iuristi.com იურიდიული სიახლეები და კონსულტაცია
+995 598 419 416 WhatsApp
დარეკვა კონსულტაცია
მთავარი კონსულტაცია ჩვენს შესახებ გუნდი ჯავშანი
+995 598 419 416 WhatsApp
დარეკვა კონსულტაცია
მთავარი კონსულტაცია ჩვენს შესახებ გუნდი ჯავშანი
იურისტი » მიწის რეგისტრაცია » როდის შეუძლია უცხოელს საკუთრების შეძენა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე
იურიდიული სტატია

როდის შეუძლია უცხოელს საკუთრების შეძენა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე

28-03-2023, 15:41 მიწის რეგისტრაცია / ადვოკატი / ადვოკატი / სტატიები / ადვოკატის ნომერი / Advokati | lawyer 410 ნახვა
როდის შეუძლია უცხოელს საკუთრების შეძენა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე

კანონით განსაზღვრულია იმ სუბიექტების ამომწურავი ჩამონათვალი, რომლებსაც შეუძლიათ საკუთრების უფლებას ფლობდნენ საქართველოს ტერიტორიაზე მდებარე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე, კერძოდ, კანონის მე-4 მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთი შეიძლება იყოს მხოლოდ შემდეგ სუბიექტთა საკუთრებაში:

  • საქართველოს მოქალაქე;
  • საქართველოს სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკა, მუნიციპალიტეტი;
  • საქართველოს საჯარო სამართლის იურიდიული პირი (კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში);
  • საქართველოში რეგისტრირებული კერძო სამართლის იურიდიული პირი;
  • არარეგისტრირებული ორგანიზაციული წარმონაქმნი, თუ მისი წევრების უმრავლესობას შეადგენენ ზემოჩამოთვლილი სუბიექტები, რომლებსაც აქვთ პრაქტიკული შესაძლებლობა, გადამწყვეტი ზეგავლენა მოახდინონ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწასთან დაკავშირებით ორგანიზაციული წარმონაქმნის გადაწყვეტილებაზე.

სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა შეიძლება იყოს საკუთრებაში :

  • საქართველოს მოქალაქეობის არმქონე ფიზიკური პირისა, თუ მან ეს ქონება მიიღო მემკვიდრეობით;
  • საქართველოში რეგისტრირებული იმ კერძო სამართლის იურიდიული პირის საკუთრებაში, რომელიც არ აკმაყოფილებს კანონის მე-4 მუხლის 1-ლი ნაწილის დ) ქვეპუნქტის კრიტერიუმებს – საინვესტიციო გეგმის საფუძველზე საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით.

დაუშვებელია ნაკვეთის უზრუნველყოფის საშუალებად გამოყენება მისი კრედიტორის საკუთრებაში გადასვლის პირობით შემდეგ სუბიექტთა სასარგებლოდ: უცხოელი, საზღვარგარეთ რეგისტრირებული იურიდიული პირი ან საქართველოში რეგისტრირებული კერძო სამართლის იურიდიული პირი, რომლის პარტნიორია უცხოელი/საზღვარგარეთ რეგისტრირებული იურიდიული პირი.აგრეთვე დაუშვებელია ზემოჩამოთვლილ სუბიექტთათვის ისეთი მოთხოვნის/უფლების დათმობა, რომელიც ითვალისწინებს სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე საკუთრების უფლების წარმოშობას.

თუ საქართველოში რეგისტრირებულ კერძო სამართლის იურიდიული პირს საკუთრებაში აქვს სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, დაუშვებელია ამ პირის მმართველობის იმგვარი ცვლილება, რომლის შედეგადაც მისი დომინანტი პარტნიორი გახდება უცხოელი ფიზიკური ან იურიდიული პირი. ასევე დაუშვებელია საქართველოში რეგისტრირებული კერძო სამართლის იურიდიული პირის წილის/აქციის/პაის დაგირავება მისი კრედიტორის საკუთრებაში გადასვლის პირობით უცხოელი ფიზიკური ან იურიდიული პირის (მოგირავნე) სასარგებლოდ, თუ გირავნობის საგნის მოგირავნის საკუთრებაში გადასვლის შემთხვევაში ეს უკანასკნელი გახდება მიწის ნაკვეთის მესაკუთრე იურიდიული პირის დომინანტი პარტნიორი.

კანონის მოქმედების რეჟიმში არ ექცევა ისეთი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთები, რომლებზეც კანონის ამოქმედების მომენტისთვის რეგისტრირებულია უცხოელი ფიზიკური ან იურიდიული პირის (გარდა საზღვარგარეთ რეგისტრირებული იურიდიული პირისა) საკუთრების უფლება ან არსებობს უფლების რეგისტრაციის სამართლებრივი საფუძველი („უფლების დამდგენი დოკუმენტი“).

კანონით უცხოელისათვის განსაზღვრული ვალდებულებები არ ვრცელდება სასოფლო-სამეურნეო მიწის მესაკუთრე იმ ფიზიკურ პირებზე, რომლებსაც საქართველოს მოქალაქეობა შეუწყდათ კანონის ამოქმედების შემდეგ.

