iuristi.com იურიდიული სიახლეები და კონსულტაცია
+995 598 419 416 WhatsApp
დარეკვა კონსულტაცია
მთავარი კონსულტაცია ჩვენს შესახებ გუნდი ჯავშანი
+995 598 419 416 WhatsApp
დარეკვა კონსულტაცია
მთავარი კონსულტაცია ჩვენს შესახებ გუნდი ჯავშანი
იურისტი » მემკვიდრეობა » რომელია უკეთესი საჩუქარი თუ ანდერძი?
იურიდიული სტატია

რომელია უკეთესი საჩუქარი თუ ანდერძი?

16-02-2024, 17:14 მემკვიდრეობა / ადვოკატის ნომერი / ადვოკატი / Advokati | lawyer / iuristi / სიახლე 12 011 ნახვა
რომელია უკეთესი საჩუქარი თუ ანდერძი?


რომელია უკეთესი საჩუქარი თუ ანდერძი?

რა უპირატესობები აქვს ჩუქების ხელშეკრულებას ანდერძთან შედარებით?

1. ანდერძის შედგენისას ქონების განკარგვა ხდება გარდაცვალების შემდეგ, ხოლო ჩუქებისას სიცოცხლეშივე ქონების რეგისტრაციის შემდეგ.

2. სწორად შესრულებული ჩუქების აქტის გასაჩივრება სასამართლოში ძალიან რთულია (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც დადგინდა გაყალბება, თაღლითობა ან გამჩუქებლის ქმედუუნარობა.)

3. ხოლო ანდერძი შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში მთელი რიგი გარემოებების გამო და მოანდერძის ქონებიდან წილი მიიღონ სხვა მემკვიდრეებმა, რომლებიც არ არის დამოკიდებული მოანდერძის ნებასა და სურვილებზე.


ჩუქება – ხელშეკრულება, რომლის ძალითაც მჩუქებელი უსასყიდლოდ გადასცემს დასაჩუქრებულს ქონებას საკუთრებად მისი თანხმობით.

ანდერძი – გარდაცვლილი პირის მიერ სიცოცხლეში წერილობით გამოვლენილი ნება, რომლითაც იგი თავის ქონებას ან ამ ქონების ნაწილს უტოვებს ერთ ან რამდენიმე პირს.


1 კითხვა: მე და ჩემს მეუღლეს გვსურს ერთად შევადგინოთ ანდერძი. როგორ უნდა მოვიქცეთ?

პასუხი: მეუღლეებს ერთობლივად შეუძლიათ, შეადგინონ ანდერძი, მაგრამ ურთიერთმემკვიდრეობის შესახებ. ანუ გარდა მეუღლეებისა, ერთობლივი ანდერძი არ შეიძლება, ეხებოდეს სხვა პირს.


2 კითხვა: მამაჩემმა, რომელიც გარდაიცვალა, დატოვა ორი ანდერძი. აქედან, ერთი შედგენილია სანოტარო ფორმით, მეორე კი არა. რომელს ექნება ძალა?

პასუხი: აღნიშნულ შემთხვევაში სანოტარო ფორმით შედგენილ ანდერძს აქვს უპირატესი ძალა, შესაბამისად იხელმძღვანელებთ სანოტარო ფორმით შედგენილი ანდერძის მიხედვით.


3 კითხვა: ჩემს სახელზე შედგენილია ანდერძი, რომლითაც საცხოვრებელი სახლი მიანდერძეს. ვერ ვიღებ სამკვიდრო მოწმობას იმ მოტივით, რომ ეს სახლი არ ეკუთვნის გარდაცვლილს...

პასუხი: ანდერძში მითითებული ქონების მიღების ერთ-ერთ პირობას წარმოადგენს ის, რომ ნაანდერძევი ქონება აუცილებლად უნდა იყოს რეგისტრირებული მოანდერძის სახელზე. თუ აღმოჩნდება, რომ ის ქონება, რომელიც მითითებულია ანდერძში, საჯარო რეესტრის ან ტექნიკური აღრიცხვის არქივში დაცული მონაცემებით არ არის მოანდერძის სახელზე, ამ შემთხვევაში, ანდერძისმიერი მემკვიდრე ვერ მიიღებს სამკვიდრო მოწმობას ანდერძში მითითებულ ქონებაზე.


4 კითხვა: ანდერძით ნათესავმა დამიტოვა ბინა, ასევე ვარ მეოთხე რიგის მემკვიდრე, სხვა წინა რიგის მემკვიდრეები არ არიან ცოცხლები. მაგრამ ჩემს გარდა სხვა მეოთხე რიგის მემკვიდრეებიც არსებობენ, ამ შემთხვევაში აქვთ მათ წილის მოთხოვნის უფლება?

