iuristi.com იურიდიული სიახლეები და კონსულტაცია
+995 598 419 416 WhatsApp
დარეკვა კონსულტაცია
მთავარი კონსულტაცია ჩვენს შესახებ გუნდი ჯავშანი
+995 598 419 416 WhatsApp
დარეკვა კონსულტაცია
მთავარი კონსულტაცია ჩვენს შესახებ გუნდი ჯავშანი
იურისტი » საგადასახადო ადვოკატი » რას გულისხმობს პირგასამტეხლოს დაკისრება?
იურიდიული სტატია

რას გულისხმობს პირგასამტეხლოს დაკისრება?

19-05-2023, 15:12 საგადასახადო ადვოკატი / საგადასახადო დავები / ადვოკატი / Advokati | lawyer / ადვოკატის ნომერი 216 ნახვა
რას გულისხმობს პირგასამტეხლოს დაკისრება?

პირგასამტეხლო არის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისთვის.

პირგასამტეხლოს გამოყენება ხდება ვალდებულების შეუსრულებლობის ან მისი არაჯეროვნად შესრულებისთვის. აქედან გამომდინარე ,პირგასამტეხლოს დაკისრება მოაზრებულია მხოლოდ ძირითადი ან დამატებითი ვალდებულების შესრულების დარღვევისას. უნდა აღინიშნოს, რომ პირგასამტეხლოს განსაზღვრაში ჩარევის უფლება აქვს სასამართლოს, სწორედ, სასამართლო აფასებს იმ სუბიექტურ და ობიექტურ გარემოებებს, რაც უფლების განხროციელებას ძირითადი კერძოსამართლებრივ პრინციპებთან მოიყვანს შესაბამისობაში.

პირგასამტეხლოს ფუნქცია მდგომარეობს: კონტრაჰენტის მიერ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში შესაბამისი სანქციის დაკისრებაში, რათა ამით მიყენებული ზიანი სწრაფად ანაზღაურდეს; და კონტრაჰენტის წახალისების საშუალებაში, რათა მან ხელშეკურლებით ნაკისრი ვალდებულება ჯეროვნად შეასრულოს.

პირგასამტეხლო კრედიტორს უქმნის იმის შესაძლებლობას, რომ მოვალის მიერ ნაკისრი ვალდებულების დარღვევის შედეგად მიყენებული ზიანის მტკიცების აუცილებლობისგან განთვისუფლდეს.იმისდა მიუხედავად მიადგა თუ არა კრედიტორს ზიანი მოვალის მიერ ვალდებულების არაჯეროვანად შესრულებისა თუ შეუსრულებლობის შემთხვევაში, მხარეების მიერ განსაზღვრული პირგასამტეხლოხს თანხა მაინც უნდა გადაეცეს კრედიტორს მოვალისგან. გადასახდელი თანხა პირდაპირ არის მითითებული პირგასამტეხლოს შესახებ სახელშეკრულებო დათქმაში, რის გამოც მისი ოდენობა სადავო ან საეჭვო არ არის.

პირგასამტეხლო შესაძლოა განისაზღვროს როგორც ჯარიმის სახით, ისე საურავის სახით. როგორც წესი ჯარიმა გამოიხატება კონკრეტულ თანხაში, ხოლო საურავი პროცენტში, რომელიც დარიცხვას განაგრძობს მას შემდეგაც რაც ვალდებულება დაირღვევა.

ჯარიმის დროს კრედიტორს არ შეუძლია ერთდროულად მოითხოვოს პირგასამტეხლოს გადახდაც და ვალდებულების შესრულებაც . თუმცა, კრედიტორის მიერ ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება არ გამოირიცხება.

მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებისას კრედიტორს შეუძლია ერთდროულად მოითხოვოს პირგასამტეხლოს გადახდაც და ვალდებულების შესრულებაც.

დამატებითი ინფორმაციის მიღების მიზნით დაუკავშირდით საერთაშორისო საადვოკატო კომპანია ,,ნაკაშიძე&პარტნიორები/ Law Office Nakashidze&Partners''-ს.

ვუზრუნველვყობთ თქვენს დაცვას/წარმომადგენლობას: საქართველოსა და იტალიაში ყველა ინსტანციის სასამართლოში; ადმინისტრაციულ ორგანოებში,საელჩო,საკონსულო,იუსტიციის სახლში და სამინისტროებში; სამართლებრივი ურთიერთობის რეგულირებას ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან;სტრასბურგის-ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში.

