iuristi.com იურიდიული სიახლეები და კონსულტაცია
+995 598 419 416 WhatsApp
დარეკვა კონსულტაცია
მთავარი კონსულტაცია ჩვენს შესახებ გუნდი ჯავშანი
+995 598 419 416 WhatsApp
დარეკვა კონსულტაცია
მთავარი კონსულტაცია ჩვენს შესახებ გუნდი ჯავშანი
იურისტი » მემკვიდრეობა » რა უპირატესობები აქვს ანდერძის შედგენას?
იურიდიული სტატია

რა უპირატესობები აქვს ანდერძის შედგენას?

28-04-2023, 16:01 მემკვიდრეობა / ადვოკატი / Advokati | lawyer / ადვოკატის ნომერი / iuristi 345 ნახვა
რა უპირატესობები აქვს ანდერძის შედგენას?

რატომ უნდა შევადგინოთ სიცოცხლეში ანდერძი?

📌 თუ მარტოხელა ადამიანი ხართ შესაძლოა თქვენი ქონება სრულად დარჩეს სახელმწიფოს.

📌 წლების განმავლობაში ცხოვრობ ადამიანთან, შესაძლოა ჯვარიც დაიწერეთ და თქვენთვის მეუღლეა, მაგრამ იურიდიულად არა, შესაბამისად თუ ანდერძს არ შეადგენთ ის ვერაფერს მიიღებს თქვენი ქონებიდან.

📌 იურიდიული ხელმოწერის გარეშე გაჩენილი ბავშვი სადაც დაბადების მოწმობაში ბავშვს არ უწერია რომელიმე მშობლის გრაფაში ბიოლოგიური დედა ან მამა , ასეთი შვილი თქვენი გარდაცვალების შემთხვევაში ქონებას ვერ მიიღებს თქვენი ექსკუმაციის გარეშე,რაც მთელ რიგ იურიდიულ პროცესებთანაა დაკავშირებული- ამიტომ უმჯობესია შეადგინოთ ანდერძი.

📌 თუ გყავთ მეუღლე რომელთანაც ოფიციალურად გაქვთ ხელი მოწერილი და რამდენიმე შვილი- ანდერძით შეგიძლიათ განუსაზღვროთ ის წილი რასაც თქვენ თვლით საჭიროდ,რომ დაუტოვოთ.

📌 ანდერძი შეიძლება დაუტოვოთ ნებისმიერ პირს, გარეშე პირებს,ვისთანაც არ იმყოფებით ნათესაურ კავშირში.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1306-ე მუხლის 1 ნაწილის მიხედვით,გარდაცვლილი პირის(მამკვიდრებლის) ქონების გადასვლა სხვა პირებზე(მემკვიდრეებზე) ხორციელდება კანონით ან ანდერძით,ანდა ორივე საფუძვლით.

ანდერძით მემკვიდრეობა წარმოადგენს მამკვიდრებლის უფლებას,იგი უფლებამოსილია სიცოცხლეშივე განსაზღვროს თუ ვის დარჩება ქონება მისი გარდაცვალების შემდგომ. მამკვიდრებელი ანუ ის ვინც ქონებას ტოვებს უფლებამოსილია ეს ქონება ჩამოართვას კანონით მემკვიდრეებს, ამ ქმედების განხორციელების მოტივის მტკიცებისგან თავისუფლდება.

ანდერძის შედგენისას მოანდერძეს შეუძლია კონკრეტულად განსაზღვროს თუ რა წილი ან ქონება გადავა მემკვიდრეებზე.

თუ ანდერძში ამგვარი დათქმა არ არსებობს სამკვიდრო თანაბრად ნაწილდება მემკვიდრეებს შორის.

კანონის მიხედვით მოანდერძე პირი აუცილებლად უნდა იყოს სრულწლოვანი,ქმედუნარიანი პირი,რომელსაც შეუძლია ნათლად და გონივურლად განსაჯოს საკუთარი მოქმედება და გამოხატოს ნება.საქართველოში კანონი ადგენს ანდერძის ფორმასავალდებულო დათქმას,სამოქალაქო კოდექსის 1357 მუხლის მიხედვით ანდერძი აუცილებლად უნდა შედგეს წერილობითი ფორმით.მნიშვნელოვანია,რომ ანდერძში მითითებული იყოს შედგენის თარიღი,თარიღის არარსებობა იწვევს ანდერძის ბათილობას იმ შემთხვევაში თუ ვერ ქარწყლდება ანდერძის შედგენის,შეცვლის,გაუქმების,ასევე რამდენიმე ანდერძის არსებობისას მოანდერძის ქმედუნარიანობასთან დაკავშირებული ეჭვი.

საქართველოს კანონმდებლობა,მხოლოდ წერილობით ანდერძს სცნობს და ზეპირსიტყვიერი დაპირება ანდერძის სახით კანონით არ არსებობს ეს გამონაკლისია და მნიშვნელოვანია ყოველივე ჩვენგანმა ვიცოდეთ და გამოვიყენოთ შანსი დავწეროთ ანდერძი იმ ადამიანის სასარგებლოდ ვისაც ვთვლით,რომ უნდა იყოს ჩვენი მემკვიდრე ჩვენი გარდაცვალების შემდგომ.

