iuristi.com იურიდიული სიახლეები და კონსულტაცია
+995 598 419 416 WhatsApp
დარეკვა კონსულტაცია
მთავარი კონსულტაცია ჩვენს შესახებ გუნდი ჯავშანი
+995 598 419 416 WhatsApp
დარეკვა კონსულტაცია
მთავარი კონსულტაცია ჩვენს შესახებ გუნდი ჯავშანი
იურისტი » ადვოკატი » სასწავლო კურსი ადვოკატებისთვის ვირჯინიის შტატში!
იურიდიული სტატია

სასწავლო კურსი ადვოკატებისთვის ვირჯინიის შტატში!

9-02-2024, 14:23 ადვოკატი / Advokati | lawyer / iuristi 165 ნახვა
სასწავლო კურსი ადვოკატებისთვის ვირჯინიის შტატში!

ადვოკატთა ასოციაცია ამერიკის შეერთებული შტატების ანტინარკოტიკული და სამართალდაცვითი პროგრამების საერთაშორისო ბიუროს (INL) მხარდაჭერით სისხლის ან საერთო სამართლის სპეციალიზაციის ადვოკატებისთვის კონკურსს აცხადებს.

კონკურსის ფარგლებში შერჩეულ 2 ადვოკატს შესაძლებლობა ექნება ვირჯინიის შტატში, დერილ დენცლერის სასამართლო პრაქტიკის ინსტიტუტში (The Deryl Dantzler Trial Practice Institute) გაიარონ 2-კვირიანი სიღრმისეული სასწავლო კურსი თემაზე - ნაფიც მსაჯულთა სასამართლო უნარ-ჩვევები.

აღნიშნული კურსი განკუთვნილია მხოლოდ სისხლის ან საერთო სამართლის სპეციალიზაციის ადვოკატებისთვის, რომელთაც აღნიშულ სფეროში აქვთ მინიმალური პრაქტიკული გამოცდილება.

სასწავლო კურსთან დაკავშირებულ ხარჯებს სრულად დაფარავს ამერიკის შეერთებული შტატების ანტინარკოტიკული და სამართალდაცვითი პროგრამების საერთაშორისო ბიურო (INL).

კურსის დაწყებისა და დასრულების თარიღი: 16-27 ივნისი, 2024 ან 14-27 ივლისი, 2024.

სავალდებულო მოთხოვნები:

  • ადვოკატთა ასოციაციის წევრობა (მინიმუმ 6 თვე);
  • ინგლისური ენის (სამართლებრივი ინგლისური) სრულყოფილად ფლობა (გადამოწმდება გასაუბრების ფარგლებში);
  • გამოცდილება ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს მიმართულებით.

წარმოსადგენი დოკუმენტების ჩამონათვალი:

  • რეზიუმე/CV (ქართულ და ინგლისურ ენაზე, სადაც უნდა მიეთითოს გამოცდილება ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს მიმართულებით);
  • უმაღლესი განათლების ან/და შესაბამისი კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
  • ინგლისური ენის ცოდნის დამადასტურებელი დოკუმენტი (არ არის სავალდებულო);
  • ფოტოსურათი (რეზოლუციით 3/4);
  • საადვოკატო საქმიანობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი.

დაინტერესებულ კანდიდატებს ასოციაცია მიმართავს თხოვნით , ერთ ფაილად გააგზავნონ დოკუმენტების ჩამონათვალი ელ. მისამართზე: s.tkeshelashvili@gba.ge. სათაურის ველში მიუთითეთ სასწავლო კურსი ვირჯინიის შტატში და რეზიუმე დაასათაურეთ თქვენი სახელი და გვარით.

კანდიდატების შერჩევა მოხდება ორ ეტაპად:

  • მიღებული განცხადებების გადარჩევა;
  • გასაუბრება (ჩატარდება ინგლისურ ენაზე).

დაკავშირება მოხდება მხოლოდ მეორე ეტაპზე გადასულ კანდიდატებთან. განაცხადის მიღების ბოლო ვადაა: 2024 წლის 20 თებერვლის 16:00 საათი.

გაცნობებთ, რომ კანდიდატების შერჩევასთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილებას იღებს ამერიკის შეერთებული შტატების ანტინარკოტიკული და სამართალდაცვითი პროგრამების საერთაშორისო ბიურო (INL).

თქვენს მიერ გაგზავნილი რეზიუმე „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებს. ასოციაცია გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები მათი ორგანიზაციის მხრიდან დამუშავდება მხოლოდ ზემოაღნიშნული კურსის მიზნებისთვის.

შემდეგი ნაბიჯი

თუ ეს საკითხი შენს შემთხვევას ეხება, მიიღე პერსონალური კონსულტაცია

სტატია გაძლევს ზოგად სურათს, მაგრამ კონკრეტული სამართლებრივი მოქმედება ინდივიდუალურ განხილვას მოითხოვს.

