Georgia Italy English Ukraine Russian
ადვოკატის ნომერი
599 50 55 78
iuristi.com

დასაჩუქრებულის მხრიდან გამოჩენილი უმადურობის გამო ხელშეკრულების მოშლა

დასაჩუქრებულის მხრიდან გამოჩენილი უმადურობის გამო ხელშეკრულების მოშლა



მჩუქებელი არ არის უფლებამოსილი ცალმხრივად მოშალოს ჩუქების ხელშეკრულება და დაიბრუნოს ნაჩუქარი ქონება, თუმცა კანონი განსაზღვრავს საგამონაკლისო შემთხვევებს, როდესაც გამჩუქებელი უფლებამოსილია ცალმხრივად გააუქმოს ჩუქების ხელშეკრულება და მოითხოვოს ჩუქების საგნის დაბრუნება, ერთ-ერთი ასეთი საფუძველია დასაჩუქრებულის მხრიდან გამოჩენილი უმადურობა.

ამდენად, ჩუქება შეიძლება გაუქმდეს, თუ დასაჩუქრებული მძიმე შეურაცხყოფას მიაყენებს ან დიდ უმადურობას გამოიჩენს მჩუქებლის ან მისი ახლო ნათესავის მიმართ, ხოლო ჩუქების გაუქმების შემთხვევაში, მჩუქებელი უფლებამოსილია გამოითხოვოს გაჩუქებული ქონება.

სასამართლომ უნდა შეაფასოს წარმოადგენს თუ არა კონკრეტული ფაქტი ისეთი სახის შეურაცხყოფას ან უმადურობას, რაც ჩუქების გაუქმებას შეიძლება დაედოს საფუძვლად, მხარეთა ურთიერთდამოკიდებულების, მათი შეხედულებების, თავად ქმედების შეფასების, ასევე კონკრეტულ საზოგადოებაში არსებული წეს-ჩვეულებებისა და დამკვიდრებული მოსაზრებების გათვალისწინებით.

მძიმე შეურაცხყოფა ან უმადურობა შეიძლება ვლინდებოდეს დასაჩუქრებულის მხრიდან არამართლზომიერ მოქმედებაში, რომელიც მიმართულია მჩუქებლის, მისი ოჯახის წევრის ან ახლო ნათესავის სიცოცხლის, ჯანმრთელობის, თავისუფლების, პატივის, ღირსებისა და საქმიანი რეპუტაციის წინაამღმდეგ, ასევე განზრახ მოქმედებაში, რომელიც მიზნად ისახავს მჩუქებლისათვის მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანის მიყენებას და სხვა ნებისმიერ ქმედებაში, რომელსაც სასამართლო ჩათვლის ასეთად.

ჩუქება შეიძლება გაუქმდეს ერთი წლის განმავლობაში მას შემდეგ, რაც მჩუქებელი შეიტყობს იმ გარემოების შესახებ, რომელიც მას ჩუქების გაუქმების უფლებას აძლევს. ამ ვადის გასვლის შემდგომ მჩუქებელი ვეღარ შეძლებს ჩუქების გაუქმებასა და ქონების დაბრუნებას.

დამატებითი ინფორმაციის მიღების მიზნით დაუკავშირდით საერთაშორისო საადვოკატო კომპანია ,,ნაკაშიძე&პარტნიორები/ Law Office Nakashidze&Partners''-ს. 

ვუზრუნველვყობთ თქვენს დაცვას/წარმომადგენლობას: საქართველოსა და იტალიაში ყველა ინსტანციის სასამართლოში; ადმინისტრაციულ ორგანოებში,საელჩო,საკონსულო,იუსტიციის სახლში და სამინისტროებში; სამართლებრივი ურთიერთობის რეგულირებას ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან;სტრასბურგის-ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში.

კონსულტაციისთვის დაგვიკავშირდით

საქართველოში 599 50 55 78  
თბილისი, ალ.ყაზბეგის №47 (მეტრო დელისი)
თბილისი, გურამიშვილის N23 ა (მეტრო ღრმაღელე)

იტალიაში 351 5 47 00 47  
ბარი, ბალენძანოს მოედანი 12ა


Facebook კომენტარები