iuristi.com იურიდიული სიახლეები და კონსულტაცია
+995 598 419 416 WhatsApp
დარეკვა კონსულტაცია
მთავარი კონსულტაცია ჩვენს შესახებ გუნდი ჯავშანი
+995 598 419 416 WhatsApp
დარეკვა კონსულტაცია
მთავარი კონსულტაცია ჩვენს შესახებ გუნდი ჯავშანი
იურისტი » სისხლის სამართალი » დანაშაულში თანამონაწილეობის სახეები
იურიდიული სტატია

დანაშაულში თანამონაწილეობის სახეები

27-04-2023, 15:45 სისხლის სამართალი / ადვოკატი / Advokati | lawyer / ადვოკატის ნომერი / ადვოკატი / სტატიები 368 ნახვა
დანაშაულში თანამონაწილეობის სახეები

დანაშაულში თანამონაწილეობა ნიშნავს ორი ან მეტი პირის განზრახ ერთობლივ მონაწილეობას განზრახი დანაშაულის ჩადენაში. ესე იგი, თანამონაწილეობით დანაშაულის ჩადენა ნიშნავს თითოეული თანამონაწილის მიერ სხვადასხვა ხარისხისა და ხასიათის ქმედების ჩადენას.

ვიწრო გაგებით თანამონაწილეობა, რომელსაც მეორენაირად რთულ თანამონაწილეობას უწოდებენ, გულისხმობს როლების დანაწილებას ცალკეულ მონაწილეთა შორის (ორგანიზატორი, წამქეზებელი, დამხმარე). ფართო გაგებით თანამონაწილეობა მოიცავს თანაამსრულებლობასაც.

დანაშაულში თანამონაწილეობის სახეები

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 24-ე მუხლის 1-ლი ნაწილი გვთავაზობს დანაშაულში თანამონაწილეობის პირველი სახის, ორგანიზატორის დეფინიციას. ორგანიზატორია ის, ვინც მოაწყო დანაშაულის ჩადენა ან ხელმძღვანელობდა მის განხორციელებას, აგრეთვე ის, ვინც შექმნა ორგანიზებული ჯგუფი ან ხელმძღვანელობდა მას.

ორგანიზატორი არის პირი, რომელიც აერთიანებს დანაშაულის ხელმძღვანელობას, სხვა თანამონაწილეთა ძალღონეს, წარმართავს მათ ერთობლივ საქმიანობას დანაშაულის მომზადებისა თუ უშუალო შესრულების პროცესში. ორგანიზატორი შეიმუშავებს დანაშაულის ჩადენის გეგმას, აძლევს მითითებებს ამსრულებლებს, როგორ უნდა იმოქმედონ დანაშაულის ჩადენისას. ამდენად, მისი საქმიანობა თავისი ხარისხითა და ინტენსივობით გაცილებით აღემატება სხვა თანამონაწილეების საქმიანობას და როგორც წესი, უფრო მკაცრად ისჯება, ვიდრე სხვა სახის თანამონაწილე.

წამქეზებელია ის, ვინც დაიყოლია სხვა პირი განზრახი დანაშაულის ჩასადენად. წამქეზებლის ქმედება შეიძლება გამოიხატოს დარწმუნებაში, მუქარაში, გასამრჯელოს შეპირებაში, მცდარი მოტივაციის გაღვიძებაში და ა.შ.

წაქეზება აუცილებლად გულისხმობს აქტიურ ზემოქმედებას სხვის ფსიქიკაზე, ამიტომ უმოქმედობით წაქეზება შეუძლებელია.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 24-ე მუხლის თანახმად, დამხმარეა ის, ვინც ხელი შეუწყო დანაშაულის ჩადენას.

დახმარება, როგორც წესი, აქტიური მოქმედებით ხორციელდება. თუმცა შესაძლებელია უმოქმედობით დახმარებაც. ამას მაშინ აქვს ადგილი, როდესაც სპეციალური მოვალეობის მქონე პირი არ უშლის ხელს ამსრულებლის მიერ ქმედების ჩადენას.

ლიტერატურაში განსხვავებენ დახმარების ორ ფორმას: ფიზიკურ და ფსიქიკურ (ინტელექტუალური) დახმარებას. ფიზიკური დახმარება, შესაძლებელია დაიყოს ორ სხვადასხვა ფორმად: ამსრულებლისათვის იარაღის ან სხვა საშუალების გადაცემა; დაბრკოლების თავიდან აცილება.

დამატებითი ინფორმაციის მიღების მიზნით დაუკავშირდით საერთაშორისო საადვოკატო კომპანია ,,ნაკაშიძე&პარტნიორები/ Law Office Nakashidze&Partners''-ს.

