iuristi.com იურიდიული სიახლეები და კონსულტაცია
+995 598 419 416 WhatsApp
დარეკვა კონსულტაცია
მთავარი კონსულტაცია ჩვენს შესახებ გუნდი ჯავშანი
+995 598 419 416 WhatsApp
დარეკვა კონსულტაცია
მთავარი კონსულტაცია ჩვენს შესახებ გუნდი ჯავშანი
იურისტი » სახელშეკრულებო სამართალი » ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილება
იურიდიული სტატია

ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილება

31-03-2023, 14:21 სახელშეკრულებო სამართალი / ადვოკატის ნომერი / ადვოკატი / Advokati | lawyer / ადვოკატი / სტატიები 246 ნახვა
ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილება

შეთანხმება ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების შესახებ, ჩვეულებრივ, იდება ორ ქვეყანას შორის. შეთანხმება განსაზღვრავს ერთი ქვეყნის რეზიდენტის მიერ სხვა ქვეყნიდან მიღებული შემოსავლის გადასახადების გადახდასთან დაკავშირებულ წესებს. შეთანხმებაში მითითებულია გადასახადების სახეები, რომლებიც ექვემდებარება დოკუმენტს, და იურიდიული პირები, რომლებზეც ისინი ვრცელდება.

ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების შესახებ შეთანხმების მთავარი მიზანია გადასახადების თავიდან აცილების კონტროლი, ქვეყნებს შორის სავაჭრო თანამშრომლობის ხელშეწყობა და უცხოური ინვესტიციების სტიმულაცია.

ამჟამად, საქართველოს მთავრობას „შემოსავალზე და კაპიტალზე ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილებისა და გადასახადების გადაუხდელობის აღკვეთის შესახებ შეთანხმება“ (ორმაგი დაბეგვრის ხელშეკრულება) 56 ქვეყანასთან აქვს გაფორმებული. მსგავსი საერთაშორისო ხელშეკრულებები საგადასახადო კანონმდებლობის ნაწილია. მათი მიზანია საქართველოსა და ხელშეკრულების მეორე მხარე ქვეყნის რეზიდენტ პირებს შორის ბიზნეს-ტრანზაქციის განხორციელებისას (საქონლის მიწოდება, მომსახურების გაწევა, სესხის გაცემა და ა.შ.) განისაზღვროს, რომელმა ქვეყანამ უნდა დაბეგროს ამ ოპერაციისგან მიღებული შემოსავალი (ან მოგება) და რა ოდენობით.

ორმაგი დაბეგვრის ხელშეკრულება საგადასახადო შეღავათს ხშირად ანიჭებს საქართველოს რეზიდენტ პირებს, რომლებიც საკომპენსაციო თანხას იმ ქვეყნის რეზიდენტ კომპანიებს ან ფიზიკურ პირებს უხდიან, რომელთანაც საქართველოს ასეთი ხელშეკრულება აქვს გაფორმებული.

ორმაგი დაბეგვრის ხელშეკრულებები სრულ საგადასახადო შეღავათს ყოველთვის არ გვანიჭებს. მათ სწორად გამოყენებას გარკვეული სპეციალური ცოდნა სჭირდება. წინააღმდეგ შემთხვევაში, გადასახადისგან გათავისუფლების ნაცვლად, ასეთი ხელშეკრულებების გამოყენებამ შესაძლოა საგადასახადო სანქციები გამოიწვიოს. მაგალითად, უნდა ვიცოდეთ, რა შემთხვევაში და რა ოდენობით გვენიჭება საგადასახადო შეღავათი, რა პროცედურების დაცვაა საჭირო, რომ ვისარგებლოთ მათით და რა რისკებს უკავშირდება ასეთი საერთაშორისო ხელშეკრულებების გამოყენება. საგულისხმოა, რომ სხვადასხვა ტიპის შემოსავალზე გათავისუფლების/დაბეგვრის სხვადასხვა პრინციპი მოქმედებს.

გადასახადის დაბეგვრის ორი ძირითადი წესი არსებობს: 1) ერთობლივ შემოსავალში/ დასაბეგრ მოგებაში ჩართვა და თავად დეკლარირება ან 2) გადასახადის წყაროსთან დაკავება სხვა პირის მიერ (მაგალითად, პირი, რომელიც მომსახურებას გვინაზღაურებს).

ორმაგი დაბეგვრის ხელშეკრულება ადგენს, თუ სად უნდა დაიბეგროს ისეთი შემოსავალი, რომელიც ერთი ქვეყნის რეზიდენტმა მეორე ქვეყანაში მიიღო, ისე, რომ ამ შემოსავლის ორმაგად დაბეგვრა (ან საერთოდ დაუბეგრაობა) თავიდან იქნას აცილებული.

გადასახადი უნდა იბეგრებოდეს ერთ-ერთ ქვეყანაში, რათა ერთი და იგივე კონტრაქტით გაწეულ ერთსა და იმავე მომსახურებაზე არ გადაიხადოთ გადასახადი ორ ქვეყანაში.

დამატებითი ინფორმაციის მიღების მიზნით დაუკავშირდით საერთაშორისო საადვოკატო კომპანია ,,ნაკაშიძე&პარტნიორები/ Law Office Nakashidze&Partners''-ს.

