iuristi.com იურიდიული სიახლეები და კონსულტაცია
+995 598 419 416 WhatsApp
დარეკვა კონსულტაცია
მთავარი კონსულტაცია ჩვენს შესახებ გუნდი ჯავშანი
+995 598 419 416 WhatsApp
დარეკვა კონსულტაცია
მთავარი კონსულტაცია ჩვენს შესახებ გუნდი ჯავშანი
იურისტი » მეუღლეთა ქონების თანასაკუთრების გაყოფა » მეუღლეთა თანასაკუთრების გაყოფა
იურიდიული სტატია

მეუღლეთა თანასაკუთრების გაყოფა

27-03-2023, 17:20 მეუღლეთა ქონების თანასაკუთრების გაყოფა / განქორწინება / ადვოკატი / Advokati | lawyer / ადვოკატის ნომერი 181 ნახვა
მეუღლეთა თანასაკუთრების გაყოფა

მეუღლეთა თანასაკუთრების გაყოფა მოწესრიგებულია სამოქალაქო კოდექსით, კერძოდ, მეხუთე წიგნით, საოჯახო სამართლის შესახებ. საქართველოს სამოქალაქო კოდექსი – სსკ განმარტავს ქორწინებას, რის მიხედვითაც აუცილებელია განსხვავებული სქესის წარმომადგენლების, ქალისა და მამაკაცის თანხმობა ოჯახის შექმნის მიზნით, რომელიც რეგისტრირებული უნდა იყოს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურში.

კანონის მიხედვით ქორწინების შეწყვეტის რამდენიმე საფუძველი არსებობს, კერძოდ, ერთ-ერთი მეუღლის გარდაცვალება ან გარდაცვლილად გამოცხადება, განქორწინება. ეს შეიძლება მოხდეს სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოში – მხარეთა თანხმობის შემთხვევაში, ხოლო სასამართლოში – მხარეთა დავის შემთხვევაში.

როდესაც სასამართლო განქორწინების საკითხს განიხილავს, შესაძლოა განიხილოს მეუღლეთა თანასაკუთრებაში არსებული ქონების გაყოფის წესიც.

თანასაკუთრება განმარტებით არის ქორწინების განმავლობაში შეძენილი ქონება, თუ მეუღლენი სხვაგვარად არ შეთანხმებულან საქორწინო ხელშეკრულებით.

თანასაკუთრებად ჩაითვლება ასევე, ისეთი შემთხვევა, როდესაც ერთ-ერთი მეუღლე ეწეოდა საოჯახო საქმიანობას, უვლიდა შვილებს ან სხვა საპატიო მიზეზის გამო არ ჰქონია დამოუკიდებელი შემოსავალი.

თანასაკუთრებაში არსებული ქონება უნდა განვასხვავოთ ინდივიდუალური საკუთრებისგან, რომელიც არის მეუღლეების ქორწინებამდე არსებული ქონება, ასევე ქორწინების განმავლობაში მემკვიდრეობით ან/და ჩუქებით მიღებული ქონება. არსებობს ასევე ინდივიდუალური სარგებლობის ნივთები, რომლებიც შეიძლება საერთო თანხებით იყოს შეძენილი, თუმცა ამ ნივთით მოსარგებლე მეუღლეს ეკუთვნის, მაგალითად შამპუნი,კბილის ჯაგრისი, გამონაკლისს წარმოადგენს ძვირფასეულობა. გაყოფას ექვემდებარება მხოლოდ თანასაკუთრება.

დროის მიხედვით გაყოფა შესაძლებელია როგორც ქორწინების განმავლობაში, ისე მისი შეწყვეტის შემდეგ. გაყოფის საკითხი წყდება მხარეთა ურთიერთშეთანხმებით ან ასეთის არარსებობის შემთხვევაში სასამართლოს მიერ.

