iuristi.com იურიდიული სიახლეები და კონსულტაცია
+995 598 419 416 WhatsApp
დარეკვა კონსულტაცია
მთავარი კონსულტაცია ჩვენს შესახებ გუნდი ჯავშანი
+995 598 419 416 WhatsApp
დარეკვა კონსულტაცია
მთავარი კონსულტაცია ჩვენს შესახებ გუნდი ჯავშანი
იურისტი » სიახლე » იტალიაში პანდემიის პერიოდში საქართველოს მოქალაქეების შესვლის პირობები
იურიდიული სტატია

იტალიაში პანდემიის პერიოდში საქართველოს მოქალაქეების შესვლის პირობები

21-07-2021, 08:26 სიახლე / ქართველი ემიგრანტების ადვოკატი საქართველოში 1 388 ნახვა
იტალიაში პანდემიის პერიოდში საქართველოს მოქალაქეების შესვლის პირობები

იტალიის რესპუბლიკაში პანდემიის პერიოდში საქართველოს მოქალაქეების შესვლის პირობები

საქართველოს მოქალაქეებისთვის იტალიაში ტურისტული მიზნით მგზავრობა არ არის დაშვებული პანდემიასთან დაკავშირებული რეგულაციებიდან გამომდინარე.

საქართველოდან იტალიაში მიმავალი მგზავრი,დასაბუთებული მიზეზის გარეშე,ვერ შევა იტალიის ტერიტორიაზე.

დასაბუთებული მიზეზი შეიძლება იყოს შემდეგი:
-სამუშაო;
-მკურნალობა;
-სწავლა;
-გადაუდებელი აუცილებლობა;
-სამშობლოში,ან მუდმივ საცხოვრებელ ადგილზე დაბრუნება-(იტალიის მოქალაქე,ან მუდმივი ბინადრობის ნებართვის მქონე პირი)
მოგზაურობის მიზანი უნდა დასტურდებოდეს შესაბამისი დოკუმენტებით.

-იტალია იტოვებს უფლებას,საზღვარზევე განიხილოს ქვეყანაში შესვლის საფუძვლები და არ დაუშვას პირი თავის ტერიტორიაზე,თუ იგი ვერ დააკმაყოფილებს შესვლის პირობებს.

-ასევე იტალიაში შესვლის უფლება აქვს პირს,რომელიც ითვლება იტალიის მოქალაქის,ან მუდმივი ბინადრობის მქონე პირის პირდაპირ ოჯახის წევრად-(და-ძმა;მშობლები;მეუღლე და შვილები).

-გამონაკლის შემთხვევებში დასაშვებია ასევე იტალიის მოქალაქის,ან მუდმივი მობინადრის პარტნიორის (გრძელვადიან ურთიერთობაში მყოფი პირის) შესვლა იტალიის ტერიტორიაზე.

იზოლაცია/კარანტინი

საქართველოდან იტალიის ტერიტორიაზე შესვლის შემთხვევაში სავალდებულოდ რჩება 10 დღიანი თვითიზოლაცია.
თვითიზოლაციის ხარჯს მოქალაქე თავად ფარავს,ასევე თავად ირჩევს,სად გაატარებს თვითიზოლაციის პერიოდს.
კარანტინისთვის სახელმწიფოს მხრიდან არ არის გამოყოფილი სპეციალური ადგილი.

თვითიზოლაციის ვალდებულება იხსნება რამოდენიმე გამონაკლისის შემთხვევაში:

-სატრანსპორტო საშუალებების ეკიპაჟებისთვის;
-იტალიაში ხანმოკლე სამუშაო ვიზიტისას-(120 სთ-მდე);
-ჯანმრთელობასთან,ან გადაუდებელ საჭიროებასთან დაკავშირებული ვიზიტისას;
-აეროპორტის ტრანზიტის შემთხვევებისთვის,თუ პირი არ ტოვებს სატრანზიტო ზონას.

ტესტის წარდგენის ვალდებულება

-საქართველოდან მიმავალი მგზავრი ვალდებულია წარადგინოს ბოლო 72 საათში ჩატარებული PCR ტესტის-(მოლეკულური ანალიზი) ნეგატიური პასუხი.

