iuristi.com იურიდიული სიახლეები და კონსულტაცია
+995 598 419 416 WhatsApp
დარეკვა კონსულტაცია
მთავარი კონსულტაცია ჩვენს შესახებ გუნდი ჯავშანი
+995 598 419 416 WhatsApp
დარეკვა კონსულტაცია
მთავარი კონსულტაცია ჩვენს შესახებ გუნდი ჯავშანი
იურისტი » საგადასახადო ადვოკატი » თავდებობა-რა უნდა ვიცოდეთ
იურიდიული სტატია

თავდებობა-რა უნდა ვიცოდეთ

30-05-2023, 14:44 საგადასახადო ადვოკატი / სახელშეკრულებო სამართალი / ადვოკატი / Advokati | lawyer / ადვოკატის ნომერი 229 ნახვა
თავდებობა-რა უნდა ვიცოდეთ

სესხის ხელშეკრულება წარმოადგენს ფარდობითი ურთიერთობის საფუძველს, რაც ნიშნავს იმას, რომ გამსესხებლის წინაშე, სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულება, ეკისრება მხოლოდ მსესხებელს. თავდებობის ხელშეკრუკრულების საფუძველზე გამსესხებელი უფლებამოსილია მსესხებლის გარდა, თავისი მოთხოვნა დაიკმაყოფილოს თავდებისგანაც, თუმცა თავდები არ იმყოფება მოვალის იდენტურ სამართლებრივი მდგომარეობაში, თავდებობის შესახებ რეგულაციები მკაცრად განსაზღვრავენ გამსესხებლის და თავდების უფლება-მოვალეობებს, რომლებიც განსხვავდება გამსესხებლის და მსესხებლის უფლება-მოვალეობებისგან

თავდებობის გარდა, სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოთხოვნა, შეიძლება უზრუნველყოფილი იყოს გირავნობით, იპოთეკით, მოვალის გარანტიით ან სხვა უზრუნველყოფის საშუალებებით.

თუ გამსესხებელი აღნიშნულ უზრუნველყოფის საშუალებებზე აცხადებს უარს, მაშინ თავდების პასუხისმგებლობა მცირდება იმ მოცულობით რა მოცულობაც გააჩნდა უართქმულ უზრუნველყოფის საშუალებას.

თავდებობის ხელშეკრულების ნამდვილობისათვის საჭიროა კანონით დადგენილი ფორმის დაცვა, კერძოდ თავდებობა უნდა დაიდოს წერილობითი სახით და მასში უნდა იყოს განსაზღვრული ის ზღვრული თანხა, რომლის ფარგლებშიც თავდები პასუხს აგებს სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, მსესხებლის ვალდებულებისათვის.

თავდებობა ვრცელდება მხოლოდ იმ ძირითადი ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებაზე, რომლის უზრუნველსაყოფადაც დაიდო იგი.

თავდები უფლებამოსილია იყოს საქმის კურსში, მოვალის მიერ სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებების შესრულების შესახებ.

გამსესხებელი ვალდებულია თავდებს აცნობოს, თუ მსესხებელი ვალდებულების შესრულების ვადას გადააცილებს.

ასევე იგი ვალდებულია მოთხოვონისთანავე მიაწოდოს თავდებს ვალდებულების შესრულების შესახებ ინფორმაცია.

დროულმა შეტყობინებამ შესაძლებელია დადებითი გავლენა მოახდინოს თავდების მიერ სესხის ძირითადი ვალდებულების შესრულების პროცესზე, ხოლო გამსესხებლის მიერ ამ მოვალეობს შეუსრულებლობა თავდების პასუხისმგებლობის შემცირების საფუძველი შეიძლება გახდეს.

დამატებითი ინფორმაციის მიღების მიზნით დაუკავშირდით საერთაშორისო საადვოკატო კომპანია ,,ნაკაშიძე&პარტნიორები/ Law Office Nakashidze&Partners''-ს.

ვუზრუნველვყობთ თქვენს დაცვას/წარმომადგენლობას: საქართველოსა და იტალიაში ყველა ინსტანციის სასამართლოში; ადმინისტრაციულ ორგანოებში,საელჩო,საკონსულო,იუსტიციის სახლში და სამინისტროებში; სამართლებრივი ურთიერთობის რეგულირებას ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან;სტრასბურგის-ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში.

