iuristi.com იურიდიული სიახლეები და კონსულტაცია
+995 598 419 416 WhatsApp
დარეკვა კონსულტაცია
მთავარი კონსულტაცია ჩვენს შესახებ გუნდი ჯავშანი
+995 598 419 416 WhatsApp
დარეკვა კონსულტაცია
მთავარი კონსულტაცია ჩვენს შესახებ გუნდი ჯავშანი
იურისტი » ადვოკატი / სტატიები » მოსამართლის აცილება სამოქალაქო სამართლის პროცესში
იურიდიული სტატია

მოსამართლის აცილება სამოქალაქო სამართლის პროცესში

19-05-2023, 14:48 ადვოკატი / სტატიები / ადვოკატი / Advokati | lawyer / ადვოკატის ნომერი 501 ნახვა
მოსამართლის აცილება სამოქალაქო სამართლის პროცესში

მოსამართლეს არ შეუძლია განიხილოს საქმე , თუკი მას ამოძრავებს პირადი , პირდაპირი ან არაპირდაპირი დაინტერესება შედეგის მიმართ. ამ ყოველივეს დასადგენად სამართალი ცნობს სუბიექტურ და ობიექტურ ტესტებს, რომლის საშუალებითაც ხდება საქმის მიკერძოებულად გადაწყვეტის პრევენცია.

სუბიექტური ტესტის გამოყენებისას , აშკარად იკვეთება მიუკერძოებლობის პრეზუმფცია , ანუ დგინდება ხომ არ ამოძრავებს მოსამართლეს რაიმე პირადი მოტივი , ან წინასწარ ჩამოყალიბებული მოსაზრება დავასთან მიმართებაში.

როდესაც მცირე ეჭვი მაინც არსებობს მოსამართლის მიუკერძოებლობის საწინააღმდეგოდ სუბიექტურ ტესტთან ერთად აუცილებელია ჩატარდეს ობიექტური ტესტი. ამ ტესტით დგინდება რაიმე სახის კავშირი ხომ არ აქვთ მოსამართლესა და რომელიმე მხარეს . უნდა გაირკვეს ხომ არ აქვს მოსამართლეს რაიმე პირადი მოტივებით განპირობებული წინასწარ ჩამოყალიბებული მოსაზრება ან განწყობა მოცემული საქმის მიმართ.

კანონის თანახმად, აცილებაზე განცხადება აუცილებლად უნდა გამოქვეყნდეს სასამართლო სხდომაზე . ამის შემდგომ სასამართლო მოისმენს განცხადების ავტორისა და დავაში მონაწილე სხვა მხარეების აზრს. იმ მოსამართლეს ვის მიმართაც დაისვა აცილების საკითხი , აქვს უფლება დააფიქსიროს საკუთარი აზრი და განმარტოს თავისი ქმედებები , რამაც გამოიწვია ეჭვი მის მიუკერძოებლობაში.

რა ხდება თუ აცილების საკითხი დადგება ?

აცილების საფუძვლების არსებობისას მოსამართლე ვალდებულია რომ განაცხადოს თვითაცილება. თვითაცილების შესახებ მოსამართლეს (სასამართლოს) გამოაქვს განჩინება, რომელშიც უნდა მიეთითოს თვითაცილების საფუძველი. მოსამართლის აცილება არ არის სავალდებულო, თუ ვერ შედგება სხვა სასამართლო ამ საქმის განსახილველად, ან გამონაკლის გარემოებათა გამო, უმოქმედობამ შეიძლება გამოიწვიოს მართლმსაჯულების სერიოზული ხარვეზი.

აცილების თაობაზე სასამართლო განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლო გადაწყვეტილებასთან სააპელაციო და საკასაციო საჩივრით საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე და 404-ე მუხლებით დადგენილი წესით. მოსამართლის გარდა აცილების საკითხი შესაძლებელია დადგეს საქმეში მონაწილე სხვა პირების მიმართაც, რომლის ჩამონათვალსაც კანონმდებლობა ადგენს.

დამატებითი ინფორმაციის მიღების მიზნით დაუკავშირდით საერთაშორისო საადვოკატო კომპანია ,,ნაკაშიძე&პარტნიორები/ Law Office Nakashidze&Partners''-ს.