-PCR ტესტის პასუხის წარდგენა სავალდებულოა 2 წლის ასაკიდან.

-ტესტი უნდა იყოს ნათარგმნი ინგლისურ ენაზე.

სტუდენტების შესვლა

საქართველოდან მიმავალი სტუდენტი ვალდებულია წარადგინოს საზღვარზე შესაბამისი კატეგორიის ვიზა,ან ბინადრობის მოწმობა.ასევე ბოლო 72 საათში ჩატარებული PCR ტესტის ნეგატიური პასუხი.
სტუდენტების კატეგორია ექვემდებარება 10 დღიან თვითიზოლაციას.

წინასწარი რეგისტრაცია

საქართველოდან იტალიაში შესვლისას და დაბრუნებისას აუცილებელია დეკლარაციის შევსება,რომელშიც მითითებული უნდა იყოს შესვლისა და დაბრუნების მიზეზები და თვითიზოლაციის მისამართი.

შესავსებ ფორმას მოქალაქეს გამგზავრებამდე გადასცემს ავიაკომპანია.

ყველა მგზავრისათვის სავალდებულოა ელექტრონული ფორმის წინასწარ შევსება.

საქართველოს მოქალაქის კოვიდვაქცინის გარეშე საქართველოში შემოსვლა

PCR ტესტით – საქართველოს მოქალაქე,საქართველოში ვიზიტამდე ბოლო 72 საათში ჩატარებული PCR ტესტის ნეგატიური პასუხის წარმოდგენის შემთხვევაში,სურვილისამებრ,დაექვემდებარება 8-დღიან თვითიზოლაციას,ან მე-3 დღეს სავალდებულო PCR ტესტირებას საკუთარი ხარჯით.

PCR ტესტის გარეშე – საქართველოში ვიზიტამდე ბოლო 72 საათში ჩატარებული PCR ტესტის არქონის შემთხვევაში,საქართველოს მოქალაქე დაექვემდებარება 8-დღიან სავალდებულო თვითიზოლაციას-(თვითიზოლაციის შეუძლებლობის შემთხვევაში__საკარანტინე სივრცეში გადასვლას);

PCR ტესტის პასუხი უნდა იყოს წარმოდგენილი ქართულ,ინგლისურ,ან რუსულ ენაზე.

უცხო ქვეყნიდან ჩამოსული 10 წლამდე ასაკის პირი-(მოქალაქეობის მიუხედავად) თავისუფლდება საქართველოში ვიზიტამდე ბოლო 72 საათში ჩატარებული PCR ტესტის ნეგატიური პასუხის წარმოდგენისა და საზღვრის კვეთიდან მე-3 დღეს PCR კვლევის ჩატარების ვალდებულებისგან.

იტალიის რესპუბლიკაში შესასვლელად კოვიდ-ვაქცინირებულთათვის არ მოქმედებს განსხავებული წესი.
როდესაც უცხოეთიდან საჰაერო გზით ჩამოსული საქართველოს მოქალაქე,კოვიდვაქცინით საქართველოში შემოდის,ეხსნება რიგი ვალდებულებები:

-არ საჭიროებს PCR ტესტის წარდგენას;

-არ საჭიროებს წინასწარ რეგისტრაციას;

-ვალდებულია წარადგინოს ვაქცინის სრული კურსის დამადასტურებელი დოკუმენტი

შემდეგი ნაბიჯი

თუ ეს საკითხი შენს შემთხვევას ეხება, მიიღე პერსონალური კონსულტაცია

სტატია გაძლევს ზოგად სურათს, მაგრამ კონკრეტული სამართლებრივი მოქმედება ინდივიდუალურ განხილვას მოითხოვს.

