iuristi.com იურიდიული სიახლეები და კონსულტაცია
+995 598 419 416 WhatsApp
დარეკვა კონსულტაცია
მთავარი კონსულტაცია ჩვენს შესახებ გუნდი ჯავშანი
+995 598 419 416 WhatsApp
დარეკვა კონსულტაცია
მთავარი კონსულტაცია ჩვენს შესახებ გუნდი ჯავშანი
იურისტი » მეუღლეთა ქონების თანასაკუთრების გაყოფა » წილის გამოყოფა მეუღლეთა განქორწინებისას ერთობლივი თანაცხოვრების პერიოდში შეძენილი ქონებიდან
იურიდიული სტატია

წილის გამოყოფა მეუღლეთა განქორწინებისას ერთობლივი თანაცხოვრების პერიოდში შეძენილი ქონებიდან

31-05-2023, 12:31 მეუღლეთა ქონების თანასაკუთრების გაყოფა / განქორწინება / ადვოკატი / Advokati | lawyer / ადვოკატის ნომერი 206 ნახვა
წილის გამოყოფა მეუღლეთა განქორწინებისას ერთობლივი თანაცხოვრების პერიოდში შეძენილი ქონებიდან

როდესაც სასამართლო განქორწინების საკითხს განიხილავს, შესაძლოა განიხილოს მეუღლეთა თანასაკუთრებაში არსებული ქონების გაყოფის წესიც.

საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით ქორწინების შეწყვეტა იწვევს თანასაკუთრების შეწყვეტას როგორც ქონებრივ, ისე არაქონებრივ უფლება-მოვალეობებზე. მეუღლეთა თანაზიარი ქონება შესაძლოა გაიყოს ქორწინების განმავლობაშიც. ამ გზას მეუღლეები მიმართავენ მაშინ, როცა ისინი იძულებულნი არიან ცალ-ცალკე იცხოვრონ, თუმცა ქონების გაყოფა შესაძლოა მოხდეს ერთად ცხოვრების შემთხვევაშიც საქორწინო ხელშეკრულების საფუძველზე.

მეუღლეთა თანასაკუთრებას წარმოადგენს მეუღლეთა მიერ ქორწინების განმავლობაში შეძენილი ქონება, თუ მათ შორის საქორწინო ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის დადგენილი.

თანასაკუთრების გაყოფა ხდება 1/2-ზე პროპორციით, თუმცა დასაშვებია სხვაგვარი პროპორციითაც გაყოფა. ამას განაპირობებს ორი რამ, პირველი – ერთ მეუღლეს უდიდდება მისთვის მიკუთვნებული წილი თუ შრომისუუნაროა ან არასრულწლოვანი შვილები მასთან ცხოვრობენ და მეორე შემთხვევაა, როცა ერთი-ერთი მეუღლე ოჯახის საზიანოდ ხარჯავდა საერთო ქონებას.

წილთა თანაბრობის პრინციპიდან სასამართლომ შეიძლება გადაუხვიოს არასრულწლოვანი შვილის სასარგებლოდ, ერთ-ერთი მეუღლე სარგებლობს პროფესიული საქმიანობისათვის გამიზნული ნივთების უპირატესი მიკუთვნების უფლებით და სხვა.

მეუღლეთა თანასაკუთრების გაყოფა ხდება მეუღლეთა ურთიერთშეთანხმებით, ხოლო, თუ ასეთი შეთანხმება არ არის მიღწეული, მაშინ – სასამართლოს მიერ.

თანასაკუთრების გაყოფისას ასევე შესაძლებელია წილის კომპენსაცია, მაგალითად, თუ ერთ მეუღლეს მიეკუთვნა ისეთი ნივთი, რომლის ღირებულება გაცილებით მეტია, ვიდრე ამ მეუღლისთვის განსაზღვრული წილი, მეორე მეუღლის უფლებრივი მდგომარეობა დაკომპენსირდება ფულადი ერთეულით ან სხვა შესაბამისი ანაზღაურებით.

დამატებითი ინფორმაციის მიღების მიზნით დაუკავშირდით საერთაშორისო საადვოკატო კომპანია ,,ნაკაშიძე&პარტნიორები/ Law Office Nakashidze&Partners''-ს.

ვუზრუნველვყობთ თქვენს დაცვას/წარმომადგენლობას: საქართველოსა და იტალიაში ყველა ინსტანციის სასამართლოში; ადმინისტრაციულ ორგანოებში,საელჩო,საკონსულო,იუსტიციის სახლში და სამინისტროებში; სამართლებრივი ურთიერთობის რეგულირებას ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან;სტრასბურგის-ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში.