პასუხი: დიახ, ანდერძით მიიღებთ ქონების ნახევარზე, ხოლო დარჩენილი ნახევარი გაიყოფა თანაბრად იმ მემკვიდრეებზე რომლებიც ცოცხლები არიან, მათ შორის თქვენზე.


5 კითხვა: ვარ იმ პირის მემკვიდრე, რომელსაც ქონება ჰქონდა საქართველოში, მაგრამ გარდაცვალების მომენტისათვის იგი იყო სხვა სახელმწიფოს მოქალაქე, საქართველოში შევძლებ სამკვიდრო მოწმობის აღებას?

პასუხი: პირველ რიგში სამკვიდრო მოწმობა უნდა აიღოთ იმ ქვეყანაში, რომლის მოქალაქესაც გარდაცვალების მომენტისათვის წარმოადგენდა გარდაცვლილი (მამკვიდრებელი), უნდა გაიცეს სამკვიდრო მოწმობა. აღნიშნული დოკუმენტი მემკვიდრის მიერ წარდგენილ უნდა იქნეს საქართველოს ნოტარიუსთან, რის შემდეგაც გაიცემა სამკვიდრო მოწმობა საქართველოში არსებულ, მამკვიდრებლის კუთვნილ კონკრეტულ ქონებაზე.


6 კითხვა: ანდერძის არსებობა უკარგავს თუ არა სხვა მემკვიდრეებს სამკვიდროს მიღების უფლებას?

პასუხი: მიუხედავად იმისა, რომ პირმა შესაძლოა მთელი ქონება განკარგოს ანდერძის საფუძველზე, მოანდერძის პირველი რიგის კანონით მემკვიდრეები შვილები, მშობლები და მეუღლე, ანდერძის შინაარსის მიუხედავად, უფლებამოსილნი არიან მიიღონ სამკვიდრო, რასაც ეწოდება სავალდებულო წილი.


7 კითხვა: თუ მემკვიდრე არ იმყოფება საქართველოში, შეძლებს სამკვიდრო ქონების მიღებას?

პასუხი: დიახ შეძლებს.


8 კითხვა: ეკუთვნის თუ არა საკვიდრო ქონებიდან წილი შვილიშვილს?

პასუხი: შვილიშვილები თანასწორად იღებენ იმ წილს, რომელიც კანონით მემკვიდრეობის დროს მათი გარდაცვლილი მშობელს მიიღებდა.


9 კითხვა: ქორწინების გარეშე დაბადებული ბავშვს აქვთ თუ არა მემკვიდრეობის მიღების უფლება?

პასუხი: არასრულწლოვანის უფლებაზე – იყოს მემკვიდრე, არანაირ გავლენას არ ახდენს ისეთი გარემოება, როდესაც მშობლების ქორწინება არ არის რეგისტრირებული, (მათ შორის არც ალიმენტის მიღების უფლებაზე) ანუ ქორწინების გარეშე დაბადებული ბავშვის მემკვიდრეობის უფლებაც გარანტირებული და დაცულია კანონით.


ანდერძის შედგენისას გაითვალისწინეთ შემდეგი წესები:

1. დაუშვებელია ორი ან მეტი პირის მიერ ერთობლივი ანდერძის შედგენა (მხოლოდ მეუღლეებს აქვთ უფლება შეადგინონ ერთობლივი ანდერძი ურთიერთმემკვიდრეობის თაობაზე).

2. ანდერძზე აუცილებლად უნდა მიუთითოთ თარიღი.

3. თუ მოანდერძე რაიმე მიზეზით თვითონ ვერ მოაწერს ხელს ანდერძს, შეიძლება მისი თხოვნით ხელი მოაწეროს სხვა პირმა. ამასთან, უნდა აღინიშნოს მიზეზი, რის გამოც მოანდერძემ ვერ შეძლო ანდერძზე ხელის მოწერა.

4. ანდერძის მოწმეები არ შეიძლება იყვნენ: არასრულწლოვანები, ქმედუუნაროდ აღიარებული პირები, ანდერძით მემკვიდრე და მისი ნათესავები დამავალი და აღმავალი ხაზით, დები, ძმები, მეუღლე და საანდერძო დანაკისრის მიმღები (ლეგატარი).

5. ცნობების გამხელის უფლება არ აქვს პირს, რომელმაც დაადასტურა ანდერძი, მოწმეს, ასევე პირებს რომლებმაც ხელი მოაწერეს ანდერძს მოანდერძის ნაცვლად.

6. თუკი მოანდერძემ შეადგინა ერთზე მეტი ანდერძი, ძალაშია ის, რომელიც უფრო გვიანდელი თარიღით არის შედგენილი. ხოლო თუკი არსებობს შინაურული და სანოტარო ფორმის ანდერძები, ძალაშია სანოტარო ფორმით შედგენილი ანდერძი შედგენის თარიღის მიუხედავად.