ანდერძის დაწერისას მნიშვნელოვანია,რომ შეგვიძლია შევცვალოთ და უპირატესობა ექნება ბოლო ანდერძს, რომელიც იქნება დამოწმებული ასე,რომ ეს ერთგვარი დაზღვევაა და გარანტია თქვენი ქონების უსაფრთხო მფლობელობაში გადასვლის.

დამატებითი ინფორმაციის მიღების მიზნით დაუკავშირდით საერთაშორისო საადვოკატო კომპანია ,,ნაკაშიძე&პარტნიორები/ Law Office Nakashidze&Partners''-ს.

ვუზრუნველვყობთ თქვენს დაცვას/წარმომადგენლობას: საქართველოსა და იტალიაში ყველა ინსტანციის სასამართლოში; ადმინისტრაციულ ორგანოებში,საელჩო,საკონსულო,იუსტიციის სახლში და სამინისტროებში; სამართლებრივი ურთიერთობის რეგულირებას ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან;სტრასბურგის-ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში.

შემდეგი ნაბიჯი

თუ ეს საკითხი შენს შემთხვევას ეხება, მიიღე პერსონალური კონსულტაცია

სტატია გაძლევს ზოგად სურათს, მაგრამ კონკრეტული სამართლებრივი მოქმედება ინდივიდუალურ განხილვას მოითხოვს.

კითხვა ადვოკატთან დარეკვა WhatsApp
საქართველო

თბილისი, ალ. ყაზბეგის №47

თბილისი, გურამიშვილის N23 ა

კონტაქტი

+995 598 419 416

WhatsApp

იტალია

Bari, Piazza Nicola Balenzano, 12 A

იტალიის ოპერატორი

ტეგები: ანდერძი, უპირატესობები, ანდერძის შედგენა
მსგავსი მასალები

წაიკითხე თემასთან დაკავშირებული სხვა სტატიებიც


რატომ უნდა შევადგინოთ სიცოცხლეში ანდერძი?

რატომ უნდა შევადგინოთ სიცოცხლეში ანდერძი?

ვრცლად

ანდერძით მემკვიდრეობა

ანდერძით მემკვიდრეობა

ვრცლად

კანონიერი მემკვიდრე და ანდერძი

კანონიერი მემკვიდრე და ანდერძი

ვრცლად

სანოტარო და დახურული ანდერძი

სანოტარო და დახურული ანდერძი

ვრცლად
კონსულტაცია

დაგვიკავშირდი ადვოკატთან

თუ სამართლებრივ საკითხზე სწრაფი პასუხი გჭირდება, გამოიყენე ქვემოთ მოცემული არხები.

დარეკვა WhatsApp კითხვა ადვოკატთან
პროფილი

ჩვენი გუნდი

მომხმარებლისთვის მნიშვნელოვანია დაინახოს რეალური იურისტი, გამოცდილება და პრაქტიკის სფეროები.

ნანა ნაკაშიძე ნანა ნაკაშიძეიტალიის ფილიალის ხელმძღვანელი ნათია ნაკაშიძე ნათია ნაკაშიძეადვოკატი, დამფუძნებელი ჯუზეპე სანტორო ჯუზეპე სანტოროპარტნიორი იტალიაში
კითხულობენ ხშირად

პოპულარული სტატიები

მოსამართლის დღე - საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მილოცვა კოლეგებს
პოპულარული მოსამართლის დღე - საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის
ესპანეთში საერთაშორისო სპეცოპერაცია „CACHABA“ - საქართველოსა და ესპანეთის პოლიციამ 13 პირი დააკავა
პოპულარული ესპანეთში საერთაშორისო სპეცოპერაცია „CACHABA“ - საქართველოსა და
აპარტ-ოტელების გაყიდვა და ახალი საგადასახადო რისკები - რა შეიცვალა 2026 წელს?
პოპულარული აპარტ-ოტელების გაყიდვა და ახალი საგადასახადო რისკები - რა შეიცვალა
ფიზიკური პირის მიერ აქტივის მიწოდების შედეგად მიღებული შემოსავლის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის საკითხებზე
პოპულარული ფიზიკური პირის მიერ აქტივის მიწოდების შედეგად მიღებული შემოსავლის

Iuristi.com

იურიდიული სიახლეები და ადვოკატის კონსულტაცია საქართველოში და იტალიაში.

TOP.GE რეიტინგი

სწრაფი ბმულები

  • ჩვენს შესახებ
  • გუნდი
  • ჯავშანი
  • კონტაქტი

კონტაქტი

  • +995 598 419 416
  • WhatsApp
  • თბილისი, ალ. ყაზბეგის №47
  • Bari, Piazza Nicola Balenzano, 12 A

საიტზე განთავსებულია იურიდიული თემების შესახებ სტატიები, პრაქტიკული განმარტებები და საკონტაქტო ინფორმაცია კონსულტაციის მისაღებად.

გჭირდება ადვოკატის სწრაფი კონსულტაცია?
დარეკვა WhatsApp