iuristi.com იურიდიული სიახლეები და კონსულტაცია
+995 598 419 416 WhatsApp
დარეკვა კონსულტაცია
მთავარი კონსულტაცია ჩვენს შესახებ გუნდი ჯავშანი
+995 598 419 416 WhatsApp
დარეკვა კონსულტაცია
მთავარი კონსულტაცია ჩვენს შესახებ გუნდი ჯავშანი
იურისტი » ქონებრივი დავები » როდის აქვს ადგილი უსაფუძვლო გამდიდრებას?
იურიდიული სტატია

როდის აქვს ადგილი უსაფუძვლო გამდიდრებას?

2-05-2023, 11:52 ქონებრივი დავები / ადვოკატი / Advokati | lawyer / iuristi / ადვოკატის ნომერი / ადვოკატი / სტატიები / საგადასახადო ადვოკატი 379 ნახვა
როდის აქვს ადგილი უსაფუძვლო გამდიდრებას?

უსაფუძვლოდ გამდიდრება სახეზე გვაქვს მაშინ, როდესაც ერთი პირის ქონებრივი ზრდა ხდება მეორე პირის ქონების შემცირების ხარჯზე და აღნიშნული ხორციელდება სამართლებრივი საფუძვლის გარეშე.

სამოქალაქო კოდექსის 991-ე მუხლი წარმოადგენს უსაფუძვლოდ გამდიდრების ზოგად ნორმას, რომლის საფუძველზეც შეიძლება მოთხოვნის დაყენება უსაფუძვლოდ გამდიდრებული პირის მიმართ, რომ პირი, რომელიც სხვა პირის ხარჯზე უსაფუძვლოდ გამდიდრდა, მოვალეა დაუბრუნოს მას მიღებული.

უსაფუძვლო გამდიდრების ნორმების საფუძველზე მოთხოვნის დაკმაყოფილებისათვის სახეზე უნდა იყოს რამდენიმე პირობა კერძოდ: მოპასუხის გამდიდრება, მოპასუხის გამდიდრების შესატყვისად მოსარჩელის ქონებრივი დანაკლისი, მატერიალურ სიკეთეთა ამგვარი გადანაცვლების უსაფუძვლობა.

უსაფუძვლო გამდიდრებიდან წარმოშობილი მოთხოვნისას მხედველობაში მიიღება მოვალის, ვალდებულების მქონე პირის ქონებრივი მდგომარეობა და ის ქონებრივი სიკეთე, რომელიც მან უსაფუძვლო გამდიდრების შედეგად მიიღო და რომელიც მან უნდა დააბრუნოს. ეს შეიძლება იმაზე ნაკლები იყოს ვიდრე ზიანი, რომელიც დაზარალებულს მიადგა, ან პირიქით მიყენებულ ზიანზე მეტიც იყოს.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 976-ე მუხლში შესრულების მიმღები მოხსენიებულია როგორც ვითომ-კრედიტორს.

სამოქალაქო სამართალი პირდაპირ ადგენს ვითომ–კრედიტორისგან მოთხოვნის საფუძვლებს, კერძოდ – პირს, რომელმაც სხვას ვალდებულების შესასრულებლად რაიმე გადასცა, შეუძლია მოსთხოვოს ვითომ-კრედიტორს (მიმღებს) მისი უკან დაბრუნება, თუ:

ა) ვალდებულება გარიგების ბათილობის ან სხვა საფუძვლის გამო არ არსებობს, არ წარმოიშობა ან შეწყდა შემდგომში;

ბ) ვალდებულების საწინააღმდეგოდ ისეთი შესაგებელი იქნა წარდგენილი, რომ ხანგრძლივი დროის განმავლობაში გამორიცხულია მოთხოვნის წარდგენა.

აგრეთვე სამოქალაქო სამართალი პირდაპირ უთითებს მისი უკან დაბრუნების მოთხოვნის გამომრიცხავ საფუძვლებს – უკან დაბრუნების მოთხოვნა გამორიცხულია, თუ:

ა) შესრულება შეესაბამება ზნეობრივ მოვალეობებს, ან

ბ) გავიდა ხანდაზმულობის ვადა, ან

გ) მიმღებს შეეძლო ევარაუდა, რომ შემსრულებელს სურდა გადაცემა, მიუხედავად იმისა, არსებობს თუ არა ამ მუხლის პირველი ნაწილის პირობები, ანდა

დ) მოთხოვნა დაბრუნების თაობაზე ბათილი სავალო ხელშეკრულების შესრულებისას ეწინააღმდეგება ბათილობის შესახებ ნორმათა დაცვით ფუნქციას.

დამატებითი ინფორმაციის მიღების მიზნით დაუკავშირდით საერთაშორისო საადვოკატო კომპანია ,,ნაკაშიძე&პარტნიორები/ Law Office Nakashidze&Partners''-ს.

