iuristi.com იურიდიული სიახლეები და კონსულტაცია
+995 598 419 416 WhatsApp
დარეკვა კონსულტაცია
მთავარი კონსულტაცია ჩვენს შესახებ გუნდი ჯავშანი
+995 598 419 416 WhatsApp
დარეკვა კონსულტაცია
მთავარი კონსულტაცია ჩვენს შესახებ გუნდი ჯავშანი
იურისტი » ადვოკატი » მშენებარე ბინის შეძენა საქართველოში - რეგისტრაციისა და უფლებების დაცვის გზამკვლევი
იურიდიული სტატია

მშენებარე ბინის შეძენა საქართველოში - რეგისტრაციისა და უფლებების დაცვის გზამკვლევი

4-09-2025, 20:00 ადვოკატი / ადვოკატი ნათია ნაკაშიძე / ხელშეკრულებები / Advokati | lawyer / iuristi / ადვოკატის ნომერი / ადვოკატი / სტატიები / იუსტიციის სახლი / Public Service Hall 27 ნახვა
მშენებარე ბინის შეძენა საქართველოში - რეგისტრაციისა და უფლებების დაცვის გზამკვლევი

მშენებარე ბინის შეძენა საქართველოში – რა უნდა იცოდეთ სანამ თანხას შეიტანთ? აღნიშნულ საკითხთან დაკავშრებით ისაუბრებს სამოქალაქო და ბავშვთა უფლებებში ლიცენზირებული ადვოკატი ნათია ნაკაშიძე.

ბინის შეძენა ცხოვრების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საქმე მშენებარე კორპუსს ეხება. ხშირად შემძენები ფინანსურ რესურსს ანაბრის სახით წინასწარ დებენ, თუმცა ამ დროს აუცილებელია იცოდეთ, რამდენად მნიშვნელოვანია ხელშეკრულების რეგისტრაცია საჯარო რეესტრში, რა რისკები არსებობს და როგორ შეგიძლიათ დაიცვათ საკუთარი უფლებები, თუ მშენებლობა დროულად არ დასრულდება.

რატომ არის აუცილებელი საჯარო რეესტრში რეგისტრაცია?

1) ხელშეკრულების რეგისტრაციის შემდეგ თქვენი, როგორც მომავალი მესაკუთრის, სტატუსი ოფიციალურად აღიარებულია. ეს გამორიცხავს იმავე ბინის მეორედ გაყიდვის შესაძლებლობას სხვა პირზე.

2) დარეგისტრირებული ხელშეკრულება არის მყარი სამართლებრივი მტკიცებულება სასამართლოში, თუ კომპანია პირობებს არ შეასრულებს.

3) ხშირია შემთხვევა, როდესაც კომპანიები ცდილობენ პროცესის გამარტივებას და ხელშეკრულებებს რეესტრის მიღმა აფორმებენ. ეს ზრდის რისკს, რომ თქვენს ბინაზე პარალელურად სხვა მყიდველსაც გაუფორმონ დოკუმენტი.

რა ფორმით შეიძლება გაფორმდეს ხელშეკრულება?

მშენებარე ბინის შეძენისას შეიძლება დაიდოს:

ა) წინასწარი ნასყიდობის ხელშეკრულება

ბ) განვადებით ნასყიდობის ხელშეკრულება

გ) სხვა ტიპის შეთანხმება, რომელიც განსაზღვრავს თქვენს ვალდებულებებსა და უფლებებს

ადვოკატ ნათია ნაკაშიძის რეკომენდაცია: ნებისმიერი ფორმის ხელშეკრულება აუცილებლად უნდა დარეგისტრირდეს საჯარო რეესტრში.

რა მოხდება, თუ კომპანია დროულად ვერ დაასრულებს მშენებლობას?

მშენებლობის ვადის გადაცილება საქართველოში საკმაოდ ხშირია, მათ შორის მსხვილი და კარგად ცნობილი კომპანიების შემთხვევაშიც. ხელშეკრულებაში აუცილებლად უნდა აისახოს:

ა) კონკრეტული ვადა, როდისთვისაც დასრულდება მშენებლობა;

ბ) სანქციები, თუ კომპანია ვადებს გადააცილებს;

გ) პირობები ხელშეკრულების შეწყვეტის შესაძლებლობის შესახებ.

