iuristi.com იურიდიული სიახლეები და კონსულტაცია
+995 598 419 416 WhatsApp
დარეკვა კონსულტაცია
მთავარი კონსულტაცია ჩვენს შესახებ გუნდი ჯავშანი
+995 598 419 416 WhatsApp
დარეკვა კონსულტაცია
მთავარი კონსულტაცია ჩვენს შესახებ გუნდი ჯავშანი
იურისტი » განქორწინება » განქორწინების სამართლებივი შედეგები
იურიდიული სტატია

განქორწინების სამართლებივი შედეგები

16-05-2023, 17:36 განქორწინება / ალიმენტის დაკისრება / ადვოკატის ნომერი / ადვოკატი / Advokati | lawyer 236 ნახვა
განქორწინების სამართლებივი შედეგები

განქორწინება, როგორც ქორწინების შეწყვეტის ერთ-ერთი გზა, სამართლებრივად მნიშვნელოვან შედეგებს წარმოშობს.

ერთ-ერთია მეუღლეთა ქონებრივი უფლებების დადგენა. საქართველოს კანონმდებლობით მეუღლეთა ქონებრივი უფლებების დადგენისას უპირატესობა ენიჭება საქორწინო ხელშეკრულებას. თუმცა იმ შემთხვევაში, თუ მეუღლეთა შორის ხელშეკრულება არ დადებულა, დავა საკანონმდებლო მოწესრიგებით წყდება.

მეუღლეთა მიერ ქორწინების განმავლობაში შეძენილი ქონება წარმოადგენს მათ საერთო ქონებას (თანასაკუთრებას), რომელზეც მეუღლეებს გააჩნიათ თანაბარი უფლებები. განქორწინების შემთხვევაში თითოეულ მეუღლეს საერთო ქონებიდან ნახევარი ეკუთვნის, თუმცა აღნიშნული არ ვრცელდება მათ ინდივიდუალური საკუთრებაზე. ქონება, რომელიც თანაბრად გაყოფას არ ექვემდებარება და განქორწინების შემდეგ ერთი მეუღლის საკუთრებაში რჩება, არის: ქონება, რომელიც თითოეულ მათგანს ეკუთვნოდა დაქორწინებამდე; ქონება, რომელიც ქორწინების განმავლობაში მიღებულია მემკვიდრეობით ან ჩუქებით; ინდივიდუალური სარგებლობის ნივთები (ძვირფასეულობის გარდა); პროფესიული საქმიანობისათვის საჭირო ნივთები (მუსიკალური ინსტრუმენტები, საექიმო მოწყობილობა და სხვა).

მიუხედავად ამისა, ერთ-ერთი მეუღლის ინდივიდუალური საკუთრება თანასაკუთრებად შესაძლოა გადაიქცეს მაშინ, როდესაც დადგინდება, რომ ქორწინების განმავლობაში გაწეული ხარჯების შედეგად ამ ქონების ღირებულება მნიშვნელოვნად გადიდდა.

ვალების გაყოფა

ქონების გარდა, მეუღლეთა განქორწინებისას იყოფა მათი ვალები საერთო ქონებაში თითოეულის კუთვნილი წილის შესაბამისად. თუმცა აღნიშნული წესი ეხება მხოლოდ საერთო ვალებს ან ერთ-ერთი მეუღლის მიერ აღებულ ვალს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დადასტურდა, რომ თანხა გამოყენებულ იქნა ოჯახის ინტერესებისათვის. ერთ-ერთი მეუღლის მიერ აღებული ვალის დაფარვა კი ხდება მხოლოდ მისი საკუთრებიდან ან თანასაკუთრებაში მისი წილიდან. მნიშვნელოვანია აღინიშნოს მეუღლეთა თანასაკუთრების ქონების გაყოფის განხორციელებადობის ვადის შესახებ, რომელიც შეადგენს სამ წელს. მოთხოვნის განხორციელება დასაშვებია განქორწინებიდან სამი წლის განმავლობაში, ამ ვადის გასვლის შემდეგ კი მოთხოვნა ხანდაზმულია და მისი იძულებით აღსრულება შეუძლებელია.

შვილების მიკუთვნება და ალიმენტი

გარდა ქონებრივი დავისა მეუღლეებს შორის განქორწინებისას შესაძლოა, წარმოიშვას დავა არასრულწლოვანი შვილების მიკუთვნებისა და ალიმენტის საკითხებზე. ბავშვების საცხოვრებელთან დაკავშირებით შეუთანხმებლობის შემთხვევაში გადაწყვეტილებას სასამართლო ბავშვის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე იღებს. ალიმენტი ანუ სარჩო, რომელიც მშობლის მიერ არასრულწლოვანი ან სრულწლოვანი, თუმცა შრომისუუნარო შვილების სასარგებლოდ გადაიხდება, მშობლების ურთიერთშეთანხმებით განისაზღვრება. შეთანხმების არარსებობის შემთხვევაში ოდენობას განსაზღვრავს სასამართლო შვილის საჭიროებებისა და მშობლის მატერიალური მდგომარეობის გათვალისწინებით.

