Georgia Italy English Ukraine Russian
ადვოკატის ნომერი
599 50 55 78
iuristi.com

როგორ მივიღოთ მემკვიდრეობა და რა არის სამკვიდრო მოწმობა?

როგორ მივიღოთ მემკვიდრეობა და რა არის სამკვიდრო მოწმობა?


იურისტი ნათი ნაკაშიძე გვესაუბრება მემკვიდრეობის საკითხის შესახებ

როგორ მივიღოთ მემკვიდრეობა და რა არის სამკვიდრო მოწმობა?

ქონების სხვა პირზე გადასვლის ორი გზა არსებობს კანონით ან ანდერძით.

მამკვიდრებლის გარდაცვალების შემდეგ, დატოვებული ქონების მესაკუთრე რომ გახდეთ, უპირველესად, უნდა მიიღოთ სამკვიდრო მოწმობა, ანუ მემკვიდრეობით მიღებულ ქონებაზე უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი.

ქონების ადგილმდებარეობას ან ჩვენს რეგისტრაციას მნიშვნელობა არ აქვს,თუ თავიდანვე სწორად დაიწყებთ საქმისწარმოებას გამოცდილი იურისტების მეშვეობით და სადაც მიმართავთ პირველად იქ დასრულდება თქვენი საქმისწარმოება.

რას არის სავალდებულო წილი?

სავალდებულო წილი არის სამკვიდროს იმ ნაწილის ნახევარი, რომელიც ერგებოდა მამკვიდრებლის შვილებს, მეუღლეს ან მშობლებს, იმ შემთხვევაში, თუ არ იარსებებდა ანდერძი და სამკვიდროს განაწილება მოხდებოდა კანონით მემკვიდრეებზე

რა ვადაში უნდა იყოს სამკვიდრო მიღებული?

მემკვიდრის მიერ სამკვიდრო მიღებულ უნდა იქნეს ექვსი თვის განმავლობაში სამკვიდროს გახსნის დღიდან.

სამკვიდროს მისაღებად დადგენილი ვადა შეიძლება გააგრძელოს სასამართლომ, თუ ვადის გადაცილების მიზეზები საპატიოდ იქნება მიჩნეული

რა ეტაპიდან  წარმოიშვება სავალდებულო წილის მოთხოვნა?

სავალდებულო წილის მოთხოვნის უფლება წარმოიშობა სამკვიდროს გახსნის მომენტიდან და ეს უფლება გადადის მემკვიდრეობით.

სამკვიდროს მიღება ფაქტობრივი ფლობის შემთხვევაში შესაძლებელია?

სამკვიდროს მიღება შესაძლებელია ფაქტობრივი დაუფლების გზითაც, სხვადასხვა დოკუმენტის საფუძველზე.

დაგეხმარებით ნებისმიერი სირთულის საქმეზე.

კონსულტაციისთვის დაგვიკავშირდით

საქართველოში 599 50 55 78  
თბილისი, ალ.ყაზბეგის №47 (მეტრო დელისი)
თბილისი, გურამიშვილის N23 ა (მეტრო ღრმაღელე)

იტალიაში 351 5 47 00 47  
ბარი, ბალენძანოს მოედანი 12ა


Facebook კომენტარები