თანასაკუთრებაში შეძენილი ნივთები თუნდაც მეუღლეთა საერთო ხარჯებით იყოს შეძენილი, შეიძლება განაწილდეს მიზნობრივად იმის მიხედვით თუ რომელ მეუღლეს სჭირდება ის თავისი პროფესიული საქმიანობისთვის.

თანასაკუთრების გაყოფისას ასევე შესაძლებელია წილის კომპენსაცია, მაგალითად, თუ ერთ მეუღლეს მიეკუთვნა ისეთი ნივთი, რომლის ღირებულება გაცილებით მეტია, ვიდრე ამ მეუღლისთვის განსაზღვრული წილი, მეორე მეუღლის უფლებრივი მდგომარეობა დაკომპენსირდება ფულადი ერთეულით ან სხვა შესაბამისი ანაზღაურებით.

როცა თანასაკუთრების გაყოფა ქორწინების განმავლობაში ხდება, თუ მხარეების სხვა რამეზე არ შეთანხმებულან, ეს გაყოფა შეეხება ამ პროცესამდე არსებულ ქონებას, მომავალში შეძენილი ქონება თანასაკუთრების ნაწილი იქნება.

როგორც წესი, თანასაკუთრების გაყოფა ხდება 50-50-ზე პროპორციით, თუმცა დასაშვებია სხვაგვარი პროპორციითაც გაყოფა. ამას განაპირობებს ორი რამ, პირველი – ერთ მეუღლეს უდიდდება მისთვის მიკუთვნებული წილი თუ შრომისუუნაროა ან არასრულწლოვანი შვილები მასთან ცხოვრობენ, მეორე შემთხვევაა, როცა ერთი-ერთი მეუღლე ოჯახის საზიანოდ ხარჯავდა საერთო ქონებას.

მნიშვნელოვანია ხანდაზმულობის ვადის აღნიშვნა, რის მიხედვითაც, განქორწინების შემთხვევაში, მეუღლეებს თანასაკუთრების გაყოფაზე მოთხოვნა სამი წლის განმავლობაში შეუძლიათ.

თანასაკუთრების განაწილების წესი კი შეიძლება სულ სხვაგვარად დადგინდეს თუ მეუღლენი ქორწინების ხელშეკრულებაში სხვაგვარად მორიგდებიან.

დამატებითი ინფორმაციის მიღების მიზნით დაუკავშირდით საერთაშორისო საადვოკატო კომპანია ,,ნაკაშიძე&პარტნიორები/ Law Office Nakashidze&Partners''-ს.

ვუზრუნველვყობთ თქვენს დაცვას/წარმომადგენლობას: საქართველოსა და იტალიაში ყველა ინსტანციის სასამართლოში; ადმინისტრაციულ ორგანოებში,საელჩო,საკონსულო,იუსტიციის სახლში და სამინისტროებში; სამართლებრივი ურთიერთობის რეგულირებას ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან;სტრასბურგის-ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში.

შემდეგი ნაბიჯი

თუ ეს საკითხი შენს შემთხვევას ეხება, მიიღე პერსონალური კონსულტაცია

სტატია გაძლევს ზოგად სურათს, მაგრამ კონკრეტული სამართლებრივი მოქმედება ინდივიდუალურ განხილვას მოითხოვს.

კითხვა ადვოკატთან დარეკვა WhatsApp
საქართველო

თბილისი, ალ. ყაზბეგის №47

თბილისი, გურამიშვილის N23 ა

კონტაქტი

+995 598 419 416

WhatsApp

იტალია

Bari, Piazza Nicola Balenzano, 12 A

იტალიის ოპერატორი

ტეგები: ადვოკატის ნომერი, ცნობილი ადვოკატები საქართველოში, ცნობილი ადვოკატი საქართველოში, უძლიერესი ადვოკატის ნომერი599505578, ახალგაზრდა ადვოკატები, საერთაშორისო ადვოკატები, სანდო ადვოკატი, საადვოკატო ბიურო, იურიდიული კომპანია, საადვოკატო, ადვოკატი, ადვოკატი იტ
მსგავსი მასალები

