Georgia Italy English Ukraine Russian
ადვოკატის ნომერი
599 50 55 78
iuristi.com

რა არის ,,Foglio di via'' იგივე ,,Espulsione'', ქართველი ემიგრანტებისათვის

რა არის ,,Foglio di via'' იგივე ,,Espulsione'', ქართველი ემიგრანტებისათვის


გამომდინარე იქნედან რომ შემოვიდა შეკითხვები ,,Foglio di via'' უკან დასაბრუნებელი ქაღალდის შესახებ, შევეცდებით მოკლედ გადმოგცეთ რას ნიშნავშ ,,Foglio di via'' იგივე ,,Espulsione''. 
 
იტალიის კანონი ამბობს რომ: იტალიაში შეუძლია იცხოვროს პირმა რომელსაც აქვს ადგილზე ყოფნისა და ცხოვრების უფლება ე.წ ,,Permesso di Soggiorno'' ან თუ არის ტურისტული მიზნით ქვეყანაში და რჩება რამდენიმე თვით იტალიის ტერიტორიაზე. იმ შემთხვევაში თუკი 
 
1) პიროვნება არის ცხოვრობს იტალიაში დიდი ხანია და არ აქვს ,,Permesso di Soggiorno'' ან 
 
2) ტურისტული ვიზა რომლის საშუალუებითაც შემოვა ქვეყანაში არის ვადაგასული ან 
 
3) თუკი ჰქონდა ,,Permesso di Soggiorno'', მაგრამ ვადაგასულია და არ აქვს განახლებული
 
სამივე ტიპის პიროვნება იტალიის ტერიტორიაზე იმყოფება არალეგალურად. სხვანაირად მას შეიძლება ვუწოდოთ ,,Clandestini'' (არალეგალური ემიგრანტები). 
იმ შემთხვევაში თუკი, ამ სამიდან რომელი კატეგორიის პიროვნება იქნება გაჩერებული პოლიციის მიერ, შემოწმების მიზნით, პოლიცია აუცილებლად მოსთხოვს ,,Permesso di Soggiorno''-ს , როდესაც მიხვდება რომ არ აქვს პიროვნებას საბუთი და იტალიის ტერიტორიაზე იმყოფება არალეგალურად, პოლიცია მას გადაიყვანს პოლიციის განყოფილებაში (la questura) სადაც აიღებენ პიროვნების თითის ანაბეჭდებს, ჰკითხავენ მოტივს თუ რატომ იმყოფება იტალიაში და შეამოწმებენ ყველა მის შესახებ ინფორმაციას. საბოლოოდ პიროვნებას გადასცემენ ,,Foglio di via''-ს იგივე ,,Espulsione''. 
 
,,Foglio di via''-ს იგივე ,,Espulsione'' - მოცემულ საბუთში წერია, რომ აღნიშნული პიროვნება (სახელი,გვარი და ა.შ), იმყოფება არალეგალურად იტალიის ტერიტორიაზე, არ აქვს უფლება დარჩეს იტალიის ტერიტორიაზე და უნდა დაბრუნდეს მშბლიურ ქვეყანაში. 
 
აღნიშნული საბუთის გაცემის შემდეგ, პოლიცია ამოწმებს
 
1) თუ არის გამოყოფილი თვითმფრინავი რომ, პიროვნება დაბრუნდეს მშობლიურ ქვეყანაში ან თუკი არ არის თვითმფრინავი მზად 
 
2) აზუსტებს ინფორმაციას ,,Centro di Trattenimento''-ში თუ არის ადგილი, რომ იქ დაელოდეს შემდეგ თვითმფრინავს. 
ზოგიერთ შემთხვევაში, პოლიცია პიროვნებას ართმევს პასპორტს, რომ დააბრუნოს მშბლიურ ქვეყანაში როგორც კი მზად იქნება თვითმფრინავი. 
 
იმ შემთხვევაში, თუკი ყველა ის ჩამოთვლილი პუნქტი არ იყო ხელმისაწვდომი იმ დროისათვის, როდესაც პიროვნება იმყოფება პოლიციის განყოფილებაში, რამდენიმე საათის შემდეგ პიროვნებას გამოუშვენს პოლიცია და მისცემს მეორე გაფრთხილების წერილს, სადაც წერია, რომ აღნიშნული პიროვნება იქნება იქნა აღრიცხვაზე აყვანილი და არ აქვს უფლება იმყოფებოდეს იტალიის ტერიტორიაზე. 
 
რა უნდა გააკეთოს პიროვნებამ ამ დროს? 
პიროვნებას რომელიც არის აღნიშნულ სიტუაციაში, აქვს 30 დღე იმისათვის, რომ წარსდგეს მოსამართლის წინაშე ,,Giudice di pace'' და თხოვოს ,,Foglio di via''-ს იგივე ,,Espulsione''-ს გაუქმება. 
 
მნიშვნელოვანია ამ დროს მიმართოთ თქვენთვის სასურველ ადვოკატს ან დაგვიკავშრდით ჩვენ , რომ რაც შეიძლება სწრაფად მოხდეს რეაგირება აღნიშნულ საკითხზე. უნდა მოხდეს შემოწმება , რამდენად სწორად არის შევსებული ,,Foglio di via''-ს იგივე ,,Espulsione'', ან თუ არის რაიმე მოტივი რის გამოც შეიძლება პიროვნება დარჩეს იტალიის ტერიტორიაზე და აუცლებლად უნდა იყოს განაცხადი შენილი 30 დღის ვადაში. (Giudice di pace)
 
რა ხდება იმ შემთხვევაში თუკი გასულია 30 დღე?
აღნიშნულ შემთხვევაში ძალიან რთული იქნება რომ გააუქმოთ ,,Foglio di via''-ს იგივე ,,Espulsione''. თუკი პიროვენება დარჩება იტალიის ტერიტორიზე და მომავალში იშოვის სამსახურს და სურვილი ექნება გააფორმოს ხელშეკრულება ან მოითხოვის ,,Permesso di Soggiorno'' , ფაქტიურად შეუძლებელი იქნება რადგან მის ისტორიაში ფიქსირდება რომ არის აღღიცხვაზე და არ გაასაჩივრა ან არ დაემორჩილა პოლიციის განყოფილების განკარგულებას. იტალიის კანონი საკმაოდ მკაცრია წესების დაცვაში. 
 
ამიტომ ჩვენი რჩევა იქნება, თუკი გაქვთ ,,Foglio di via''-ს იგივე ,,Espulsione'', აუცილებლად მიმართეთ შესამამისს სამსახურებს რომ დროულად იქნეს განაცხადი შეტანილი. 
 
გისურვებთ წარმატებებს. 
 
სტატიის ავტორი: მედიატორის ადმნისტრაცია
აღნიშნული სტატიის გავრცელების დროს გთხოვთ დაიცვათ საავტორო უფლებები.
 
კონსულტაციისთვის დაგვიკავშირდით

საქართველოში 599 50 55 78  
თბილისი, ალ.ყაზბეგის №47 (მეტრო დელისი)
თბილისი, გურამიშვილის N23 ა (მეტრო ღრმაღელე)

იტალიაში 351 5 47 00 47  
ბარი, ბალენძანოს მოედანი 12ა


Facebook კომენტარები