iuristi.com იურიდიული სიახლეები და კონსულტაცია
+995 598 419 416 WhatsApp
დარეკვა კონსულტაცია
მთავარი კონსულტაცია ჩვენს შესახებ გუნდი ჯავშანი
+995 598 419 416 WhatsApp
დარეკვა კონსულტაცია
მთავარი კონსულტაცია ჩვენს შესახებ გუნდი ჯავშანი
იურისტი » ადვოკატი / სტატიები » ნასამართლეობის გაქარწყლება და მოხსნა
იურიდიული სტატია

ნასამართლეობის გაქარწყლება და მოხსნა

5-04-2023, 17:31 ადვოკატი / სტატიები / ადვოკატის ნომერი / ადვოკატი / Advokati | lawyer / სისხლის სამართალი 3 050 ნახვა
ნასამართლეობის გაქარწყლება და მოხსნა

მსჯავრდებული ითვლება ნასამართლევად გამამტყუნებელი განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლის დღიდან ნასამართლეობის გაქარწყლების ან მოხსნის მომენტამდე.

  1. პირობითი მსჯავრდებულის ნასამართლეობა ქარწყლდება გამოსაცდელი ვადის გასვლის შემდეგ;
  2. თავისუფლების აღკვეთაზე უფრო მსუბუქი სასჯელით მსჯავრდებულისთვის სასჯელის მოხდიდან ერთი წლის შემდეგ;
  3. ნაკლებად მძიმე დანაშაულისათვის თავისუფლების აღკვეთით მსჯავრდებულის სასჯელის მოხდიდან სამი წლის შემდეგ;
  4. მძიმე დანაშაულისთვის-სასჯელის მოხდიდან ექვსი წლის შემდეგ;
  5. განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისთვის-სასჯელის მოხდიდან რვა წლის შემდეგ.

ნაკლებად მძიმეა ისეთი განზრახი ან გაუფრთხილებლობითი დანაშაული, რომლის ჩადენისთვის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული მაქსიმალური სასჯელი არ აღემატება ხუთი წლით თავისუფლების აღკვეთას;

მძიმეა ისეთი განზრახი დანაშაული, რომლის ჩადენისთვის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული მაქსიმალური სასჯელი არ აღემატება ათი წლით თავისუფლების აღკვეთას, აგრეთვე გაუფრთხილებლობითი დანაშაული, რომლის ჩადენისათვის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით სასჯელის სახით გათვალისწინებულია თავისუფლების აღკვეთა ხუთ წელზე მეტი ვადით;

განსაკუთრებით მძიმეა ისეთი განზრახი დანაშაული, რომლის ჩადენისთვის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებულია სასჯელი 10 წელზე მეტი ვადით ან უვადო თავისუფლების აღკვეთა.

სასამართლო უფლებამოსილია მსჯავრდებულს მოუხსნას ნასამართლობა ნასამართლობის გაქარწყლების ვადის გასვლამდე, თუ იგი სასჯელის მოხდის შემდეგ უმწიკვლოდ იქცეოდა.

ნასამართლეობის მოხსნა:

სასჯელმოხდილ პირს უფლება აქვს ნასამართლობის მოხსნის თაობაზე თხოვნით მიმართოს საქართველოს პრეზიდენტს;

სასჯელმოხდილ პირს ამნისტიის აქტით შეიძლება მოეხსნას ნასამართლობა. ამნისტიას აცხადებს საქართველოს პარლამენტი ინდივიდუალურად განუსაზღვრელ პირთა მიმართ;

ნასამართლობის მოხსნა დასაშვებია სამოქალაქო შეთანხმების საფუძველზეც;

ნასამართლობის მოხსნაზე უარის თქმის შემთხვევაში, შუამდგომლობის ხელახლა დაყენება შეიძლება მხოლოდ 3 თვის შემდეგ.

ნასამართლობა გარკვეულწილად ამძიმებს პირის სამართლებრივ მდგომარეობას, იგი მხედველობაში მიიღება სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის, დანაშაულის კვალიფიკაციისა და სისხლისსამართლებრივი ზემოქმედების ღონისძიების საკითხის გადაწყვეტისას. აღსანიშნია, რომ გაქარწყლებული ან მოხსნილი ნასამართლობა მხედველობაში არ მიიღება სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის, დანაშაულის კვალიფიკაციისა და სისხლისსამართლებრივი ზემოქმედების საკითხის გადაწყვეტისას.

დამატებითი ინფორმაციის მიღების მიზნით დაუკავშირდით საერთაშორისო საადვოკატო კომპანია ,,ნაკაშიძე&პარტნიორები/ Law Office Nakashidze&Partners''-ს.