ვუზრუნველვყობთ თქვენს დაცვას/წარმომადგენლობას: საქართველოსა და იტალიაში ყველა ინსტანციის სასამართლოში; ადმინისტრაციულ ორგანოებში,საელჩო,საკონსულო,იუსტიციის სახლში და სამინისტროებში; სამართლებრივი ურთიერთობის რეგულირებას ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან;სტრასბურგის-ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში.

შემდეგი ნაბიჯი

თუ ეს საკითხი შენს შემთხვევას ეხება, მიიღე პერსონალური კონსულტაცია

სტატია გაძლევს ზოგად სურათს, მაგრამ კონკრეტული სამართლებრივი მოქმედება ინდივიდუალურ განხილვას მოითხოვს.

კითხვა ადვოკატთან დარეკვა WhatsApp
საქართველო

თბილისი, ალ. ყაზბეგის №47

თბილისი, გურამიშვილის N23 ა

კონტაქტი

+995 598 419 416

WhatsApp

იტალია

Bari, Piazza Nicola Balenzano, 12 A

იტალიის ოპერატორი

ტეგები: მოსამართლე, აცილება, თვითაცილება, სამოქალაქო სამართალი, მოსამართლის პირადი მოტივი
მსგავსი მასალები

წაიკითხე თემასთან დაკავშირებული სხვა სტატიებიც


მოსამართლის აცილება

მოსამართლის აცილება

ვრცლად

მოსამართლის აცილების საფუძვლები

მოსამართლის აცილების საფუძვლები

ვრცლად

დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის საფუძვლები

დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის საფუძვლები

ვრცლად

სასამართლოში ქცევის ეტიკეტი

სასამართლოში ქცევის ეტიკეტი

ვრცლად
კონსულტაცია

დაგვიკავშირდი ადვოკატთან

თუ სამართლებრივ საკითხზე სწრაფი პასუხი გჭირდება, გამოიყენე ქვემოთ მოცემული არხები.

დარეკვა WhatsApp კითხვა ადვოკატთან
პროფილი

ჩვენი გუნდი

მომხმარებლისთვის მნიშვნელოვანია დაინახოს რეალური იურისტი, გამოცდილება და პრაქტიკის სფეროები.

ნანა ნაკაშიძე ნანა ნაკაშიძეიტალიის ფილიალის ხელმძღვანელი ნათია ნაკაშიძე ნათია ნაკაშიძეადვოკატი, დამფუძნებელი ჯუზეპე სანტორო ჯუზეპე სანტოროპარტნიორი იტალიაში
კითხულობენ ხშირად

პოპულარული სტატიები

მოსამართლის დღე - საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მილოცვა კოლეგებს
პოპულარული მოსამართლის დღე - საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის
ესპანეთში საერთაშორისო სპეცოპერაცია „CACHABA“ - საქართველოსა და ესპანეთის პოლიციამ 13 პირი დააკავა
პოპულარული ესპანეთში საერთაშორისო სპეცოპერაცია „CACHABA“ - საქართველოსა და
აპარტ-ოტელების გაყიდვა და ახალი საგადასახადო რისკები - რა შეიცვალა 2026 წელს?
პოპულარული აპარტ-ოტელების გაყიდვა და ახალი საგადასახადო რისკები - რა შეიცვალა
ფიზიკური პირის მიერ აქტივის მიწოდების შედეგად მიღებული შემოსავლის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის საკითხებზე
პოპულარული ფიზიკური პირის მიერ აქტივის მიწოდების შედეგად მიღებული შემოსავლის

Iuristi.com

იურიდიული სიახლეები და ადვოკატის კონსულტაცია საქართველოში და იტალიაში.

TOP.GE რეიტინგი

სწრაფი ბმულები

  • ჩვენს შესახებ
  • გუნდი
  • ჯავშანი
  • კონტაქტი

კონტაქტი

  • +995 598 419 416
  • WhatsApp
  • თბილისი, ალ. ყაზბეგის №47
  • Bari, Piazza Nicola Balenzano, 12 A

საიტზე განთავსებულია იურიდიული თემების შესახებ სტატიები, პრაქტიკული განმარტებები და საკონტაქტო ინფორმაცია კონსულტაციის მისაღებად.

გჭირდება ადვოკატის სწრაფი კონსულტაცია?
დარეკვა WhatsApp