iuristi.com იურიდიული სიახლეები და კონსულტაცია
+995 598 419 416 WhatsApp
დარეკვა კონსულტაცია
მთავარი კონსულტაცია ჩვენს შესახებ გუნდი ჯავშანი
+995 598 419 416 WhatsApp
დარეკვა კონსულტაცია
მთავარი კონსულტაცია ჩვენს შესახებ გუნდი ჯავშანი
იურისტი » ქართველი ემიგრანტების ადვოკატი საქართველოში » Dichiarazione di valore - საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებისას
იურიდიული სტატია

Dichiarazione di valore - საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებისას

21-06-2024, 20:37 ქართველი ემიგრანტების ადვოკატი საქართველოში / ემიგრანტები იტალიაში / სიახლეები / ემიგრანტები იტალიაში / ადვოკატი / Advokati | lawyer / iuristi 248 ნახვა
Dichiarazione di valore - საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებისას

საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებისას სსიპ- განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი ადგენს პირის მიერ საგანმანათლებლო პროგრამის სრულად ან ნაწილობრივ გავლის, აგრეთვე მისთვის კვალიფიკაციის მინიჭების თაობაზე სათანადო დოკუმენტის გაცემის ფაქტს და მათ შესაბამისობას საქართველოს კანონმდებლობასთან.

პროცედურა

საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურების მიზნით უნდა წარადგინოთ შემდეგი დოკუმენტაცია:

1. განცხადება (განცხადება შესაძლებელია წარმოდგენილ იქნეს ფოსტის მეშვეობით) - განცხადების ფორმა;

2. საგანმანათლებლო დოკუმენტების ნოტარიულად დამოწმებული ასლი;

3. განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი (უცხოური დოკუმენტის შემთხვევაში სანოტარო წესით დამოწმებული თარგმანი);

4. სხვა პირის მიერ განცხადების წარმოდგენის შემთხვევაში - უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი (სანოტარო წესით დამოწმებული მინდობილობა); (საჭიროების შემთხვევაში აპოსტილით დამოწმებული/ლეგალიზებული)

5. შესაბამისი საფასურის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი.

40 ლარი ჩვეულებრივი წარმოება (ერთი თვე);

დაჩქარებული წარმოება 15 სამუშაო დღე - 80 ლარი;

5 სამუშაო დღე - 120 ლარი;

1 სამუშაო დღე - 250 ლარი;

(ელექტრონული გადახდა )ერთი სამუშაო დღის ვადაში მომსახურების გაწევა ხორციელდება ცალკეულ საგანმანათლებლო დოკუმენტებთან დაკავშრებით, რომელთა ჩამონათვალი განსაზღვრულია ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით :

ა) ცენტრის მიერ გაცემული, საქართველოში მიღებული უმაღლესი განათლების აღიარების დამადასტურებელი დოკუმენტი - დიპლომი;

ბ) ცენტრის მიერ გაცემული, საქართველოში მიღებული პროფესიული განათლების აღიარების დამადასტურებელი დოკუმენტი - დიპლომი;

გ) ცენტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესაბამისად საქართველოში მიღებული ზოგადი/პროფესიული განათლების აღიარების ამსახველი ზოგადი/პროფესიული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი - ატესტატის/სერტიფიკატის/დიპლომის დუბლიკატი.

* ამასთან, საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურების ორენოვანი (ქართულ-ინგლისური) გადაწყვეტილების მოსამზადებლად, პირველი პუნქტით გათვალისწინებულ ვადაში მომსახურებისათვის გადასახდელ საფასურს ემატება 25 ლარი).

ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის შესაბამისად, ადმინისტრაციული წარმოების ვადის დინება იწყება განაცხადის შემოტანიდან მეორე სამუშაო დღეს, შესაბამისად:

* ერთ დღიანი დაჩქარებული წარმოება (250 ლარი) დაიწყება განცხადების შემოტანიდან მომდევნო სამუშაო დღეს და მოქალაქე დოკუმენტის გატანას შეძლებს მესამე სამუშაო დღის 09:00 საათიდან.

* ხუთ დღიანი დაჩქარებული წარმოება (120 ლარი) დაიწყება განცხადების შემოტანიდან მომდევნო სამუშაო დღეს და მოქლაქე დოკუმენტის გატანას შეძლებს მეშვიდე სამუშაო დღის დილის 09:00 საათიდან.

* თხუთმეტ დღიანი დაჩქარებული წარმოება (80 ლარი) დაიწყება განცხადების შემოტანიდან მომდევნო სამუშაო დღეს და მოქალაქე დოკუმენტის გატანას შეძლებს მე-17 სამუშაო დღის დილის 09:00 საათიადნ.