გაითვალისწინეთ! თუ სამშენებლო კომპანია არ ასრულებს ვალდებულებას, თქვენ გაქვთ უფლება სასამართლოს მიმართოთ. თუმცა, სასამართლოში წარმატების შანსი მნიშვნელოვნად იზრდება, თუ ხელშეკრულება რეგისტრირებულია.

ადვოკატის ჩართულობა ასეთ პროცესში აუცილებელია, რადგან:

ა) ადვოკატი დეტალურად გააანალიზებს ხელშეკრულების პირობებს;

ბ) შეაფასებს კომპანიასთან დაკავშირებულ რისკებს;

გ) დაგეხმარებათ, რომ თქვენი ინვესტიცია მაქსიმალურად დაცული იყოს.

არასოდეს ენდოთ მხოლოდ სიტყვიერ შეთანხმებებს ან დაურეგისტრირებელ ხელშეკრულებას. საჯარო რეესტრში რეგისტრაცია არის თქვენი მთავარი დაცვა, ხოლო ადვოკატის ჩართულობა გონივრული ნაბიჯი, რომ თავიდან აირიდოთ სამართლებრივი სირთულეები.

1. აუცილებელია თუ არა ხელშეკრულების რეგისტრაცია საჯარო რეესტრში?

დიახ. რეგისტრაცია არის ერთადერთი სამართლებრივი გზა, რომ თქვენი, როგორც მომავალი მესაკუთრის უფლებები დაცული იყოს და ქონება მეორედ არ გაიყიდოს.

2. თუ კომპანია ვერ ასრულებს მშენებლობას დათქმულ ვადაში, რა შეიძლება გავაკეთო?

ხელშეკრულებაში უნდა არსებობდეს სანქციები და ვადაგადაცილების პირობები. ასეთ შემთხვევაში შეგიძლიათ მოითხოვოთ კომპენსაცია ან მიმართოთ სასამართლოს.

3. რა ტიპის ხელშეკრულება უნდა გავაფორმო მშენებარე ბინის შესაძენად?

ყველაზე გავრცელებულია წინასწარი ნასყიდობის ხელშეკრულება ან ნასყიდობა განვადებით. ნებისმიერი ფორმის შემთხვევაში რეგისტრაცია საჯარო რეესტრში აუცილებელია.

4. შესაძლებელია თუ არა ხელშეკრულების შეწყვეტა, თუ კომპანია არ ასრულებს პირობებს?

დიახ. თუ ხელშეკრულებაში მითითებულია კონკრეტული ვადა და პირობები, შეგიძლიათ შეწყვიტოთ იგი და მოითხოვოთ გადახდილი თანხის დაბრუნება.

5. რა რისკებია, თუ ხელშეკრულება რეესტრში არ დარეგისტრირდება?

ყველაზე დიდი რისკი არის ბინის ორჯერ გაყიდვა სხვა პირებზე, ასევე სასამართლოში თქვენი უფლების დასაბუთება მნიშვნელოვნად გართულდება.

6. ღირს თუ არა ადვოკატს ჩართვა პროცესში?

მიუხედავად იმისა, რომ ეს დამატებითი ხარჯია, ადვოკატის ჩართვა ყველაზე სწორი გადაწყვეტილებაა. ის დაგეხმარებათ ხელშეკრულების პირობების გაანალიზებაში და რისკების თავიდან აცილებაში.

შემდეგი ნაბიჯი

თუ ეს საკითხი შენს შემთხვევას ეხება, მიიღე პერსონალური კონსულტაცია

სტატია გაძლევს ზოგად სურათს, მაგრამ კონკრეტული სამართლებრივი მოქმედება ინდივიდუალურ განხილვას მოითხოვს.

