iuristi.com იურიდიული სიახლეები და კონსულტაცია
+995 598 419 416 WhatsApp
დარეკვა კონსულტაცია
მთავარი კონსულტაცია ჩვენს შესახებ გუნდი ჯავშანი
+995 598 419 416 WhatsApp
დარეკვა კონსულტაცია
მთავარი კონსულტაცია ჩვენს შესახებ გუნდი ჯავშანი
იურისტი » სახელშეკრულებო სამართალი » რა უნდა ვიცოდეთ ქონების ჩუქებისას
იურიდიული სტატია

რა უნდა ვიცოდეთ ქონების ჩუქებისას

22-03-2023, 17:03 სახელშეკრულებო სამართალი / ადვოკატი / Advokati | lawyer / ადვოკატის ნომერი 1 419 ნახვა
რა უნდა ვიცოდეთ ქონების ჩუქებისას

ჩუქების ხელშეკრულებით ადამიანი უსასყიდლოდ გადასცემს მეორე პირს თავის საკუთრებას. იმისათვის, რომ მჩუქებელმა ქონება გადასცეს, დასაჩუქრებულის თანხმობაა საჭირო. თუ მეორე მხარე თანახმა არ არის, ასეთ ჩუქებას ძალა არ ექნება.

თუ საკითხი უძრავ ქონებას ეხება, ამ შემთხვევაში ჩუქების ხელშეკრულება აუცილებლად უნდა გაფორმდეს, ან ჩუქების აქტი ნოტარიუსმა უნდა გააფორმოს. თუ უძრავი ნივთის ჩუქების ხელშეკრულება სანოტარო წესით არ არის გაფორმებული, მას იურიდიული ძალა არ ექნება და საჯარო რეესტრში ვერ დარეგისტრირდება. ჩუქების ხელშეკრულებას მხარეებმა შეიძლება ხელი მოაწერონ საჯარო რეესტრში. ეს ორგანო დაარეგისტრირებს ქონებას, ან ნივთს მიმღების სახელზე, როგორც ეს ნასყიდობის შემთხვევაში ხდება. რაც შეეხება მოძრავ ქონებას – ტექნიკას, ავტომობილს, ან სხვა ნივთებს, მათი ჩუქების შემთხვევაში წერილობითი ხელშეკრულების გაფორმება სავალდებულო არ არის.

ადამიანს ქონების გაჩუქების უფლება არა აქვს, თუ ამით საარსებო წყაროს უსპობს მის კმაყოფაზე მყოფ პირს. თუ ამ ქონებით გამჩუქებელი და მის კმაყოფაზე მყოფი ერთი, ან რამდენიმე პირი საარსებო წყაროს იღებს, მას უფლება არა აქვს ქონება გააჩუქოს. წინააღმდეგ შემთხვევაში იმას, ვინც გამჩუქებლის კმაყოფაზეა, უფლება აქვს სასამართლოს მიმართოს და ხელშეკრულების ბათილად ცნობა მოითხოვოს.

საჩუქრის მიმღებს საგადასახადო ვალდებულება წარმოეშობა: თუ პირველი რიგის მემკვიდრე არ არის, მან მიღებული ქონების ღირებულების 20% უნდა გადაიხადოს. თუ პირმა ქონება გააჩუქა პირველი-მეორე რიგის მემკვიდრეებზე – შვილებზე, დაზე, ძმაზე, მეუღლეზე, მათ საგადასახადო ვალდებულება არა აქვთ, მაგრამ თუ ქონება გააჩუქა მეგობარზე, ან სხვა ნათესავზე, რომელიც არ მიეკუთვნება პირველი და მეორე რიგის მემკვიდრეებს, მაშინ ქონების ღირებულების 20% უნდა გადაიხადოს. თუ გაჩუქებული ქონების ღირებულება ათას ლარს არ აღემატება, მჩუქებელს ეს ვალდებულება ეხსნება.

გაჩუქებული ქონების უკან დაბრუნება საჩივრის შეტანიდან 1 წლის განმავლობაში შეიძლება, 1 წლის ვადის გასვლის შემდეგ თქვენი მოთხოვნა უკვე ხანდაზმულად ჩაითვლება.

დამატებითი ინფორმაციის მიღების მიზნით დაუკავშირდით საერთაშორისო საადვოკატო კომპანია ,,ნაკაშიძე&პარტნიორები/ Law Office Nakashidze&Partners''-ს.

ვუზრუნველვყობთ თქვენს დაცვას/წარმომადგენლობას: საქართველოსა და იტალიაში ყველა ინსტანციის სასამართლოში; ადმინისტრაციულ ორგანოებში,საელჩო,საკონსულო,იუსტიციის სახლში და სამინისტროებში; სამართლებრივი ურთიერთობის რეგულირებას ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან;სტრასბურგის-ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში.

