iuristi.com იურიდიული სიახლეები და კონსულტაცია
+995 598 419 416 WhatsApp
დარეკვა კონსულტაცია
მთავარი კონსულტაცია ჩვენს შესახებ გუნდი ჯავშანი
+995 598 419 416 WhatsApp
დარეკვა კონსულტაცია
მთავარი კონსულტაცია ჩვენს შესახებ გუნდი ჯავშანი
იურისტი » ადვოკატი / სტატიები » ბიზნესის არაქართულენოვანი რეკლამა-დასაშვებია თუ არა
იურიდიული სტატია

ბიზნესის არაქართულენოვანი რეკლამა-დასაშვებია თუ არა

29-03-2023, 11:08 ადვოკატი / სტატიები / ადვოკატი / ადვოკატის ნომერი / Advokati | lawyer 196 ნახვა
ბიზნესის არაქართულენოვანი რეკლამა-დასაშვებია თუ არა

ჩვენს გარშემო ხშირად ვაწყდებით მაღაზიებზე, სავაჭრო ცენტრებზე და სხვა მსგავსი ტიპის დაწესებულებეზე არაქართულენოვან წარწერებს, რომელთაც კომერციული დანიშნულება აქვთ და პოტენციური მომხმარებლისათვის საკუთარი დანიშნულების შესახებ ინფორმაციის მიწოდების, პროდუქციისა და მომსახურების შესათავაზების მიზანს ემსახურება.

საქართველოს კონსტიტუციის მე-8 მუხლის თანახმად, საქართველოში სახელმწიფო ენა არის ქართული. მის, როგორც სახელმწიფო ენის უპირატესობაზე ხაზგასმა სხვა უცხო ენებთან მიმართებაში ყველა შემთხვევაში უნდა იყოს უზრუნველყოფილი. საქართველოს ტერიტორიაზე განხორციელებული ნებისმიერი საქმიანობა ენობრივი ნორმების დაცვით უნდა ხორციელდებოდეს და რაიმე ფორმით არ უნდა აკნინებდეს სახელმწიფო ენის მნიშვნელობას.

მეწარმე სუბიექტის ოფისზე ნებისმიერი ფორმით (აბრა, სტენდი და ა.შ.) ნებისმიერი ზომის წარწერის გაკეთება, რომელიც აღნიშნავს, რომ ამ ოფისში არის განთავსებული ესა თუ ის ობიექტი, სავაჭრო ფირმა, რესტორანი და სხვა სარეკლამო საქმიანობად მიიჩნევა.

ამავე კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, რეკლამის გავრცელება საქართველოს ქალაქებში, სოფლებში და სხვა ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულების ტერიტორიაზე შეიძლება პლაკატების, სტენდების, შუქფირნიშების, სტაბილური ტერიტორიული განთავსების სხვა ტექნიკური საშუალებების (გარე რეკლამა) გამოყენების იმ წესით, რომელიც გათვალისწინებულია ამ კანონის შესაბამისი მუხლებით.

აღნიშნული კანონი რეკლამისადმი აწესებს ზოგად და სპეციალურ მოთხოვნებს. რეკლამა მისი წარდგენის მომენტშივე გასაგები უნდა იყოს სპეციალური ცოდნისა და ტექნიკური საშუალებების გამოუყენებლად, როგორც უშუალოდ რეკლამა.

“რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტი პირდაპირ დათქმას აკეთებს და განსაზღვრავს, რომ რეკლამა საქართველოს მთელს ტერიტორიაზე სახელმწიფო ენაზე უნდა გავრცელდეს. ეს მოთხოვნა არ ეხება იმ გადაცემებსა და გამოცემებს, რომლებიც ვრცელდება სხვა ენაზე, აგრეთვე არ ეხება წარწერას საქონლის გამოსახულებაზე, გარდა სასაქონლო ნიშნისა, ხოლო საქართველოში განთავსებული, სხვა ენაზე რეგისტრირებული სასაქონლო (მომსახურების) ნიშნის (ლოგოტიპის) მფლობელს ევალება მისი ტრანსლიტერაციის წესით გადმოცემა ქართულ ენაზე.

ამასთანავე, “რეკლამის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე- 8 პუნქტის თანახმად, ეკონომიკური აგენტის (მეწარმე სუბიექტის) ოფისზე ნებისმიერი ფორმით (აბრა, სტენდი და ა.შ.) განთავსებული ნებისმიერი ზომის წარწერა, რომელიც აღნიშნავს, რომ ამ ოფისში არის განთავსებული ესა თუ ის ობიექტი, სავაჭრო ფირმა, რესტორანი და ა.შ. არ შეიძლება ჩაითვალოს რეკლამად, თუ ის არ არის დაშორებული ამ კონკრეტული ობიექტიდან 1,5 მეტრით მაინც.

რეკლამის განთავსების წესების შესრულებასთან დაკავშირებით დაწესებულია სახელმწიფო კონტროლი და განსაზღვრულია გარკვეული სანქციები.

„რეკლამის შესახებ’’ საქართველოს კანონის 21-ე მუხლით, რეკლამის შესახებ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევისათვის რეკლამის დამკვეთებს, მწარმოებლებსა და გამავრცელებლებს ეკისრებათ პასუხისმგებლობა საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. “რეკლამის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის თანახმად, ადგილობრივი თვითმმართველობის (მართველობის) ორგანო უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება არასათანადო რეკლამის სრულად ან ნაწილობრივ შეჩერების შესახებ.