კითხვა ადვოკატთან დარეკვა WhatsApp
საქართველო

თბილისი, ალ. ყაზბეგის №47

თბილისი, გურამიშვილის N23 ა

კონტაქტი

+995 598 419 416

WhatsApp

იტალია

Bari, Piazza Nicola Balenzano, 12 A

იტალიის ოპერატორი

ტეგები: წინასწარი ნასყიდობის ხელშეკრულება, სამშენებლო კომპანია, უძრავი ქონება, ბინის ყიდვის რისკები, მშენებარე ბინა, ბინის რეგისტრაცია, საჯარო რეესტრი, იურისტის რჩევა, ბინის შეძენა, ნასყიდობის ხელშეკრულება, შენებარე ბინა, ბინის შეძენა საქართველოში
მსგავსი მასალები

წაიკითხე თემასთან დაკავშირებული სხვა სტატიებიც


ქონების შეძენა, მემეკვიდრეობა და ოჯახური დავები - ადვოკატ ნათია ნაკაშიძის პასუხები აქტუალურ კითხვებზე

ქონების შეძენა, მემეკვიდრეობა და ოჯახური დავები - ადვოკატ ნათია ნაკაშიძის პასუხები

ვრცლად

რა უნდა იცოდეთ მშენებარე კორპუსში ფართის შეძენისას

რა უნდა იცოდეთ მშენებარე კორპუსში ფართის შეძენისას

ვრცლად

თუ ბინის შეძენას აპირებთ

თუ ბინის შეძენას აპირებთ

ვრცლად

სესხი, ქონების დავა, მშობლის უფლებები და მიწის რეგისტრაცია - ადვოკატ ნათია ნაკაშიძის პასუხები აქტუალურ კითხვებზე

სესხი, ქონების დავა, მშობლის უფლებები და მიწის რეგისტრაცია - ადვოკატ ნათია ნაკაშიძის

ვრცლად

რატომ უნდა შეამოწმოთ უძრავი ქონება შეძენამდე?

რატომ უნდა შეამოწმოთ უძრავი ქონება შეძენამდე?

ვრცლად
კონსულტაცია

დაგვიკავშირდი ადვოკატთან

თუ სამართლებრივ საკითხზე სწრაფი პასუხი გჭირდება, გამოიყენე ქვემოთ მოცემული არხები.

დარეკვა WhatsApp კითხვა ადვოკატთან
პროფილი

ჩვენი გუნდი

მომხმარებლისთვის მნიშვნელოვანია დაინახოს რეალური იურისტი, გამოცდილება და პრაქტიკის სფეროები.

ნანა ნაკაშიძე ნანა ნაკაშიძეიტალიის ფილიალის ხელმძღვანელი ნათია ნაკაშიძე ნათია ნაკაშიძეადვოკატი, დამფუძნებელი ჯუზეპე სანტორო ჯუზეპე სანტოროპარტნიორი იტალიაში
კითხულობენ ხშირად

პოპულარული სტატიები

მოსამართლის დღე - საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მილოცვა კოლეგებს
პოპულარული მოსამართლის დღე - საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის
ესპანეთში საერთაშორისო სპეცოპერაცია „CACHABA“ - საქართველოსა და ესპანეთის პოლიციამ 13 პირი დააკავა
პოპულარული ესპანეთში საერთაშორისო სპეცოპერაცია „CACHABA“ - საქართველოსა და
აპარტ-ოტელების გაყიდვა და ახალი საგადასახადო რისკები - რა შეიცვალა 2026 წელს?
პოპულარული აპარტ-ოტელების გაყიდვა და ახალი საგადასახადო რისკები - რა შეიცვალა
ფიზიკური პირის მიერ აქტივის მიწოდების შედეგად მიღებული შემოსავლის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის საკითხებზე
პოპულარული ფიზიკური პირის მიერ აქტივის მიწოდების შედეგად მიღებული შემოსავლის

Iuristi.com

იურიდიული სიახლეები და ადვოკატის კონსულტაცია საქართველოში და იტალიაში.

TOP.GE რეიტინგი

სწრაფი ბმულები

  • ჩვენს შესახებ
  • გუნდი
  • ჯავშანი
  • კონტაქტი

კონტაქტი

  • +995 598 419 416
  • WhatsApp
  • თბილისი, ალ. ყაზბეგის №47
  • Bari, Piazza Nicola Balenzano, 12 A

საიტზე განთავსებულია იურიდიული თემების შესახებ სტატიები, პრაქტიკული განმარტებები და საკონტაქტო ინფორმაცია კონსულტაციის მისაღებად.

გჭირდება ადვოკატის სწრაფი კონსულტაცია?
დარეკვა WhatsApp