iuristi.com იურიდიული სიახლეები და კონსულტაცია
+995 598 419 416 WhatsApp
დარეკვა კონსულტაცია
მთავარი კონსულტაცია ჩვენს შესახებ გუნდი ჯავშანი
+995 598 419 416 WhatsApp
დარეკვა კონსულტაცია
მთავარი კონსულტაცია ჩვენს შესახებ გუნდი ჯავშანი
იურისტი » უძრავი ქონების რეგისტრაცია » სამშენებლო ამნისტია და ექსპლუატაციაში მიღება
იურიდიული სტატია

სამშენებლო ამნისტია და ექსპლუატაციაში მიღება

24-02-2021, 15:13 უძრავი ქონების რეგისტრაცია / სიახლე / სამშენებლო ამნისტია ადვოკატი 2 601 ნახვა
სამშენებლო ამნისტია და ექსპლუატაციაში მიღება

მნიშვნელოვანი სიახლე ექსპლუატაციაში მიღებაზე და ამნისტიაზე სამშენებლო მიმართულებით

დღეს თბილისის მუნიციპალიტეტის მთავარ სხდომაზე კახი კალაძემ მნიშვნელოვანი სიახლე გაასაჯაროვა რასაც იურისტი ნათია ნაკაშიძე აგვიხსნის დეტალურად

ელოდებოდით თუ არა მსგავსი ამნისტიის კანონპროექტს?

სამშენებლო ამნისტია,მოსალოდნელი იყო გამომდინარე იქედან,რომ უამრავი საქმე გვაქვს იურისტებს ამ მხრივ და გამუდმებით ეს საკითხი არის პრობლემა როდესაც სამშენებლო კომპანიები ან/და თვითონ მოსახლეობა ჯგუფურად ან ინდივიდუალურად მოგვმართავს ჩვენც ბევრი შრომა გვიწევს და გვირთულდება საქმე, როგორც მერიაში ასევე სასამართლოში და გრძელდება წლობით,თუმცა ყველა ჩვენი კომპანიის კლიენტი კმაყოფილი და მადლიერია იმ შედეგით რაც მათ სასარგებლოდ იქნა მიღწეული და ეს ყველაფერი დიდი შრომის ფასად,რადგან კანონში სიახლე აუცილებელი იყო.

გამომდინარე იქედან თუ რა სიტუაციაც დახვდა კახი კალაძეს ამ მიმართულებით რაშიც ნარმანიას დიდი წვლილი მიუძღვის მოსალოდნელი იყო ამ კანონპროექტის შექმნა,თუმცა ეს სიახლე არ მოიცავს მხოლოდ ამნისტიას.

რამდენად მიზანშეწოლილად მიგაჩნიათ აღნიშნული კანონპროექტის შექმნა?

უპირველეს ყოვლისა მინდა აღვნიშნო,რომ შეიქმნა ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი, კანონპროექტი,რომელიც ეხება ამნისტიას სამშენებლო მიმართულებით და ექსპლუატაციაში მიღების საკითხს და მხოლოდ კახიმ დაინახა პრობლემა ამ მხრივთქო ვერ ვიტყვი,რადგან ვისაც შეხება გვაქვს იურისტებს ეს ყველამ ვიცით,რომ მართლა პრობლემაა,თუმცა სწორად უნდა იქნას შემუშავებული კანონპროექტი, საკითხისადმი რომელიც ათეული წლებია არსებობს ქალაქში, შესაბამისად გადაწყვეტილება რომელიც მიიღო თბილისის მერიამ მისი აკვიატებული სურვილიდან არ მოდის და სამომავლოდ მას პარლამენტის მხარდაჭერა ეხება, შეეხება მთელ რიგ საკანონმდებლო პაკეტს რომელიც ითვალისწინებს გარკვეულ დარღვევებზე სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის დაკისრებას და აქ სიფრთხილით უნდა მოეკიდოს კანონმდებელი ამ საკითხს,.

მოქმედი კანონმდებლობა არ იძლეოდა სათანადო რეაგირების შესაძლებლობას და სახეზეა ასეულობით დარღვევით აშენებული შენობა-ნაგებობა.

კანონპროექტი უკვე შემუშავებულია?

დიახ, შემუშავებული და შეჯერებულია ყველა ნორმა და პრინციპი რაც საჭიროა ამ კანონპროექტისთვის.

რა ტიპის მშენებლობას შეეხება ამნისტია?

ამნისტია შეეხება ყველა ტიპის მშენებლობას 1-დან მე-5 კლასის ჩათვლით,რომელიც ნაწარმოებია მშენებლობის ნებართვის

საფუძველზე და მშენებლობა დასრულებულია 2020 წლის 18 აგვისტომდე

თუ დარღვეულია k1,K2,k3 პარამეტრი, ექსტერიერი ან ინტერიერი, მიჯნის ზონა განაშენიანების რეგულირების ხაზები,განაშენიანების სიმაღლის რეგულირების ხაზები, ფუნქციური ზონა, ავტოსადგომის რაოდენობა ამ შენობის კონსტრუქციული ნაწილი, თუმცა მათი უსაფრთხოება დადასტურებულია აკრედიტირებული ექსპერტის მიერ, ჩაითვლება საპატიოდ და ჩამოიწერება დარღვევებიდან გამომდინარე ყველანაირი ჯარიმები.

