iuristi.com იურიდიული სიახლეები და კონსულტაცია
+995 598 419 416 WhatsApp
დარეკვა კონსულტაცია
მთავარი კონსულტაცია ჩვენს შესახებ გუნდი ჯავშანი
+995 598 419 416 WhatsApp
დარეკვა კონსულტაცია
მთავარი კონსულტაცია ჩვენს შესახებ გუნდი ჯავშანი
იურისტი » პირველად საქართველოში: უძრავი ქონების აგენტების ატესტაციის პროცესი დაიწყო
იურიდიული სტატია

პირველად საქართველოში: უძრავი ქონების აგენტების ატესტაციის პროცესი დაიწყო

30-11-2023, 15:28 --- 303 ნახვა
პირველად საქართველოში: უძრავი ქონების აგენტების ატესტაციის პროცესი დაიწყო

პირველად საქართველოში: უძრავი ქონების აგენტების ატესტაციის პროცესი დაიწყო

მსოფლიოს მასშტაბით უძრავი ქონების სფეროში მუშაობა პრესტიჟულად ითვლება, თუმცა ამ სექტორში მოხვედრა დიდ ძალისხმევას მოითხოვს. კურსები, სერტიფიცირება, ლიცენზია, სამუშაო გამოცდილება — მხოლოდ ამ ეტაპების გადალახვის შემდგომაა შესაძლებელი სრულფასოვნად დასაქმდე უძრავი ქონების გაყიდვების სპეციალისტად.

საერთაშორისო გამოცდილებასთან შედარებით, საქართველოში განსხვავებული სურათია. ნებისმიერ ადამიანს შეუძლია გახდეს უძრავი ქონების აგენტი, ყველანაირი სავალდებულო ტრენინგისა თუ კვალიფიკაციის გარეშე, ამას კი უამრავ პრობლემურ შემთხვევამდე და არაპროფესიონალურ გარემოებებამდე მივყავართ.

მაგალითად, ბევრი აგენტი არ ფლობს სრულ ინფორმაციას ქონებაზე, რომელსაც ყიდის; ზოგიერთ შემთხვევაში ნამყოფიც კი არ არის ადგილზე. ხშირია მესაკუთრეებისა და მყიდველებისგან ფარულად დამატებითი თანხების აღება გარიგებაში მონაწილე ორივე მხარისაგან. აღნიშნული მაგალითები უძრავი ქონების სფეროში სათანადო განათლების არარსებობით არის გამოწვეული.

ამასთან დაკავშირებით, საქართველოში პირველად, საქართველოს უძრავი ქონების ეროვნულმა ასოციაციამ (GNARE-მ) დაიწყო უძრავი ქონების აგენტების ატესტაციის პროცესი.

ამ მოვლენისთვის ასოციაცია ევროპელ კოლეგებთან ერთად 2 წლის მანძილზე ემზადებოდა; 2023 წლის დასაწყისში დახურული სატესტო ვერსია ჩატარდა, 15 ნოემბერს კი ატესტაციის ოფიციალური პროცესი დაიწყო.

ამ პროცესში ქართულ ასოციაციას (GNARE) მხარს უჭერს ევროპის უძრავი ქონების პროფესიონალთა ასოციაცია (CEPI), რომელიც კურსდამთავრებულებს, თავის მხრივ, ევროპულ ატესტირებას გადასცემს, რომლის რეკომენდაციებზე დაყრდნობითაც კურსის პროგრამა და სილაბუსი შეიქმნა.

კურსი 5 კვირიანია და 11 საკითხისა და 1 გამოცდისგან შედგება. 5 კვირის განმავლობაში კურსის მონაწილეები შეისწავლიან შემდეგ საკითხებს:

  • უძრავი ქონების აგენტის ეთიკის კოდექსი;
  • უძრავი ქონების ტიპები და მათი მახასიათებლები;
  • უძრავი ქონების აგენტის ნიშა; უძრავი ქონების აგენტის მომსახურების მარკეტინგი;
  • ექსკლუზიური ხელშეკრულებები და მათი სწორი პრეზენტაცია;
  • იურიდიული საკითხები უძრავ ქონებაში;
  • საგადასახადო საკითხები უძრავ ქონებაში;
  • ტრანზაქციის პროცესი უძრავ ქონებაში;
  • უძრავი ქონების აგენტის ბიზნესის მენეჯმენტი;
  • უძრავი ქონების შეფასება;
  • უძრავი ქონების საბანკო საკითხები.

მხოლოდ გამოცდის წარმატებით ჩაბარების შემდეგ შეძლებენ კურსდამთავრებულები ატესტაციის მიღებას, რის შედეგადაც მათ მიენიჭებათ უნიკალური კოდი, რათა ნებისმიერი მსურველისთვის შესაძლებელი იყოს აგენტის გადამოწმება, თუ რამდენად ფლობს ის იმ საბაზისო აუცილებელ ცოდნას, რაც ამ სფეროს ნებისმიერ პროფესიონალს მოეთხოვება.

