iuristi.com იურიდიული სიახლეები და კონსულტაცია
+995 598 419 416 WhatsApp
დარეკვა კონსულტაცია
მთავარი კონსულტაცია ჩვენს შესახებ გუნდი ჯავშანი
+995 598 419 416 WhatsApp
დარეკვა კონსულტაცია
მთავარი კონსულტაცია ჩვენს შესახებ გუნდი ჯავშანი
იურისტი » სახელშეკრულებო სამართალი » რა არის თაღლითობა
იურიდიული სტატია

რა არის თაღლითობა

15-02-2023, 11:18 სახელშეკრულებო სამართალი / ადვოკატი / Advokati | lawyer / ადვოკატის ნომერი 403 ნახვა
რა არის თაღლითობა

თაღლითობა საკუთრების უფლების საწინააღმდეგო ეკონომიკური დანაშაულია, რომელიც ისჯება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლით[1]. ის მოიაზრებს დაზარალებულის ქონებრივ ზიანს. ამ მუხლის დისპოზიციის მიხედვით, თაღლითობა სხვისი ნივთის დაუფლებას გულისხმობს მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით ან ქონებრივი უფლების მოტყუებით მიღებას; სწორედ მოტყუება არის თაღლითობის, როგორც დანაშაულის მთავარი წყარო.

დანაშაული ჩადენილად მიიჩნევა მაშინ, როდესაც მოხდება ნივთის (ქონების) მესაკუთრისა ან მფლობელისგან ნივთის ან ქონებრივი უფლების მოტყუებით მიღება; არ აქვს მნიშვნელობა, შეძლო თუ არა დამნაშავემ საბოლოო მიზნის. შეიძლება ითქვას, რომ ეს ფორმითი ხასიათის დანაშაულია.

საჭიროა აგრეთვე ქურდობისა და თაღლითობის ურთიერთგამიჯვნა: ქურდობა გულისხმობს რამე ფასეულობის მიღებას ძალისმიერი გზით. მისგან განსხვავებით, თაღლითობა მოიცავს მზაკვრული გზით მოპოვებულ მესაკუთრეობას. ეს უკანასკნელი განზრახ ჩადენილი დანაშაულია. მის განხორციელებისას აუცილებელია, რომ ჩამდენს შეგნებული ჰქონდეს ქმედების შედეგი და უნდა აცნობიერებდეს, რომ ატყუებს მესაკუთრეს (ანუ ვოლუნტატიური (ნებელობა) და კოგნიტიური (ცოდნა)-ელემენტები, ეს 2 ნიშანი მას ამოძრავებს) ან მის კანონიერ მფლობელს და მას ცრუ ფაქტებს აწვდის ან უმალავს სიმართლეს იმ მიზნით, რომ დაეუფლოს მის ნივთსა თუ ქონებას.

თაღლითობა შეიძლება ჩადენილი იყოს როგორც აქტიური, ისე პასიური მოტყუებით. აქტიური მოტყუებაა, როდესაც პირის შეცდება ცრუ ინფორმაციის წინასწარი შეტყობით, პასიური მოტყუება კი გულისხმობს იურიდიული მნიშვნელობის ფაქტების დაფარვას, რომლის დაზარალებულისთვის შეტყობინება სავალდებულო იყო.

საქართველოს სსკ 180-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თაღლითობა ისჯება ან ჯარიმით, ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით, ან გამასწორებელი სამუშაოთი, ან თავისუფლების 2-4 წლით აღკვეთით ვადით. იმავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თაღლითობა, ჩადენილი დამამძმებელ გარემოებებში, კერძოდ, წინასწარ შეთანხმებული ჯგუფის მიერ, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ისჯება ჯარიმითა ან 4-7 წლით თავისუფლების აღკვეთით.

