iuristi.com იურიდიული სიახლეები და კონსულტაცია
+995 598 419 416 WhatsApp
დარეკვა კონსულტაცია
მთავარი კონსულტაცია ჩვენს შესახებ გუნდი ჯავშანი
+995 598 419 416 WhatsApp
დარეკვა კონსულტაცია
მთავარი კონსულტაცია ჩვენს შესახებ გუნდი ჯავშანი
იურისტი » საგადასახადო ადვოკატი » ცვლილებები აქციზის და იმპორტის გადასახადებში
იურიდიული სტატია

ცვლილებები აქციზის და იმპორტის გადასახადებში

28-04-2023, 12:01 საგადასახადო ადვოკატი / სიახლე / ადვოკატი / Advokati | lawyer / ადვოკატის ნომერი 178 ნახვა
ცვლილებები აქციზის და იმპორტის გადასახადებში

აქციზის გადასახადი- აქციზით დაბეგვრადი გახდა და აქციზურ საქონელს დაემატა 3 დასახელების საქონელი. ესენია, 2909 19 100 00 – ტერტ–ბუტილეთილის მარტივი ეთერი და 2909 19 900 00 – დანარჩენი, 1ტ. 400 ლარი, ხოლო 2912 11 000 00 – მეთანალი (ფორმალდეჰიდი) 1ტ. 4 ლარი;

სეს ესნ–ის 2402 10 000 02 კოდში მითითებული საქონლისთვის (სიგარილები (წვრილი სიგარები), თამბაქოს შემცველობით) 20 ღერზე აქციზის განაკვეთი განისაზღვრა 2.2 ლარის ოდენობით და ამ საქონლის საცალო სარეალიზაციო ფასის 30 პროცენტის ჯამით;

გაიზარდა სეს ესნ–ის 3824 90 980 01 (მოქმედი სასაქონლო კოდი – 3824 99 960 01) სასაქონლო კოდში კლასიფიცირებული საქონლის (სითხეები ნიკოტინის შემცველობით ან ნიკოტინის შემცველობის გარეშე, განკუთვნილი ელექტრონული სიგარეტით მოხმარებისთვის) აქციზის განაკვეთი და მისი ოდენობა განისაზღვრა 1 მლ 1 ლარი, ნაცვლად 0.2 ლარისა;

სატრანსპორტო საშუალებაზე გადახდილი აქციზისა და იმპორტის გადასახადის 100 პროცენტის ოდენობით დაბრუნებისათვის დადგენილი, სეს ესნ–ის 8703 კოდში აღნიშნული მსუბუქი ავტომობილის ან 8711 კოდში აღნიშნული მოტოციკლის (მოპედის ჩათვლით) თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების პროცედურაში მოქცევიდან ექსპორტის პროცედურაში მოქცევისა და საქართველოს ტერიტორიის დატოვების ვადა გაიზარდა 90 დღიდან 180 კალენდარულ დღემდე.

იმპორტის გადასახადისგან გათავისუფლება - სსკ–ის 199-ე მუხლს დაემატა „კ1“ და „კ2“ ქვეპუნქტები და იმპორტის გადასახადისგან გათავისუფლდა საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით გათვალისწინებული ვალდებულებების (კერძოდ, ბაქო–თბილისი–ჯეიჰანის და ბაქო–თბილისი–ერზრუმის მილსადენების მშენებლობის) შესრულების უზრუნველსაყოფად საქართველოში საქონლის დროებით შემოტანა და საქართველოს საბაჟო კანონმდებლობის შესაბამისად საბაჟო ვალდებულებისგან სრულად გათავისუფლებული საქონლის დროებით შემოტანა.

იმპორტის დღგ–სგან გათავისუფლება- ფ.ა) 107-ე მუხლით გათვალისწინებული დაბრუნებული საქონლის იმპორტი, თუ აღნიშნული საქონელი აკმაყოფილებს იმპორტის გადასახადისგან გათავისუფლებისთვის იმავე მუხლით განსაზღვრულ პირობებს, მიუხედავად იმისა, იბეგრება თუ არა ეს საქონელი იმპორტის გადასახადით;

ფ.ბ) 152-ე მუხლის შესაბამისად გარე გადამუშავების პროცედურაში მოქცეული საქონლის გადამუშავებით მიღებული გადამუშავებული პროდუქტის იმპორტი, თუ აღნიშნული საქონელი აკმაყოფილებს იმპორტის გადასახადისგან გათავისუფლებისთვის იმავე მუხლით განსაზღვრულ პირობებს, მიუხედავად იმისა, იბეგრება თუ არა ეს საქონელი იმპორტის გადასახადით.

დამატებითი ინფორმაციის მიღების მიზნით დაუკავშირდით საერთაშორისო საადვოკატო კომპანია ,,ნაკაშიძე&პარტნიორები/ Law Office Nakashidze&Partners''-ს.

