iuristi.com იურიდიული სიახლეები და კონსულტაცია
+995 598 419 416 WhatsApp
დარეკვა კონსულტაცია
მთავარი კონსულტაცია ჩვენს შესახებ გუნდი ჯავშანი
+995 598 419 416 WhatsApp
დარეკვა კონსულტაცია
მთავარი კონსულტაცია ჩვენს შესახებ გუნდი ჯავშანი
იურისტი » სახელშეკრულებო სამართალი » რა მოთხოვნები უნდა დავიცვათ სესხის ხელშეკრულების ფორმასთან დაკავშირებით?
იურიდიული სტატია

რა მოთხოვნები უნდა დავიცვათ სესხის ხელშეკრულების ფორმასთან დაკავშირებით?

1-05-2023, 14:24 სახელშეკრულებო სამართალი / ადვოკატი / Advokati | lawyer / iuristi / ადვოკატის ნომერი 208 ნახვა
რა მოთხოვნები უნდა დავიცვათ სესხის ხელშეკრულების ფორმასთან დაკავშირებით?

სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს ვალდებულებას დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი.

სესხის ხელშეკრულება დადებულად ითვლება მხოლოდ მაშინ, როცა გამსესხებელი ფულს ან გვაროვნულ ნივთს გადასცემს მსესხებელს. მარტო შეთანხმება სესხის თაობაზე ჯერ კიდევ არ ნიშნავს ხელშეკრულების დადებას.

ფორმის მიხედვით სესხის ხელშეკრულება შეიძლება იყოს ზეპირი და ასევე მხარეთა შეთანხმების შემთხვევაში – წერილობითიც.

როდესაც გამსესხებელს მართლაც აქვს გაცემული სესხი და სასამართლო გზით მის უკან დაბრუნებას ითხოვს, მტკიცებულებებისა და წერილობითი დოკუმენტების არ არსებობი გამო, სასამართლოს სწორი გადაწყვეტილების გამოტანა უჭირს. გამსესხებელს პრობლემას უქმნის ვალის გაცემის ზეპირი ფორმა. სამოქალაქო კოდექსის 624-ე მუხლი განსაზღვრავს, რომ სესხის ხელშეკრულება იდება ზეპირად, მაგრამ უშვებს ალტერნატივასაც.

მხარეთა შეთანხმებით, სესხის ხელშეკრულება შესაძლებელია დაიდოს წერილობითი ფორმით. სესხის ხელშეკრულების ზეპირი ფორმით დადება ნდობის ხარისხზეა დამოკიდებული. კერძოდ, მხარეთა ნება-სურვილზეა დამოკიდებული სესხის ხელშეკრულება დადონ მარტივი წერილობითი ფორმით თუ დაამოწმონ სანოტარო წესით. პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ ზეპირი ხელშეკრულების ნამდვილობის დასადასტურებლად საკმარისი არ არის მხოლოდ მოწმეთა ჩვენებები. ზეპირი ფორმით გაცემული სესხისას, გამსესხებელი ხშირად ვერ ასაბუთებს სესხის გაცემის ფაქტს, რის გამოც სასამართლოს პრობლემა ექმნება და ხშირად მოთხოვნაზე უარის თქმა უწევს. ანუ, თუკი გამსესხებელი ამბობს, რომ მან მეორე მხარესთან ზეპირი ფორმით გააფორმა სესხის ხელშეკრულება, იგი ვალდებულია ეს ამტკიცოს. სამოქალაქო კოდექსის თანახმად კი, მხოლოდ მოწმის ჩვენებას სასამართლო ვერ დაეყრდნობა. თუმცა შესაძლებელია ამ პრობლემის თავიდან აცილება თუკი გამსესხებელი იზრუნებს,რომ თანხას გაცემისას წერილობით დაადასტურებინოს თანხის მიღება.

წერილობითი ფორმით დადებული ხელშეკრულება, მხარეთა სურვილის შემთხვევაში შეიძლება დამოწმდეს ნოტარიალურად. თუმცა ხელშეკრულების ნამდვილობისთვის საკმარისია მხარეთა ხელმოწერა.

იმ შემთხვევაში,თუ მხარეები ხელწერილით დაადასტურებენ თანხის გადაცემისა და მიღების ფაქტებებს, თავს დაიზღვევენ მომავალი გართულებებისგან, ფინანსური თუ სამართლებრივი პრობლემებისგან.

დამატებითი ინფორმაციის მიღების მიზნით დაუკავშირდით საერთაშორისო საადვოკატო კომპანია ,,ნაკაშიძე&პარტნიორები/ Law Office Nakashidze&Partners''-ს.

