iuristi.com იურიდიული სიახლეები და კონსულტაცია
+995 598 419 416 WhatsApp
დარეკვა კონსულტაცია
მთავარი კონსულტაცია ჩვენს შესახებ გუნდი ჯავშანი
+995 598 419 416 WhatsApp
დარეკვა კონსულტაცია
მთავარი კონსულტაცია ჩვენს შესახებ გუნდი ჯავშანი
იურისტი » ადვოკატი » რა უნდა ვიცოდეთ იპოთეკის შესახებ
იურიდიული სტატია

რა უნდა ვიცოდეთ იპოთეკის შესახებ

6-12-2022, 18:04 ადვოკატი / Advokati | lawyer / iuristi / ადვოკატი / სტატიები / ადვოკატის ნომერი / იპოთეკის რეგისტრაცია / საგადასახადო დავები / ქართველი ემიგრანტების ადვოკატი საქართველოში 649 ნახვა
რა უნდა ვიცოდეთ იპოთეკის შესახებ

იპოთეკური სესხი

რა არის იპოთეკური სესხი?

იპოთეკური სესხი არის უძრავი ქონებით უზრუნველყოფილი სესხი, რომელსაც გასცემს როგორც ფიზიკური, ისე იურიდიული პირი, მათ შორის, ბანკი. იპოთეკის ხელშეკრულება ფორმდება წერილობითი ფორმით და რეგისტრირდება საჯარო რეესტრში.

იპოთეკის რეგისტრაციისას დიდი მნიშვნელობა აქვს რიგითობას.

პირველი რიგის იპოთეკარის მოთხოვნა უპირატესია ყველა მომდევნო იპოთეკარის მოთხოვნაზე.


რას უნდა მიაქციოთ ყურადღება იპოთეკური სესხის გაცემის დროს?

იპოთეკური სესხის გასაცემად და შესაბამისი ხელშეკრულების გასაფორმებლად აუცილებელია ყურადღება მიაქციოთ, ჰყავს თუ არა გარდამავალი უფლებით დასატვირთ ქონებას სხვა რიგის იპოთეკარი. ამისათვის:

  • მიმართეთ საჯარო რეესტრს;
  • მოითხოვეთ საჯარო რეესტრის ამონაწერი ქონების სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ;
  • თავადვე განაახლეთ საჯარო რეესტრის ამონაწერი და დაიზღვიეთ თავი შესაძლო გართულებებისაგან;
  • თუ საჯარო რეესტრის ამონაწერს წარმოგიდგენთ ქონების მფლობელი, ყურადღება მიაქციეთ მისი გაცემის თარიღს;
  • თავადვე გადაამოწმეთ იპოთეკით დასატვირთი ქონება. დარწმუნდით, ნამდვილად შეესაბამება თუ არა მესაკუთრის მიერ მოწოდებულ ინფორმაციას.

რა პრობლემები შეიძლება შეგექმნათ, თუ გარდამავალი უფლებით დასატვირთ ქონებას რამდენიმე წინა რიგის იპოთეკარი ჰყავს?

თუ გაეცით იპოთეკური სესხი და გააფორმეთ შესაბამისი ხელშეკრულება, ხოლო ქონებას, რომელიც გარდამავალი უფლებით დაიტვირთა, ჰყავდა წინა რიგის 2 იპოთეკარი, ამასთან, თუ მოვალე ვალის დაბრუნებას თავს აარიდებს და სააღსრულებო ბიუროს ვალის ამოღების მიზნით მიმართავს მეორე რიგის იპოთეკარი, თქვენ შეიძლება დაკარგოთ უფლება იპოთეკით დატვირთულ ქონებაზე და ვალის დაბრუნების შანსი.


გაითვალისწინეთ:

თუ აღსრულების ეროვნულ ბიუროს სააღსრულებო წარმოების დაწყების მოთხოვნით მომართა მეორე რიგის იპოთეკარმა და აღსრულების ეროვნულმა ბიურომ მოახდინა იპოთეკით დატვირთული ქონების იძულებითი აუქციონის გზით რეალიზაცია:

  • რეალიზაციის შედეგად მიღებული თანხით დაკმაყოფილდება მეორე რიგის იპოთეკარის მოთხოვნა;
  • პირველი რიგის იპოთეკარის მოთხოვნა გარდამავალი უფლებით გადაჰყვება ქონების შემძენს;
  • მესამე და მომდევნო რიგის იპოთეკარების უფლება იპოთეკაზე გაუქმდება.

რა ხდება, თუ ქონებას რამდენიმე პირველი რიგის იპოთეკარი ჰყავს?

არის შემთხვევები, როდესაც ქონებას რამდენიმე პირველი რიგის იპოთეკარი ჰყავს. თუ აღსრულების ეროვნულ ბიუროში სააღსრულებო ფურცელს ერთი მათგანი შემოიტანს, დარჩენილი პირველი რიგის იპოთეკები არ გაუქმდება და გარდამავალი უფლებები გადაჰყვება ქონებას, ხოლო თუ სააღსრულებო ფურცელს ყველა იპოთეკარი შემოიტანს, მაშინ აუქციონის თანხა მათ შორის პროპორციულად განაწილდება.