წაიკითხე თემასთან დაკავშირებული სხვა სტატიებიც


როგორ ხდება მეუღლეთა თანასაკუთრების გაყოფა

როგორ ხდება მეუღლეთა თანასაკუთრების გაყოფა

ვრცლად

მეუღლეთა საერთო ქონების გაყოფა / არასრულწლოვანი შვილების ინტერესების გათვალისწინება თანასაკუთრების გაყოფისას

მეუღლეთა საერთო ქონების გაყოფა / არასრულწლოვანი შვილების ინტერესების გათვალისწინება

ვრცლად

აუცილებელია თუ არა სამოქალაქო ქორწინება?

აუცილებელია თუ არა სამოქალაქო ქორწინება?

ვრცლად

მეუღლეთა თანასაკუთრება - რა ითვლება თანასაკუთრებად კანონის თანახმად?

მეუღლეთა თანასაკუთრება - რა ითვლება თანასაკუთრებად კანონის თანახმად?

ვრცლად

მეუღლეთა თანასაკუთრება / თანასაკუთრებაში არსებული ქონების განკარგვა ურთიერთშეთანხმებით

მეუღლეთა თანასაკუთრება / თანასაკუთრებაში არსებული ქონების განკარგვა ურთიერთშეთანხმებით

ვრცლად
კონსულტაცია

დაგვიკავშირდი ადვოკატთან

თუ სამართლებრივ საკითხზე სწრაფი პასუხი გჭირდება, გამოიყენე ქვემოთ მოცემული არხები.

დარეკვა WhatsApp კითხვა ადვოკატთან
პროფილი

ჩვენი გუნდი

მომხმარებლისთვის მნიშვნელოვანია დაინახოს რეალური იურისტი, გამოცდილება და პრაქტიკის სფეროები.

ნანა ნაკაშიძე ნანა ნაკაშიძეიტალიის ფილიალის ხელმძღვანელი ნათია ნაკაშიძე ნათია ნაკაშიძეადვოკატი, დამფუძნებელი ჯუზეპე სანტორო ჯუზეპე სანტოროპარტნიორი იტალიაში
კითხულობენ ხშირად

პოპულარული სტატიები

მოსამართლის დღე - საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მილოცვა კოლეგებს
პოპულარული მოსამართლის დღე - საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის
ესპანეთში საერთაშორისო სპეცოპერაცია „CACHABA“ - საქართველოსა და ესპანეთის პოლიციამ 13 პირი დააკავა
პოპულარული ესპანეთში საერთაშორისო სპეცოპერაცია „CACHABA“ - საქართველოსა და
აპარტ-ოტელების გაყიდვა და ახალი საგადასახადო რისკები - რა შეიცვალა 2026 წელს?
პოპულარული აპარტ-ოტელების გაყიდვა და ახალი საგადასახადო რისკები - რა შეიცვალა
ფიზიკური პირის მიერ აქტივის მიწოდების შედეგად მიღებული შემოსავლის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის საკითხებზე
პოპულარული ფიზიკური პირის მიერ აქტივის მიწოდების შედეგად მიღებული შემოსავლის

Iuristi.com

იურიდიული სიახლეები და ადვოკატის კონსულტაცია საქართველოში და იტალიაში.

TOP.GE რეიტინგი

სწრაფი ბმულები

  • ჩვენს შესახებ
  • გუნდი
  • ჯავშანი
  • კონტაქტი

კონტაქტი

  • +995 598 419 416
  • WhatsApp
  • თბილისი, ალ. ყაზბეგის №47
  • Bari, Piazza Nicola Balenzano, 12 A

საიტზე განთავსებულია იურიდიული თემების შესახებ სტატიები, პრაქტიკული განმარტებები და საკონტაქტო ინფორმაცია კონსულტაციის მისაღებად.

გჭირდება ადვოკატის სწრაფი კონსულტაცია?
დარეკვა WhatsApp