ანუ თუ ადამიანებს ჰქონდათ მოპოვებული ნებართვა და დართვევით ააშენეს 2020 წლის 18 აგვისტომდე და არიან დაჯარიმებული ეს ჯარიმა გაუქმდება და ექსპლუატაციაშიც შევა ის შენობა-ნაგებობა და ბედნიერად იცხოვრებს მას შემდეგ რაც პარლამენტი მესამე მოსმენით დაამტკიცებს,თუმცა ჯერ 1 მოსმენაზეც არ არის გატანილი ანუ ეს სამომავლო კანონპროექტია.

ვინ არის ამ ექსპლუატაციაში მიუღებელი შენობა-ნაგებობის მესაკუთრეები?

ამ კონკრეტულ შემთხვევაში ექსპლუატაციაში მიუღებელი შენობა-ნაგებობების მესაკუთრეებს წარმოადგენს თბილისის მოსახლეობა.

ხოლო ინდივიდულაურად მესაკუთრედ განისაზღვრება საჯარო რეესტრის უტყუარობის პრეზუმფციიდან გამომდინარე ამონაწერში არსებული მესაკუთრე.

რა შემთხვევაში იქნება გამოყენებული სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა?

გაიზარდა ჯარიმები და რაღაც შედეგი მივიღეთ, მაგრამ მაინც არ აღმოჩნდა საკმარისი მშენებარე კომპანიებისთვის და ამიტომ შემოდის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა.

კერძოდ მუნიციპალიტეტის მოთხოვნით მშენებლობის ხელმეორეთ შეუჩერებლობა გამოიწვევს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას

1 შემთხვევაში თუ არასწორად ხორციელდება მშენებლობა და შეუსაბამოა იმ არქიტექტურულ ნებართვასთან დაეკისრება და გადაიხდის ჯარიმას თუ ხელმეორედ არ იქნება გამოსწორებული გადავა სისხლისამართლებრივ პასუხისმგებლობაში.

რას ნიშნავს ექსპლუატაციაში მიღება?

ექსპლუატაციაში მიღება ნიშნავს შენობა-ნაგებობის სამშენებლო ნებართვასთან და პროექტთან შესაბამისობაში დადგენას.

როგორია ექსპლუატაციაში შესვლის საკითხი დღეს და სიახლის შემდეგ?

საკანონმდებლო პროექტის მე-3 ნაწილი ეხება შენობა-ნაგებობების ექსპლუატაციაში შესვლის საკითხს, როგორც მოგეხსენებათ 2009 წლის შეტანილი ცვლილებებიდან გამომდინარე დღეის მდგომარეობით დაშვებულია შენობა ნაგებობების გამოყენება.

დაშვებულია შესვლა საცხოვრებლად მის ექსპლუატაციაში მიღებამდე , არემონტებენ, შეჰყავთ შუქი, ბუნებრივი გაზი , წყალი და ცხოვრობენ ასეთ შენობებში,რადგან კანონი არ ზღუდავს და არ აინტერესებს სამშენებლო კომპანიებს მისი ექსპლუატაციაში მიღება მთავარია გაყიდოს და სარგებელი მიიღოს და შემდეგ ეს ადამიანები თავად ცდილობენ ამ პრობლემის მოგვარებას და აღმოჩნდება რომ არასწორად არის აშენებული.

პრაქტიკაში გვაქვს შემთხვევევი სადაც იაფი აქვს გადახდილი ასეთ ბინებში მოსახლეობას ან იგივე ფასი რაც ექსპლუატაციაში მიღებულ შენობებს,რადგან ყიდვისას ყოველთვის არ მიმართავენ იურისტს და ეს არასწორი მიდგომაა,თუმცა წინა წლებთან შედარებით ამ მხრივ პროგრესი გვავს რადგან აუცილებელია იურისტი ჩაერთოს საქმეში უძრავი ქონების ყიდვისას.

კანონის ძალაში შესვლის შემდეგ აიკრძალება ექსპლუატაციაში მიუღებელ შენობა-ნაგებობაში ელექტრო ენერგიისა და ბუნებრივი გაზის შეყვანა.

რა მოელის იაფიან სამშენებლო კომპანიებს?

ამ კანონპროექტის შემდეგ იაფიანი სამშენებლო კომპანიები გაკოტრდებიან და ისეთი სამშენებლო კომპანიები,რომლებიც აშენებდნენ განვადებით ისევ მაცხოვრებლების მიერ მიცემული ფულით აღარ იარსებებენ და დარჩებიან ისეთი კომპანიები ვისაც აქვს ასაშენებელი თანხა სრულად და შესაბამისად ბინების ფასი მოიმატებს.

