ვაკანსია ადვოკატის თანაშემწე/მწერალი თანაშემწე
საადვოკატო ბიურო ‘’ნაკაშიძე და პარტნიორები’’ აცხადებს ვაკანსიას ადვოკატის თანაშემწის - მწერალი თანაშემწის პოზიციაზე ქ. თბილისში.
ძირითადი მოვალეობები და პასუხისმგებლობები:
- ხელშეკრულებებისა და სხვა სამართლებრივი დოკუმენტაციის (ბრძანებები (საჭიროების შემთხვევაში), განცხადებები, საჩივრები, სარჩელები, შესაგებლები და სხვა) მომზადება სამოქალაქო და ადმინისტრაციულ სამართალში.
- სასამართლო წარმომადგენლობა;
- მომხმარებლებისათვის იურიდიული კონსულტაციის გაწევა;
- საჭიროების შემთხვევაში კორესპონდენციის წარმოება კომპანიის კლიენტებთან ან/და მესამე პირებთან;
- წარმმომადგენლობა ნებისმიერ ადმინისტრაციულ თუ სხვა ტიპის ორგანოებსა და ორგანიზაციებში;
- საჭიროების შემთხვევაში მოლაპარაკების წარმოება, ხელშეკრულებების თარგმნა;
- იურიდიული დოკუმენტების აღრიცხვა, დაარქივება, სისტემატიზაცია;
- სხვადასხვა ხელშეკრულებების სამართლებრივი ანალიზის მომზადება რუსულ და ინგლისურ ენებზე;
- საკანონმდებლო ცვლილებებისა და რეგულაციების, გაცნობა და განხორციელება.
- ხელმძღვანელის მითითებული დავალებების შესრულება/წარდგენა, შესრულებული სამუშაოს შესახებ ინფორმაციის წარდგენა.
ძირითადი მოთხოვნები:
- უმაღლესი იურიდიული განათლება;
- არგუმენტირებული წერის უნარი;
- მინიმუმ 3 წელი მუშაობის გამოცდილება იურისტის პოზიციაზე;
- რუსული და ინგლისურუ ენების ცოდნა (პირისპირ მოლაპარაკებების წარმოებისა და ხელშეკრულებების თარგმნისათვის)
- აუცილებელია საოფისე პროგრამების ცოდნა ("Microsoft Word” და " Microsoft Excel”)
პიროვნული თვისებები:
- პრინციპების დაცვით საქმიანობის წარმართვის უნარი.
- პრიორიტეტების განსაზღვრის, პასუხისმგებლობის აღების უნარი;
- მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
სამუშაო გრაფიკი არასრული: კვირაში 2 დღე ოთხშაბათი (ადგილზე ოფისში) 10:00-19:00 და პარასკევი დისტანციურად 10:00-19:00.
ანაზღაურება: 550 ლარი, გათვალისწინებული იქნება კვალიფიკაცია და გამოცდილება.
3 თვიანი გამოსაცდელი პერიოდის შემდეგ, სამუშაო გრაფიკის ცვლილება.
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ გადმოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: info.iuristi@gmail.com
გთხოვთ სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე არ განიხილება. გისურვებთ წარმატებას!
შენიშვნა:
თუ ეს საკითხი შენს შემთხვევას ეხება, მიიღე პერსონალური კონსულტაცია
სტატია გაძლევს ზოგად სურათს, მაგრამ კონკრეტული სამართლებრივი მოქმედება ინდივიდუალურ განხილვას მოითხოვს.
თბილისი, ალ. ყაზბეგის №47
თბილისი, გურამიშვილის N23 ა
Bari, Piazza Nicola Balenzano, 12 A