სსკ 180-ე მუხლის მესამე ნაწილით, თაღლითობა, ჩადენილი სამსახურეობრივი მდგომარეობის გამოყენებით (იგულისხმება ნებისმიერი პროფესიული საქმიანობა ან სხვა სამუშაო, როგორც საჯაროსაზოგადოებრივ, ისე კერძო სამსახურის სფეროში), დიდი ოდენობით ან არაერთგზის, ისჯება თავისუფლების აღკვეთით, ვადით 6-9 წლამდე,

სსკ 180-ე მუხლისმეოთხე ნაწილის მიხედვით, თაღლითობა, ჩადენილი ორგანიზაციული ჯგუფისა თუ ორ- ან მეტჯერ ნასამართლევი პირის მიერ სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებისათვის ან გამოძალვისთვის, ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით 7-10 წლამდე.

მთავარი განსხვავება თაღლითობასა და მოტყუებით დადებულ გარიგებას შორის, განხორციელების მიზეზია. მოტყუებით დადებული გარიგების შემთხვევაში, მოტყუება ხდება გარიგების დადების მიზნით, თაღლითობას კი სოციალურად უფრო მეტი საშიშროების შემცველი მიზანი აქვს. ამასთანავე, 82-ე მუხლში მითითებულია, რომ მნიშვნელობა არ აქვს არასწორი ცნობების შეტყობინება მიზნად ისახავს რამე სარგებლის მიღებას, თუ მეორე მხარისთვის ზიანის მიყენებას.

იმ შემთხვევაში, როცა პირს ტყუილით სარგებლის მიღება და მეორე მხარისთვის ზიანის მიყენება სურს, თაღლითობის შემადგენლობა გვექნებოდა, ხოლო მაშინ, როცა პირის მიზანი არაა მეორე მხარისთვის ზიანის მიყენება და მხოლოდ სარგებლის მიღება სურს გარიგების დადებით, აქ ცალსახად მოტყუებით დადებულ გარიგებასთან გვაქვს საქმე. მოტყუებულ, დაზარალებულ მხარეს შეუძლია მოითხოვოს მოტყუებით დადებული გარიგების ბათილად ცნობა და ამასთანავე ამ გარიგებით მიყენებული ზიანის ანაზღაურება. ასევე განმასხვავებელი ნიშანია ისიც, რომ მოტყუებით დადებული გარიგება საჭიროებს შეცილებას; მაშასადამე, მოტყუებით დადებული გარიგება საცილო გარიგებაა და ნამდვილია შეცილებამდე, იქამდე, ვიდრე გარიგების მონაწილეები არ მოითხოვენ ამ გარიგების გაბათილებას, ხოლო თაღლითობის შედეგად დადებული გარიგება სამართლებრივ შედეგებს საერთოდ არ წარმოშობს და შეცილების გარეშეც ბათილია გარიგების დადების მომენტიდან.

დამატებითი ინფორმაციის მიღების მიზნით დაუკავშირდით საერთაშორისო საადვოკატო კომპანია ,,ნაკაშიძე&პარტნიორები/ Law Office Nakashidze&Partners''-ს.

ვუზრუნველვყობთ თქვენს დაცვას/წარმომადგენლობას: საქართველოსა და იტალიაში ყველა ინსტანციის სასამართლოში; ადმინისტრაციულ ორგანოებში,საელჩო,საკონსულო,იუსტიციის სახლში და სამინისტროებში; სამართლებრივი ურთიერთობის რეგულირებას ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან;სტრასბურგის- ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში;

შემდეგი ნაბიჯი

თუ ეს საკითხი შენს შემთხვევას ეხება, მიიღე პერსონალური კონსულტაცია

სტატია გაძლევს ზოგად სურათს, მაგრამ კონკრეტული სამართლებრივი მოქმედება ინდივიდუალურ განხილვას მოითხოვს.