რისთვის შეიქმნა ეს კანონპროექტი?

30 წლიანი პრობემების მოსაგვარებლად არსებული კანონპროექტი შეიქმნა.

იმითვის, რომ მომავალში არ მივიღოთ ათეულობით და ასეულობით უკანონოდ აშენებული შენობები.

შემდეგი ნაბიჯი

თუ ეს საკითხი შენს შემთხვევას ეხება, მიიღე პერსონალური კონსულტაცია

სტატია გაძლევს ზოგად სურათს, მაგრამ კონკრეტული სამართლებრივი მოქმედება ინდივიდუალურ განხილვას მოითხოვს.

კითხვა ადვოკატთან დარეკვა WhatsApp
საქართველო

თბილისი, ალ. ყაზბეგის №47

თბილისი, გურამიშვილის N23 ა

კონტაქტი

+995 598 419 416

WhatsApp

იტალია

Bari, Piazza Nicola Balenzano, 12 A

იტალიის ოპერატორი

ტეგები: მნიშვნელოვანი სიახლე ექსპლოატაციაში მიღებაზე და ამნისტიაზე სამშენებლო მიმართულებით დღეს თბილისის მუნიციპალიტეტის მთავარ სხდომაზე კახი კალაძემ მნიშვნელოვანი სიახლე გაასაჯაროვა რასაც იურისტი ნათია ნაკაშიძე აგვიხსნის დეტალურად ელოდებოდით თუ არა მსგავსი ამნ
მსგავსი მასალები

წაიკითხე თემასთან დაკავშირებული სხვა სტატიებიც


რატომ უნდა შეამოწმოთ უძრავი ქონება შეძენამდე?

რატომ უნდა შეამოწმოთ უძრავი ქონება შეძენამდე?

ვრცლად

ოჯახური დავები

ოჯახური დავები

ვრცლად

რა უნდა იცოდეთ განქორწინების დროს, ცოლ-ქმრის უფლებები

რა უნდა იცოდეთ განქორწინების დროს, ცოლ-ქმრის უფლებები

ვრცლად
კონსულტაცია

დაგვიკავშირდი ადვოკატთან

თუ სამართლებრივ საკითხზე სწრაფი პასუხი გჭირდება, გამოიყენე ქვემოთ მოცემული არხები.

დარეკვა WhatsApp კითხვა ადვოკატთან
პროფილი

ჩვენი გუნდი

მომხმარებლისთვის მნიშვნელოვანია დაინახოს რეალური იურისტი, გამოცდილება და პრაქტიკის სფეროები.

ნანა ნაკაშიძე ნანა ნაკაშიძეიტალიის ფილიალის ხელმძღვანელი ნათია ნაკაშიძე ნათია ნაკაშიძეადვოკატი, დამფუძნებელი ჯუზეპე სანტორო ჯუზეპე სანტოროპარტნიორი იტალიაში
კითხულობენ ხშირად

პოპულარული სტატიები

მოსამართლის დღე - საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მილოცვა კოლეგებს
პოპულარული მოსამართლის დღე - საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის
ესპანეთში საერთაშორისო სპეცოპერაცია „CACHABA“ - საქართველოსა და ესპანეთის პოლიციამ 13 პირი დააკავა
პოპულარული ესპანეთში საერთაშორისო სპეცოპერაცია „CACHABA“ - საქართველოსა და
აპარტ-ოტელების გაყიდვა და ახალი საგადასახადო რისკები - რა შეიცვალა 2026 წელს?
პოპულარული აპარტ-ოტელების გაყიდვა და ახალი საგადასახადო რისკები - რა შეიცვალა
ფიზიკური პირის მიერ აქტივის მიწოდების შედეგად მიღებული შემოსავლის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის საკითხებზე
პოპულარული ფიზიკური პირის მიერ აქტივის მიწოდების შედეგად მიღებული შემოსავლის

Iuristi.com

იურიდიული სიახლეები და ადვოკატის კონსულტაცია საქართველოში და იტალიაში.

TOP.GE რეიტინგი

სწრაფი ბმულები

  • ჩვენს შესახებ
  • გუნდი
  • ჯავშანი
  • კონტაქტი

კონტაქტი

  • +995 598 419 416
  • WhatsApp
  • თბილისი, ალ. ყაზბეგის №47
  • Bari, Piazza Nicola Balenzano, 12 A

საიტზე განთავსებულია იურიდიული თემების შესახებ სტატიები, პრაქტიკული განმარტებები და საკონტაქტო ინფორმაცია კონსულტაციის მისაღებად.

გჭირდება ადვოკატის სწრაფი კონსულტაცია?
დარეკვა WhatsApp