iuristi.com იურიდიული სიახლეები და კონსულტაცია
+995 598 419 416 WhatsApp
დარეკვა კონსულტაცია
მთავარი კონსულტაცია ჩვენს შესახებ გუნდი ჯავშანი
+995 598 419 416 WhatsApp
დარეკვა კონსულტაცია
მთავარი კონსულტაცია ჩვენს შესახებ გუნდი ჯავშანი
იურისტი » სისხლის სამართალი » ნასამართლობა, მისი გაქარწყლებისა და მოხსნის სამართლებრივი რეგულაციები
იურიდიული სტატია

ნასამართლობა, მისი გაქარწყლებისა და მოხსნის სამართლებრივი რეგულაციები

24-11-2025, 15:22 სისხლის სამართალი / ადვოკატი / ადვოკატი ნათია ნაკაშიძე / Advokati | lawyer / iuristi / ადვოკატის ნომერი / ადვოკატი / სტატიები 37 ნახვა
ნასამართლობა, მისი გაქარწყლებისა და მოხსნის სამართლებრივი რეგულაციები

ნასამართლობა, მისი გაქარწყლებისა და მოხსნის სამართლებრივი რეგულაციები


ნასამართლობა არის პირის სამართლებრივი მდგომარეობა, რომელიც იწყება სასამართლოს
მიერ გამამტყუნებელი განაჩენის საჯაროდ გამოცხადებისთანავე და გრძელდება მისი გაქარწყლების ან მოხსნის მომენტამდე.

სისხლის სამართლის კოდექსი ნასამართლობისგან განთავისუფლების ორ გზას აწესებს:

ნასამართლობის გაქარწყლება და ნასამართლობის მოხსნა.


სრულწლოვანი პირის ნასამართლობის გაქარწყლების ვადები


საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით დაწესებულია ნასამართლობის გაქარწყლების სხვადასხვა ვადა, რაც პირდაპირ კავშირშია შეფარდებული სასჯელის სახესთან და პირის მიერ ჩადენილი დანაშაულის კატეგორიასთან.

სრულწლოვანი პირის შემთხვევაში ნასამართლობა გაქარწყლებულად ითვლება:


ა) პირობით მსჯავრდების შემთხვევაში - გამოსაცდელი ვადის გასვლის შემდეგ;


ბ) თავისუფლების აღკვეთაზე უფრო მსუბუქი სასჯელით მსჯავრდების შემთხვევაში -

სასჯელის მოხდიდან 1 წლის შემდეგ;


გ) ნაკლებად მძიმე დანაშაულისათვის თავისუფლების აღკვეთის შემთხვევაში

სასჯელის მოხსნიდან 3 წლის შემდეგ;


დ) მძიმე დანაშაულისათვის თავისუფლების აღკვეთის შემთხვევაში

სასჯელის მოხსნიდან 6 წლის შემდეგ;



ე) განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისათვის თავისუფლების აღკვეთის შემთხვევაში -
სასჯელის მოხდიდან 8 წლის შემდეგ.


აქვე უნდა განიმარტოს, რომ:


ნაკლებად მძიმეა ისეთი განზრახი ან გაუფრთხილებლობითი დანაშაული, რომლის ჩადენისთვის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული მაქსიმალური სასჯელი არ აღემატება ხუთი წლით თავისუფლების აღკვეთას;

მძიმეა ისეთი განზრახი დანაშაული, რომლის ჩადენისთვის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული მაქსიმალური სასჯელი არ აღემატება ათი წლით თავისუფლების აღკვეთას, აგრეთვე გაუფრთხილებლობითი დანაშაული, რომლის ჩადენისათვის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით სასჯელის სახით გათვალისწინებულია თავისუფლების აღკვეთა ხუთ წელზე მეტი ვადით;

განსაკუთრებით მძიმეა ისეთი განზრახი დანაშაული, რომლის ჩადენისთვის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებულია სასჯელი 10 წელზე მეტი ვადით ან უვადო თავისუფლების აღკვეთა.

სასჯელისგან განთავისუფლებული ითვლება ნასამართლობის არმქონედ.