ვუზრუნველვყობთ თქვენს დაცვას/წარმომადგენლობას: საქართველოსა და იტალიაში ყველა ინსტანციის სასამართლოში; ადმინისტრაციულ ორგანოებში,საელჩო,საკონსულო,იუსტიციის სახლში და სამინისტროებში; სამართლებრივი ურთიერთობის რეგულირებას ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან;სტრასბურგის-ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში.

შემდეგი ნაბიჯი

თუ ეს საკითხი შენს შემთხვევას ეხება, მიიღე პერსონალური კონსულტაცია

სტატია გაძლევს ზოგად სურათს, მაგრამ კონკრეტული სამართლებრივი მოქმედება ინდივიდუალურ განხილვას მოითხოვს.

კითხვა ადვოკატთან დარეკვა WhatsApp
საქართველო

თბილისი, ალ. ყაზბეგის №47

თბილისი, გურამიშვილის N23 ა

კონტაქტი

+995 598 419 416

WhatsApp

იტალია

Bari, Piazza Nicola Balenzano, 12 A

იტალიის ოპერატორი

ტეგები: დანაშაული, თანამონაწილეობა
მსგავსი მასალები

წაიკითხე თემასთან დაკავშირებული სხვა სტატიებიც


ბრალის გამომრიცხველი გარემოებები

ბრალის გამომრიცხველი გარემოებები

ვრცლად

დანაშაულის შეუტყობინებლობა

დანაშაულის შეუტყობინებლობა

ვრცლად

დანაშაულის შეუტყობინებლობის მოტივები

დანაშაულის შეუტყობინებლობის მოტივები

ვრცლად

ნაფიცმა მსაჯულებმა შურისძიებით ჩადენილი მკვლელობის საქმეზე ბრალდებული დამნაშავედ ერთხმად ცნეს

ნაფიცმა მსაჯულებმა შურისძიებით ჩადენილი მკვლელობის საქმეზე ბრალდებული დამნაშავედ ერთხმად

ვრცლად

დანაშაულის დაფარვა ან შეუტყობინებლობა!

დანაშაულის დაფარვა ან შეუტყობინებლობა!

ვრცლად
კონსულტაცია

დაგვიკავშირდი ადვოკატთან

თუ სამართლებრივ საკითხზე სწრაფი პასუხი გჭირდება, გამოიყენე ქვემოთ მოცემული არხები.

დარეკვა WhatsApp კითხვა ადვოკატთან
პროფილი

ჩვენი გუნდი

მომხმარებლისთვის მნიშვნელოვანია დაინახოს რეალური იურისტი, გამოცდილება და პრაქტიკის სფეროები.

ნანა ნაკაშიძე ნანა ნაკაშიძეიტალიის ფილიალის ხელმძღვანელი ნათია ნაკაშიძე ნათია ნაკაშიძეადვოკატი, დამფუძნებელი ჯუზეპე სანტორო ჯუზეპე სანტოროპარტნიორი იტალიაში
კითხულობენ ხშირად

პოპულარული სტატიები

მოსამართლის დღე - საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მილოცვა კოლეგებს
პოპულარული მოსამართლის დღე - საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის
ესპანეთში საერთაშორისო სპეცოპერაცია „CACHABA“ - საქართველოსა და ესპანეთის პოლიციამ 13 პირი დააკავა
პოპულარული ესპანეთში საერთაშორისო სპეცოპერაცია „CACHABA“ - საქართველოსა და
აპარტ-ოტელების გაყიდვა და ახალი საგადასახადო რისკები - რა შეიცვალა 2026 წელს?
პოპულარული აპარტ-ოტელების გაყიდვა და ახალი საგადასახადო რისკები - რა შეიცვალა
ფიზიკური პირის მიერ აქტივის მიწოდების შედეგად მიღებული შემოსავლის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის საკითხებზე
პოპულარული ფიზიკური პირის მიერ აქტივის მიწოდების შედეგად მიღებული შემოსავლის

Iuristi.com

იურიდიული სიახლეები და ადვოკატის კონსულტაცია საქართველოში და იტალიაში.

TOP.GE რეიტინგი

სწრაფი ბმულები

  • ჩვენს შესახებ
  • გუნდი
  • ჯავშანი
  • კონტაქტი

კონტაქტი

  • +995 598 419 416
  • WhatsApp
  • თბილისი, ალ. ყაზბეგის №47
  • Bari, Piazza Nicola Balenzano, 12 A

საიტზე განთავსებულია იურიდიული თემების შესახებ სტატიები, პრაქტიკული განმარტებები და საკონტაქტო ინფორმაცია კონსულტაციის მისაღებად.

გჭირდება ადვოკატის სწრაფი კონსულტაცია?
დარეკვა WhatsApp