კითხვა ადვოკატთან დარეკვა WhatsApp
საქართველო

თბილისი, ალ. ყაზბეგის №47

თბილისი, გურამიშვილის N23 ა

კონტაქტი

+995 598 419 416

WhatsApp

იტალია

Bari, Piazza Nicola Balenzano, 12 A

იტალიის ოპერატორი

ტეგები: ადვოკატი, ადვოკატი საქართველოში, განქორწინება, ქონებრივი დავები, Advokatis momsaxureba, ადვოკატის მომსახურება, ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, ქონების რეგისტრაცია, ბიზნესის რეგისტრაცია, ქონების ადვოკატი, ბიზნეს ადვოკატი, საკუთრების ადვოკატი, ძლიერი ადვოკატი
მსგავსი მასალები

წაიკითხე თემასთან დაკავშირებული სხვა სტატიებიც


როდის არ აქვს უფლება ქმარს განქორწინედეს, ცოლის თანხმობის გარეშე

როდის არ აქვს უფლება ქმარს განქორწინედეს, ცოლის თანხმობის გარეშე

ვრცლად

სანატორია 2020, რა უნდა იცოდნენ ემიგრანტებმა იტალიაში

სანატორია 2020, რა უნდა იცოდნენ ემიგრანტებმა იტალიაში

ვრცლად

როგორ ხდება ბინადრობისა და მოქალაქეობის მოპოვება საქართველოში?

როგორ ხდება ბინადრობისა და მოქალაქეობის მოპოვება საქართველოში?

ვრცლად

სამკვიდროს გახსნა

სამკვიდროს გახსნა

ვრცლად

კოვიდვაქცინის გარეშე საქართველოში შემოსვლა

კოვიდვაქცინის გარეშე საქართველოში შემოსვლა

ვრცლად
კონსულტაცია

დაგვიკავშირდი ადვოკატთან

თუ სამართლებრივ საკითხზე სწრაფი პასუხი გჭირდება, გამოიყენე ქვემოთ მოცემული არხები.

დარეკვა WhatsApp კითხვა ადვოკატთან
პროფილი

ჩვენი გუნდი

მომხმარებლისთვის მნიშვნელოვანია დაინახოს რეალური იურისტი, გამოცდილება და პრაქტიკის სფეროები.

ნანა ნაკაშიძე ნანა ნაკაშიძეიტალიის ფილიალის ხელმძღვანელი ნათია ნაკაშიძე ნათია ნაკაშიძეადვოკატი, დამფუძნებელი ჯუზეპე სანტორო ჯუზეპე სანტოროპარტნიორი იტალიაში
კითხულობენ ხშირად

პოპულარული სტატიები

მოსამართლის დღე - საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მილოცვა კოლეგებს
პოპულარული მოსამართლის დღე - საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის
ესპანეთში საერთაშორისო სპეცოპერაცია „CACHABA“ - საქართველოსა და ესპანეთის პოლიციამ 13 პირი დააკავა
პოპულარული ესპანეთში საერთაშორისო სპეცოპერაცია „CACHABA“ - საქართველოსა და
აპარტ-ოტელების გაყიდვა და ახალი საგადასახადო რისკები - რა შეიცვალა 2026 წელს?
პოპულარული აპარტ-ოტელების გაყიდვა და ახალი საგადასახადო რისკები - რა შეიცვალა
ფიზიკური პირის მიერ აქტივის მიწოდების შედეგად მიღებული შემოსავლის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის საკითხებზე
პოპულარული ფიზიკური პირის მიერ აქტივის მიწოდების შედეგად მიღებული შემოსავლის

Iuristi.com

იურიდიული სიახლეები და ადვოკატის კონსულტაცია საქართველოში და იტალიაში.

TOP.GE რეიტინგი

სწრაფი ბმულები

  • ჩვენს შესახებ
  • გუნდი
  • ჯავშანი
  • კონტაქტი

კონტაქტი

  • +995 598 419 416
  • WhatsApp
  • თბილისი, ალ. ყაზბეგის №47
  • Bari, Piazza Nicola Balenzano, 12 A

საიტზე განთავსებულია იურიდიული თემების შესახებ სტატიები, პრაქტიკული განმარტებები და საკონტაქტო ინფორმაცია კონსულტაციის მისაღებად.

გჭირდება ადვოკატის სწრაფი კონსულტაცია?
დარეკვა WhatsApp