მიზნის მიღწევას.

- პოლიციელი უფლებამოსილია, გამოიყენოს ცეცხლსასროლი იარაღი მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მას გავლილი აქვს სპეციალური მომზადება.

- პოლიციელი ვალდებულია, პირველადი გადაუდებელი სამედიცინო დახმარება აღმოუჩინოს იძულების ღონისძიებების გამოყენებით დაზიანებულ პირს.

- პოლიციელს უფლება აქვს, შეინახოს, ატაროს და გამოიყენოს სამსახურებრივ-საშტატო ცეცხლსასროლი იარაღი. აღსანიშნავია, რომ განასხვავებენ პოლიციელის მიერ ცეცხლსასროლი იარაღის პასიური და აქტიური გამოყენების შემთხვევებს.

რას გულისხმობს იარაღის აქტიური და პასიური გამოყენება?

ა) პასიურ გამოყენებად ითვლება პოლიციელის მიერ ლეგიტიმური მიზნის მისაღწევად იარაღის დემონსტრირება.

ბ) აქტიურ გამოყენებად კი ითვლება იარაღიდან გამიზანული სროლა.

აქვე აღსანიშნავია, რომ ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენება უნდა მოხდეს უკიდურესი აუცილებლობის შემთხვევებში თუ:

ა) პირისა და საკუთარი თავის დასაცავად, როდესაც საფრთხე ექმნება სიცოცხლეს ან/და ჯანმრთელობას;

ბ) უკანონოდ თავისუფლებააღკვეთილის განსათავისუფლებლად;

გ) მისთვის წინასწარი ცნობით ძალადობრივი ქმედებისათვის ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისათვის დაკავებულის გაქცევის აღსაკვეთად;

დ) ძალადობრივი დანაშაულის აღსაკვეთად, თუ პირი წინააღმდეგობას უწევს პოლიციელს;

ე) დაცულ ობიექტზე, სახელმწიფო ორგანოზე ან/და საზოგადოებრივ ორგანიზაციაზე თავდასხმის მოგერიებისას;

ვ) საშიში ცხოველის თავდასხმისაგან ადამიანის დასაცავად;

ზ) სატრანსპორტო საშუალების გაჩერების მიზნით მისი დაზიანებისათვის, თუ მძღოლის მოქმედება რეალურ საფრთხეს უქმნის ადამიანის სიცოცხლეს ან/და ჯანმრთელობას და მძღოლი არ ემორჩილება პოლიციელის არაერთგზის მოთხოვნას სატრანსპორტო საშუალების გაჩერების შესახებ, გარდა მოძრავი სატრანსპორტო საშუალებიდან მოძრავი სატრანსპორტო საშუალებისათვის სროლისა. პოლიციელის მიერ ცეცხლსასროლი იარაღის აქტიურ გამოყენებას წინ უნდა უძღოდეს მისი გამოყენების შესახებ სიტყვიერი გაფრთხილება − „პოლიციაა, სდექ, თორემ გესვრი!“, შემდეგ − გამაფრთხილებელი გასროლა. აუცილებლობის შემთხვევაში შეიძლება გამაფრთხილებელი გასროლა არ განხორციელდეს.

გაფრთხილების გარეშე ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენება შეიძლება:

ა) შეიარაღებული თავდასხმისას, აგრეთვე საბრძოლო ტექნიკით, ნებისმიერი სატრანსპორტო ან მექანიკური საშუალებით მოულოდნელი თავდასხმისას;

ბ) პოლიციელისთვის წინასწარი ცნობით სატრანსპორტო საშუალების გამოყენებით განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისათვის დაკავებულის ან დაპატიმრებულის გაქცევისას;

გ) პირის მიერ შეიარაღებული წინააღმდეგობის გაწევისას;

დ) განგაშის სიგნალის მისაცემად ან დამხმარე ძალის გამოსაძახებლად;

ე) ცეცხლსასროლი იარაღის წართმევის აღსაკვეთად;

ვ) სასიკვდილოდ დაზიანებული ან დასნებოვნებული ცხოველის სიცოცხლის შესაწყვეტად, როდესაც ნათელია, რომ პრობლემის სხვაგვარად გადაჭრა შეუძლებელია. ცეცხლსასროლი იარაღის ისეთი გამოყენება, რომელიც შეიცავს სასიკვდილოდ დაჭრის საფრთხეს, შეიძლება მხოლოდ აუცილებელი მოგერიების ან/და უკიდურესი აუცილებლობის შემთხვევაში. ასევე, აკრძალულია ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენება ორსულობის, მცირეწლოვნობის, შეზღუდული შესაძლებლობის ან ხანდაზმულობის აშკარა ნიშნების მქონე პირთა მიმართ, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ისინი შეიარაღებულნი ან ჯგუფურად ესხმიან თავს, შეიარაღებულ წინააღმდეგობას უწევენ პოლიციელს, რაც საფრთხეს უქმნის სხვა პირის ან პოლიციელის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას, თუ ასეთი თავდასხმისა და წინააღმდეგობის სხვაგვარი ხერხებითა და საშუალებებით მოგერიება შეუძლებელია.