დამატებითი ინფორმაციის მიღების მიზნით დაუკავშირდით საერთაშორისო საადვოკატო კომპანია ,,ნაკაშიძე&პარტნიორები/ Law Office Nakashidze&Partners''-ს.

ვუზრუნველვყობთ თქვენს დაცვას/წარმომადგენლობას: საქართველოსა და იტალიაში ყველა ინსტანციის სასამართლოში; ადმინისტრაციულ ორგანოებში,საელჩო,საკონსულო,იუსტიციის სახლში და სამინისტროებში; სამართლებრივი ურთიერთობის რეგულირებას ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან;სტრასბურგის-ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში.

შემდეგი ნაბიჯი

თუ ეს საკითხი შენს შემთხვევას ეხება, მიიღე პერსონალური კონსულტაცია

სტატია გაძლევს ზოგად სურათს, მაგრამ კონკრეტული სამართლებრივი მოქმედება ინდივიდუალურ განხილვას მოითხოვს.

კითხვა ადვოკატთან დარეკვა WhatsApp
საქართველო

თბილისი, ალ. ყაზბეგის №47

თბილისი, გურამიშვილის N23 ა

კონტაქტი

+995 598 419 416

WhatsApp

იტალია

Bari, Piazza Nicola Balenzano, 12 A

იტალიის ოპერატორი

ტეგები: ადვოკატის ნომერი, ცნობილი ადვოკატები საქართველოში, ცნობილი ადვოკატი საქართველოში, უძლიერესი ადვოკატის ნომერი599505578, ახალგაზრდა ადვოკატები, საერთაშორისო ადვოკატები, სანდო ადვოკატი, საადვოკატო ბიურო, იურიდიული კომპანია, საადვოკატო, ადვოკატი, ადვოკატი იტ
მსგავსი მასალები

წაიკითხე თემასთან დაკავშირებული სხვა სტატიებიც


მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარება

მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარება

ვრცლად

თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარება

თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარება

ვრცლად

როგორ გავიფორმოთ თვითნებურად და არათვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთი?

როგორ გავიფორმოთ თვითნებურად და არათვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთი?

ვრცლად

თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთის რეგისტრაცია

თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთის რეგისტრაცია

ვრცლად

საკუთრების უფლების აღიარება თვითნებურად დაკავებულ მიწაზე

საკუთრების უფლების აღიარება თვითნებურად დაკავებულ მიწაზე

ვრცლად
კონსულტაცია

დაგვიკავშირდი ადვოკატთან

თუ სამართლებრივ საკითხზე სწრაფი პასუხი გჭირდება, გამოიყენე ქვემოთ მოცემული არხები.

დარეკვა WhatsApp კითხვა ადვოკატთან
პროფილი

ჩვენი გუნდი

მომხმარებლისთვის მნიშვნელოვანია დაინახოს რეალური იურისტი, გამოცდილება და პრაქტიკის სფეროები.

ნანა ნაკაშიძე ნანა ნაკაშიძეიტალიის ფილიალის ხელმძღვანელი ნათია ნაკაშიძე ნათია ნაკაშიძეადვოკატი, დამფუძნებელი ჯუზეპე სანტორო ჯუზეპე სანტოროპარტნიორი იტალიაში
კითხულობენ ხშირად

პოპულარული სტატიები

მოსამართლის დღე - საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მილოცვა კოლეგებს
პოპულარული მოსამართლის დღე - საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის
ესპანეთში საერთაშორისო სპეცოპერაცია „CACHABA“ - საქართველოსა და ესპანეთის პოლიციამ 13 პირი დააკავა
პოპულარული ესპანეთში საერთაშორისო სპეცოპერაცია „CACHABA“ - საქართველოსა და
აპარტ-ოტელების გაყიდვა და ახალი საგადასახადო რისკები - რა შეიცვალა 2026 წელს?
პოპულარული აპარტ-ოტელების გაყიდვა და ახალი საგადასახადო რისკები - რა შეიცვალა
ფიზიკური პირის მიერ აქტივის მიწოდების შედეგად მიღებული შემოსავლის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის საკითხებზე
პოპულარული ფიზიკური პირის მიერ აქტივის მიწოდების შედეგად მიღებული შემოსავლის

Iuristi.com

იურიდიული სიახლეები და ადვოკატის კონსულტაცია საქართველოში და იტალიაში.

TOP.GE რეიტინგი

სწრაფი ბმულები

  • ჩვენს შესახებ
  • გუნდი
  • ჯავშანი
  • კონტაქტი

კონტაქტი

  • +995 598 419 416
  • WhatsApp
  • თბილისი, ალ. ყაზბეგის №47
  • Bari, Piazza Nicola Balenzano, 12 A

საიტზე განთავსებულია იურიდიული თემების შესახებ სტატიები, პრაქტიკული განმარტებები და საკონტაქტო ინფორმაცია კონსულტაციის მისაღებად.

გჭირდება ადვოკატის სწრაფი კონსულტაცია?
დარეკვა WhatsApp