კურსის ტრენერები არიან უძრავი ქონების, საბანკო, იურიდიული, საგადასახადო და საშემფასებლო სფეროების წამყვანი სპეციალისტები.

ატესტაციის პროცესი არის ლიცენზირების წინაპირობა, რაზეც საქართველოს უძრავი ქონების ეროვნული ასოციაცია აქტიურად მუშაობს შესაბამის სახელმწიფო უწყებებთან.

აღნიშნული მოვლენა ხელს შეუწყობს უძრავი ქონების სფეროს განვითარებასა და პროფესიონალიზმის ზრდას.

საქართველოს უძრავი ქონების ეროვნული ასოციაცია

შემდეგი ნაბიჯი

თუ ეს საკითხი შენს შემთხვევას ეხება, მიიღე პერსონალური კონსულტაცია

სტატია გაძლევს ზოგად სურათს, მაგრამ კონკრეტული სამართლებრივი მოქმედება ინდივიდუალურ განხილვას მოითხოვს.

კითხვა ადვოკატთან დარეკვა WhatsApp
საქართველო

თბილისი, ალ. ყაზბეგის №47

თბილისი, გურამიშვილის N23 ა

კონტაქტი

+995 598 419 416

WhatsApp

იტალია

Bari, Piazza Nicola Balenzano, 12 A

იტალიის ოპერატორი

ტეგები: პირველად საქართველოში, ძრავი ქონების, უძრავი ქონების აგენტები, ატესტაციის პროცესი, ატესტაციის, პროცესი დაიწყო
მსგავსი მასალები

წაიკითხე თემასთან დაკავშირებული სხვა სტატიებიც


უძრავი ქონება

უძრავი ქონება

ვრცლად

უძრავი ქონების შეძენისა და გასხვისების წესი

უძრავი ქონების შეძენისა და გასხვისების წესი

ვრცლად

უძრავი ქონების რეგისტრაცია,საკუთრების ადვოკატი

უძრავი ქონების რეგისტრაცია,საკუთრების ადვოკატი

ვრცლად

ქართველი ემიგრანტების ადვოკატი საქართველოში

ქართველი ემიგრანტების ადვოკატი საქართველოში

ვრცლად
კონსულტაცია

დაგვიკავშირდი ადვოკატთან

თუ სამართლებრივ საკითხზე სწრაფი პასუხი გჭირდება, გამოიყენე ქვემოთ მოცემული არხები.

დარეკვა WhatsApp კითხვა ადვოკატთან
პროფილი

ჩვენი გუნდი

მომხმარებლისთვის მნიშვნელოვანია დაინახოს რეალური იურისტი, გამოცდილება და პრაქტიკის სფეროები.

ნანა ნაკაშიძე ნანა ნაკაშიძეიტალიის ფილიალის ხელმძღვანელი ნათია ნაკაშიძე ნათია ნაკაშიძეადვოკატი, დამფუძნებელი ჯუზეპე სანტორო ჯუზეპე სანტოროპარტნიორი იტალიაში
კითხულობენ ხშირად

პოპულარული სტატიები

მოსამართლის დღე - საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მილოცვა კოლეგებს
პოპულარული მოსამართლის დღე - საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის
ესპანეთში საერთაშორისო სპეცოპერაცია „CACHABA“ - საქართველოსა და ესპანეთის პოლიციამ 13 პირი დააკავა
პოპულარული ესპანეთში საერთაშორისო სპეცოპერაცია „CACHABA“ - საქართველოსა და
აპარტ-ოტელების გაყიდვა და ახალი საგადასახადო რისკები - რა შეიცვალა 2026 წელს?
პოპულარული აპარტ-ოტელების გაყიდვა და ახალი საგადასახადო რისკები - რა შეიცვალა
ფიზიკური პირის მიერ აქტივის მიწოდების შედეგად მიღებული შემოსავლის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის საკითხებზე
პოპულარული ფიზიკური პირის მიერ აქტივის მიწოდების შედეგად მიღებული შემოსავლის

Iuristi.com

იურიდიული სიახლეები და ადვოკატის კონსულტაცია საქართველოში და იტალიაში.

TOP.GE რეიტინგი

სწრაფი ბმულები

  • ჩვენს შესახებ
  • გუნდი
  • ჯავშანი
  • კონტაქტი

კონტაქტი

  • +995 598 419 416
  • WhatsApp
  • თბილისი, ალ. ყაზბეგის №47
  • Bari, Piazza Nicola Balenzano, 12 A

საიტზე განთავსებულია იურიდიული თემების შესახებ სტატიები, პრაქტიკული განმარტებები და საკონტაქტო ინფორმაცია კონსულტაციის მისაღებად.

გჭირდება ადვოკატის სწრაფი კონსულტაცია?
დარეკვა WhatsApp