Georgia Italy English Ukraine Russian
ადვოკატის ნომერი
599 50 55 78
iuristi.com

როგორ და სად უნდა მიიღოთ მშენებლობის ნებართვა?

როგორ და სად უნდა მიიღოთ მშენებლობის ნებართვა?

როგორ და სად უნდა მიიღოთ მშენებლობის ნებართვა?

  • პირველ რიგში სწორი გეგმა უნდა შეადგინოთ
  • დააპროექტოთ თქვენთვის სასურველი შენობა
  • განსაზღვრეთ ხარჯები
  • გაითვალისწინეთ დრო
  • ვინაიდან მოსაფიქრებელი და განსასაზღვრი ბევრი დეტალი და წვრილმანია და ამ ყოველივეს ორგანიზება არც ისე მარტივია.უმნიშვნელოვანესია ყველანაირი სამართლებრივი წესით და კანონის ფარგლებში განახორციელოთ თქვენი ჩანაფიქრი.ამისთვის კი პირველ რიგში უნდა მიმართოთ „თბილისის არქიტექტურულ სამსახურს“, რომელიც წარმოადგენს თბილისის მერიის იურიდიულ პირს და აქ უნდა გაიაროთ მშენებლობის ნებართვის მისაღებად აუცილებელი სამი ეტაპი.

თქვენ უნდა წარადგინოთ  დოკუმენტაცია, როგორიცაა:

  • განცხადება, რომელიც უნდა შეიცავდეს მითითებას რა სახისა და ხასიათის სამშენებლო საქმიანობას ისახავთ მიზნად;
  • საკუთრების დამადასტურებელი საბუთი (ამონაწერი საჯარო რეესტრიდან და საკადასტრო რუკა);
  • ტოპორუკა მასშტაბით 1:500 და 1:2000;
  • გარემოს ამსახველი ფოტომასალა;
  • თანამესაკუთრის ნოტარიალურად დამოწმებული თანხმობა.

დაიმახსოვრეთ ისიც, რომ აღნიშნული დოკუმენტაციის წარდგენა მოგიწევთ 4 ეგზემპლარად. ამ ეტაპის გავლის შემდეგ, თქვენ მიიღებთ ქალაქმშენებლობითი პირობების დადგენის ადმინისტრაციულ აქტს, რის შემდეგაც მეორე ეტაპზე გადასასვლელად 30 დღის ვადაში კვლავ მიბრძანდებით თბილისის არქიტექტურის სამსახურში, სადაც მეორე ეტაპისთვის გათვალისწინებული საბუთები და დოკუმენტაცია დაგჭირდებათ. ესენია:

  • მიწის ნაკვეთის საკადასტრო რუკა და ამონაწერი საჯარო რეესტრიდან;
  • არქიტექტურულ-სამშენებლო პროექტი;
  • ქალაქმშენებლობითი პირობების დადგენის შესახებ ადმინისტრაციული აქტი;
  • საინჟინრო-გეოლოგიური დასკვნა.

ამჯერად კი თქვენ მიიღებთ არქიტექტურულ-სამშენებლო პროექტის შეთანხმების ადმინისტრაციულ აქტს, 20 დღის ვადაში მიბრძანდებით თბილისის არქიტექტურის სამსახურში და უკვე მესამე ეტაპზე წარადგენთ:

  • არქიტექტურულ სამშენებლო პროექტს;
  • მშენებლობის ორგანიზების პროექტს;
  • ტექნიკურ პირობებს, რომელსაც თქვენ მოგცემენ თელასში, თბილისის წყალში და ყაზტრანსგაზში;
  • მიწის ნაკვეთის საკადასტრო რუკას და ამონაწერს რეესტრიდან.

თუ ყველა საბუთი წესრიგშია, და თქვენს მიერ ჩაფიქრებული მშენებლობის წამოწყება დასაშვებია, მესამე ეტაპის შემდეგ 10 დღის ვადაში თქვენ მიიღებთ მშენებლობის ნებართვას.

გთავაზობთ სრულ იურიდიულ მომსახურებას სამშენებლო ნებართვების მოპოვებაში,სრულ იურიდიულ მხარდაჭერას მშენებლობის ნებართვის ყველა ეტაპზე, ასევე დაგეხმარებით მოამზადოთ სათანდო დოკუმენტაცია  წარვადგინოთ მუნიციპალიტეტების არქიტექტურის სამსახურში მთელი საქართველოს მაშტაბით.

მოგვმართეთ, თუ გსურთ მშენებლობის ნებართვის აღება და გჭირდებათ სამშენებლო რეგულაციებში დახმარება.

  • სრული იურიდიული მომსახურება
  • პროექტირება, შიდა და გარე დიზაინი.
  • საკადასტრო და შიდა აზომვითი ნახაზები.
კონსულტაციისთვის დაგვიკავშირდით

საქართველოში 599 50 55 78  
თბილისი, ალ.ყაზბეგის №47 (მეტრო დელისი)
თბილისი, გურამიშვილის N23 ა (მეტრო ღრმაღელე)

იტალიაში 351 5 47 00 47  
ბარი, ბალენძანოს მოედანი 12ა


Facebook კომენტარები