დამატებითი ინფორმაციის მიღების მიზნით დაუკავშირდით საერთაშორისო საადვოკატო კომპანია ,,ნაკაშიძე&პარტნიორები/ Law Office Nakashidze&Partners''-ს.

ვუზრუნველვყობთ თქვენს დაცვას/წარმომადგენლობას: საქართველოსა და იტალიაში ყველა ინსტანციის სასამართლოში; ადმინისტრაციულ ორგანოებში,საელჩო,საკონსულო,იუსტიციის სახლში და სამინისტროებში; სამართლებრივი ურთიერთობის რეგულირებას ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან;სტრასბურგის-ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში.

შემდეგი ნაბიჯი

თუ ეს საკითხი შენს შემთხვევას ეხება, მიიღე პერსონალური კონსულტაცია

სტატია გაძლევს ზოგად სურათს, მაგრამ კონკრეტული სამართლებრივი მოქმედება ინდივიდუალურ განხილვას მოითხოვს.

კითხვა ადვოკატთან დარეკვა WhatsApp
საქართველო

თბილისი, ალ. ყაზბეგის №47

თბილისი, გურამიშვილის N23 ა

კონტაქტი

+995 598 419 416

WhatsApp

იტალია

Bari, Piazza Nicola Balenzano, 12 A

იტალიის ოპერატორი

ტეგები: განქორწინება, სამართლებრივი შედეგები, მეუღლეთა საერთო ქონება, საქორწინო ხელშეკრულება, ქონებრივი უფლებები, დავა
მსგავსი მასალები

წაიკითხე თემასთან დაკავშირებული სხვა სტატიებიც


მეუღლეთა ინდივიდუალური საკუთრება

მეუღლეთა ინდივიდუალური საკუთრება

ვრცლად

აუცილებელია თუ არა სამოქალაქო ქორწინება?

აუცილებელია თუ არა სამოქალაქო ქორწინება?

ვრცლად

რომელი სახის ქონება ითვლება თანაზიარ ქონებად?

რომელი სახის ქონება ითვლება თანაზიარ ქონებად?

ვრცლად

საქორწინო კონტრაქტი

საქორწინო კონტრაქტი

ვრცლად

მეუღლეთა ინდივიდუალური და საერთო თანაზიარი საკუთრება

მეუღლეთა ინდივიდუალური და საერთო თანაზიარი საკუთრება

ვრცლად
კონსულტაცია

დაგვიკავშირდი ადვოკატთან

თუ სამართლებრივ საკითხზე სწრაფი პასუხი გჭირდება, გამოიყენე ქვემოთ მოცემული არხები.

დარეკვა WhatsApp კითხვა ადვოკატთან
პროფილი

ჩვენი გუნდი

მომხმარებლისთვის მნიშვნელოვანია დაინახოს რეალური იურისტი, გამოცდილება და პრაქტიკის სფეროები.

ნანა ნაკაშიძე ნანა ნაკაშიძეიტალიის ფილიალის ხელმძღვანელი ნათია ნაკაშიძე ნათია ნაკაშიძეადვოკატი, დამფუძნებელი ჯუზეპე სანტორო ჯუზეპე სანტოროპარტნიორი იტალიაში
კითხულობენ ხშირად

პოპულარული სტატიები

მოსამართლის დღე - საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მილოცვა კოლეგებს
პოპულარული მოსამართლის დღე - საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის
ესპანეთში საერთაშორისო სპეცოპერაცია „CACHABA“ - საქართველოსა და ესპანეთის პოლიციამ 13 პირი დააკავა
პოპულარული ესპანეთში საერთაშორისო სპეცოპერაცია „CACHABA“ - საქართველოსა და
აპარტ-ოტელების გაყიდვა და ახალი საგადასახადო რისკები - რა შეიცვალა 2026 წელს?
პოპულარული აპარტ-ოტელების გაყიდვა და ახალი საგადასახადო რისკები - რა შეიცვალა
ფიზიკური პირის მიერ აქტივის მიწოდების შედეგად მიღებული შემოსავლის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის საკითხებზე
პოპულარული ფიზიკური პირის მიერ აქტივის მიწოდების შედეგად მიღებული შემოსავლის

Iuristi.com

იურიდიული სიახლეები და ადვოკატის კონსულტაცია საქართველოში და იტალიაში.

TOP.GE რეიტინგი

სწრაფი ბმულები

  • ჩვენს შესახებ
  • გუნდი
  • ჯავშანი
  • კონტაქტი

კონტაქტი

  • +995 598 419 416
  • WhatsApp
  • თბილისი, ალ. ყაზბეგის №47
  • Bari, Piazza Nicola Balenzano, 12 A

საიტზე განთავსებულია იურიდიული თემების შესახებ სტატიები, პრაქტიკული განმარტებები და საკონტაქტო ინფორმაცია კონსულტაციის მისაღებად.

გჭირდება ადვოკატის სწრაფი კონსულტაცია?
დარეკვა WhatsApp