შემდეგი ნაბიჯი

თუ ეს საკითხი შენს შემთხვევას ეხება, მიიღე პერსონალური კონსულტაცია

სტატია გაძლევს ზოგად სურათს, მაგრამ კონკრეტული სამართლებრივი მოქმედება ინდივიდუალურ განხილვას მოითხოვს.

კითხვა ადვოკატთან დარეკვა WhatsApp
საქართველო

თბილისი, ალ. ყაზბეგის №47

თბილისი, გურამიშვილის N23 ა

კონტაქტი

+995 598 419 416

WhatsApp

იტალია

Bari, Piazza Nicola Balenzano, 12 A

იტალიის ოპერატორი

ტეგები: policia, iaragis gamoyeneba, policielis ufleba, policielis funqcia, sazogadoebrivi wesrigis dacva, idzulebiti gonisdzieba, specialuri momzadeba, pasiuri gamoyeneba, aqtiuri gamoyeneba, პოლიცია, იარაღის გამოყენება, პოლიციელის უფლება, პოლიციელის ფუნქცია, სა
მსგავსი მასალები

წაიკითხე თემასთან დაკავშირებული სხვა სტატიებიც


რა უფლებები გვაქვს, თუ პოლიციელი ქუჩაში გვაჩერებს

რა უფლებები გვაქვს, თუ პოლიციელი ქუჩაში გვაჩერებს

ვრცლად

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებს საგზაო უსაფრთხოების საკითხებზე ტრენინგი ჩაუტარდათ

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებს საგზაო უსაფრთხოების საკითხებზე ტრენინგი

ვრცლად

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადება

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადება

ვრცლად

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო ავიაციამ თუშეთის მიმართულებით სამოქალაქო რეისები განაახლა

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო ავიაციამ თუშეთის მიმართულებით სამოქალაქო რეისები

ვრცლად

პარლამენტმა შინაგან საქმეთა სამინისტროს ავტორობით მომზადებული ორი კანონპროექტი დაამტკიცა

პარლამენტმა შინაგან საქმეთა სამინისტროს ავტორობით მომზადებული ორი კანონპროექტი დაამტკიცა

ვრცლად
კონსულტაცია

დაგვიკავშირდი ადვოკატთან

თუ სამართლებრივ საკითხზე სწრაფი პასუხი გჭირდება, გამოიყენე ქვემოთ მოცემული არხები.

დარეკვა WhatsApp კითხვა ადვოკატთან
პროფილი

ჩვენი გუნდი

მომხმარებლისთვის მნიშვნელოვანია დაინახოს რეალური იურისტი, გამოცდილება და პრაქტიკის სფეროები.

ნანა ნაკაშიძე ნანა ნაკაშიძეიტალიის ფილიალის ხელმძღვანელი ნათია ნაკაშიძე ნათია ნაკაშიძეადვოკატი, დამფუძნებელი ჯუზეპე სანტორო ჯუზეპე სანტოროპარტნიორი იტალიაში
კითხულობენ ხშირად

პოპულარული სტატიები

მოსამართლის დღე - საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მილოცვა კოლეგებს
პოპულარული მოსამართლის დღე - საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის
ესპანეთში საერთაშორისო სპეცოპერაცია „CACHABA“ - საქართველოსა და ესპანეთის პოლიციამ 13 პირი დააკავა
პოპულარული ესპანეთში საერთაშორისო სპეცოპერაცია „CACHABA“ - საქართველოსა და
აპარტ-ოტელების გაყიდვა და ახალი საგადასახადო რისკები - რა შეიცვალა 2026 წელს?
პოპულარული აპარტ-ოტელების გაყიდვა და ახალი საგადასახადო რისკები - რა შეიცვალა
ფიზიკური პირის მიერ აქტივის მიწოდების შედეგად მიღებული შემოსავლის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის საკითხებზე
პოპულარული ფიზიკური პირის მიერ აქტივის მიწოდების შედეგად მიღებული შემოსავლის

Iuristi.com

იურიდიული სიახლეები და ადვოკატის კონსულტაცია საქართველოში და იტალიაში.

TOP.GE რეიტინგი

სწრაფი ბმულები

  • ჩვენს შესახებ
  • გუნდი
  • ჯავშანი
  • კონტაქტი

კონტაქტი

  • +995 598 419 416
  • WhatsApp
  • თბილისი, ალ. ყაზბეგის №47
  • Bari, Piazza Nicola Balenzano, 12 A

საიტზე განთავსებულია იურიდიული თემების შესახებ სტატიები, პრაქტიკული განმარტებები და საკონტაქტო ინფორმაცია კონსულტაციის მისაღებად.

გჭირდება ადვოკატის სწრაფი კონსულტაცია?
დარეკვა WhatsApp