iuristi.com იურიდიული სიახლეები და კონსულტაცია
+995 598 419 416 WhatsApp
დარეკვა კონსულტაცია
მთავარი კონსულტაცია ჩვენს შესახებ გუნდი ჯავშანი
+995 598 419 416 WhatsApp
დარეკვა კონსულტაცია
მთავარი კონსულტაცია ჩვენს შესახებ გუნდი ჯავშანი
იურისტი » მეუღლეთა ქონების თანასაკუთრების გაყოფა » მეუღლეთა ინდივიდუალური და საერთო თანაზიარი საკუთრება
იურიდიული სტატია

მეუღლეთა ინდივიდუალური და საერთო თანაზიარი საკუთრება

26-04-2023, 17:11 მეუღლეთა ქონების თანასაკუთრების გაყოფა / ადვოკატი / Advokati | lawyer / ადვოკატის ნომერი / ოჯახური დავები 328 ნახვა
მეუღლეთა ინდივიდუალური და საერთო თანაზიარი საკუთრება

საოჯახო კანონმდებლობით მეუღლეთა საკუთრება იყოფა ორ ნაწილად: ინდივიდუალურ და საერთო თანაზიარ საკუთრებად ანუ თანასაკუთრებად.

თანასაკუთრებას მიეკუთვნება ქორწინების დროს შეძენილი ქონება.ასეთ ქონებაზე მეუღლეთა თანასაკუთრების უფლება წარმოიშობა მაშინაც თუ ერთ-ერთი მათგანი ეწეოდა საოჯახო საქმიანობას,უვლიდა შვილებს ან სხვა საპატიო მიზეზის გამო არ ჰქონია დამოუკიდებელი შემოსავალი.

მეუღლეებს გააჩნიათ თანაზიარი საკუთრების მფლობელობის,განკარგვის და სარგებლობის თანაბარი უფლებები. ნებისმიერი შეთანხმება,რომელიც მიხნად ისახავს რომელიმე მეუღლის,როგორც მესაკუთრის უფლებამოსილების რაიმე სახით შეზღუდვას ბათილად უნდა ჩაითვალოს,რადგანაც ეწინააღმდეგება კანონს მეუღლეთა თანაბრობის შესახებ.

ერთ-ერთი მეუღლის მოქმედება მიმართული თანასაკუთრების მართვის ან განკარგვის მიზნით ,იმავდროულად ითვლება მეორე მეუღლის ნების გამოვლენადაც. მეუღლეთა საერთო ქონების განკარგვა ხდება მათი შეთანხმებით ,მიუხედევად იმისა რომელი მათგანი განკარგავს მას.მეუღლეს უფლება აქვს მოითხოვოს ქონების განკარგვით მიღებული სარგებელი.

ქორწინების ფაქტი ვერ იქნება საფუძველი იმ ქონების თანასაკუთრებაში ჩართვას,რომელიც მათ მანამდე ეკუთვნოდათ.ინდივიდუალურია ქონება,რომელიც მეუღლეს ეკუთვნოდა ქორწინებამდე,ან მიიღო მემკვიდრეობით ან ჩუქებით.

ინდივიდუალური სარგებლობის ნივთები,გარდა ძვირფასეულობისა(რომელსაც შეიძლება მიეკუთვნებოდეს ანტიკვარული ნივთები,ორიგინალი ხელოვნების ნიმუშები;) თუნდაც ქორწინების განმავლობაში იყოს შეძენილი მეუღლეთა საერთო თანხებით ,ჩაითვლება იმ მეუღლის საკუთრებად,რომელიც სარგებლობს ამ ნივთებით.მაგ : კოსმეტიკა,ტანსაცმელი,ჰიგიენური თავის მოვლის საშუალებები და სხვა.

კანონით გათვალისწინებულ შემთხვევევბში შესაძლებელია,რომ მეუღლეთა ინდივიდუალური თანასაკუთრება გადაიქცეს თანაზიარად. ეს შესაძლებელია მაშინ თუ ქორწინების განმავლობაში მნიშვნელოვნად გაიზარდა იმ ქონების ღირებულება,რომელიც ერთ-ერთი მეუღლის ინდივიდუალურ საკუთრებას წარმოადგენდა.თუ სახეზეა ისეთი ხარჯების გაწევა,რომელიც ქონების ღირებულებას მნიშვნელოვნად არ ზრდის,მაშინ ერთ-ერთი მეუღლის ინდივიდუალურ საკუთრებაში არსებული ქონების სამართლებრივი ბრუნვა არ შეიცვლება.

დამატებითი ინფორმაციის მიღების მიზნით დაუკავშირდით საერთაშორისო საადვოკატო კომპანია ,,ნაკაშიძე&პარტნიორები/ Law Office Nakashidze&Partners''-ს.