გსურთ შეიძინოთ იპოთეკით (გარდამავალი უფლებით) დატვირთული ქონება?

გაითვალისწინეთ:

იპოთეკით დატვირთული ქონების შეძენის შემთხვევაში, თქვენ მოგიწევთ იპოთეკაზე უფლების მქონე პირის/პირების მოთხოვნის დაკმაყოფილება; მოვალის ვალდებულება მთლიანად თქვენზე გადმოვა.

აღსრულების ეროვნული ბიურო

შემდეგი ნაბიჯი

თუ ეს საკითხი შენს შემთხვევას ეხება, მიიღე პერსონალური კონსულტაცია

სტატია გაძლევს ზოგად სურათს, მაგრამ კონკრეტული სამართლებრივი მოქმედება ინდივიდუალურ განხილვას მოითხოვს.

კითხვა ადვოკატთან დარეკვა WhatsApp
საქართველო

თბილისი, ალ. ყაზბეგის №47

თბილისი, გურამიშვილის N23 ა

კონტაქტი

+995 598 419 416

WhatsApp

იტალია

Bari, Piazza Nicola Balenzano, 12 A

იტალიის ოპერატორი

ტეგები: ipoteka, ipotekis momwomoba, ipotekis registracia, ipotekari, udzravi qoneba, ipotekis xelshekruleba, xelshekrulebis mxareebi, იპოთეკა, იპოთეკის მოწმობა, იპოთეკის რეგისტრაცია, იპოთეკარი, უძრავი ქონება, იპოტეკის ხელშეკრულება, ხელშეკრულების მხარეები, ადვოკა
მსგავსი მასალები

წაიკითხე თემასთან დაკავშირებული სხვა სტატიებიც


იპოთეკა - მოთხოვნის დაკმაყოფილების საშუალება

იპოთეკა - მოთხოვნის დაკმაყოფილების საშუალება

ვრცლად

იპოთეკის რეგისტრაცია დისტანციურად

იპოთეკის რეგისტრაცია დისტანციურად

ვრცლად

რით განსხვავდება გირავნობა და ლიზინგი?

რით განსხვავდება გირავნობა და ლიზინგი?

ვრცლად
კონსულტაცია

დაგვიკავშირდი ადვოკატთან

თუ სამართლებრივ საკითხზე სწრაფი პასუხი გჭირდება, გამოიყენე ქვემოთ მოცემული არხები.

დარეკვა WhatsApp კითხვა ადვოკატთან
პროფილი

ჩვენი გუნდი

მომხმარებლისთვის მნიშვნელოვანია დაინახოს რეალური იურისტი, გამოცდილება და პრაქტიკის სფეროები.

ნანა ნაკაშიძე ნანა ნაკაშიძეიტალიის ფილიალის ხელმძღვანელი ნათია ნაკაშიძე ნათია ნაკაშიძეადვოკატი, დამფუძნებელი ჯუზეპე სანტორო ჯუზეპე სანტოროპარტნიორი იტალიაში
კითხულობენ ხშირად

პოპულარული სტატიები

მოსამართლის დღე - საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მილოცვა კოლეგებს
პოპულარული მოსამართლის დღე - საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის
ესპანეთში საერთაშორისო სპეცოპერაცია „CACHABA“ - საქართველოსა და ესპანეთის პოლიციამ 13 პირი დააკავა
პოპულარული ესპანეთში საერთაშორისო სპეცოპერაცია „CACHABA“ - საქართველოსა და
აპარტ-ოტელების გაყიდვა და ახალი საგადასახადო რისკები - რა შეიცვალა 2026 წელს?
პოპულარული აპარტ-ოტელების გაყიდვა და ახალი საგადასახადო რისკები - რა შეიცვალა
ფიზიკური პირის მიერ აქტივის მიწოდების შედეგად მიღებული შემოსავლის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის საკითხებზე
პოპულარული ფიზიკური პირის მიერ აქტივის მიწოდების შედეგად მიღებული შემოსავლის

Iuristi.com

იურიდიული სიახლეები და ადვოკატის კონსულტაცია საქართველოში და იტალიაში.

TOP.GE რეიტინგი

სწრაფი ბმულები

  • ჩვენს შესახებ
  • გუნდი
  • ჯავშანი
  • კონტაქტი

კონტაქტი

  • +995 598 419 416
  • WhatsApp
  • თბილისი, ალ. ყაზბეგის №47
  • Bari, Piazza Nicola Balenzano, 12 A

საიტზე განთავსებულია იურიდიული თემების შესახებ სტატიები, პრაქტიკული განმარტებები და საკონტაქტო ინფორმაცია კონსულტაციის მისაღებად.

გჭირდება ადვოკატის სწრაფი კონსულტაცია?
დარეკვა WhatsApp