iuristi.com იურიდიული სიახლეები და კონსულტაცია
+995 598 419 416 WhatsApp
დარეკვა კონსულტაცია
მთავარი კონსულტაცია ჩვენს შესახებ გუნდი ჯავშანი
+995 598 419 416 WhatsApp
დარეკვა კონსულტაცია
მთავარი კონსულტაცია ჩვენს შესახებ გუნდი ჯავშანი
იურისტი » ადვოკატი / სტატიები » მოსამართლის აცილების საფუძვლები
იურიდიული სტატია

მოსამართლის აცილების საფუძვლები

29-03-2023, 15:02 ადვოკატი / სტატიები / ადვოკატი / Advokati | lawyer / ადვოკატის ნომერი / სასამართლო დავები და საერთაშორისო არბიტრაჟი 525 ნახვა
მოსამართლის აცილების საფუძვლები

ერთ-ერთ აქტუალურ თემას წარმოადგენს საქმის განხილვაში მოსამართლის მონაწილეობის დაუშვებლობის და მისი აცილების საფუძვლებთან დაკავშირებული რეგულაციები.ამიტომაც მნიშვნელოვანია თითოეულ ჩვენგანს ჰქონდეს სათანადო ინფორმაცია მოსამართლის აცილების საფუძვლებთან დაკავშირებით რათა, რეალიზებული იყოს სამართლიანი სასამართლოს უფლება.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი განსაზღვრავს მხარეთა შესაძლებლობას წერილობით განაცხადონ აცილება. განცხადება აცილების შესახებ მოტივირებულ უნდა იქნეს და გაკეთდეს საქმის წინასწარი სასამართლო განხილვისათვის მომზადების დროს.

აცილების განცხადების შემდეგ, სასამართლომ (მოსამართლემ) შეიძლება მოუსმინოს მხარეებს, აგრეთვე იმ პირს, რომლის მიმართაც განაცხადეს აცილება. აცილების საკითხს სასამართლო წყვეტს ადგილზე მოთათბირებით ან სათათბირო ოთახში.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით განსაზღვრულია მოსამართლის აცილების შემდეგი საფუძვლები:

• მოსამართლე, რომელიც მონაწილეობდა საქმის პირველი ინსტანციით განხილვაში, ვერ მიიღებს მონაწილეობას ამ საქმის განხილვაში სააპელაციო ინსტანციის ან/და საკასაციო ინსტანციის სასამართლოში;

• მოსამართლე, რომელიც მონაწილეობდა საქმის განხილვაში სააპელაციო ინსტანციის სასამართლოში, ვერ მიიღებს მონაწილეობას ამ საქმის განხილვაში პირველი ინსტანციის ან/და საკასაციო ინსტანციის სასამართლოში;

• მოსამართლე, რომელიც მონაწილეობდა საქმის განხილვაში საკასაციო ინსტანციის სასამართლოში, ვერ მიიღებს მონაწილეობას ამ საქმის განხილვაში სააპელაციო ინსტანციის სასამართლოში ან/და პირველი ინსტანციის სასამართლოში.

დაუშვებელია საქმის განხილვაში მოსამართლის განმეორებითი მონაწილეობა.სამოქალაქო საქმის განმხილველი სასამართლოს შემადგენლობაში არ შეიძლება შედიოდნენ პირები, რომლებიც ერთმანეთის ახლო ნათესავები არიან, ხოლო თუ მათ შორის ასეთი ნათესავები მაინც აღმოჩნდნენ, ისინი უნდა ჩამოაცილონ საქმის განხილვას.

მოსამართლემ არ შეიძლება განიხილოს საქმე ან მონაწილეობა მიიღოს საქმის განხილვაში, თუ ის:

• ამ საქმეში თვითონ წარმოადგენს მხარეს, ან მას ამა თუ იმ მხარესთან საერთო უფლებები ან ვალდებულებები აკავშირებს;

• ამ საქმის ადრინდელ განხილვაში მონაწილეობდა მოწმედ, ექსპერტად, სპეციალისტად, თარჯიმნად, წარმომადგენლად ან სასამართლო სხდომის მდივნად; • მხარის ან მისი წარმომადგენლის ნათესავია;

• პირადად, პირდაპირ ან არაპირდაპირ დაინტერესებულია საქმის შედეგით, ან თუ არის სხვა ისეთი გარემოება, რომელიც ეჭვს იწვევს მის მიუკერძოებლობაში;

• ამ საქმეში მონაწილეობდა მედიატორად.

ნათესავებად ითვლებიან: მეუღლე; დანიშნული; პირდაპირი ხაზის ნათესავები; და-ძმა; დისშვილები და ძმისშვილები; მშობლების და-ძმები; დანათესავებულები (მოყვრები); პირები, რომლებიც ხანგრძლივი დროის განმავლობაში ოჯახური ურთიერთობით არიან დაკავშირებულნი.

აცილების საფუძვლების არსებობისას მოსამართლე ვალდებულია განაცხადოს თვითაცილება. თვითაცილების შესახებ მოსამართლეს (სასამართლოს) გამოაქვს განჩინება, რომელშიც უნდა მიეთითოს თვითაცილების საფუძველი.