ვუზრუნველვყობთ თქვენს დაცვას/წარმომადგენლობას: საქართველოსა და იტალიაში ყველა ინსტანციის სასამართლოში; ადმინისტრაციულ ორგანოებში,საელჩო,საკონსულო,იუსტიციის სახლში და სამინისტროებში; სამართლებრივი ურთიერთობის რეგულირებას ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან;სტრასბურგის-ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში.

შემდეგი ნაბიჯი

თუ ეს საკითხი შენს შემთხვევას ეხება, მიიღე პერსონალური კონსულტაცია

სტატია გაძლევს ზოგად სურათს, მაგრამ კონკრეტული სამართლებრივი მოქმედება ინდივიდუალურ განხილვას მოითხოვს.

კითხვა ადვოკატთან დარეკვა WhatsApp
საქართველო

თბილისი, ალ. ყაზბეგის №47

თბილისი, გურამიშვილის N23 ა

კონტაქტი

+995 598 419 416

WhatsApp

იტალია

Bari, Piazza Nicola Balenzano, 12 A

იტალიის ოპერატორი

ტეგები: საერთო, თანაზიარი, საკუთრება, მეუღლეთა, ინდივიდუალური
მსგავსი მასალები

წაიკითხე თემასთან დაკავშირებული სხვა სტატიებიც


მეუღლეთა თანასაკუთრება / თანასაკუთრებაში არსებული ქონების განკარგვა ურთიერთშეთანხმებით

მეუღლეთა თანასაკუთრება / თანასაკუთრებაში არსებული ქონების განკარგვა ურთიერთშეთანხმებით

ვრცლად

ქონება, რომელიც მეუღლეთა თანასაკუთრებად ითვლება

ქონება, რომელიც მეუღლეთა თანასაკუთრებად ითვლება

ვრცლად

მეუღლეთა თანასაკუთრება - რა ითვლება თანასაკუთრებად კანონის თანახმად?

მეუღლეთა თანასაკუთრება - რა ითვლება თანასაკუთრებად კანონის თანახმად?

ვრცლად

რომელი სახის ქონება ითვლება თანაზიარ ქონებად?

რომელი სახის ქონება ითვლება თანაზიარ ქონებად?

ვრცლად
კონსულტაცია

დაგვიკავშირდი ადვოკატთან

თუ სამართლებრივ საკითხზე სწრაფი პასუხი გჭირდება, გამოიყენე ქვემოთ მოცემული არხები.

დარეკვა WhatsApp კითხვა ადვოკატთან
პროფილი

ჩვენი გუნდი

მომხმარებლისთვის მნიშვნელოვანია დაინახოს რეალური იურისტი, გამოცდილება და პრაქტიკის სფეროები.

ნანა ნაკაშიძე ნანა ნაკაშიძეიტალიის ფილიალის ხელმძღვანელი ნათია ნაკაშიძე ნათია ნაკაშიძეადვოკატი, დამფუძნებელი ჯუზეპე სანტორო ჯუზეპე სანტოროპარტნიორი იტალიაში
კითხულობენ ხშირად

პოპულარული სტატიები

მოსამართლის დღე - საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მილოცვა კოლეგებს
პოპულარული მოსამართლის დღე - საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის
ესპანეთში საერთაშორისო სპეცოპერაცია „CACHABA“ - საქართველოსა და ესპანეთის პოლიციამ 13 პირი დააკავა
პოპულარული ესპანეთში საერთაშორისო სპეცოპერაცია „CACHABA“ - საქართველოსა და
აპარტ-ოტელების გაყიდვა და ახალი საგადასახადო რისკები - რა შეიცვალა 2026 წელს?
პოპულარული აპარტ-ოტელების გაყიდვა და ახალი საგადასახადო რისკები - რა შეიცვალა
ფიზიკური პირის მიერ აქტივის მიწოდების შედეგად მიღებული შემოსავლის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის საკითხებზე
პოპულარული ფიზიკური პირის მიერ აქტივის მიწოდების შედეგად მიღებული შემოსავლის

Iuristi.com

იურიდიული სიახლეები და ადვოკატის კონსულტაცია საქართველოში და იტალიაში.

TOP.GE რეიტინგი

სწრაფი ბმულები

  • ჩვენს შესახებ
  • გუნდი
  • ჯავშანი
  • კონტაქტი

კონტაქტი

  • +995 598 419 416
  • WhatsApp
  • თბილისი, ალ. ყაზბეგის №47
  • Bari, Piazza Nicola Balenzano, 12 A

საიტზე განთავსებულია იურიდიული თემების შესახებ სტატიები, პრაქტიკული განმარტებები და საკონტაქტო ინფორმაცია კონსულტაციის მისაღებად.

გჭირდება ადვოკატის სწრაფი კონსულტაცია?
დარეკვა WhatsApp