შემდეგი ნაბიჯი

თუ ეს საკითხი შენს შემთხვევას ეხება, მიიღე პერსონალური კონსულტაცია

სტატია გაძლევს ზოგად სურათს, მაგრამ კონკრეტული სამართლებრივი მოქმედება ინდივიდუალურ განხილვას მოითხოვს.

კითხვა ადვოკატთან დარეკვა WhatsApp
საქართველო

თბილისი, ალ. ყაზბეგის №47

თბილისი, გურამიშვილის N23 ა

კონტაქტი

+995 598 419 416

WhatsApp

იტალია

Bari, Piazza Nicola Balenzano, 12 A

იტალიის ოპერატორი

ტეგები: პირგასამტეხლო, დაკისრება, თანხა, მოვალე, ვალდებულების შეუსრულებლობა
მსგავსი მასალები

წაიკითხე თემასთან დაკავშირებული სხვა სტატიებიც


პირგასამტეხლოს შემცირება სასამართლოს მიერ

პირგასამტეხლოს შემცირება სასამართლოს მიერ

ვრცლად

ვის ეკისრება პირგასამტეხლო და რა შემთხვევაში?!

ვის ეკისრება პირგასამტეხლო და რა შემთხვევაში?!

ვრცლად

შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლოს შემცირება სასამართლოს მიერ

შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლოს შემცირება სასამართლოს მიერ

ვრცლად

პირგასამტეხლოს დაკისრება

პირგასამტეხლოს დაკისრება

ვრცლად
კონსულტაცია

დაგვიკავშირდი ადვოკატთან

თუ სამართლებრივ საკითხზე სწრაფი პასუხი გჭირდება, გამოიყენე ქვემოთ მოცემული არხები.

დარეკვა WhatsApp კითხვა ადვოკატთან
პროფილი

ჩვენი გუნდი

მომხმარებლისთვის მნიშვნელოვანია დაინახოს რეალური იურისტი, გამოცდილება და პრაქტიკის სფეროები.

ნანა ნაკაშიძე ნანა ნაკაშიძეიტალიის ფილიალის ხელმძღვანელი ნათია ნაკაშიძე ნათია ნაკაშიძეადვოკატი, დამფუძნებელი ჯუზეპე სანტორო ჯუზეპე სანტოროპარტნიორი იტალიაში
კითხულობენ ხშირად

პოპულარული სტატიები

მოსამართლის დღე - საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მილოცვა კოლეგებს
პოპულარული მოსამართლის დღე - საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის
ესპანეთში საერთაშორისო სპეცოპერაცია „CACHABA“ - საქართველოსა და ესპანეთის პოლიციამ 13 პირი დააკავა
პოპულარული ესპანეთში საერთაშორისო სპეცოპერაცია „CACHABA“ - საქართველოსა და
აპარტ-ოტელების გაყიდვა და ახალი საგადასახადო რისკები - რა შეიცვალა 2026 წელს?
პოპულარული აპარტ-ოტელების გაყიდვა და ახალი საგადასახადო რისკები - რა შეიცვალა
ფიზიკური პირის მიერ აქტივის მიწოდების შედეგად მიღებული შემოსავლის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის საკითხებზე
პოპულარული ფიზიკური პირის მიერ აქტივის მიწოდების შედეგად მიღებული შემოსავლის

Iuristi.com

იურიდიული სიახლეები და ადვოკატის კონსულტაცია საქართველოში და იტალიაში.

TOP.GE რეიტინგი

სწრაფი ბმულები

  • ჩვენს შესახებ
  • გუნდი
  • ჯავშანი
  • კონტაქტი

კონტაქტი

  • +995 598 419 416
  • WhatsApp
  • თბილისი, ალ. ყაზბეგის №47
  • Bari, Piazza Nicola Balenzano, 12 A

საიტზე განთავსებულია იურიდიული თემების შესახებ სტატიები, პრაქტიკული განმარტებები და საკონტაქტო ინფორმაცია კონსულტაციის მისაღებად.

გჭირდება ადვოკატის სწრაფი კონსულტაცია?
დარეკვა WhatsApp