ვუზრუნველვყობთ თქვენს დაცვას/წარმომადგენლობას: საქართველოსა და იტალიაში ყველა ინსტანციის სასამართლოში; ადმინისტრაციულ ორგანოებში,საელჩო,საკონსულო,იუსტიციის სახლში და სამინისტროებში; სამართლებრივი ურთიერთობის რეგულირებას ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან;სტრასბურგის-ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში.

შემდეგი ნაბიჯი

თუ ეს საკითხი შენს შემთხვევას ეხება, მიიღე პერსონალური კონსულტაცია

სტატია გაძლევს ზოგად სურათს, მაგრამ კონკრეტული სამართლებრივი მოქმედება ინდივიდუალურ განხილვას მოითხოვს.

კითხვა ადვოკატთან დარეკვა WhatsApp
საქართველო

თბილისი, ალ. ყაზბეგის №47

თბილისი, გურამიშვილის N23 ა

კონტაქტი

+995 598 419 416

WhatsApp

იტალია

Bari, Piazza Nicola Balenzano, 12 A

იტალიის ოპერატორი

ტეგები: ფორმა, სესხი, ხელშეკრულება, მოთხოვნები, დაცვა, გამსესხებელი, ვალდებულება
მსგავსი მასალები

წაიკითხე თემასთან დაკავშირებული სხვა სტატიებიც


სესხის ხელშეკრულების თავისებურებები

სესხის ხელშეკრულების თავისებურებები

ვრცლად

სესხის ხელშეკრულება

სესხის ხელშეკრულება

ვრცლად

სესხი და იპოთეკა

სესხი და იპოთეკა

ვრცლად

რა განსხვავებაა სესხისა და იპოთეკით უზრუნველყოფილი სესხის ხელშეკრულებებს შორის?

რა განსხვავებაა სესხისა და იპოთეკით უზრუნველყოფილი სესხის ხელშეკრულებებს შორის?

ვრცლად

ნასყიდობა თუ სესხის ხელშეკრულება

ნასყიდობა თუ სესხის ხელშეკრულება

ვრცლად
კონსულტაცია

დაგვიკავშირდი ადვოკატთან

თუ სამართლებრივ საკითხზე სწრაფი პასუხი გჭირდება, გამოიყენე ქვემოთ მოცემული არხები.

დარეკვა WhatsApp კითხვა ადვოკატთან
პროფილი

ჩვენი გუნდი

მომხმარებლისთვის მნიშვნელოვანია დაინახოს რეალური იურისტი, გამოცდილება და პრაქტიკის სფეროები.

ნანა ნაკაშიძე ნანა ნაკაშიძეიტალიის ფილიალის ხელმძღვანელი ნათია ნაკაშიძე ნათია ნაკაშიძეადვოკატი, დამფუძნებელი ჯუზეპე სანტორო ჯუზეპე სანტოროპარტნიორი იტალიაში
კითხულობენ ხშირად

პოპულარული სტატიები

მოსამართლის დღე - საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მილოცვა კოლეგებს
პოპულარული მოსამართლის დღე - საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის
ესპანეთში საერთაშორისო სპეცოპერაცია „CACHABA“ - საქართველოსა და ესპანეთის პოლიციამ 13 პირი დააკავა
პოპულარული ესპანეთში საერთაშორისო სპეცოპერაცია „CACHABA“ - საქართველოსა და
აპარტ-ოტელების გაყიდვა და ახალი საგადასახადო რისკები - რა შეიცვალა 2026 წელს?
პოპულარული აპარტ-ოტელების გაყიდვა და ახალი საგადასახადო რისკები - რა შეიცვალა
ფიზიკური პირის მიერ აქტივის მიწოდების შედეგად მიღებული შემოსავლის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის საკითხებზე
პოპულარული ფიზიკური პირის მიერ აქტივის მიწოდების შედეგად მიღებული შემოსავლის

Iuristi.com

იურიდიული სიახლეები და ადვოკატის კონსულტაცია საქართველოში და იტალიაში.

TOP.GE რეიტინგი

სწრაფი ბმულები

  • ჩვენს შესახებ
  • გუნდი
  • ჯავშანი
  • კონტაქტი

კონტაქტი

  • +995 598 419 416
  • WhatsApp
  • თბილისი, ალ. ყაზბეგის №47
  • Bari, Piazza Nicola Balenzano, 12 A

საიტზე განთავსებულია იურიდიული თემების შესახებ სტატიები, პრაქტიკული განმარტებები და საკონტაქტო ინფორმაცია კონსულტაციის მისაღებად.

გჭირდება ადვოკატის სწრაფი კონსულტაცია?
დარეკვა WhatsApp