iuristi.com იურიდიული სიახლეები და კონსულტაცია
+995 598 419 416 WhatsApp
დარეკვა კონსულტაცია
მთავარი კონსულტაცია ჩვენს შესახებ გუნდი ჯავშანი
+995 598 419 416 WhatsApp
დარეკვა კონსულტაცია
მთავარი კონსულტაცია ჩვენს შესახებ გუნდი ჯავშანი
იურისტი » ადვოკატი » ადვოკატთა ასოციაცია ეთიკის კომისიის იურისტის პოზიციაზე ვაკანსიას აცხადებს!
იურიდიული სტატია

ადვოკატთა ასოციაცია ეთიკის კომისიის იურისტის პოზიციაზე ვაკანსიას აცხადებს!

22-02-2024, 17:14 ადვოკატი / Advokati | lawyer / iuristi / სიახლე / ვაკანსია 362 ნახვა
ადვოკატთა ასოციაცია ეთიკის კომისიის იურისტის პოზიციაზე ვაკანსიას აცხადებს!

"საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის" შესახებ: ადვოკატთა ასოციაცია არის "ადვოკატთა შესახებ" საქართველოს კანონის საფუძველზე შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომლის მისიაა ხელი შეუწყოს საქართველოში კანონის უზენაესობის განმტკიცებასა და ხარისხიანი და სანდო მართლმსაჯულების სისტემის დამკვიდრებას.

სსიპ საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია, აცხადებს ვაკანსიას ეთიკის კომისიის აპარატის იურისტის პოზიციაზე.

სახელფასო განაკვეთი: 1500 (ათას ხუთასი) ლარი
სამუშაო ადგილი: თბილისი (ადვოკატთა ასოციაციის ოფისი)
სამუშაო საათები: 10:00-18:00 (ორშაბათი-პარასკევი)
დასაქმების ვადა: შერჩეული კანდიდატი აღნიშნულ პოზიციაზე დასაქმდება პირველ ეტაპზე 6 თვე და მუშაობის ხარისხის მიხედვით შეთანხმდება დასაქმების შემდგომი ვადა.

სამუშაო აღწერილობა:

** მომხმარებელთა კონსულტაცია დისციპლინური წარმოების პროცედურის შესახებ;
** ადვოკატთა კონსულტაცია ადვოკატთა პროფესიული ეთიკის საკითხებზე;
** ეთიკის კომისიაში შემოსული კორესპონდენციის აღრიცხვა/შემდგომი საბუთბრუნვის უზრუნველყოფა;
** ეთიკის კომისიის რეკომენდაციათა დამუშავება და საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ვებ გვერდზე ატვირთვა;
** ეთიკის კომისიის დისციპლინური საქმისწარმოების ორგანიზება;
** ეთიკის კომისიის რეკომენდაციათა გაცემის ორგანიზება;
** ეთიკის კომისიის მხარდაჭერა გადაწყვეტილებებისა და რეკომენდაციების პროექტებზე მუშაობის გზით;
** ეთიკის კომისიის ანალიტიკური მხარდაჭერა: ადვოკატის პროფესიული ეთიკის სფეროში არსებული საერთაშორისო და შიდა პრაქტიკის მოძიება და დამუშავება;
** საჭიროების შემთხვევაში, კომპეტენციის სფეროში შემავალ საკითხებზე სხვა საქმიანობის განხორციელება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი იურიდიული განათლება (უპირატესობა მიენიჭება მაგისტრის ხარისხს);
** სამუშაო აღწერილობით გათვალისწინებული საქმიანობის შესაბამისი მინიმუმ 2 წლის გამოცდილება;
** ქართულის და ინგლისურის მაღალ დონეზე ცოდნა (წერა და საუბარი);
** იურიდიული კვლევის ჩატარებისა და ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** შემჭიდროებულ ვადებში მუშაობის უნარი;
** კომუნიკაციის უნარი;
** დამოუკიდებლად და ჯგუფში მუშაობის უნარი;
** ადვოკატთა პროფესიული ეთიკის მიმართ ინტერესი;
** სასურველია ჩაბარებული ჰქონდეს ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდა.

კონკურსის ეტაპები:

I ეტაპი: განაცხადების მიღება და შეფასება. განაცხადი უნდა შედგებოდეს შემდეგი დოკუმენტებისგან (არასრული განაცხადები არ განიხილება):

** CV;
** სამოტივაციო წერილი ქართულ ენაზე (მიმოიხილეთ რატომ ხართ დაინტერესებული ვაკანსიით და რატომ ფიქრობთ, რომ აკმაყოფილებთ საკონკურსო მოთხოვნებს - მაქსიმუმ 400 სიტყვა);
** უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი/დოკუმენტები.

II ეტაპი: წერითი დავალება.

აღნიშნულ ეტაპში მოიაზრება კაზუსის წერა ადვოკატთა პროფესიული ეთიკის თემაზე.

III ეტაპი: გასაუბრება.

აღნიშნულ ეტაპზე მოწვეული იქნებიან მხოლოდ II ეტაპზე შერჩეული კანდიდატები.

კონკურსში მონაწილე პირი უნდა ფლობდეს შემდეგ ნორმატიულ მასალას:

** "საქართველოს კონსტიტუცია";
** საქართველოს სამოქალაქო კოდექსი;
** საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი;
** საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი;
** საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი;
** საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი;
** საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი;
** "ადვოკატთა შესახებ" საქართველოს კანონი;
** ადვოკატთა პროფესიული ეთიკის კოდექსი;
** "ადვოკატთა დისციპლინური პასუხისმგებლობისა და დისციპლინური წარმოების შესახებ" დებულება.