არასრულწლოვანი პირის ნასამართლობის გაქარწყლების ვადები


არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესების უზრუნველსაყოფად, ნასამართლობის გაქარწყლების განსხვავებულ ვადებს აწესებს „არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი”.


არასრულწლოვნის ნასამართლობა გაქარწყლებულად ითვლება სასჯელის მოხდისთანავე, ხოლო პირობით მსჯავრდებისას - გამოსაცდელი ვადის გასვლისთანავე.


აღნიშნული შეღავათი არ მოქმედებს, თუ არასრულწლოვანი კვლავ ჩაიდენს დანაშაულს. ასეთ შემთხვევაში, არასრულწლოვნის ნასამართლობა გაქარწყლდება:


ა) პირობით მსჯავრდების შემთხვევაში - გამოსაცდელი ვადის გასვლისთანავე;

ბ) თავისუფლების აღკვეთაზე უფრო მსუბუქი სასჯელით მსჯავრდებისას - სასჯელის მოხდიდან 6 თვის შემდეგ;


გ) ნაკლებად მძიმე დანაშაულისათვის თავისუფლების აღკვეთით მსჯავრდებისას - სასჯელის მოხდიდან 1 წლის შემდეგ;


დ) მძიმე დანაშაულისათვის თავისუფლების აღკვეთით მსჯავრდებისას - სასჯელის მოხდიდან 3 წლის შემდეგ;


ე) განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისათვის თავისუფლების აღკვეთით მსჯავრდებისას - სასჯელის მოხდიდან 5 წლის შემდეგ.


ნასამართლობის მოხსნა

საქართველოს კანონმდებლობა ნასამართლობის მოხსნის რამდენიმე გზას იცნობს. ესენია:

1) ნასამართლობის მოხსნა პრეზიდენტის შეწყალების საფუძველზე

სასჯელმოხდილ პირს უფლება აქვს ნასამართლობის მოხსნის თაობაზე თხოვნით მიმართოს საქართველოს პრეზიდენტს.


საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის შესაბამისი სამსახური თავად უზრუნველყოფს შეწყალების საქმის მომზადებას, რაც გულისხმობს შესაბამისი უწყებებიდან საჭირო დოკუმენტების გამოთხოვას.


თუ პრეზიდენტი შეწყალების თხოვნას არ დააკმაყოფილებს, ახალი თხოვნით მიმართვა დასაშვებია მხოლოდ გადაწყვეტილების მიღებიდან 6 თვის გასვლის შემდგომ.


საქართველოს პრეზიდენტი უფლებამოსილია, შეწყალების თხოვნის განხილვის ნებისმიერ სტადიაზე ბრძანებულებით დადგენილი მოთხოვნების დაუცველად მიიღოს გადაწყვეტილება პირის შეწყალების თაობაზე.

2) ნასამართლობის მოხსნა ამნისტიის საფუძველზე


სასჯელმოხდილ პირს ამნისტიის აქტით შეიძლება მოეხსნას ნასამართლობა. ამნისტიას აცხადებს საქართველოს პარლამენტი ინდივიდუალურად განუსაზღვრელ პირთა მიმართ.

3) ნასამართლობის მოხსნა სასამართლოს გადაწყვეტილებით

სასამართლო უფლებამოსილია მსჯავრდებულს მოუხსნას ნასამართლობა ნასამართლობის გაქარწყლების ვადის გასვლამდე, თუ იგი სასჯელის მოხდის შემდეგ უმწიკვლოდ იქცეოდა.



პროცედურა შემდეგნაირია: საჯელმოხდილი პირი ნასამართლობის მოხსნის შუამდგომლობით მიმართავს გადაწყვეტილების მიმღებ ან სასჯელმოხდილი პირის მუდმივი საცხოვრებლის მიხედვით რაიონულ (საქალაქო) სასამართლოს პირველ ინსტანციას. შუამდგომლობა განიხილება ზეპირი მოსმენის გარეშე.


ნასამართლობის მოხსნაზე უარის თქმის შემთხვევაში, შუამდგომლობის ხელახლა დაყენება შეიძლება მხოლოდ 3 თვის შემდეგ.

