iuristi.com იურიდიული სიახლეები და კონსულტაცია
+995 598 419 416 WhatsApp
დარეკვა კონსულტაცია
მთავარი კონსულტაცია ჩვენს შესახებ გუნდი ჯავშანი
+995 598 419 416 WhatsApp
დარეკვა კონსულტაცია
მთავარი კონსულტაცია ჩვენს შესახებ გუნდი ჯავშანი
იურისტი » ვაკანსია » ვაკანსია სისხლის სამართლის პარტნიორი ადვოკატი
იურიდიული სტატია

ვაკანსია სისხლის სამართლის პარტნიორი ადვოკატი

18-10-2024, 14:54 ვაკანსია 623 ნახვა
ვაკანსია სისხლის სამართლის პარტნიორი ადვოკატი

საადვოკატო ბიურო ‘’ნაკაშიძე და პარტნიორები’’ აცხადებს ვაკანსიას, სისხლის სამართლის პარტნიორი ადვოკატის პოზიციაზე


მისამართი: ქ.თბილისი ალექსანდრე ყაზბეგის გამზირი 47

ანაზღაურება: გამომუშავებით

სამუშაოს ტიპი: თავისუფალი/შეთანხმებით

მოვალეობები:

  • სამართლებრივი კონსულტაციების და იურიდიული დახმარების გაწევა; (ზეპირი და წერილობითი)
  • განაცხადების, საჩივრებისა და სხვა სამართლებრივი დოკუმენტების მომზადება;
  • კლიენტების ინტერესების დაცვა და წარმოდგენა საგამოძიებო ორგანოების, პროკურატურის, სასამართლოების წინაშე;
  • შესაბამისი კომპეტენციის ფარგლებში, ორგანიზაციის საქმიანობის განვითარებაზე ფოკუსირებულ საქმიანობაში ჩართულობა;
  • პროექტის და ორგანიზაციის მიზნებისათვის, სხვა შესაბამისი მოვალეობების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი იურიდიული განათლება (სასურველია მაგისტრის ხარისხი);
  • სისხლის სამართლის საქმეებზე მუშაობის არანაკლებ ხუთწლიანი გამოცდილება;
  • სამართალწარმოების გამოცდილება ადმინისტრაციულ ორგანოებსა და საერთო სასამართლოებში;
  • სისხლის სამართლის ან საერთო სპეციალიზაციის ადვოკატის მოწმობა;
  • საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;
  • ინგლისურის (B2) და რუსული ენების (B2) ცოდნა.

უნარ-ჩვევები:

  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და გუნდური მუშაობა;
  • მომხმარებელთან სწორი და ეთიკური კომუნიკაცია;
  • მოტივირებულობა და ენთუზიაზმი;
  • შემჭიდროებულ ვადებში სამუშაოს დროულად შესრულება;

ვაკანტურ პოზიციებზე მომართვის მსურველებმა, გთხოვთწარმოადგინოთ შემდეგი დოკუმენტაცია მითითებულ ელექტრონულ მისამართზე info.iuristi@gmail.com

  • რეზიუმე (CV) ქართულ ენაზე;
  • ინფორმაცია ორი რეკომენდატორის შესახებ, მათი საკონტაქტო მონაცემების ჩათვლით;
  • ადვოკატის მოწმობის ასლი;
  • იურიდიული განათლების დამადასტურებელი დიპლომის ასლი;

სავალდებულოა, მეილის დასახელებაში მიუთითოთ ის პოზიცია, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი.

შერჩევის პროცესი მოიცავს შემდეგ ეტაპებს:

  • წარმოდგენილი დოკუმენტების მიხედვით კანდიდატების შერჩევა;
  • მეორე ეტაპზე გადასული კანდიდატებისთვის წერითი დავალება (ინგლისურად/რუსულად);
  • მესამე ეტაპზე გადასულ კანდიდატებთან გასაუბრება.

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ არასრულყოფილად წარმოდგენილი განაცხადები განხილული არ იქნება.

შენიშვნა:

მითითებულ ელ. ფოსტის მისამართზე CV-ის გამოგზავნის შემთხვევაში, კომპანია უფლებამოსილია საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები (შემდგომში - „მონაცემები“), რომლებიც ცნობილი გახდა აღნიშნული ვაკანსიის ფარგლებში.

მონაცემების დამუშავების მიზანს წარმოადგენს მოცემულ ან კომპანიის მიერ გამოცხადებულ სხვა ნებისმიერ ვაკანსიაზე თქვენი კანდიდატის განხილვა. აღნიშნული მიზნით, მონაცემების დამუშავება ხორციელდება არაუმეტეს 12 (თორმეტი) თვის ვადით.

გაითვალისწინეთ, რომ კომპანიაში CV-ის გამოგზავნით თქვენ თანხმობას აცხადებთ ზემოაღნიშნულ პირობაზე თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავების შესახებ.

პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონის მიზნებისთვის, პერსონალურ მონაცემთა დამუშავებაში იგულისხმება მონაცემთა მიმართ შესრულებული ნებისმიერი მოქმედება, მათ შორის, მათი შეგროვება, მოპოვება, შენახვა და სხვ.

შემდეგი ნაბიჯი

თუ ეს საკითხი შენს შემთხვევას ეხება, მიიღე პერსონალური კონსულტაცია

სტატია გაძლევს ზოგად სურათს, მაგრამ კონკრეტული სამართლებრივი მოქმედება ინდივიდუალურ განხილვას მოითხოვს.

კითხვა ადვოკატთან დარეკვა WhatsApp
საქართველო

თბილისი, ალ. ყაზბეგის №47

თბილისი, გურამიშვილის N23 ა

კონტაქტი

+995 598 419 416

WhatsApp

იტალია

Bari, Piazza Nicola Balenzano, 12 A

იტალიის ოპერატორი

ტეგები: vakansia, vakansia advokati, advokatis vakansia, advokatebis vakansia, vakansia sisxlis advokati, sisxlis advokatis vakansia, sisxlis advokati, ვაკანსია, ვაკანსია სისხლის ადვოკატი, სისხლის ადვოკატი, ვაკანსია სისხლის ადვოკატის, ვაკანსია სისხლის
მსგავსი მასალები

წაიკითხე თემასთან დაკავშირებული სხვა სტატიებიც


ვაკანსია ადვოკატის თანაშემწე

ვაკანსია ადვოკატის თანაშემწე

ვრცლად

ვაკანსია ადვოკატის თანაშემწე/მწერალი თანაშემწე

ვაკანსია ადვოკატის თანაშემწე/მწერალი თანაშემწე

ვრცლად

ადვოკატთა ასოციაცია ეთიკის კომისიის იურისტის პოზიციაზე ვაკანსიას აცხადებს!

ადვოკატთა ასოციაცია ეთიკის კომისიის იურისტის პოზიციაზე ვაკანსიას აცხადებს!

ვრცლად

სასწავლო კურსი ადვოკატებისთვის ვირჯინიის შტატში!

სასწავლო კურსი ადვოკატებისთვის ვირჯინიის შტატში!

ვრცლად
კონსულტაცია

დაგვიკავშირდი ადვოკატთან

თუ სამართლებრივ საკითხზე სწრაფი პასუხი გჭირდება, გამოიყენე ქვემოთ მოცემული არხები.

დარეკვა WhatsApp კითხვა ადვოკატთან
პროფილი

ჩვენი გუნდი

მომხმარებლისთვის მნიშვნელოვანია დაინახოს რეალური იურისტი, გამოცდილება და პრაქტიკის სფეროები.

ნანა ნაკაშიძე ნანა ნაკაშიძეიტალიის ფილიალის ხელმძღვანელი ნათია ნაკაშიძე ნათია ნაკაშიძეადვოკატი, დამფუძნებელი ჯუზეპე სანტორო ჯუზეპე სანტოროპარტნიორი იტალიაში
კითხულობენ ხშირად

პოპულარული სტატიები

მოსამართლის დღე - საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მილოცვა კოლეგებს
პოპულარული მოსამართლის დღე - საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის
ესპანეთში საერთაშორისო სპეცოპერაცია „CACHABA“ - საქართველოსა და ესპანეთის პოლიციამ 13 პირი დააკავა
პოპულარული ესპანეთში საერთაშორისო სპეცოპერაცია „CACHABA“ - საქართველოსა და
აპარტ-ოტელების გაყიდვა და ახალი საგადასახადო რისკები - რა შეიცვალა 2026 წელს?
პოპულარული აპარტ-ოტელების გაყიდვა და ახალი საგადასახადო რისკები - რა შეიცვალა
ფიზიკური პირის მიერ აქტივის მიწოდების შედეგად მიღებული შემოსავლის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის საკითხებზე
პოპულარული ფიზიკური პირის მიერ აქტივის მიწოდების შედეგად მიღებული შემოსავლის

Iuristi.com

იურიდიული სიახლეები და ადვოკატის კონსულტაცია საქართველოში და იტალიაში.

TOP.GE რეიტინგი

სწრაფი ბმულები

  • ჩვენს შესახებ
  • გუნდი
  • ჯავშანი
  • კონტაქტი

კონტაქტი

  • +995 598 419 416
  • WhatsApp
  • თბილისი, ალ. ყაზბეგის №47
  • Bari, Piazza Nicola Balenzano, 12 A

საიტზე განთავსებულია იურიდიული თემების შესახებ სტატიები, პრაქტიკული განმარტებები და საკონტაქტო ინფორმაცია კონსულტაციის მისაღებად.

გჭირდება ადვოკატის სწრაფი კონსულტაცია?
დარეკვა WhatsApp