შემდეგი ნაბიჯი

თუ ეს საკითხი შენს შემთხვევას ეხება, მიიღე პერსონალური კონსულტაცია

სტატია გაძლევს ზოგად სურათს, მაგრამ კონკრეტული სამართლებრივი მოქმედება ინდივიდუალურ განხილვას მოითხოვს.

კითხვა ადვოკატთან დარეკვა WhatsApp
საქართველო

თბილისი, ალ. ყაზბეგის №47

თბილისი, გურამიშვილის N23 ა

კონტაქტი

+995 598 419 416

WhatsApp

იტალია

Bari, Piazza Nicola Balenzano, 12 A

იტალიის ოპერატორი

ტეგები: მეუღლეთა წილი, განქორწინება, მეუღლეთა საერთო ქონება, თანაცხოვრების პერიოდში შეძენილი ქონება, თანასაკუთრება, ქორწინების შეწყვეტა, ქონების გაყოფა
მსგავსი მასალები

წაიკითხე თემასთან დაკავშირებული სხვა სტატიებიც


მეუღლეთა საერთო ქონების გაყოფა / არასრულწლოვანი შვილების ინტერესების გათვალისწინება თანასაკუთრების გაყოფისას

მეუღლეთა საერთო ქონების გაყოფა / არასრულწლოვანი შვილების ინტერესების გათვალისწინება

ვრცლად

მეუღლეთა თანასაკუთრების გაყოფა

მეუღლეთა თანასაკუთრების გაყოფა

ვრცლად

როგორ ხდება მეუღლეთა თანასაკუთრების გაყოფა

როგორ ხდება მეუღლეთა თანასაკუთრების გაყოფა

ვრცლად

ქონება, რომელიც მეუღლეთა თანასაკუთრებად ითვლება

ქონება, რომელიც მეუღლეთა თანასაკუთრებად ითვლება

ვრცლად

მეუღლეთა თანასაკუთრება - რა ითვლება თანასაკუთრებად კანონის თანახმად?

მეუღლეთა თანასაკუთრება - რა ითვლება თანასაკუთრებად კანონის თანახმად?

ვრცლად
კონსულტაცია

დაგვიკავშირდი ადვოკატთან

თუ სამართლებრივ საკითხზე სწრაფი პასუხი გჭირდება, გამოიყენე ქვემოთ მოცემული არხები.

დარეკვა WhatsApp კითხვა ადვოკატთან
პროფილი

ჩვენი გუნდი

მომხმარებლისთვის მნიშვნელოვანია დაინახოს რეალური იურისტი, გამოცდილება და პრაქტიკის სფეროები.

ნანა ნაკაშიძე ნანა ნაკაშიძეიტალიის ფილიალის ხელმძღვანელი ნათია ნაკაშიძე ნათია ნაკაშიძეადვოკატი, დამფუძნებელი ჯუზეპე სანტორო ჯუზეპე სანტოროპარტნიორი იტალიაში
კითხულობენ ხშირად

პოპულარული სტატიები

მოსამართლის დღე - საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მილოცვა კოლეგებს
პოპულარული მოსამართლის დღე - საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის
ესპანეთში საერთაშორისო სპეცოპერაცია „CACHABA“ - საქართველოსა და ესპანეთის პოლიციამ 13 პირი დააკავა
პოპულარული ესპანეთში საერთაშორისო სპეცოპერაცია „CACHABA“ - საქართველოსა და
აპარტ-ოტელების გაყიდვა და ახალი საგადასახადო რისკები - რა შეიცვალა 2026 წელს?
პოპულარული აპარტ-ოტელების გაყიდვა და ახალი საგადასახადო რისკები - რა შეიცვალა
ფიზიკური პირის მიერ აქტივის მიწოდების შედეგად მიღებული შემოსავლის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის საკითხებზე
პოპულარული ფიზიკური პირის მიერ აქტივის მიწოდების შედეგად მიღებული შემოსავლის

Iuristi.com

იურიდიული სიახლეები და ადვოკატის კონსულტაცია საქართველოში და იტალიაში.

TOP.GE რეიტინგი

სწრაფი ბმულები

  • ჩვენს შესახებ
  • გუნდი
  • ჯავშანი
  • კონტაქტი

კონტაქტი

  • +995 598 419 416
  • WhatsApp
  • თბილისი, ალ. ყაზბეგის №47
  • Bari, Piazza Nicola Balenzano, 12 A

საიტზე განთავსებულია იურიდიული თემების შესახებ სტატიები, პრაქტიკული განმარტებები და საკონტაქტო ინფორმაცია კონსულტაციის მისაღებად.

გჭირდება ადვოკატის სწრაფი კონსულტაცია?
დარეკვა WhatsApp