ვუზრუნველვყობთ თქვენს დაცვას/წარმომადგენლობას: საქართველოსა და იტალიაში ყველა ინსტანციის სასამართლოში; ადმინისტრაციულ ორგანოებში,საელჩო,საკონსულო,იუსტიციის სახლში და სამინისტროებში; სამართლებრივი ურთიერთობის რეგულირებას ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან;სტრასბურგის-ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში.

შემდეგი ნაბიჯი

თუ ეს საკითხი შენს შემთხვევას ეხება, მიიღე პერსონალური კონსულტაცია

სტატია გაძლევს ზოგად სურათს, მაგრამ კონკრეტული სამართლებრივი მოქმედება ინდივიდუალურ განხილვას მოითხოვს.

კითხვა ადვოკატთან დარეკვა WhatsApp
საქართველო

თბილისი, ალ. ყაზბეგის №47

თბილისი, გურამიშვილის N23 ა

კონტაქტი

+995 598 419 416

WhatsApp

იტალია

Bari, Piazza Nicola Balenzano, 12 A

იტალიის ოპერატორი

ტეგები: ადვოკატის ნომერი, ცნობილი ადვოკატები საქართველოში, ცნობილი ადვოკატი საქართველოში, უძლიერესი ადვოკატის ნომერი599505578, ახალგაზრდა ადვოკატები, საერთაშორისო ადვოკატები, სანდო ადვოკატი, საადვოკატო ბიურო, იურიდიული კომპანია, საადვოკატო, ადვოკატი, ადვოკატი იტ
მსგავსი მასალები

წაიკითხე თემასთან დაკავშირებული სხვა სტატიებიც


ნასამართლეობა და მისი გაქარწყლება

ნასამართლეობა და მისი გაქარწყლება

ვრცლად

როგორ გავთავისუფლდეთ ნასამართლეობისგან?

როგორ გავთავისუფლდეთ ნასამართლეობისგან?

ვრცლად

დანაშაულის დაფარვა ან შეუტყობინებლობა!

დანაშაულის დაფარვა ან შეუტყობინებლობა!

ვრცლად

სასჯელისგან გათავისუფლების, შეცვლის ან შეჩერების სახეები

სასჯელისგან გათავისუფლების, შეცვლის ან შეჩერების სახეები

ვრცლად

რა შემთხვევაში ითვლება პირი ნასამართლევად?

რა შემთხვევაში ითვლება პირი ნასამართლევად?

ვრცლად
კონსულტაცია

დაგვიკავშირდი ადვოკატთან

თუ სამართლებრივ საკითხზე სწრაფი პასუხი გჭირდება, გამოიყენე ქვემოთ მოცემული არხები.

დარეკვა WhatsApp კითხვა ადვოკატთან
პროფილი

ჩვენი გუნდი

მომხმარებლისთვის მნიშვნელოვანია დაინახოს რეალური იურისტი, გამოცდილება და პრაქტიკის სფეროები.

ნანა ნაკაშიძე ნანა ნაკაშიძეიტალიის ფილიალის ხელმძღვანელი ნათია ნაკაშიძე ნათია ნაკაშიძეადვოკატი, დამფუძნებელი ჯუზეპე სანტორო ჯუზეპე სანტოროპარტნიორი იტალიაში
კითხულობენ ხშირად

პოპულარული სტატიები

მოსამართლის დღე - საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მილოცვა კოლეგებს
პოპულარული მოსამართლის დღე - საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის
ესპანეთში საერთაშორისო სპეცოპერაცია „CACHABA“ - საქართველოსა და ესპანეთის პოლიციამ 13 პირი დააკავა
პოპულარული ესპანეთში საერთაშორისო სპეცოპერაცია „CACHABA“ - საქართველოსა და
აპარტ-ოტელების გაყიდვა და ახალი საგადასახადო რისკები - რა შეიცვალა 2026 წელს?
პოპულარული აპარტ-ოტელების გაყიდვა და ახალი საგადასახადო რისკები - რა შეიცვალა
ფიზიკური პირის მიერ აქტივის მიწოდების შედეგად მიღებული შემოსავლის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის საკითხებზე
პოპულარული ფიზიკური პირის მიერ აქტივის მიწოდების შედეგად მიღებული შემოსავლის

Iuristi.com

იურიდიული სიახლეები და ადვოკატის კონსულტაცია საქართველოში და იტალიაში.

TOP.GE რეიტინგი

სწრაფი ბმულები

  • ჩვენს შესახებ
  • გუნდი
  • ჯავშანი
  • კონტაქტი

კონტაქტი

  • +995 598 419 416
  • WhatsApp
  • თბილისი, ალ. ყაზბეგის №47
  • Bari, Piazza Nicola Balenzano, 12 A

საიტზე განთავსებულია იურიდიული თემების შესახებ სტატიები, პრაქტიკული განმარტებები და საკონტაქტო ინფორმაცია კონსულტაციის მისაღებად.

გჭირდება ადვოკატის სწრაფი კონსულტაცია?
დარეკვა WhatsApp