* 1 თვიანი ჩვეულებრივი წარმოება (40 ლარი) დაიწყება განცხადების შემოტანიდან მომდევნო სამუშაო დღეს და მოქალაქე დოკუმენტს გაიტანს 30 კალენდარული დღის მომდევნო სამუშაო დღეს

6. საფოსტო მომსახურებით სარგებლობის შემთხვევაში მომსახურების საფასურს ემატება 5 ლარი. (საქართველოს ფოსტა)

7. საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტის ნამდვილობის დადასტურების მოთხოვნისას მომსახურების საფასურის სრულად ან ნაწილობრივ გადახდისაგან გათავისუფლების მიზნით ცენტრში წარმოდგენილ უნდა იქნას აღნიშნული გარემოების დამადასტურებელი დოკუმენტის სანოტარო წესით დამოწმებული ასლი (ვეტერანის მოწმობა, დევნილის მოწმობა, და ა.შ.)

გთხოვთ გაითვალისწინოთ!

2005 წლამდე, ერთიან ეროვნულ გამოცდებამდე უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხულ პირებზე, ასევე სახელმწიფოს მხრიდან არაღიარებული საგანმანათლებლო პროგრამის კურსდამთავრებულებზე გაცემული დიპლომების ნამდვილობის დადასტურებისას, არსებობს დიდი ალბათობა და რისკი იმისა, რომ ცენტრის მიერ მომსახურების მიწოდება ვერ განხორციელდება დაჩქარებულად, განმცხადებლისთვის სასურველ ვადაში. აღნიშნულის მიზეზს წარმოადგენს საარქივო დოკუმენტაციის მფლობელების, მათ შორის ამჟამად საგანმანათლებლო საქმიანობაშეწყეტილი სუბიექტების მიერ ცენტრის მიერ მოთხოვნილი დოკუმენტაციის/ინფორმაციის დროულად, დადგენილ ვადებში წარმოუდგენლობა. შესაბამისად, ხშირად, ცენტრისაგან დამოუკიდებელი მიზეზებით, ვადების დარღვევით ხდება შესაბამისი დოკუმენტაციის/ინფორმაციის ცენტრში წარმოდგენა.
მოცემულ შემთხვევაში, როდესაც დაინტერესებული პირი მისგან დამოუკიდებელი მიზეზით ვერ იღებს მომსახურებას მის მიერ გადახდილი საფასურის შესაბამის ვადაში, სხვა ვადაში მომსახურების მიღებისას, რომლისთვისაც კანონი ითვალისწინებს ნაკლებ საფასურს, დაინტერესებული პირის მოთხოვნით მას დაუბრუნდება სხვაობა ამ ორ საფასურს შორის."


ხაზინაში თანხების ჩარიცხვისათვის საჭირო რეკვიზიტები:

დასახელება: სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი
საიდენტიფიკაციო კოდი: 202330566
მიმღების ბანკის დასახელება: სახელმწიფო ხაზინა
მიმღები ბანკის კოდი: TRESGE22
სახაზინო კოდი: 707637113 (სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გაწეული მომსახურების საფასური)


საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტის ნამდვილობის დადასტურების მოთხოვნისას მომსახურების საფასურის გადახდისაგან თავისუფლდებიან:

• საერთაშორისო საინფორმაციო ქსელის წარმომადგენლები, საქართველოში აკრედიტებული უცხო ქვეყნის დიპლომატიური და საკონსულო წარმომადგენლობები, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, დიპლომატიური ურთიერთობებიდან გამომდინარე მომსახურების გაწევისას;

• საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედებებში დაინვალიდებული საქართველოს მოქალაქეები;

• მეორე მსოფლიო ომის მონაწილეები;

• ომისა და შეიარაღებული ძალების ვეტერანები და იძულებით გადაადგილებული პირები – 50 %-ით;

• მკვეთრად და მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები – 50 %-ით.

• სტუდენტის პირადობის (ბინადრობის) მოწმობის მფლობელი ავტორიზებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტები - 20%-ით.

გთხოვთ გაითვალისწინოთ: დევნილის, ვეტერანის ან მკვეთრად და მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების მოწმობა, ცენტრში წარმოდგენილი უნდა იყოს დოკუმენტის ნოტარიულად დამოწმებული ასლი. (ასლი დედანთან სწორი).

საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურების მიზნით წარმოდგენილი ნებისმიერი უცხოურენოვანი დოკუმენტი საჭიროებს ქართულ ენაზე თარგმანის სანოტარო წესით დამოწმებას!

2020 წლის 6 თებერვლიდან, განცხადების გაკეთება შესაძლებელია ასევე ონლაინ.