დამატებითი ინფორმაციის მიღების მიზნით დაუკავშირდით საერთაშორისო საადვოკატო კომპანია ,,ნაკაშიძე&პარტნიორები/ Law Office Nakashidze&Partners''-ს.

ვუზრუნველვყობთ თქვენს დაცვას/წარმომადგენლობას: საქართველოსა და იტალიაში ყველა ინსტანციის სასამართლოში; ადმინისტრაციულ ორგანოებში,საელჩო,საკონსულო,იუსტიციის სახლში და სამინისტროებში; სამართლებრივი ურთიერთობის რეგულირებას ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან;სტრასბურგის-ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში.

შემდეგი ნაბიჯი

თუ ეს საკითხი შენს შემთხვევას ეხება, მიიღე პერსონალური კონსულტაცია

სტატია გაძლევს ზოგად სურათს, მაგრამ კონკრეტული სამართლებრივი მოქმედება ინდივიდუალურ განხილვას მოითხოვს.

კითხვა ადვოკატთან დარეკვა WhatsApp
საქართველო

თბილისი, ალ. ყაზბეგის №47

თბილისი, გურამიშვილის N23 ა

კონტაქტი

+995 598 419 416

WhatsApp

იტალია

Bari, Piazza Nicola Balenzano, 12 A

იტალიის ოპერატორი

ტეგები: ადვოკატის ნომერი, ცნობილი ადვოკატები საქართველოში, ცნობილი ადვოკატი საქართველოში, უძლიერესი ადვოკატის ნომერი599505578, ახალგაზრდა ადვოკატები, საერთაშორისო ადვოკატები, სანდო ადვოკატი, საადვოკატო ბიურო, იურიდიული კომპანია, საადვოკატო, ადვოკატი, ადვოკატი იტ
მსგავსი მასალები

წაიკითხე თემასთან დაკავშირებული სხვა სტატიებიც


ხელშეკრულების მართვის სპეციალისტი- იურისტი

ხელშეკრულების მართვის სპეციალისტი- იურისტი

ვრცლად

ბიზნეს სუბიექტის შესახებ ინფორმაცია

ბიზნეს სუბიექტის შესახებ ინფორმაცია

ვრცლად

როგორი უნდა იყოს საფირმო სახელწოდება

როგორი უნდა იყოს საფირმო სახელწოდება

ვრცლად

იტალიური ენის თარჯიმანი

იტალიური ენის თარჯიმანი

ვრცლად
კონსულტაცია

დაგვიკავშირდი ადვოკატთან

თუ სამართლებრივ საკითხზე სწრაფი პასუხი გჭირდება, გამოიყენე ქვემოთ მოცემული არხები.

დარეკვა WhatsApp კითხვა ადვოკატთან
პროფილი

ჩვენი გუნდი

მომხმარებლისთვის მნიშვნელოვანია დაინახოს რეალური იურისტი, გამოცდილება და პრაქტიკის სფეროები.

ნანა ნაკაშიძე ნანა ნაკაშიძეიტალიის ფილიალის ხელმძღვანელი ნათია ნაკაშიძე ნათია ნაკაშიძეადვოკატი, დამფუძნებელი ჯუზეპე სანტორო ჯუზეპე სანტოროპარტნიორი იტალიაში
კითხულობენ ხშირად

პოპულარული სტატიები

მოსამართლის დღე - საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მილოცვა კოლეგებს
პოპულარული მოსამართლის დღე - საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის
ესპანეთში საერთაშორისო სპეცოპერაცია „CACHABA“ - საქართველოსა და ესპანეთის პოლიციამ 13 პირი დააკავა
პოპულარული ესპანეთში საერთაშორისო სპეცოპერაცია „CACHABA“ - საქართველოსა და
აპარტ-ოტელების გაყიდვა და ახალი საგადასახადო რისკები - რა შეიცვალა 2026 წელს?
პოპულარული აპარტ-ოტელების გაყიდვა და ახალი საგადასახადო რისკები - რა შეიცვალა
ფიზიკური პირის მიერ აქტივის მიწოდების შედეგად მიღებული შემოსავლის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის საკითხებზე
პოპულარული ფიზიკური პირის მიერ აქტივის მიწოდების შედეგად მიღებული შემოსავლის

Iuristi.com

იურიდიული სიახლეები და ადვოკატის კონსულტაცია საქართველოში და იტალიაში.

TOP.GE რეიტინგი

სწრაფი ბმულები

  • ჩვენს შესახებ
  • გუნდი
  • ჯავშანი
  • კონტაქტი

კონტაქტი

  • +995 598 419 416
  • WhatsApp
  • თბილისი, ალ. ყაზბეგის №47
  • Bari, Piazza Nicola Balenzano, 12 A

საიტზე განთავსებულია იურიდიული თემების შესახებ სტატიები, პრაქტიკული განმარტებები და საკონტაქტო ინფორმაცია კონსულტაციის მისაღებად.

გჭირდება ადვოკატის სწრაფი კონსულტაცია?
დარეკვა WhatsApp