ვუზრუნველვყობთ თქვენს დაცვას/წარმომადგენლობას: საქართველოსა და იტალიაში ყველა ინსტანციის სასამართლოში; ადმინისტრაციულ ორგანოებში,საელჩო,საკონსულო,იუსტიციის სახლში და სამინისტროებში; სამართლებრივი ურთიერთობის რეგულირებას ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან;სტრასბურგის-ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში.

შემდეგი ნაბიჯი

თუ ეს საკითხი შენს შემთხვევას ეხება, მიიღე პერსონალური კონსულტაცია

სტატია გაძლევს ზოგად სურათს, მაგრამ კონკრეტული სამართლებრივი მოქმედება ინდივიდუალურ განხილვას მოითხოვს.

კითხვა ადვოკატთან დარეკვა WhatsApp
საქართველო

თბილისი, ალ. ყაზბეგის №47

თბილისი, გურამიშვილის N23 ა

კონტაქტი

+995 598 419 416

WhatsApp

იტალია

Bari, Piazza Nicola Balenzano, 12 A

იტალიის ოპერატორი

ტეგები: ადვოკატის ნომერი, ცნობილი ადვოკატები საქართველოში, ცნობილი ადვოკატი საქართველოში, უძლიერესი ადვოკატის ნომერი599505578, ახალგაზრდა ადვოკატები, საერთაშორისო ადვოკატები, სანდო ადვოკატი, საადვოკატო ბიურო, იურიდიული კომპანია, საადვოკატო, ადვოკატი, ადვოკატი იტ
მსგავსი მასალები

წაიკითხე თემასთან დაკავშირებული სხვა სტატიებიც


1-ელი აპრილიდან პოლონეთთან ორმაგი დაბეგვრის თავიდან არიდების შესახებ შეთანხმება შედის ძალაში

1-ელი აპრილიდან პოლონეთთან ორმაგი დაბეგვრის თავიდან არიდების შესახებ შეთანხმება შედის

ვრცლად

მიღებულ იქნა ფინანსთა სამინისტროს ახალი საჯარო გადაწყვეტილება

მიღებულ იქნა ფინანსთა სამინისტროს ახალი საჯარო გადაწყვეტილება

ვრცლად

საგადასახადო შეღავათები, რომლებიც 2026 წლამდე გაგრძელდება

საგადასახადო შეღავათები, რომლებიც 2026 წლამდე გაგრძელდება

ვრცლად

ლაშა ხუციშვილმა სათამაშო ბიზნესის ახალი რეგულაციები წარადგინა

ლაშა ხუციშვილმა სათამაშო ბიზნესის ახალი რეგულაციები წარადგინა

ვრცლად

რა არის საშემოსავლო გადასახადი და რა საგადასახადო შეღავათებს ითვალისწინებს კანონი მასთან დაკავშირებით?

რა არის საშემოსავლო გადასახადი და რა საგადასახადო შეღავათებს ითვალისწინებს კანონი მასთან

ვრცლად
კონსულტაცია

დაგვიკავშირდი ადვოკატთან

თუ სამართლებრივ საკითხზე სწრაფი პასუხი გჭირდება, გამოიყენე ქვემოთ მოცემული არხები.

დარეკვა WhatsApp კითხვა ადვოკატთან
პროფილი

ჩვენი გუნდი

მომხმარებლისთვის მნიშვნელოვანია დაინახოს რეალური იურისტი, გამოცდილება და პრაქტიკის სფეროები.

ნანა ნაკაშიძე ნანა ნაკაშიძეიტალიის ფილიალის ხელმძღვანელი ნათია ნაკაშიძე ნათია ნაკაშიძეადვოკატი, დამფუძნებელი ჯუზეპე სანტორო ჯუზეპე სანტოროპარტნიორი იტალიაში
კითხულობენ ხშირად

პოპულარული სტატიები

მოსამართლის დღე - საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მილოცვა კოლეგებს
პოპულარული მოსამართლის დღე - საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის
ესპანეთში საერთაშორისო სპეცოპერაცია „CACHABA“ - საქართველოსა და ესპანეთის პოლიციამ 13 პირი დააკავა
პოპულარული ესპანეთში საერთაშორისო სპეცოპერაცია „CACHABA“ - საქართველოსა და
აპარტ-ოტელების გაყიდვა და ახალი საგადასახადო რისკები - რა შეიცვალა 2026 წელს?
პოპულარული აპარტ-ოტელების გაყიდვა და ახალი საგადასახადო რისკები - რა შეიცვალა
ფიზიკური პირის მიერ აქტივის მიწოდების შედეგად მიღებული შემოსავლის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის საკითხებზე
პოპულარული ფიზიკური პირის მიერ აქტივის მიწოდების შედეგად მიღებული შემოსავლის

Iuristi.com

იურიდიული სიახლეები და ადვოკატის კონსულტაცია საქართველოში და იტალიაში.

TOP.GE რეიტინგი

სწრაფი ბმულები

  • ჩვენს შესახებ
  • გუნდი
  • ჯავშანი
  • კონტაქტი

კონტაქტი

  • +995 598 419 416
  • WhatsApp
  • თბილისი, ალ. ყაზბეგის №47
  • Bari, Piazza Nicola Balenzano, 12 A

საიტზე განთავსებულია იურიდიული თემების შესახებ სტატიები, პრაქტიკული განმარტებები და საკონტაქტო ინფორმაცია კონსულტაციის მისაღებად.

გჭირდება ადვოკატის სწრაფი კონსულტაცია?
დარეკვა WhatsApp