iuristi.com იურიდიული სიახლეები და კონსულტაცია
+995 598 419 416 WhatsApp
დარეკვა კონსულტაცია
მთავარი კონსულტაცია ჩვენს შესახებ გუნდი ჯავშანი
+995 598 419 416 WhatsApp
დარეკვა კონსულტაცია
მთავარი კონსულტაცია ჩვენს შესახებ გუნდი ჯავშანი
იურისტი » სახელშეკრულებო სამართალი » რა არის დელიქტი და დელიქტური ვალდებულებები
იურიდიული სტატია

რა არის დელიქტი და დელიქტური ვალდებულებები

24-03-2023, 10:35 სახელშეკრულებო სამართალი / ადვოკატი / სტატიები / ადვოკატი / Advokati | lawyer / ადვოკატის ნომერი 841 ნახვა
რა არის დელიქტი და დელიქტური ვალდებულებები

დელიქტი იგივე სამართალდარღვევა, ფართო გაგებით - საზოგადოების წინააღმდეგ მიმართული, საზოგადოებისთვის ზიანის მომტანი ქმედება, რომელიც ისჯება კანონით.

სამართალდარღვევები შეიძლება იყოს სამოქალაქო (მაგ: ფიზიკური ან იურიდიული პირის ქონების დაზიანება), ადმინისტრაციული (მაგ: საგზაო მოძრაობის წესების დარღვევა) დისციპლინარული და ა.შ. სამართალდარღვევის ყველაზე საშიში ფორმაა დანაშაული. შესაბამისად სამართალდაღვევისთვის შეიძლება დაეკისროს სამოქალაქო, ადმინისტრაციული, დისციპლინარული ან სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა.

სამოქალაქო სამართალში - დარღვევა, რომელიც არაა დაკავშირებული ხელშეკრულების დარღვევასთან, არამედ ზიანის მიყენებასთან. ზიანის მიყენებაში იგულისხმება ქონებრივი ან არაქონებრივი ზიანი, ფიზიკური ტრავმა, ცილისწამება. აგრეთვე პირადი თავისუფლებების, საკუთრების უფლების და კომერციული ინტერესების შეზღუდვა. პირს, რომელმაც ჩაიდინა სამოქალაქო სამართალდარღვევა ეწოდება დელინკვენტი.

ზიანი შეიძლება წარმოიშვას, როგორც სახელშეკრულებო, ისე – არასახელშეკრულებო ურთიერთობიდან.

სახელშეკრულებო ურთიერთობებიდან წარმოშობილი ზიანი სახელშეკრულებო პირობების დარღვევის შედეგია, რომელიც დგება მხარეთა შეთანხმებით როგორც ზოგად, ისე, სპეციალურ ნორმათა მოთხოვნის საფუძველზე. ამრიგად, სახელშეკრულებო ზიანის დადგომამდე უკვე არსებობს მხარეთა შორის წინასწარ ჩამოყალიბებული სახელშეკრულებო ურთიერთობა.

რაც შეეხება არასახელშეკრულებო ზიანს – ეს არის არასახელშეკრულებო ურთიერთობიდან წარმოშობილი ზიანი, ანუ მხარეებს შორის წინასწარ შეთანხმებული სამართლებრივი ურთიერთობა(უფლებები, მოვალეობები) არ არსებობს. ამ შემთხვევაში ზიანი დგება იმ საკანონმდებლო ნორმების დარღვევით, რომელთა შესრულებით უზრუნველყოფილია პირთა ქონებრივი და არაქონებრივი ინტერესების (საკუთრების უფლება, პატივი, ღირსება, ჯამრთელობა და ა.შ.) დაცვა.

სამოქალაქო კოდექსის მიხედვით მოვალისათვის პასუხისმგებლობის დაკისრება (ზიანის ანაზღაურება) შესაძლებელია, თუ არსებობს შემდეგი სახის გარემოებები:

1) მოვალის მართლსაწინააღმდეგო ქმედება; 2)ზიანი; 3)მიზეზობრივი კავშირი მოვალის მართლსაწინააღმდეგო მოქმედებასა და ზიანს შორის; 4) მოვალის ბრალი;

ყველაზე ხშირად გავრცელებული დელიქტური ვალდებულების სახეებია: ავტოსაგზაო შემთხვევებით მიყენებული ზიანი, ჯამრთელობის დაზიანებით გამოწვეული ზიანი ,მშენებლობისას მეზობლის სახლისთვის მიყენებული ზიანი, შინაური ცხოველის მიერ მიყენებული ზიანი თუ პატრონს შეეძლო უსაფრთხო ნორმების დაცვა და სხვა.

ზიანის მიყენებად შეიძლება იგულისხმებოდეს ასევე არაქონებრივი მორალური ზიანი, მაგ. ფიზიკური ტრამვა, რაც ასევე შეიძლება დაექვემდებროს კომპენსირებას. როგორც წესი ზიანის ანაზღაურების დავებზე გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება საექსპერტო დასკვნას, რომელიც განსაზღვრავს ზიანის ოდენობას.