დამატებითი ინფორმაციის მიღების მიზნით დაუკავშირდით საერთაშორისო საადვოკატო კომპანია ,,ნაკაშიძე&პარტნიორები/ Law Office Nakashidze&Partners''-ს.

ვუზრუნველვყობთ თქვენს დაცვას/წარმომადგენლობას: საქართველოსა და იტალიაში ყველა ინსტანციის სასამართლოში; ადმინისტრაციულ ორგანოებში,საელჩო,საკონსულო,იუსტიციის სახლში და სამინისტროებში; სამართლებრივი ურთიერთობის რეგულირებას ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან;სტრასბურგის-ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში.

შემდეგი ნაბიჯი

თუ ეს საკითხი შენს შემთხვევას ეხება, მიიღე პერსონალური კონსულტაცია

სტატია გაძლევს ზოგად სურათს, მაგრამ კონკრეტული სამართლებრივი მოქმედება ინდივიდუალურ განხილვას მოითხოვს.

კითხვა ადვოკატთან დარეკვა WhatsApp
საქართველო

თბილისი, ალ. ყაზბეგის №47

თბილისი, გურამიშვილის N23 ა

კონტაქტი

+995 598 419 416

WhatsApp

იტალია

Bari, Piazza Nicola Balenzano, 12 A

იტალიის ოპერატორი

ტეგები: ადვოკატის ნომერი, ცნობილი ადვოკატები საქართველოში, ცნობილი ადვოკატი საქართველოში, უძლიერესი ადვოკატის ნომერი599505578, ახალგაზრდა ადვოკატები, საერთაშორისო ადვოკატები, სანდო ადვოკატი, საადვოკატო ბიურო, იურიდიული კომპანია, საადვოკატო, ადვოკატი, ადვოკატი იტ
მსგავსი მასალები

წაიკითხე თემასთან დაკავშირებული სხვა სტატიებიც


მოსამართლის აცილება

მოსამართლის აცილება

ვრცლად

სააღსრულებო წარმოების დროს მოვალის უფლებები

სააღსრულებო წარმოების დროს მოვალის უფლებები

ვრცლად

სისხლის სამართლის საქმის განხილვისას გასაჩივრების წესი და ვადები

სისხლის სამართლის საქმის განხილვისას გასაჩივრების წესი და ვადები

ვრცლად

შეგებებული სარჩელი

შეგებებული სარჩელი

ვრცლად

რა არის დელიქტი?

რა არის დელიქტი?

ვრცლად
კონსულტაცია

დაგვიკავშირდი ადვოკატთან

თუ სამართლებრივ საკითხზე სწრაფი პასუხი გჭირდება, გამოიყენე ქვემოთ მოცემული არხები.

დარეკვა WhatsApp კითხვა ადვოკატთან
პროფილი

ჩვენი გუნდი

მომხმარებლისთვის მნიშვნელოვანია დაინახოს რეალური იურისტი, გამოცდილება და პრაქტიკის სფეროები.

ნანა ნაკაშიძე ნანა ნაკაშიძეიტალიის ფილიალის ხელმძღვანელი ნათია ნაკაშიძე ნათია ნაკაშიძეადვოკატი, დამფუძნებელი ჯუზეპე სანტორო ჯუზეპე სანტოროპარტნიორი იტალიაში
კითხულობენ ხშირად

პოპულარული სტატიები

მოსამართლის დღე - საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მილოცვა კოლეგებს
პოპულარული მოსამართლის დღე - საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის
ესპანეთში საერთაშორისო სპეცოპერაცია „CACHABA“ - საქართველოსა და ესპანეთის პოლიციამ 13 პირი დააკავა
პოპულარული ესპანეთში საერთაშორისო სპეცოპერაცია „CACHABA“ - საქართველოსა და
აპარტ-ოტელების გაყიდვა და ახალი საგადასახადო რისკები - რა შეიცვალა 2026 წელს?
პოპულარული აპარტ-ოტელების გაყიდვა და ახალი საგადასახადო რისკები - რა შეიცვალა
ფიზიკური პირის მიერ აქტივის მიწოდების შედეგად მიღებული შემოსავლის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის საკითხებზე
პოპულარული ფიზიკური პირის მიერ აქტივის მიწოდების შედეგად მიღებული შემოსავლის

Iuristi.com

იურიდიული სიახლეები და ადვოკატის კონსულტაცია საქართველოში და იტალიაში.

TOP.GE რეიტინგი

სწრაფი ბმულები

  • ჩვენს შესახებ
  • გუნდი
  • ჯავშანი
  • კონტაქტი

კონტაქტი

  • +995 598 419 416
  • WhatsApp
  • თბილისი, ალ. ყაზბეგის №47
  • Bari, Piazza Nicola Balenzano, 12 A

საიტზე განთავსებულია იურიდიული თემების შესახებ სტატიები, პრაქტიკული განმარტებები და საკონტაქტო ინფორმაცია კონსულტაციის მისაღებად.

გჭირდება ადვოკატის სწრაფი კონსულტაცია?
დარეკვა WhatsApp