ვუზრუნველვყობთ თქვენს დაცვას/წარმომადგენლობას: საქართველოსა და იტალიაში ყველა ინსტანციის სასამართლოში; ადმინისტრაციულ ორგანოებში,საელჩო,საკონსულო,იუსტიციის სახლში და სამინისტროებში; სამართლებრივი ურთიერთობის რეგულირებას ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან;სტრასბურგის-ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში.

შემდეგი ნაბიჯი

თუ ეს საკითხი შენს შემთხვევას ეხება, მიიღე პერსონალური კონსულტაცია

სტატია გაძლევს ზოგად სურათს, მაგრამ კონკრეტული სამართლებრივი მოქმედება ინდივიდუალურ განხილვას მოითხოვს.

კითხვა ადვოკატთან დარეკვა WhatsApp
საქართველო

თბილისი, ალ. ყაზბეგის №47

თბილისი, გურამიშვილის N23 ა

კონტაქტი

+995 598 419 416

WhatsApp

იტალია

Bari, Piazza Nicola Balenzano, 12 A

იტალიის ოპერატორი

ტეგები: უსაფუძვლო გამდიდრება, ვითომ-კრედიტორი, სამოქალაქო სამართალი, ქონებრივი ზრდა, სხვის ხარჯზე
მსგავსი მასალები

წაიკითხე თემასთან დაკავშირებული სხვა სტატიებიც


რას ითვალისწინებს საქართველოს კანონი როცა ადგილი აქვს ცილისწამებას

რას ითვალისწინებს საქართველოს კანონი როცა ადგილი აქვს ცილისწამებას

ვრცლად

სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდა, მოპასუხეს დაეკისრა თანხის გადახდა

სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდა, მოპასუხეს დაეკისრა თანხის გადახდა

ვრცლად

სუბროგაცია სიცოცხლის დაზღვევისას

სუბროგაცია სიცოცხლის დაზღვევისას

ვრცლად

სასამართლო გადაწყვეტილება როგორც „კანონი“

სასამართლო გადაწყვეტილება როგორც „კანონი“

ვრცლად

ვალდებულების შესრულების საფუძვლები

ვალდებულების შესრულების საფუძვლები

ვრცლად
კონსულტაცია

დაგვიკავშირდი ადვოკატთან

თუ სამართლებრივ საკითხზე სწრაფი პასუხი გჭირდება, გამოიყენე ქვემოთ მოცემული არხები.

დარეკვა WhatsApp კითხვა ადვოკატთან
პროფილი

ჩვენი გუნდი

მომხმარებლისთვის მნიშვნელოვანია დაინახოს რეალური იურისტი, გამოცდილება და პრაქტიკის სფეროები.

ნანა ნაკაშიძე ნანა ნაკაშიძეიტალიის ფილიალის ხელმძღვანელი ნათია ნაკაშიძე ნათია ნაკაშიძეადვოკატი, დამფუძნებელი ჯუზეპე სანტორო ჯუზეპე სანტოროპარტნიორი იტალიაში
კითხულობენ ხშირად

პოპულარული სტატიები

მოსამართლის დღე - საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მილოცვა კოლეგებს
პოპულარული მოსამართლის დღე - საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის
ესპანეთში საერთაშორისო სპეცოპერაცია „CACHABA“ - საქართველოსა და ესპანეთის პოლიციამ 13 პირი დააკავა
პოპულარული ესპანეთში საერთაშორისო სპეცოპერაცია „CACHABA“ - საქართველოსა და
აპარტ-ოტელების გაყიდვა და ახალი საგადასახადო რისკები - რა შეიცვალა 2026 წელს?
პოპულარული აპარტ-ოტელების გაყიდვა და ახალი საგადასახადო რისკები - რა შეიცვალა
ფიზიკური პირის მიერ აქტივის მიწოდების შედეგად მიღებული შემოსავლის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის საკითხებზე
პოპულარული ფიზიკური პირის მიერ აქტივის მიწოდების შედეგად მიღებული შემოსავლის

Iuristi.com

იურიდიული სიახლეები და ადვოკატის კონსულტაცია საქართველოში და იტალიაში.

TOP.GE რეიტინგი

სწრაფი ბმულები

  • ჩვენს შესახებ
  • გუნდი
  • ჯავშანი
  • კონტაქტი

კონტაქტი

  • +995 598 419 416
  • WhatsApp
  • თბილისი, ალ. ყაზბეგის №47
  • Bari, Piazza Nicola Balenzano, 12 A

საიტზე განთავსებულია იურიდიული თემების შესახებ სტატიები, პრაქტიკული განმარტებები და საკონტაქტო ინფორმაცია კონსულტაციის მისაღებად.

გჭირდება ადვოკატის სწრაფი კონსულტაცია?
დარეკვა WhatsApp