კითხვა ადვოკატთან დარეკვა WhatsApp
საქართველო

თბილისი, ალ. ყაზბეგის №47

თბილისი, გურამიშვილის N23 ა

კონტაქტი

+995 598 419 416

WhatsApp

იტალია

Bari, Piazza Nicola Balenzano, 12 A

იტალიის ოპერატორი

ტეგები: სასწავლო კურსი ადვოკატებისთვის ვირჯინიის შტატში!
მსგავსი მასალები

წაიკითხე თემასთან დაკავშირებული სხვა სტატიებიც


ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარის, დავით ასათიანის ხელმძღვანელობით ამერიკის შეერთებულ შტატებში ნაფიც მსაჯულთა სასამართლო უნარ-ჩვევების საკითხებზე ქართველი ადვოკატების რიგით მეორე სასწავლო ვიზიტი ჩატარდა.

ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარის, დავით ასათიანის ხელმძღვანელობით ამერიკის შეერთებულ

ვრცლად

ამერიკის შეერთებულ შტატებში ადვოკატთა ასოციაციის დელეგაციის ვიზიტი

ამერიკის შეერთებულ შტატებში ადვოკატთა ასოციაციის დელეგაციის ვიზიტი

ვრცლად

საქართველოს პროკურატურა აშშ-ის საელჩოს მხარდაჭერით ნაფიც მსაჯულთა იმიტირებული სასამართლო პროცესების გამართვას იწყებს

საქართველოს პროკურატურა აშშ-ის საელჩოს მხარდაჭერით ნაფიც მსაჯულთა იმიტირებული სასამართლო

ვრცლად

ნაფიც მსაჯულთა იმიტირებული სასამართლოს ეროვნული ჩემპიონატი ოფიციალურად გაიხსნა

ნაფიც მსაჯულთა იმიტირებული სასამართლოს ეროვნული ჩემპიონატი ოფიციალურად გაიხსნა

ვრცლად

მართლმსაჯულების საკოორდინაციო საბჭოს შეხვედრა

მართლმსაჯულების საკოორდინაციო საბჭოს შეხვედრა

ვრცლად
კონსულტაცია

დაგვიკავშირდი ადვოკატთან

თუ სამართლებრივ საკითხზე სწრაფი პასუხი გჭირდება, გამოიყენე ქვემოთ მოცემული არხები.

დარეკვა WhatsApp კითხვა ადვოკატთან
პროფილი

ჩვენი გუნდი

მომხმარებლისთვის მნიშვნელოვანია დაინახოს რეალური იურისტი, გამოცდილება და პრაქტიკის სფეროები.

ნანა ნაკაშიძე ნანა ნაკაშიძეიტალიის ფილიალის ხელმძღვანელი ნათია ნაკაშიძე ნათია ნაკაშიძეადვოკატი, დამფუძნებელი ჯუზეპე სანტორო ჯუზეპე სანტოროპარტნიორი იტალიაში
კითხულობენ ხშირად

პოპულარული სტატიები

მოსამართლის დღე - საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მილოცვა კოლეგებს
პოპულარული მოსამართლის დღე - საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის
ესპანეთში საერთაშორისო სპეცოპერაცია „CACHABA“ - საქართველოსა და ესპანეთის პოლიციამ 13 პირი დააკავა
პოპულარული ესპანეთში საერთაშორისო სპეცოპერაცია „CACHABA“ - საქართველოსა და
აპარტ-ოტელების გაყიდვა და ახალი საგადასახადო რისკები - რა შეიცვალა 2026 წელს?
პოპულარული აპარტ-ოტელების გაყიდვა და ახალი საგადასახადო რისკები - რა შეიცვალა
ფიზიკური პირის მიერ აქტივის მიწოდების შედეგად მიღებული შემოსავლის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის საკითხებზე
პოპულარული ფიზიკური პირის მიერ აქტივის მიწოდების შედეგად მიღებული შემოსავლის

Iuristi.com

იურიდიული სიახლეები და ადვოკატის კონსულტაცია საქართველოში და იტალიაში.

TOP.GE რეიტინგი

სწრაფი ბმულები

  • ჩვენს შესახებ
  • გუნდი
  • ჯავშანი
  • კონტაქტი

კონტაქტი

  • +995 598 419 416
  • WhatsApp
  • თბილისი, ალ. ყაზბეგის №47
  • Bari, Piazza Nicola Balenzano, 12 A

საიტზე განთავსებულია იურიდიული თემების შესახებ სტატიები, პრაქტიკული განმარტებები და საკონტაქტო ინფორმაცია კონსულტაციის მისაღებად.

გჭირდება ადვოკატის სწრაფი კონსულტაცია?
დარეკვა WhatsApp