ნასამართლეობა და მისი გაქარწყლება
პირი ნასამართლევად ითვლება მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოცხადებიდან ნასამართლობის გაქარწყლების ან მოხსნის მომენტამდე.
თუ პირი პირობით მსჯავრდებულია, მას ნასამართლობა გაუქარწყლდება გამოსაცდელი ვადის გასვლისას. თუ პირს დაენიშნა ისეთი სასჯელი, რომელიც არ არის დაკავშირებული თავისუფლების აღკვეთასთან, ნასამართლობა გაქარწყლდება სასჯელის მოხდიდან ერთი წლის ვადაში, ხოლო თუ მსჯავრდებულს დაენიშნება სასჯელი თავისუფლების აღკვეთის სახით ნაკლებად მძიმე დანაშაულისათვის, ნასამართლობა გაქარწყლდება სასჯელის მოხდიდან სამი წლის შემდეგ, ასევე თუ მსჯავრდებულს დაენიშნება სასჯელი თავისუფლების აღკვეთის სახით მძიმე დანაშაულისათვის, ნასამართლობა გაქარწყლდება სასჯელის მოხდიდან ექვსი წლის შემდეგ, იმ შემთხვევაში, როდესაც მსჯავრდებულს დაენიშნება სასჯელი თავისუფლების აღკვეთის სახით განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისათვის, ნასამართლობა გაქარწყლდება სასჯელის მოხდიდან რვა წლის შემდეგ. ხოლო, თუ პირი დამნაშავედ იქნა ცნობილი, მაგრამ სრულად გათავისუფლდა სასჯელის მოხდისაგან, იგი ნასამართლევად არ ითვლება.
ნასამართლობა გაქარწყლებულად ჩაითვლება შემდეგ შემთხვევებში: ა) პირობით მსჯავრდებულისა _ გამოსაცდელი ვადის გასვლის შემდეგ; ბ) თავისუფლების აღკვეთაზე უფრო მსუბუქი სასჯელით მსჯავრდებულისა _ სასჯელის მოხდიდან ერთი წლის შემდეგ; გ) ნაკლებად მძიმე დანაშაულისათვის თავისუფლების აღკვეთით მსჯავრდებულისა _ სასჯელის მოხდიდან სამი წლის შემდეგ; დ) მძიმე დანაშაულისათვის თავისუფლების აღკვეთით მსჯავრდებულისა _ სასჯელის მოხდიდან ექვსი წლის შემდეგ; ე) განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისათვის თავისუფლების აღკვეთით მსჯავრდებულისა _ სასჯელის მოხდიდან რვა წლის შემდეგ. გათვალისწინებულია ისეთი შემთხვევაც, როდესაც სასამართლოს შეუძლია ნასამართლობის გაქარწყლების ვადის გასვლამდე მოუხსნას პირს ნასამართლეობა. ეს შესაძლებელია მოხდეს იმ შემთხვევაში, თუ სასჯელის მოხდის შემდეგ პირი იქცეოდა უმწიკვლოდ და სასამართლოს მიმართავს ნასამართლობის სტატუსის მოხსნის თხოვნით.
დამატებითი ინფორმაციის მიღების მიზნით დაუკავშირდით საერთაშორისო საადვოკატო კომპანია ,,ნაკაშიძე&პარტნიორები/ Law Office Nakashidze&Partners''-ს.
ვუზრუნველვყობთ თქვენს დაცვას/წარმომადგენლობას: საქართველოსა და იტალიაში ყველა ინსტანციის სასამართლოში; ადმინისტრაციულ ორგანოებში,საელჩო,საკონსულო,იუსტიციის სახლში და სამინისტროებში; სამართლებრივი ურთიერთობის რეგულირებას ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან;სტრასბურგის-ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში.
თუ ეს საკითხი შენს შემთხვევას ეხება, მიიღე პერსონალური კონსულტაცია
სტატია გაძლევს ზოგად სურათს, მაგრამ კონკრეტული სამართლებრივი მოქმედება ინდივიდუალურ განხილვას მოითხოვს.
თბილისი, ალ. ყაზბეგის №47
თბილისი, გურამიშვილის N23 ა
Bari, Piazza Nicola Balenzano, 12 A
