Georgia Italy English Ukraine Russian
ადვოკატის ნომერი
599 50 55 78
iuristi.com

განქორწინების დაუშვებლობა

განქორწინების დაუშვებლობა


      

           საქართველოს სამოქალაქო კოდექსი

           მუხლი 1123- განქორწინების დაუშვებლობა :

1. განქორწინება ხდება სასამართლო წესით, თუ მეუღლეებს შორის არსებობს დავა, სხვა შემთხვევაში – სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოში.

2. ცოლის ორსულობის დროს და ბავშვის დაბადებიდან ერთი წლის განმავლობაში ქმარს უფლება არა აქვს ცოლის თანხმობის გარეშე აღძრას საქმე განქორწინებაზე.

მეუღლეთა განქორწინება ხდება სასამართლო წესით, თუ მათ შორის არსებობს დავა, ხოლო სხვა შემთხვევაში – უშუალოდ მარეგისტრირებელი ორგანოს მიერ (1123 I). 

ე. წ. „დაუშვებლობის დათქმის“ მეშვეობით აკრძალულია „უდროო“ დროს განქორწინება. კერძოდ, ცოლის ორსულობის დროს და ბავშვის   დაბადებიდან ერთი წლის განმავლობაში ქმარს უფლება არა აქვს ცოლის თანხმობის გარეშე აღძრას საქმე განქორწინებაზე. ამ დათქმის მიზანს არ წარმოადგენს ქორწინების ხანგრძლივი დროის განმავლობაში შენარჩუნება, არამედ იმის აღკვეთა, რომ ქმარმა მიატოვოს უმწეო მდგომარეობაში მყოფი ცოლი, რომელსაც მოცემული მომენტისათვის არ შეუძლია საკუთარ თავზე (ფინანსური) პასუხისმგელობის აღება და ბავშვის საუკეთესო ინტერესებზე ზრუნვა.

დამატებითი ინფორმაციის მიღების მიზნით დაუკავშირდით საერთაშორისო საადვოკატო კომპანია ,,ნაკაშიძე&პარტნიორები/ Law Office Nakashidze&Partners''-ს.

ვუზრუნველვყობთ თქვენს დაცვას/წარმომადგენლობას: საქართველოსა და იტალიაში ყველა ინსტანციის სასამართლოში; ადმინისტრაციულ ორგანოებში,საელჩო,საკონსულო,იუსტიციის სახლში და სამინისტროებში; სამართლებრივი ურთიერთობის რეგულირებას ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან;სტრასბურგის- ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში;

კონსულტაციისთვის დაგვიკავშირდით

საქართველოში 599 50 55 78  
თბილისი, ალ.ყაზბეგის №47 (მეტრო დელისი)
თბილისი, გურამიშვილის N23 ა (მეტრო ღრმაღელე)

იტალიაში 351 5 47 00 47  
ბარი, ბალენძანოს მოედანი 12ა


Facebook კომენტარები