ვუზრუნველვყობთ თქვენს დაცვას/წარმომადგენლობას: საქართველოსა და იტალიაში ყველა ინსტანციის სასამართლოში; ადმინისტრაციულ ორგანოებში,საელჩო,საკონსულო,იუსტიციის სახლში და სამინისტროებში; სამართლებრივი ურთიერთობის რეგულირებას ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან;სტრასბურგის-ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში.

შემდეგი ნაბიჯი

თუ ეს საკითხი შენს შემთხვევას ეხება, მიიღე პერსონალური კონსულტაცია

სტატია გაძლევს ზოგად სურათს, მაგრამ კონკრეტული სამართლებრივი მოქმედება ინდივიდუალურ განხილვას მოითხოვს.

კითხვა ადვოკატთან დარეკვა WhatsApp
საქართველო

თბილისი, ალ. ყაზბეგის №47

თბილისი, გურამიშვილის N23 ა

კონტაქტი

+995 598 419 416

WhatsApp

იტალია

Bari, Piazza Nicola Balenzano, 12 A

იტალიის ოპერატორი

ტეგები: იმპორტი, აქციზი, გადასახადები, ცვლილება
მსგავსი მასალები

წაიკითხე თემასთან დაკავშირებული სხვა სტატიებიც


საგადასახადო და საბაჟო კოდექსში შეტანილი მნიშვნელოვანი ცვლილებები

საგადასახადო და საბაჟო კოდექსში შეტანილი მნიშვნელოვანი ცვლილებები

ვრცლად

ავტოიმპორტიორებისთვის „საგადასახადო კოდექსში“ ცვლილებებია

ავტოიმპორტიორებისთვის „საგადასახადო კოდექსში“ ცვლილებებია

ვრცლად

ცვლილება სისტემურ-ელექტრონული ფორმით აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობების ორგანიზების მარეგულირებელ საკანონმდებლო აქტებში

ცვლილება სისტემურ-ელექტრონული ფორმით აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობების ორგანიზების

ვრცლად

ფიზიკური პირის ქონების გადასახადი

ფიზიკური პირის ქონების გადასახადი

ვრცლად

ცვლილება შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევის საფასურებში

ცვლილება შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევის საფასურებში

ვრცლად
კონსულტაცია

დაგვიკავშირდი ადვოკატთან

თუ სამართლებრივ საკითხზე სწრაფი პასუხი გჭირდება, გამოიყენე ქვემოთ მოცემული არხები.

დარეკვა WhatsApp კითხვა ადვოკატთან
პროფილი

ჩვენი გუნდი

მომხმარებლისთვის მნიშვნელოვანია დაინახოს რეალური იურისტი, გამოცდილება და პრაქტიკის სფეროები.

ნანა ნაკაშიძე ნანა ნაკაშიძეიტალიის ფილიალის ხელმძღვანელი ნათია ნაკაშიძე ნათია ნაკაშიძეადვოკატი, დამფუძნებელი ჯუზეპე სანტორო ჯუზეპე სანტოროპარტნიორი იტალიაში
კითხულობენ ხშირად

პოპულარული სტატიები

მოსამართლის დღე - საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მილოცვა კოლეგებს
პოპულარული მოსამართლის დღე - საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის
ესპანეთში საერთაშორისო სპეცოპერაცია „CACHABA“ - საქართველოსა და ესპანეთის პოლიციამ 13 პირი დააკავა
პოპულარული ესპანეთში საერთაშორისო სპეცოპერაცია „CACHABA“ - საქართველოსა და
აპარტ-ოტელების გაყიდვა და ახალი საგადასახადო რისკები - რა შეიცვალა 2026 წელს?
პოპულარული აპარტ-ოტელების გაყიდვა და ახალი საგადასახადო რისკები - რა შეიცვალა
ფიზიკური პირის მიერ აქტივის მიწოდების შედეგად მიღებული შემოსავლის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის საკითხებზე
პოპულარული ფიზიკური პირის მიერ აქტივის მიწოდების შედეგად მიღებული შემოსავლის

Iuristi.com

იურიდიული სიახლეები და ადვოკატის კონსულტაცია საქართველოში და იტალიაში.

TOP.GE რეიტინგი

სწრაფი ბმულები

  • ჩვენს შესახებ
  • გუნდი
  • ჯავშანი
  • კონტაქტი

კონტაქტი

  • +995 598 419 416
  • WhatsApp
  • თბილისი, ალ. ყაზბეგის №47
  • Bari, Piazza Nicola Balenzano, 12 A

საიტზე განთავსებულია იურიდიული თემების შესახებ სტატიები, პრაქტიკული განმარტებები და საკონტაქტო ინფორმაცია კონსულტაციის მისაღებად.

გჭირდება ადვოკატის სწრაფი კონსულტაცია?
დარეკვა WhatsApp