7. მოანდერძეს თავისი სურვილისამებრ შეუძლია შეცვალოს ან გააუქმოს ანდერძი.ანდერძის გახსნა და აღსრულება ხდება მხოლოდ მოანდერძის გარდაცვალების შემდეგ.





შემდეგი ნაბიჯი

თუ ეს საკითხი შენს შემთხვევას ეხება, მიიღე პერსონალური კონსულტაცია

სტატია გაძლევს ზოგად სურათს, მაგრამ კონკრეტული სამართლებრივი მოქმედება ინდივიდუალურ განხილვას მოითხოვს.

კითხვა ადვოკატთან დარეკვა WhatsApp
საქართველო

თბილისი, ალ. ყაზბეგის №47

თბილისი, გურამიშვილის N23 ა

კონტაქტი

+995 598 419 416

WhatsApp

იტალია

Bari, Piazza Nicola Balenzano, 12 A

იტალიის ოპერატორი

ტეგები: ანდერძი, საჩუქარი, სასამართლოში, მემკვიდრეობა, მემკვიდრეობის მიღება, მემკვიდრეობის, მემკვიდრეობის მიღება 599505578, მემკვიდრეობის მიღება მინდა, მემკვიდრეობის სამართალი, მემკვიდრეობის მიღების დადგენა, მემკვიდრეობის დადგენა, მემკვიდრეობის რეგისტრაცია, მემკვ
მსგავსი მასალები

წაიკითხე თემასთან დაკავშირებული სხვა სტატიებიც


როგორ დავწეროთ ანდერძი?

როგორ დავწეროთ ანდერძი?

ვრცლად

საანდერძო დანაკისრი

საანდერძო დანაკისრი

ვრცლად

რა უპირატესობები აქვს ანდერძის შედგენას?

რა უპირატესობები აქვს ანდერძის შედგენას?

ვრცლად

ანდერძი

ანდერძი

ვრცლად
კონსულტაცია

დაგვიკავშირდი ადვოკატთან

თუ სამართლებრივ საკითხზე სწრაფი პასუხი გჭირდება, გამოიყენე ქვემოთ მოცემული არხები.

დარეკვა WhatsApp კითხვა ადვოკატთან
პროფილი

ჩვენი გუნდი

მომხმარებლისთვის მნიშვნელოვანია დაინახოს რეალური იურისტი, გამოცდილება და პრაქტიკის სფეროები.

ნანა ნაკაშიძე ნანა ნაკაშიძეიტალიის ფილიალის ხელმძღვანელი ნათია ნაკაშიძე ნათია ნაკაშიძეადვოკატი, დამფუძნებელი ჯუზეპე სანტორო ჯუზეპე სანტოროპარტნიორი იტალიაში
კითხულობენ ხშირად

პოპულარული სტატიები

მოსამართლის დღე - საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მილოცვა კოლეგებს
პოპულარული მოსამართლის დღე - საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის
ესპანეთში საერთაშორისო სპეცოპერაცია „CACHABA“ - საქართველოსა და ესპანეთის პოლიციამ 13 პირი დააკავა
პოპულარული ესპანეთში საერთაშორისო სპეცოპერაცია „CACHABA“ - საქართველოსა და
აპარტ-ოტელების გაყიდვა და ახალი საგადასახადო რისკები - რა შეიცვალა 2026 წელს?
პოპულარული აპარტ-ოტელების გაყიდვა და ახალი საგადასახადო რისკები - რა შეიცვალა
ფიზიკური პირის მიერ აქტივის მიწოდების შედეგად მიღებული შემოსავლის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის საკითხებზე
პოპულარული ფიზიკური პირის მიერ აქტივის მიწოდების შედეგად მიღებული შემოსავლის

Iuristi.com

იურიდიული სიახლეები და ადვოკატის კონსულტაცია საქართველოში და იტალიაში.

TOP.GE რეიტინგი

სწრაფი ბმულები

  • ჩვენს შესახებ
  • გუნდი
  • ჯავშანი
  • კონტაქტი

კონტაქტი

  • +995 598 419 416
  • WhatsApp
  • თბილისი, ალ. ყაზბეგის №47
  • Bari, Piazza Nicola Balenzano, 12 A

საიტზე განთავსებულია იურიდიული თემების შესახებ სტატიები, პრაქტიკული განმარტებები და საკონტაქტო ინფორმაცია კონსულტაციის მისაღებად.

გჭირდება ადვოკატის სწრაფი კონსულტაცია?
დარეკვა WhatsApp