დამატებითი ინფორმაციის მიღების მიზნით დაუკავშირდით საერთაშორისო საადვოკატო კომპანია ,,ნაკაშიძე&პარტნიორები/ Law Office Nakashidze&Partners''-ს.

ვუზრუნველვყობთ თქვენს დაცვას/წარმომადგენლობას: საქართველოსა და იტალიაში ყველა ინსტანციის სასამართლოში; ადმინისტრაციულ ორგანოებში,საელჩო,საკონსულო,იუსტიციის სახლში და სამინისტროებში; სამართლებრივი ურთიერთობის რეგულირებას ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან;სტრასბურგის-ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში.

შემდეგი ნაბიჯი

თუ ეს საკითხი შენს შემთხვევას ეხება, მიიღე პერსონალური კონსულტაცია

სტატია გაძლევს ზოგად სურათს, მაგრამ კონკრეტული სამართლებრივი მოქმედება ინდივიდუალურ განხილვას მოითხოვს.

კითხვა ადვოკატთან დარეკვა WhatsApp
საქართველო

თბილისი, ალ. ყაზბეგის №47

თბილისი, გურამიშვილის N23 ა

კონტაქტი

+995 598 419 416

WhatsApp

იტალია

Bari, Piazza Nicola Balenzano, 12 A

იტალიის ოპერატორი

ტეგები: ადვოკატის ნომერი, ცნობილი ადვოკატები საქართველოში, ცნობილი ადვოკატი საქართველოში, უძლიერესი ადვოკატის ნომერი599505578, ახალგაზრდა ადვოკატები, საერთაშორისო ადვოკატები, სანდო ადვოკატი, საადვოკატო ბიურო, იურიდიული კომპანია, საადვოკატო, ადვოკატი, ადვოკატი იტ
მსგავსი მასალები

წაიკითხე თემასთან დაკავშირებული სხვა სტატიებიც


რას ნიშნავს დელიქტი?

რას ნიშნავს დელიქტი?

ვრცლად

ავტოსაგზაო შემთხვევა - დანაშაული თუ სამართალ დარღვევა?

ავტოსაგზაო შემთხვევა - დანაშაული თუ სამართალ დარღვევა?

ვრცლად

მორალური ზიანის ანაზღაურების საფუძველი და ფარგლები

მორალური ზიანის ანაზღაურების საფუძველი და ფარგლები

ვრცლად

ავტოავარიის შედეგად მიღებული ზიანის ანაზღაურება

ავტოავარიის შედეგად მიღებული ზიანის ანაზღაურება

ვრცლად
კონსულტაცია

დაგვიკავშირდი ადვოკატთან

თუ სამართლებრივ საკითხზე სწრაფი პასუხი გჭირდება, გამოიყენე ქვემოთ მოცემული არხები.

დარეკვა WhatsApp კითხვა ადვოკატთან
პროფილი

ჩვენი გუნდი

მომხმარებლისთვის მნიშვნელოვანია დაინახოს რეალური იურისტი, გამოცდილება და პრაქტიკის სფეროები.

ნანა ნაკაშიძე ნანა ნაკაშიძეიტალიის ფილიალის ხელმძღვანელი ნათია ნაკაშიძე ნათია ნაკაშიძეადვოკატი, დამფუძნებელი ჯუზეპე სანტორო ჯუზეპე სანტოროპარტნიორი იტალიაში
კითხულობენ ხშირად

პოპულარული სტატიები

მოსამართლის დღე - საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მილოცვა კოლეგებს
პოპულარული მოსამართლის დღე - საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის
ესპანეთში საერთაშორისო სპეცოპერაცია „CACHABA“ - საქართველოსა და ესპანეთის პოლიციამ 13 პირი დააკავა
პოპულარული ესპანეთში საერთაშორისო სპეცოპერაცია „CACHABA“ - საქართველოსა და
აპარტ-ოტელების გაყიდვა და ახალი საგადასახადო რისკები - რა შეიცვალა 2026 წელს?
პოპულარული აპარტ-ოტელების გაყიდვა და ახალი საგადასახადო რისკები - რა შეიცვალა
ფიზიკური პირის მიერ აქტივის მიწოდების შედეგად მიღებული შემოსავლის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის საკითხებზე
პოპულარული ფიზიკური პირის მიერ აქტივის მიწოდების შედეგად მიღებული შემოსავლის

Iuristi.com

იურიდიული სიახლეები და ადვოკატის კონსულტაცია საქართველოში და იტალიაში.

TOP.GE რეიტინგი

სწრაფი ბმულები

  • ჩვენს შესახებ
  • გუნდი
  • ჯავშანი
  • კონტაქტი

კონტაქტი

  • +995 598 419 416
  • WhatsApp
  • თბილისი, ალ. ყაზბეგის №47
  • Bari, Piazza Nicola Balenzano, 12 A

საიტზე განთავსებულია იურიდიული თემების შესახებ სტატიები, პრაქტიკული განმარტებები და საკონტაქტო ინფორმაცია კონსულტაციის მისაღებად.

გჭირდება ადვოკატის სწრაფი კონსულტაცია?
დარეკვა WhatsApp