შემდეგი ნაბიჯი

თუ ეს საკითხი შენს შემთხვევას ეხება, მიიღე პერსონალური კონსულტაცია

სტატია გაძლევს ზოგად სურათს, მაგრამ კონკრეტული სამართლებრივი მოქმედება ინდივიდუალურ განხილვას მოითხოვს.

კითხვა ადვოკატთან დარეკვა WhatsApp
საქართველო

თბილისი, ალ. ყაზბეგის №47

თბილისი, გურამიშვილის N23 ა

კონტაქტი

+995 598 419 416

WhatsApp

იტალია

Bari, Piazza Nicola Balenzano, 12 A

იტალიის ოპერატორი

ტეგები: თავდებობა, თავდები, სესხის ხელშეკრულება, მსესხებელი, გამსესხებელი, მოვალე
მსგავსი მასალები

წაიკითხე თემასთან დაკავშირებული სხვა სტატიებიც


რას გულისხმობს სოლიდარული თავდებობა

რას გულისხმობს სოლიდარული თავდებობა

ვრცლად

თავდების პასუხისმგებლობა

თავდების პასუხისმგებლობა

ვრცლად

თავდების პასუხისმგებლობის განსაზღვა

თავდების პასუხისმგებლობის განსაზღვა

ვრცლად

რაზეა პასუხისმგებელი თავდები

რაზეა პასუხისმგებელი თავდები

ვრცლად

თავდებობა

თავდებობა

ვრცლად
კონსულტაცია

დაგვიკავშირდი ადვოკატთან

თუ სამართლებრივ საკითხზე სწრაფი პასუხი გჭირდება, გამოიყენე ქვემოთ მოცემული არხები.

დარეკვა WhatsApp კითხვა ადვოკატთან
პროფილი

ჩვენი გუნდი

მომხმარებლისთვის მნიშვნელოვანია დაინახოს რეალური იურისტი, გამოცდილება და პრაქტიკის სფეროები.

ნანა ნაკაშიძე ნანა ნაკაშიძეიტალიის ფილიალის ხელმძღვანელი ნათია ნაკაშიძე ნათია ნაკაშიძეადვოკატი, დამფუძნებელი ჯუზეპე სანტორო ჯუზეპე სანტოროპარტნიორი იტალიაში
კითხულობენ ხშირად

პოპულარული სტატიები

მოსამართლის დღე - საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მილოცვა კოლეგებს
პოპულარული მოსამართლის დღე - საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის
ესპანეთში საერთაშორისო სპეცოპერაცია „CACHABA“ - საქართველოსა და ესპანეთის პოლიციამ 13 პირი დააკავა
პოპულარული ესპანეთში საერთაშორისო სპეცოპერაცია „CACHABA“ - საქართველოსა და
აპარტ-ოტელების გაყიდვა და ახალი საგადასახადო რისკები - რა შეიცვალა 2026 წელს?
პოპულარული აპარტ-ოტელების გაყიდვა და ახალი საგადასახადო რისკები - რა შეიცვალა
ფიზიკური პირის მიერ აქტივის მიწოდების შედეგად მიღებული შემოსავლის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის საკითხებზე
პოპულარული ფიზიკური პირის მიერ აქტივის მიწოდების შედეგად მიღებული შემოსავლის

Iuristi.com

იურიდიული სიახლეები და ადვოკატის კონსულტაცია საქართველოში და იტალიაში.

TOP.GE რეიტინგი

სწრაფი ბმულები

  • ჩვენს შესახებ
  • გუნდი
  • ჯავშანი
  • კონტაქტი

კონტაქტი

  • +995 598 419 416
  • WhatsApp
  • თბილისი, ალ. ყაზბეგის №47
  • Bari, Piazza Nicola Balenzano, 12 A

საიტზე განთავსებულია იურიდიული თემების შესახებ სტატიები, პრაქტიკული განმარტებები და საკონტაქტო ინფორმაცია კონსულტაციის მისაღებად.

გჭირდება ადვოკატის სწრაფი კონსულტაცია?
დარეკვა WhatsApp