შემდეგი ნაბიჯი

თუ ეს საკითხი შენს შემთხვევას ეხება, მიიღე პერსონალური კონსულტაცია

სტატია გაძლევს ზოგად სურათს, მაგრამ კონკრეტული სამართლებრივი მოქმედება ინდივიდუალურ განხილვას მოითხოვს.

კითხვა ადვოკატთან დარეკვა WhatsApp
საქართველო

თბილისი, ალ. ყაზბეგის №47

თბილისი, გურამიშვილის N23 ა

კონტაქტი

+995 598 419 416

WhatsApp

იტალია

Bari, Piazza Nicola Balenzano, 12 A

იტალიის ოპერატორი

ტეგები: ქართველები იტალიაში, იტალიაში ქართველები, ემიგრანტები იტალიაში, ქართველი ემიგრანტები იტალიაში, ადვოკატი იტალიაში, იტალიაში ადვოკატი, შემოსავლების სამსახურში გასაჩივრება, საჩივრის წარდგენა, natia nakashidze, natia, nakashidze, lawyer 599505578, lawyer in G
მსგავსი მასალები

წაიკითხე თემასთან დაკავშირებული სხვა სტატიებიც


ჩუქების ხელშეკრულების დადება

ჩუქების ხელშეკრულების დადება

ვრცლად

გაჩუქებული ნივთის უკან დაბრუნების შესაძლებლობა

გაჩუქებული ნივთის უკან დაბრუნების შესაძლებლობა

ვრცლად

იურისტი განგვიმარტავს:რა განსხვავებაა ჩუქებისა და რჩენის ხელშეკრულებებს შორის

იურისტი განგვიმარტავს:რა განსხვავებაა ჩუქებისა და რჩენის ხელშეკრულებებს შორის

ვრცლად

თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ ბათილად იქნა ცნობილი ჩუქების ხელშეკრულება

თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ ბათილად იქნა ცნობილი ჩუქების ხელშეკრულება

ვრცლად
კონსულტაცია

დაგვიკავშირდი ადვოკატთან

თუ სამართლებრივ საკითხზე სწრაფი პასუხი გჭირდება, გამოიყენე ქვემოთ მოცემული არხები.

დარეკვა WhatsApp კითხვა ადვოკატთან
პროფილი

ჩვენი გუნდი

მომხმარებლისთვის მნიშვნელოვანია დაინახოს რეალური იურისტი, გამოცდილება და პრაქტიკის სფეროები.

ნანა ნაკაშიძე ნანა ნაკაშიძეიტალიის ფილიალის ხელმძღვანელი ნათია ნაკაშიძე ნათია ნაკაშიძეადვოკატი, დამფუძნებელი ჯუზეპე სანტორო ჯუზეპე სანტოროპარტნიორი იტალიაში
კითხულობენ ხშირად

პოპულარული სტატიები

მოსამართლის დღე - საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მილოცვა კოლეგებს
პოპულარული მოსამართლის დღე - საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის
ესპანეთში საერთაშორისო სპეცოპერაცია „CACHABA“ - საქართველოსა და ესპანეთის პოლიციამ 13 პირი დააკავა
პოპულარული ესპანეთში საერთაშორისო სპეცოპერაცია „CACHABA“ - საქართველოსა და
აპარტ-ოტელების გაყიდვა და ახალი საგადასახადო რისკები - რა შეიცვალა 2026 წელს?
პოპულარული აპარტ-ოტელების გაყიდვა და ახალი საგადასახადო რისკები - რა შეიცვალა
ფიზიკური პირის მიერ აქტივის მიწოდების შედეგად მიღებული შემოსავლის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის საკითხებზე
პოპულარული ფიზიკური პირის მიერ აქტივის მიწოდების შედეგად მიღებული შემოსავლის

Iuristi.com

იურიდიული სიახლეები და ადვოკატის კონსულტაცია საქართველოში და იტალიაში.

TOP.GE რეიტინგი

სწრაფი ბმულები

  • ჩვენს შესახებ
  • გუნდი
  • ჯავშანი
  • კონტაქტი

კონტაქტი

  • +995 598 419 416
  • WhatsApp
  • თბილისი, ალ. ყაზბეგის №47
  • Bari, Piazza Nicola Balenzano, 12 A

საიტზე განთავსებულია იურიდიული თემების შესახებ სტატიები, პრაქტიკული განმარტებები და საკონტაქტო ინფორმაცია კონსულტაციის მისაღებად.

გჭირდება ადვოკატის სწრაფი კონსულტაცია?
დარეკვა WhatsApp