ელექტრონული მომსახურების ფორმა ეხება შემდეგ სერვისებს:

1. საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურება;

2. დევნილის მიერ მიღებული განათლების აღიარება;

3, ლიკვიდირებულ დაწესებულებაში მიღებული განათლების აღიარება;

4, ლიცენზირებულ რეჟიმში მიღებული განათლების აღიარება;

5, უცხოეთში მიღებული განათლების აღიარება.

განცხადებას განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

ყურადღება: აღნიშნული ფოტო წარმოადგენს iuristi.com-ის საკუთრებას, მისი გამოყენება, გავრცელება საიტის ადმინისტრაციასთან შეთანხმების გარეშე აკრძალულია!

შემდეგი ნაბიჯი

თუ ეს საკითხი შენს შემთხვევას ეხება, მიიღე პერსონალური კონსულტაცია

სტატია გაძლევს ზოგად სურათს, მაგრამ კონკრეტული სამართლებრივი მოქმედება ინდივიდუალურ განხილვას მოითხოვს.

კითხვა ადვოკატთან დარეკვა WhatsApp
საქართველო

თბილისი, ალ. ყაზბეგის №47

თბილისი, გურამიშვილის N23 ა

კონტაქტი

+995 598 419 416

WhatsApp

იტალია

Bari, Piazza Nicola Balenzano, 12 A

იტალიის ოპერატორი

ტეგები: Dichiarazione, Dichiarazione di valore, di valore, valore dichiarazione, საქართველოში გაცემული, საგანმანათლებლო დოკუმენტების, ნამდვილობის დადასტურებისას
მსგავსი მასალები

წაიკითხე თემასთან დაკავშირებული სხვა სტატიებიც


რომელია აპოსტილით დამოწმებას/ლეგალიზაციას დაქვემდებარებული დოკუმენტები?

რომელია აპოსტილით დამოწმებას/ლეგალიზაციას დაქვემდებარებული დოკუმენტები?

ვრცლად

დოკუმენტის აპოსტილით დამოწმება

დოკუმენტის აპოსტილით დამოწმება

ვრცლად

დოკუმენტის ლეგალიზაცია და აპოსტილით დამოწმება

დოკუმენტის ლეგალიზაცია და აპოსტილით დამოწმება

ვრცლად

პირველკლასელთა რეგისტრაცია იწყება

პირველკლასელთა რეგისტრაცია იწყება

ვრცლად
კონსულტაცია

დაგვიკავშირდი ადვოკატთან

თუ სამართლებრივ საკითხზე სწრაფი პასუხი გჭირდება, გამოიყენე ქვემოთ მოცემული არხები.

დარეკვა WhatsApp კითხვა ადვოკატთან
პროფილი

ჩვენი გუნდი

მომხმარებლისთვის მნიშვნელოვანია დაინახოს რეალური იურისტი, გამოცდილება და პრაქტიკის სფეროები.

ნანა ნაკაშიძე ნანა ნაკაშიძეიტალიის ფილიალის ხელმძღვანელი ნათია ნაკაშიძე ნათია ნაკაშიძეადვოკატი, დამფუძნებელი ჯუზეპე სანტორო ჯუზეპე სანტოროპარტნიორი იტალიაში
კითხულობენ ხშირად

პოპულარული სტატიები

მოსამართლის დღე - საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მილოცვა კოლეგებს
პოპულარული მოსამართლის დღე - საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის
ესპანეთში საერთაშორისო სპეცოპერაცია „CACHABA“ - საქართველოსა და ესპანეთის პოლიციამ 13 პირი დააკავა
პოპულარული ესპანეთში საერთაშორისო სპეცოპერაცია „CACHABA“ - საქართველოსა და
აპარტ-ოტელების გაყიდვა და ახალი საგადასახადო რისკები - რა შეიცვალა 2026 წელს?
პოპულარული აპარტ-ოტელების გაყიდვა და ახალი საგადასახადო რისკები - რა შეიცვალა
ფიზიკური პირის მიერ აქტივის მიწოდების შედეგად მიღებული შემოსავლის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის საკითხებზე
პოპულარული ფიზიკური პირის მიერ აქტივის მიწოდების შედეგად მიღებული შემოსავლის

Iuristi.com

იურიდიული სიახლეები და ადვოკატის კონსულტაცია საქართველოში და იტალიაში.

TOP.GE რეიტინგი

სწრაფი ბმულები

  • ჩვენს შესახებ
  • გუნდი
  • ჯავშანი
  • კონტაქტი

კონტაქტი

  • +995 598 419 416
  • WhatsApp
  • თბილისი, ალ. ყაზბეგის №47
  • Bari, Piazza Nicola Balenzano, 12 A

საიტზე განთავსებულია იურიდიული თემების შესახებ სტატიები, პრაქტიკული განმარტებები და საკონტაქტო ინფორმაცია კონსულტაციის მისაღებად.

გჭირდება ადვოკატის სწრაფი კონსულტაცია?
დარეკვა WhatsApp