კითხვა ადვოკატთან დარეკვა WhatsApp
საქართველო

თბილისი, ალ. ყაზბეგის №47

თბილისი, გურამიშვილის N23 ა

კონტაქტი

+995 598 419 416

WhatsApp

იტალია

Bari, Piazza Nicola Balenzano, 12 A

იტალიის ოპერატორი

ტეგები: ადვოკატის ნომერი, ცნობილი ადვოკატები საქართველოში, ცნობილი ადვოკატი საქართველოში, უძლიერესი ადვოკატის ნომერი599505578, ახალგაზრდა ადვოკატები, საერთაშორისო ადვოკატები, სანდო ადვოკატი, საადვოკატო ბიურო, იურიდიული კომპანია, საადვოკატო, ადვოკატი, ადვოკატი იტ
მსგავსი მასალები

წაიკითხე თემასთან დაკავშირებული სხვა სტატიებიც


აღკვეთის ღონისძიება გაუქმებულია

აღკვეთის ღონისძიება გაუქმებულია

ვრცლად

მართლწინააღმდეგობა და მისი გამომრიცხველი გარემოებები

მართლწინააღმდეგობა და მისი გამომრიცხველი გარემოებები

ვრცლად

რა შემთხვევაში განიხილება ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს მიერ საქმეები

რა შემთხვევაში განიხილება ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს მიერ საქმეები

ვრცლად

გამოძალვაში ბრალდებული უდანაშაულოდ იქნა ცნობილი

გამოძალვაში ბრალდებული უდანაშაულოდ იქნა ცნობილი

ვრცლად

ნასყიდობა განვადებით

ნასყიდობა განვადებით

ვრცლად
კონსულტაცია

დაგვიკავშირდი ადვოკატთან

თუ სამართლებრივ საკითხზე სწრაფი პასუხი გჭირდება, გამოიყენე ქვემოთ მოცემული არხები.

დარეკვა WhatsApp კითხვა ადვოკატთან
პროფილი

ჩვენი გუნდი

მომხმარებლისთვის მნიშვნელოვანია დაინახოს რეალური იურისტი, გამოცდილება და პრაქტიკის სფეროები.

ნანა ნაკაშიძე ნანა ნაკაშიძეიტალიის ფილიალის ხელმძღვანელი ნათია ნაკაშიძე ნათია ნაკაშიძეადვოკატი, დამფუძნებელი ჯუზეპე სანტორო ჯუზეპე სანტოროპარტნიორი იტალიაში
კითხულობენ ხშირად

პოპულარული სტატიები

მოსამართლის დღე - საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მილოცვა კოლეგებს
პოპულარული მოსამართლის დღე - საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის
ესპანეთში საერთაშორისო სპეცოპერაცია „CACHABA“ - საქართველოსა და ესპანეთის პოლიციამ 13 პირი დააკავა
პოპულარული ესპანეთში საერთაშორისო სპეცოპერაცია „CACHABA“ - საქართველოსა და
აპარტ-ოტელების გაყიდვა და ახალი საგადასახადო რისკები - რა შეიცვალა 2026 წელს?
პოპულარული აპარტ-ოტელების გაყიდვა და ახალი საგადასახადო რისკები - რა შეიცვალა
ფიზიკური პირის მიერ აქტივის მიწოდების შედეგად მიღებული შემოსავლის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის საკითხებზე
პოპულარული ფიზიკური პირის მიერ აქტივის მიწოდების შედეგად მიღებული შემოსავლის

Iuristi.com

იურიდიული სიახლეები და ადვოკატის კონსულტაცია საქართველოში და იტალიაში.

TOP.GE რეიტინგი

სწრაფი ბმულები

  • ჩვენს შესახებ
  • გუნდი
  • ჯავშანი
  • კონტაქტი

კონტაქტი

  • +995 598 419 416
  • WhatsApp
  • თბილისი, ალ. ყაზბეგის №47
  • Bari, Piazza Nicola Balenzano, 12 A

საიტზე განთავსებულია იურიდიული თემების შესახებ სტატიები, პრაქტიკული განმარტებები და საკონტაქტო ინფორმაცია კონსულტაციის მისაღებად.

გჭირდება ადვოკატის სწრაფი კონსულტაცია?
დარეკვა WhatsApp