გაგრძელება იხილეთ ბმულზე

შემდეგი ნაბიჯი

თუ ეს საკითხი შენს შემთხვევას ეხება, მიიღე პერსონალური კონსულტაცია

სტატია გაძლევს ზოგად სურათს, მაგრამ კონკრეტული სამართლებრივი მოქმედება ინდივიდუალურ განხილვას მოითხოვს.

კითხვა ადვოკატთან დარეკვა WhatsApp
საქართველო

თბილისი, ალ. ყაზბეგის №47

თბილისი, გურამიშვილის N23 ა

კონტაქტი

+995 598 419 416

WhatsApp

იტალია

Bari, Piazza Nicola Balenzano, 12 A

იტალიის ოპერატორი

ტეგები: ნასამართლობა, მისი გაქარწყლებისა და მოხსნის სამართლებრივი რეგულაციები
მსგავსი მასალები

წაიკითხე თემასთან დაკავშირებული სხვა სტატიებიც


რა შემთხვევაში ითვლება პირი ნასამართლევად?

რა შემთხვევაში ითვლება პირი ნასამართლევად?

ვრცლად

ნასამართლეობა და მისი გაქარწყლება

ნასამართლეობა და მისი გაქარწყლება

ვრცლად

ნასამართლობა, მისი გაქარწყლებისა და მოხსნის სამართლებრივი რეგულაციები

ნასამართლობა, მისი გაქარწყლებისა და მოხსნის სამართლებრივი რეგულაციები

ვრცლად

ნასამართლეობის გაქარწყლება და მოხსნა

ნასამართლეობის გაქარწყლება და მოხსნა

ვრცლად

ნასამართლობის მოხსნა

ნასამართლობის მოხსნა

ვრცლად
კონსულტაცია

დაგვიკავშირდი ადვოკატთან

თუ სამართლებრივ საკითხზე სწრაფი პასუხი გჭირდება, გამოიყენე ქვემოთ მოცემული არხები.

დარეკვა WhatsApp კითხვა ადვოკატთან
პროფილი

ჩვენი გუნდი

მომხმარებლისთვის მნიშვნელოვანია დაინახოს რეალური იურისტი, გამოცდილება და პრაქტიკის სფეროები.

ნანა ნაკაშიძე ნანა ნაკაშიძეიტალიის ფილიალის ხელმძღვანელი ნათია ნაკაშიძე ნათია ნაკაშიძეადვოკატი, დამფუძნებელი ჯუზეპე სანტორო ჯუზეპე სანტოროპარტნიორი იტალიაში
კითხულობენ ხშირად

პოპულარული სტატიები

მოსამართლის დღე - საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მილოცვა კოლეგებს
პოპულარული მოსამართლის დღე - საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის
ესპანეთში საერთაშორისო სპეცოპერაცია „CACHABA“ - საქართველოსა და ესპანეთის პოლიციამ 13 პირი დააკავა
პოპულარული ესპანეთში საერთაშორისო სპეცოპერაცია „CACHABA“ - საქართველოსა და
აპარტ-ოტელების გაყიდვა და ახალი საგადასახადო რისკები - რა შეიცვალა 2026 წელს?
პოპულარული აპარტ-ოტელების გაყიდვა და ახალი საგადასახადო რისკები - რა შეიცვალა
ფიზიკური პირის მიერ აქტივის მიწოდების შედეგად მიღებული შემოსავლის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის საკითხებზე
პოპულარული ფიზიკური პირის მიერ აქტივის მიწოდების შედეგად მიღებული შემოსავლის

Iuristi.com

იურიდიული სიახლეები და ადვოკატის კონსულტაცია საქართველოში და იტალიაში.

TOP.GE რეიტინგი

სწრაფი ბმულები

  • ჩვენს შესახებ
  • გუნდი
  • ჯავშანი
  • კონტაქტი

კონტაქტი

  • +995 598 419 416
  • WhatsApp
  • თბილისი, ალ. ყაზბეგის №47
  • Bari, Piazza Nicola Balenzano, 12 A

საიტზე განთავსებულია იურიდიული თემების შესახებ სტატიები, პრაქტიკული განმარტებები და საკონტაქტო ინფორმაცია კონსულტაციის მისაღებად.

გჭირდება ადვოკატის სწრაფი კონსულტაცია?
დარეკვა WhatsApp