განაცხადების წარდგენის პროცესი:

განაცხადის მიღების ბოლო ვადა: 2024 წლის 25 თებერვალი.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა "I ეტაპში" ჩამოთვლილი დოკუმენტები (დაზიპული სახით თქვენი ვინაობის მითითებით) უნდა გააგზავნოთ შემდეგ ელ-ფოსტაზე: ethics@gba.ge. ელ-ფოსტის სათაურში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება - "ეთიკის კომისიის აპარატის იურისტი".

შემდეგი ნაბიჯი

თუ ეს საკითხი შენს შემთხვევას ეხება, მიიღე პერსონალური კონსულტაცია

სტატია გაძლევს ზოგად სურათს, მაგრამ კონკრეტული სამართლებრივი მოქმედება ინდივიდუალურ განხილვას მოითხოვს.

კითხვა ადვოკატთან დარეკვა WhatsApp
საქართველო

თბილისი, ალ. ყაზბეგის №47

თბილისი, გურამიშვილის N23 ა

კონტაქტი

+995 598 419 416

WhatsApp

იტალია

Bari, Piazza Nicola Balenzano, 12 A

იტალიის ოპერატორი

ტეგები: ვაკანსია, ადვოკატთა ასოციაცია, ეთიკის კომისიის, იურისტის პოზიციაზე ვაკანსიას აცხადებს!, იურისტის პოზიციაზე, ვაკანსიას აცხადებს
მსგავსი მასალები

წაიკითხე თემასთან დაკავშირებული სხვა სტატიებიც


ამერიკის შეერთებულ შტატებში ადვოკატთა ასოციაციის დელეგაციის ვიზიტი

ამერიკის შეერთებულ შტატებში ადვოკატთა ასოციაციის დელეგაციის ვიზიტი

ვრცლად

სამართლის უზენაესობის პირველი რეგიონული ფორუმი

სამართლის უზენაესობის პირველი რეგიონული ფორუმი

ვრცლად

საქართველოს ადვოკატთა ასოციაციამ წლის შემაჯამებელი ღონისძიება, წევრთა საერთო კრება ჩაატარა.

საქართველოს ადვოკატთა ასოციაციამ წლის შემაჯამებელი ღონისძიება, წევრთა საერთო კრება

ვრცლად

წევრთა საყურადღებოდ! - საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია

წევრთა საყურადღებოდ! - საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია

ვრცლად

ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარის, დავით ასათიანის ხელმძღვანელობით ამერიკის შეერთებულ შტატებში ნაფიც მსაჯულთა სასამართლო უნარ-ჩვევების საკითხებზე ქართველი ადვოკატების რიგით მეორე სასწავლო ვიზიტი ჩატარდა.

ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარის, დავით ასათიანის ხელმძღვანელობით ამერიკის შეერთებულ

ვრცლად
კონსულტაცია

დაგვიკავშირდი ადვოკატთან

თუ სამართლებრივ საკითხზე სწრაფი პასუხი გჭირდება, გამოიყენე ქვემოთ მოცემული არხები.

დარეკვა WhatsApp კითხვა ადვოკატთან
პროფილი

ჩვენი გუნდი

მომხმარებლისთვის მნიშვნელოვანია დაინახოს რეალური იურისტი, გამოცდილება და პრაქტიკის სფეროები.

ნანა ნაკაშიძე ნანა ნაკაშიძეიტალიის ფილიალის ხელმძღვანელი ნათია ნაკაშიძე ნათია ნაკაშიძეადვოკატი, დამფუძნებელი ჯუზეპე სანტორო ჯუზეპე სანტოროპარტნიორი იტალიაში
კითხულობენ ხშირად

პოპულარული სტატიები

მოსამართლის დღე - საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მილოცვა კოლეგებს
პოპულარული მოსამართლის დღე - საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის
ესპანეთში საერთაშორისო სპეცოპერაცია „CACHABA“ - საქართველოსა და ესპანეთის პოლიციამ 13 პირი დააკავა
პოპულარული ესპანეთში საერთაშორისო სპეცოპერაცია „CACHABA“ - საქართველოსა და
აპარტ-ოტელების გაყიდვა და ახალი საგადასახადო რისკები - რა შეიცვალა 2026 წელს?
პოპულარული აპარტ-ოტელების გაყიდვა და ახალი საგადასახადო რისკები - რა შეიცვალა
ფიზიკური პირის მიერ აქტივის მიწოდების შედეგად მიღებული შემოსავლის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის საკითხებზე
პოპულარული ფიზიკური პირის მიერ აქტივის მიწოდების შედეგად მიღებული შემოსავლის

Iuristi.com

იურიდიული სიახლეები და ადვოკატის კონსულტაცია საქართველოში და იტალიაში.

TOP.GE რეიტინგი

სწრაფი ბმულები

  • ჩვენს შესახებ
  • გუნდი
  • ჯავშანი
  • კონტაქტი

კონტაქტი

  • +995 598 419 416
  • WhatsApp
  • თბილისი, ალ. ყაზბეგის №47
  • Bari, Piazza Nicola Balenzano, 12 A

საიტზე განთავსებულია იურიდიული თემების შესახებ სტატიები, პრაქტიკული განმარტებები და საკონტაქტო ინფორმაცია კონსულტაციის მისაღებად.

გჭირდება ადვოკატის სწრაფი კონსულტაცია?
დარეკვა WhatsApp